სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს. ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტობაზე პრეტენზიის მქონე რამდენიმე მიკერძოებული ადამიანი ამ თემით იპარაზიტებს, გაეცნონ წყაროებს და შემდეგ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები
მიხეილ სარჯველაძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს. ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტობაზე პრეტენზიის მქონე რამდენიმე მიკერძოებული ადამიანი ამ თემით იპარაზიტებს, გაეცნონ წყაროებს და შემდეგ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მან დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა, გადაამოწმონ წყაროები ცალკეული პრეპარატების შესახებ და შემდეგ გააკეთონ განცხადებები.
„დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს, მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომელთაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითაც ეტლის საჭიროების ასაკი შეიძლება გადავადდეს 1-3 წლამდე. აქვე, იმედს გამოვთქვამ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი შეიქმნება, რაც უზრუნველყოფს ყველას ჯანმრთელობას.
ახლა მოგახსენებთ მოთხოვნილი მედიკამენტების შესახებ: მოთხოვნილია ერთ-ერთი სახეობა მედიკამენტისა, რომელზეც შარშან ამ დროს რომ წარმართულიყო მსჯელობა და სახელმწიფოს ეყიდა ერთი პაციენტისთვის 3.2 მილიონი დოლარის ღირებულების ეს მედიკამენტი, დაახლოებით, 2 თვის შემდეგ ევროპის წამლის მარეგულირებელი (EMA) იტყოდა მტკიცე უარს ამ მედიკამენტისთვის ავტორიზაციის მინიჭებაზე, ანუ დაშვებაზე.
მაგალითად, EMA ამბობს თავის 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში: „12 თვის შემდეგ, პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი არ დადასტურდა, პლაცებოსთან შედარებით“.
იმავე მედიკამენტებთან დაკავშირებით დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. ამის გამო, ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA), რომელსაც ამ მედიკამენტზე ჰქონდა მანამდე დაჩქარებული ავტორიზაცია მინიჭებული, 2025 წლის 18 ივლისს, მიიღო გადაწყვეტილება და შეაჩერა კლინიკური კვლევები 3 (ახლა ოთხის) გარდაცვალების შემთხვევის დაფიქსირების გამო და მოუწოდა მწარმოებელს, გაეჩერებინა მედიკამენტების რეალიზაცია. 14 ნოემბერს კი განაახლა მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქცია, სადაც დააფიქსირა შემდეგი: „მედიკამენტის გამოყენება უკავშირდება ღვიძლის მძიმე დაზიანების და ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარების, მათ შორის, ფატალური შედეგის დადგომის რისკს“.
აი, მინდა ვთხოვო ჟურნალისტებსაც, ყველა ეს ინფორმაცია ეყრდნობა, აბსოლუტურად ღია და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს, ოფიციალურ წყაროებს (არა მარკეტინგულს - აქვე მინდა, დავაზუსტო). გაეცანით ინფორმაციას, ამ წყაროებს და მიაწოდეთ საზოგადოებას სანდო ინფორმაცია.
ვიდრე ჯანდაცვის სპეციალისტობაზე პრეტენზიის მქონე რამდენიმე მიკერძოებული ადამიანი ამ თემით იპარაზიტებს, ან უკეთეს შემთხვევაში - დილეტანტურად განცხადებას გააკეთებს, გაეცნონ ამ წყაროებს და შემდეგ გააკეთონ ხმამაღალი განცხადებები.
მოთხოვნილია აგრეთვე სხვა ჯგუფი მედიკამენტებისა. ამ მედიკამენტებს აქვთ FDA ავტორიზაცია, მაგრამ მათგან არც ერთს დღეისთვის არ აქვს EMA-ს ავტორიზაცია.
მათგან მხოლოდ ერთ-ერთზე ჰქონდა EMA-ს პირობითი (ხაზს ვუსვამ - პირობითი) ავტორიზაცია. 2025 წელს, 11 წლის შემდეგ EMA-ს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილებაში ცალსახად ნათქვამია: „არ დასტურდება მედიკამენტის ეფექტი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ყველა სიახლე
21 აპრილი 2026, 14:23
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი მოითხოვს, რომ ის იყოს ყველა მხრიდან უპირობოდ აღიარებული. სანამ ეს ასე არ იქნება, მანამდე ის ერთგვარ შოლტს გადაუჭერს ხოლმე მის მიერ გაზრდილ ურჩებს
ვფიქრობ, რომ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას არც ერთობას და არც ცალკე ყოფნას, საქართველოში, პოლიტიკაში რაიმე რეალური სასიკეთო პერსპექტივა არ გააჩნია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
21 აპრილი 2026, 14:22
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს
ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს და ვინ უფრო უკეთ შეეცდება მიღებული დავალების შესრულებას, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
21 აპრილი 2026, 14:21
პოლიტიკა
ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს - გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით საქართველოს საკითხიც განიხილება
ლუქსემბურგში ევროკავშირს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით საქართველოს საკითხიც განიხილება. მინისტრთა ნაწილი ისევ სანქციებზე ამახვილებს ყურადღებას. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და შეხვედრის მონაწილეებმა კომენტარებიც გააკეთეს.
