17 მარტი 2026, 16:08 / სანდო წყარო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკითხებთან ერთად.

კანონპროექტთა პაკეტი სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ წარადგინა.

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სისხლის დაწესებულებათა სისტემაში სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ერთი ცენტრალური სისხლის დაწესებულებით, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით სრულად უნდა უზრუნველყოს რეციპიენტებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის მაღალი სტანდარტის სისხლისა და მისი კომპონენტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა, სისხლსა და მის კომპონენტებზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებზე ქვეყნის მოთხოვნილების განსაზღვრა და მის დასაკმაყოფილებლად უსაფრთხო/სტრატეგიული მარაგების შექმნა და მართვა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, 2022 წელს მიღებული კანონის თანახმად, სახელმწიფოს უნდა დაეფუძნებინა ცენტრალური სისხლის დაწესებულება და სწორედ ამ მოდელით უნდა გაგრძელებულიყო სისხლის დაწესებულებების ფუნქციონირება, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს კანონი პირდაპირ პასუხს არ იძლევა საკითხზე, თუ რა ბედი ეწევა ამ დრომდე მოქმედ სისხლის იმ 23 დაწესებულებას, რომლებიც ჩვეულებრივ ფლობენ საწარმო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიას და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ოპერირებენ.

„იმის გათვალისწინებით, რომ ახლადშექმნილი ცენტრალური სისხლის დაწესებულება ფუნქციონერების სასტარტო ეტაპზეა და მას არ აქვს ის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა, ასევე არ ჰყავს პერსონალის ის ოდენობა, რომლის მეშვეობითაც შეძლებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით სისხლის მარაგების მართვას, საჭირო ოდენობის სისხლითა და მისი კომპონენტებით ქვეყნის უზრუნველყოფას, ამიტომ, აუცილებელია, საშუალება მივცეთ, რომ დანარჩენმა დაწესებულებებმა ფუნქციონირება გააგრძელონ“, - განაცხადა ირინა წაქაძემ.

კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის 1 აპრილისთვის მოქმედი სისხლის დაწესებულებები მომავალშიც შეძლებენ ფუნქციონირების გაგრძელებას. თუმცა, როგორც მომხსენებელმა განმარტა, ისინი ვალდებული იქნებიან ეტაპობრივად, ზედმიწევნით დააკმაყოფილონ ახალი კანონმდებლობის და ახალი სალიცენზიო პირობები.

სტაციონალური დაწესებულებების სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებიც სისხლის დაწესებულების ფუნქციას ასრულებდნენ, 2026 წლის 1 ივნისამდე მიეცემათ ვადა, რათა სტაციონალურ დაწესებულებას გამოეყონ და დარეგისტრირდნენ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად, აიღონ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია და ამგვარად განახორციელონ ოპერირება.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2026 წლის 1 აპრილიდან ახალ სუბიექტებზე საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია აღარ გაიცემა.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მოქმედი კანონის შესაბამისად, 1 აპრილიდან უანგარო დონაციის პრინციპი უნდა ამოქმედდეს, რისთვისაც ქვეყანა მზად არ არის, რადგან უანგარო დონაციის წილი 45-50%-მდეა, დანარჩენი კი ისევ ფასიანი და ნათესაური დონაციაა. მისი თქმით, თუ კანონი 2022 წელს მიღებული ნორმებით ამოქმედდება, მაშინ შესაძლოა, ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებას შეექმნას საფრთხე.

შესაბამისად, მთავრობის შეთავაზებაა, დონაციის პრინციპებზე გადასვლა მოხდეს ეტაპობრივად - 2030 წლის 1 აპრილამდე, რათა შესაძლებელი გახდეს 100%-იანი შედეგის მიღწევა.

ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონშიც, რომელიც ცენტრალური სისხლის დაწესებულების გათავისუფლებას გულისხმობს საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური ლიცენზიის და სისხლის პლაზმის ექსპორტის ლიცენზიის აღებისგან.

