მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: მიუხედავად ამ დიაგნოზის მქონე უფრო დიდი პოპულაციის ყოლისა, მხოლოდ 31 ადამიანია, ვინც იღებს კორტიკოსტეროიდს - რეალურად ეს წამალია, რაც აუმჯობესებს იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას
მიხეილ სარჯველაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა და რამდენად მიჰყვება საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს.
მისი განმარტებით, ევროპის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში გამოიყენება კონკრეტული მედიკამენტი, კორტიკოსტეროიდის კატეგორიის, რომელიც საქართველოში არის დანერგილი და გამოიყენება.
„მიუხედავად მისი გვერდითი მოვლენებისა - ოღონდ გვერდითი მოვლენები არ შეგვეშალოს ფატალურ რისკებში, აქ უდავოდ დადასტურებულია, რომ ამ მედიკამენტს, ამ კორტიკოსტეროიდს აქვს უნარი ეტლში ჩაჯდომის გადავადება უზრუნველყოს და ეს რეალურად გამოსაყენებელია.
დღეს აღვნიშნე და ერთ-ერთი გამოწვევა, რაც არსებობს ამ სფეროში, არის ის, რომ მიუხედავად ამ დიაგნოზის მქონე ცოტა უფრო დიდი პოპულაციის ყოლისა, მხოლოდ 31 ადამიანია, ვინც იღებს დღემდე კორტიკოსტეროიდს. ეს ცუდია, რადგან რეალურად ეს წამალი არის, რაც უდავოდ უზრუნველყოფს და აუმჯობესებს იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებსაც ეს წამალი სჭირდებათ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მან სხვა საჭიროებებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებაც ისაუბრა.
„პარალელურად არის უამრავი საჭიროება, რასაც, ბუნებრივია, რომ მივდევთ და როგორც კი ეს საჭიროებები ჩნდება, ბუნებრივია, ვცდილობთ, მაქსიმალურად სწრაფად დავეწიოთ და დავაკმაყოფილოთ. გასათვალისწინებელია, რომ ეს საკმაოდ რთული დაავადებებია, რომლებთან ბრძოლაში კაცობრიობა ჯერჯერობით, დახელოვნებული ნამდვილად არ არის.
განვითარებულ სამედიცინო სისტემებშიც ჩნდება გარკვეული სიახლეები, რასაც ბუნებრივია, თვალს ვადევნებთ და სწრაფად დანერგვისკენ ვდგამთ ნაბიჯებს. ეს გულისხმობს მედიკამენტებს და კვლევით პროცესებს.
გაგზავნილია უკვე მთავრობაში [ინიციტივა], დაწყებულია ამ მიმართულებით მუშაობა - ეს გულისხმობს მაგალითად, წელიწადში ერთხელ სტაციონარული, კომპლექსური გამოკვლევის ჩატარებას, რომელიც შეიცავს მაგალითად, კარდიოლოგიურ გამოკვლევასაც და ნეფროლოგიურ გამოკვლევასაც. ეს დაკვირვება ნიშნავს იმას, რომ ამან უნდა წარმოშვას პასუხები, თუ რა სჭირდება ინდივიდუალურად კონკრეტულ პაციენტს, მკურნალობისა და ყურადღების რა მიმართულებით გაძლიერებას საჭიროებს.
ამ დრომდეც ჰქონდათ [პაციენტებს] შეღავათები, ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ეხმარებოდა მათ, ეს ფართოვდება და კიდევ უფრო უკეთესი ხდება. მომავალშიც დაგეგმილია, ამაზე მუშაობა კვლავაც ინტენსიურად მიმდინარეობს და სიახლეები იქნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ყველა სიახლე
21 აპრილი 2026, 20:22
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ 14 წელი - გარდამტეხი ცვლილება ქვეყნის ისტორიაში და ბოლო 12 წლის მონაპოვარი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 14 წელი გავიდა. გარდამტეხი ცვლილება ქვეყნის ისტორიაში, ისტორიული გამარჯვება, ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი, მმართველი გუნდის მიერ განვლილი გზა და მთავარი მონაპოვარი- თარიღს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვრცელი წერილით გამოეხმაურა.
21 აპრილი 2026, 20:17
პოლიტიკა
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხი განიხილეს, სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების თაობაზე პროგრესი არ ყოფილა.
21 აპრილი 2026, 20:16
მსოფლიო
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი: ირანში ომი ისტორიაში ყველაზე დიდ ენერგეტიკულ კრიზისს იწვევს
ირანს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის არსებული კონფლიქტი ქმნის ენერგეტიკულ კრიზისს, რომელიც ყველაზე მძიმეა მათ შორის, რაც კი მსოფლიოს ოდესმე გამოუვლია, - განაცხადა სამშაბათს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა.