21 აპრილი 2026, 14:19
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევრობიუროკრატებზე: ჩვენ ვეუბნებით, რომ ნებისმიერ დროს ჩამოვალთ ბრიუსელში სალაპარაკოდ, ოღონდ არა აღქმებზე, ფაქტებზე სალაპარაკოდ. გამოიყენონ პრემიერის ეს შეთავაზება და „გვამხილონ“, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ არის ტყუილი
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლუქსემბურგში ევროკავშირს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
21 აპრილი 2026, 14:19
პოლიტიკა
ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა, ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი გახდა
ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი გახდა
21 აპრილი 2026, 14:01
კულტურა
თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
21 აპრილი 2026, 13:59
მსოფლიო
ilga Europe: ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის ხელშეკრულებებს არღვევს
ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთის მიერ მიღებული ანტი-ლგბტ კანონი ევროკავშირის რამდენიმე ხელშეკრულებას არღვევს. ინფორმაციას Ilga Europe ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 13:56
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მოინახულა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები მოინახულა.
21 აპრილი 2026, 13:48
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ სექტორში შემოსავლების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა
„2026 წლის იანვარ-მარტში ტურისტული ვიზიტების ზრდის პარალელურად ტურიზმის სექტორში შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის კვალდაკვალ შემოსავლების მაჩვენებელი შეჯამდა, რომელიც რეკორდულად გაიზარდა. ეს არის დაახლოებით 830 მლნ ამერიკული დოლარის ჯამურად გენერირებული შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიაში. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, რაც ამ დარგთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტია“, - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა 2026 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის სექტორის რეკორდული შემოსავლები.
21 აპრილი 2026, 13:48
ჯანდაცვა
გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან ფასს და „იმედს“, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა ყველაზე დიდი საფრთხეა - დიუშენის მკურნალობა არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება
ყველაზე დიდი შეცდომა დღეს არის ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან მხოლოდ ფასს და „იმედს“, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს. მედიცინაში რისკის დამალვა — არის ყველაზე დიდი საფრთხე. მთავარი ფაქტი (რაც აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოებამ), დიუშენის მკურნალობა არ არის უსაფრთხო, მარტივი ან ერთჯერადი გადაწყვეტილება, - წერს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე 7 აპრილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებილ პოსტში.
21 აპრილი 2026, 13:35
საზოგადოება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მხარდამჭერი ტრენინგების ახალი ციკლი დაიწყო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო ტრენინგების ახალი ციკლი, რომლის მიზანია სკოლების მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში საჭიროებების სისტემურ შესწავლასა და შეფასების კომისიების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.
21 აპრილი 2026, 13:32
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ტურიზმიდან მიღებული პირველი კვარტლის შემოსავლები რეკორდულია
2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების ზრდასთან ერთად, გაზრდილია მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები და რეკორდულ მაჩვენებელს, 829.8 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენს.
21 აპრილი 2026, 13:26
მსოფლიო
მარტა კოსის განცხადებით, ევროპას ცენტრალურ აზიასთან თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი აკავშირებენ
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა შავი ზღვის სტრატეგიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი აკავშირებენ.
21 აპრილი 2026, 13:24
ეკონომიკა
ნატა კვაჭანტირაძე: ტურიზმის პოზიტიურ დინამიკას ევროპული ბაზრების ზრდა და პირდაპირი ფრენები განაპირობებს
2026 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 0.5%-ით გაიზარდა, კვარტალური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 829.8 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
21 აპრილი 2026, 13:23
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის მართვის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის ციფრულ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა
პაატა სალიასა და ჟუანგ რონგვენს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყანაში სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. შესაბამისად, თანამშრომლობის გაძლიერება ჩინეთის კიბერსივრცის სამინისტროსთან გააღრმავებს ორივე ქვეყნის პოტენციალს კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში.
21 აპრილი 2026, 13:11
ჯანდაცვა
სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე - ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ დაავადებას
სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე - ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების მიმართულებით და ეს ეხება არა მხოლოდ ამ დაავადებას, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ.
21 აპრილი 2026, 13:07
ჯანდაცვა
სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო წამალზე: ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ საქართველოზე ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემები, რა მიზეზით არ აქვთ შეტანილი ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება?!
არიან ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც არიან საქართველოზე ბევრად მძლავრი, ვეებერთელა ფინანსური შესაძლებლობებით, ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემებით. მაგალითად, ნორვეგია, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ლიხტენშტაინი. არ არის სწორი და ლოგიკური, რომ დავსვათ რიტორიკული კითხვა: ამ სახელმწიფოებს რა მიზეზით არ აქვთ ამ დრომდე შეტანილი საკუთარი ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება?! , - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
21 აპრილი 2026, 13:03
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა.
21 აპრილი 2026, 13:03
ტაბლოიდი
მადონამ Coachella-ზე მოპარული ტანსაცმლის სანაცვლოდ ჯილდო დააწესა
პოპის დედოფალი მადონა ქურდობის მსხვერპლი გახდა. პოპვარსკვლავი გასულ პარასკევს Coachella Valley Music and Arts Festival-ის მთავარ სცენაზე ჰედლაინერ საბრინა კარპენტერთან ერთად გამოჩნდა.