„2030 წლამდე გარდამავალი პერიოდის დაწესება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სრულად გადავიდეთ უანგარო დონაციაზე. მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. საკანონმდებლო ორგანოში წელიწადში 2-ჯერ ვატარებთ უანგარო დონაციის აქციას, რითაც მაგალითს ვაძლევთ ჩვენს თანამემამულეებს. უანგარო დონაცია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის მიერ პირველი მოსმენისთვის წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

17 მარტი 2026, 18:01

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მაღალ დონეზეა, იმისთვის რომ თითიდან გამოწოვილი ჯამბაზობით მოტყუვდეს და ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის

„ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ ნათლად იკვეთება ეს ავი სურვილი, საქართველოს გამოყენებისა იმ გარკვეული გეგმების ჭრილში, რაც ჯერ კიდევ თავში აქვთ იმ არაფორმალურ ძალებსა და ცხელ თავებს - რაღაც გარკვეული იქნებ მოახერხონ მაინც საქართველოში კანონიერად, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების რევოლუციით დემონტაჟი, იქნებ მოახერხონ ხალხის მოტყუება და ხალხის ქუჩაში გამოყვანა. ჰააგის ხსენებაც სწორედ მაგიტომ იყო. შემდგომ გაემიჯნნენ ამ ყველაფერს, მაგრამ ამ ყველაფრის სურვილი ხომ ჩანს? ტყუილის მასშტაბს ხომ გრძნობს ჩვენი საზოგადოება? ამიტომაც არის, რომ ეს ტყუილი არ გასდით. არც გაუვათ. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მაღალ დონეზე და მოწოდების სიმაღლეზეა, იმისთვის რომ თითიდან გამოწოვილი ჯამბაზობით მოტყუვდეს და ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

17 მარტი 2026, 17:58

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ცვლილებების თანახმად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.იგივე პრინციპი გავრცელდება „საქსტატის“ საბჭოს წევრებზე.

დავით მათიკაშვილი

17 მარტი 2026, 17:57

პოლიტიკა

მათიკაშვილი: ქართველი ხალხისთვის და საქართველოს მომავლისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი რა ტყუილს ჩაწერს ე.წ. მოსკოვის ფაქტების დამდგენი მისიის მიკერძოებული ვითომ ექსპერტი, არამედ მნიშვნელობა აქვს იმას, საქართველოს ინტერესი რა არის

ქართველი ხალხისთვის და საქართველოს მომავლისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი რა ტყუილს ჩაწერს ე.წ. მოსკოვის ფაქტების დამდგენი მისიის მიკერძოებული ვითომ ექსპერტი, არამედ მნიშვნელობა აქვს იმას, საქართველოს ინტერესი რა არის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

17 მარტი 2026, 17:55

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ ძირს ვუთხრით ირანულ რეჟიმს იმ იმედით, რომ ადამიანებს მისი დამხობის შესაძლებლობა მიეცემათ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელი მოკავშირეებთან ერთად ძირს უთხრის ირანულ რეჟიმს იმ იმედით, რომ ადამიანებს მისი დამხობის შესაძლებლობა მიეცემათ.

ზვიად გაბისონია

17 მარტი 2026, 17:50

პოლიტიკა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება.

17 მარტი 2026, 17:49

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა სამუშაო შეხვედრა გამართა

დავით კარგარეთელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრები აუცილებელია დოკუმენტის სრულყოფისთვის, რათა საბოლოო გეგმა იყოს შედეგზე ორიენტირებული და სრულად მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

17 მარტი 2026, 17:38

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი წარმატებულ ახალგაზრდა მოკრივეს ანდრანიკ ჯანამიანს შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი წარმატებულ ახალგაზრდა მოკრივეს ანდრანიკ ჯანამიანს შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და მომავალშიც წარმატებები უსურვეს, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ვლადიმერ ბოჟაძე

17 მარტი 2026, 17:37

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე ბრიუსელის რიტორიკაზე: ასეთი რიტორიკის ამოცანა არის ერთადერთი, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდეს რაიმე სალაპარაკო - არ ვაპირებთ, შევცვალოთ ის კანონმდებლობა, რომელიც ქართველი ხალხის დავალებით მიიღო პარლამენტმა

მკაცრი განცხადებების მიუხედავად, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ევროკავშირი ქმედითი ნაბიჯების ნაცვლად, კვლავ მსჯელობის რეჟიმში რჩება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 მარტი 2026, 17:35

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალების გაერთიანების იდეით მიმართავს.