21 აპრილი 2026, 20:09
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ვულოცავ მამუკა მდინარაძეს ამ მნიშვნელოვან წინსვლას და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია - ხელმძღვანელობაც ძალიან წარმატებით გამოუვა, ისევე, როგორც პოლიტიკა
„ვულოცავ მამუკა მდინარაძეს ამ მნიშვნელოვან წინსვლას და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია - ხელმძღვანელობაც ძალიან წარმატებით გამოუვა ისევე, როგორც პოლიტიკა, სადაც მისი დაბრუნება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გაძლიერებაა!“, - წერს ირაკლი კირცხალია.
21 აპრილი 2026, 20:07
მსოფლიო
გერმანია და იტალია არ ეთანხმებიან მოწოდებებს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეჩერების შესახებ
გერმანია და იტალია არ ეთანხმებიან მოწოდებებს ისრაელთან ასოცირების შეთანხმების შეჩერების შესახებ.
21 აპრილი 2026, 20:02
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ესპანეთის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომისიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ესპანეთის სამეფოში, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 19:50
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ
ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს, ალბერტო ფაბრა პარტს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 19:37
მსოფლიო
შესაძლო მოლაპარაკებების წინ, ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში „დაბომბვების დაწყებას“ ელის
ისლამაბადში მოლაპარაკებების შესაძლო მეორე რაუნდის წინ, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის განახლებას ელის.
21 აპრილი 2026, 19:33
მსოფლიო
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სა და ირანს მოუწოდა, გაახანგრძლივონ დროებითი ზავი
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ იშაყ დარმა აშშ-სა და ირანს მოუწოდა, გაახანგრძლივონ დროებითი ზავი და განაგრძონ მუშაობა დიპლომატიურ გადაწყვეტაზე.
21 აპრილი 2026, 19:21
მსოფლიო
ზელენსკი: ნავთობსადენი „დრუჟბა“ შეკეთებულია და მუშაობის განახლება შეუძლია
ნავთობსადენი „დრუჟბა“ შეკეთებულია და მუშაობის განახლება შეუძლია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
21 აპრილი 2026, 19:06
მსოფლიო
POLITICO: კანონმდებლები მოუწოდებენ ევროპარლამენტს, ენერგიის ხარჯების გამო შეაჩეროს ყოველთვიური ვიზიტები სტრასბურგში
სხვადასხვა პარტიისგან შემდგარ კანონმდებელთა ჯგუფს სურს, რომ ევროპარლამენტმა სტრასბურგში ყოველთვიური მგზავრობა გააუქმოს, ვიდრე ენერგოკრიზისი გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 19:01
პოლიტიკა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში გარდამტეხი როლის შეტანა
„2012 წლის 21 აპრილი, თარიღი, რომლითაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ- „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში გარდამტეხი როლის შეტანა. ეს არ იყო უბრალოდ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა, ეს იყო ქართველი ხალხის იმედი და მტკიცე მოთხოვნა მშვიდობიან, სტაბილურ მომავალზე, ისეთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას“.
21 აპრილი 2026, 18:54
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ნორვეგიაშიც უყვართ ბავშვები და ნორვეგიაშიც აქვთ შესაძლებლობა, მაგრამ ვერ რისკავენ ასე სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებას ასეთი მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით
დღეს დაისვა კითხვა შევხვდებით თუ არა აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტების მშობლებს, არასდროს ჩვენი კარი არ დახურულა, ეს მათი არჩევანი იყო, რაც გააკეთეს და მათ მე კრიტიკას ვერ დავუწყებ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ საუბრისას.
21 აპრილი 2026, 18:51
მსოფლიო
ტრამპი მოლაპარაკებების წინ ირანს 8 ქალის გათავისუფლებას სთხოვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ლიდერებს რვა ქალის გათავისუფლება სთხოვა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება „შესანიშნავი დასაწყისი იქნებოდა ჩვენი მოლაპარაკებებისთვის“.
21 აპრილი 2026, 18:25
საზოგადოება
წმინდა სინოდის სხდომა, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოირჩევა, 28 აპრილს გაიმართება
საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 28 აპრილს 12:00 საათზე გაიმართება. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი. „ამა წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი“,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
21 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
21 აპრილი 2026, 18:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
21 აპრილი 2026, 18:11
პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
21 აპრილი 2026, 18:06
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს
მინდა, ბატონ მამუკა მდინარაძეს გადავუხადო მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, მისი ხელმძღვანელობით სამსახურში განხორციელდა სისტემური რეფორმები, ჩატარდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალური ოპერაცია, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით იყო ძალიან წარმატებული ამ თვეების განმავლობაში სამსახურის საქმიანობა. განსაკუთრებით წარმატებული იყო სამსახურის საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ყველაფრისთვის, მინდა ბატონ მამუკას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა.