17 მარტი 2026, 17:34

საზოგადოება

არსებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება.

გიორგი ვოლსკი

17 მარტი 2026, 17:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციის გაერთიანებაზე: საზოგადოებამ ხომ იცის, რომ გარე მმართველებს აბსოლუტურად არ აინტერესებთ, რა სისხლი აქვთ ხელებზე იმ ადამიანებს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით გაერთიანდა

„ამასთან დაკავშირებით შეიძლება შიგნით ვინმეს აქვს გარკვეული მოსაზრება - იქნებ ამის თქმა არ ღირდეს, იქნებ საზოგადოება ამაზე ღიზიანდებოდეს. ყველამ კარგად იცის, რომ გარედან იმართება [რადიკალური ოპოზიცია]. საზოგადოებამ ხომ იცის, რომ გარე მმართველებს აქვთ კონკრეტული მიზანი და აბსოლუტურად არ აინტერესებთ არანაირი დემოკრატია, მისგან წინსვლა თუ უკუსვლა. არც ის აინტერესებთ, რა სისხლი აქვთ ხელებზე იმ ადამიანებს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით გაერთიანდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაპანაძე

17 მარტი 2026, 17:30

პოლიტიკა

გიორგი კაპანაძე: ოპოზიციის გაერთიანების დაკვეთა იყო საზოგადოების და ქართველი ხალხის

„ოპოზიციის გაერთიანების დაკვეთა იყო საზოგადოების და ქართველი ხალხის. დამკვეთი ერთიანობისა, პოლიტიკური პარტიების გაერთიანებისა, საზოგადოებრივი ჯგუფების გაერთიანებისა არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ.

17 მარტი 2026, 17:15

სამართალი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს შორის არიან წარსულში ძალადობისთვის არაერთხელ გასამართლებული და სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ძმები წულუკიძეები

„ქრონიკის“ ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დაკავებულ ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფ 72 ადამიანს შორის არიან წარსულში ძალადობისთვის არაერთხელ გასამართლებული ძმები წულუკიძეები. ისინი სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

17 მარტი 2026, 17:14

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ვლოცულობთ პატრიარქისთვის და ღმერთს ვთხოვთ მისთვის მხნეობასა და ჯანმრთელობას

როგორც ექიმების მსჯელობიდან ჩანს, აფასებენ როგორც მძიმეს. შემდგომი რაიმე მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან.

ვახტანგ კალოიანი

17 მარტი 2026, 17:13

საზოგადოება

ვახტანგ კალოიანი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: სისხლდენა გაჩერებულია. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ამ მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება

ვითარება რთულია, იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე მისი გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად, - განაცხადა რეანიმატოლოგმა, „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

17 მარტი 2026, 17:13

მსოფლიო

ირანმა ისრაელზე ახალი სარაკეტო იერიში მიიტანა

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელის მიმართულებით ახალი სარაკეტო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

17 მარტი 2026, 17:11

რეგიონი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში მსხვილფეხა საქონელზე ზედამხედველობა დააწესეს. ცხოველს აღენიშნებოდა გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა, კოორდინაციის დარღვევა. სააგენტოს ინსპექტორებმა პათოლოგიური მასალის ნიმუშები ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით, ცოფი დადასტურდა. ინფორმაცია ცხოველის ცოფით დაავადების შესახებ მაშინვე ეცნობა ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურს.

17 მარტი 2026, 17:04

საზოგადოება

კახა აბულაძემ აბანოთუბანში შეკრებილ საზოგადოებას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

აბანოთუბანში, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმისა და საქართველოში აზერბაიჯანელების უხუცესთა საბჭოს ორგანიზებით, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.

17 მარტი 2026, 16:51

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

17 მარტი 2026, 16:50

სამართალი

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 77 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 77 პირს ბრალდება წარუდგინა.