მიხეილ სარჯველაძე: ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და 2025 წელს ჯამში შეადგინა 400 მილიონზე მეტი
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
კარგია, რომ შეუნიშნავთ კითხვის ავტორებს და აღიარებენ, რომ ონკოლოგიის დაფინანსება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მაინც ვიტყვი მნიშვნელოვან რიცხვებს, რომელიც კორელაციაშია, მათ შორის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საკითხთან დაკავშირებით, რომ არავის არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ თანხა და ფული აქ პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხია.
2025 წელს ამ ხარჯებმა შეადგინა 383 მლნ ლარი, რასაც ემატება ე.წ. რეფერალიდან გაწეული ხარჯები, რაც 2025 წელს შეადგენდა 30 მლნ ლარზე მეტს. 2013 წელს იცით რამდენი იყო ეს ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტში?! - ეს იყო 4.7 მლნ ლარი და წელს გავცდით 400 მილიონ ლარს, რა თანხის არ დახარჯვაზეა ლაპარაკი, მგონი ყველასთვის ნათელია. ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 2014 წლიდან, ეს ხარჯი ერთბაშად 4 მილიონიდან გახდა 36 მილიონი ლარი. ასე გრძელდებოდა სულ - უწყვეტად იზრდებოდა ეს ხარჯები და როგორც აღინიშნა, არის ჯამში 400 მილიონზე მეტი. ბუნებრივია, ეს გაგრძელდება, ბუნებრივია, იმის პარალელურად, რასაც ჰქვია ეფექტიანობაზე ზრუნვა, ეფექტიანობაზე მუშაობა“ - მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ყველაფერს აქვს ახსნა, თუ რა კონკრეტული გადაწყვეტილებებით მივიდა პროგრამა ასეთ ზრდამდე. მისი განცხადებით, წლიდან წლამდე ონკოლოგიის დაფინანსების ზრდის მთავარი მიზანი და დანიშნულება თანაგადახდების წილის მაქსიმალურად შემცირებაა, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეს ე.წ. „ჯიბიდან გადახდა“ არ უწევდეს, ან თუ მაინც მოუწევს, იმაზე გაცილებით ნაკლები იქნება, რაც მანამდე იყო.
„რიცხვები, თავისთავად სცემს ყველა სპეკულაციას პასუხს, სპეკულაციების სპეციალისტებად ჩამოყალიბებულ ჩვენი ოპოზიციონერების ნებისმიერ სკეპტიციზმს ცივ წყალს ასხამს. როდესაც ვამბობთ, რომ 400 მილიონი ლარია ონკოლოგიის დაფინანსება და, დაახლოებით, 10 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით ამდენად არის გაზრდილი, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს რომ მოქალაქეს ნაკლების გადახდა უწევს ჯიბიდან. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია სტანდარტული, საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდებით მკურნალობა. ეს დადგენილია გაიდლაინებით, პროტოკოლებით, სათანადო პროცედურებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით, სახელმწიფოს ინიციატივით, სულ უფრო მეტი ინოვაციური მედიკამენტი შემოდის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, პერმანენტულად ინერგება ალტერნატიული, მაღალტექნოლოგიური მკურნალობის მეთოდები, შესაბამისად, იცვლება ექიმების მიდგომები და პაციენტების განწყობაც.
მიუხედავად ამისა, არც თუ იშვიათად, ექიმები და პაციენტები, ცალკეულ შემთხვევებში, ანიჭებენ უპირატესობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით პირდაპირ გაუთვალისწინებელ, ალტერნატიულ ან დამატებით სამკურნალო საშუალებებს. არის ასეთი რამ მსოფლიოში - სამედიცინო სფეროში, განსაკუთრებით მედიკამენტების სივრცეში, დამახასიათებელია სწრაფი განვითარების, ბევრი ალტერნატივის არსებობის პირობებში, აზრთა სხვადასხვაობა, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ხშირად პაციენტის განწყობა სხვადასხვა მედიკამენტის მიმართ განსხვავებული იყოს. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჯგუფის უკლებლივ ყველა მედიკამენტის უზრუნველყოფა არ იქნებოდა სწორი ამოცანა, მთავარი არის რომ ჯგუფის საჭირო მაღალი ხარისხის მედიკამენტი და მკურნალობა იყოს ხელმისაწვდომი, რასაც სახელმწიფო აკეთებს კიდეც“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფო ასეთ შემთხვევებში მაინც რეაგირებს და ეხმარება პაციენტებს, უმსუბუქებს მათ მიერ არჩეული პროგრამით პირდაპირ გაუთვალისწინებელი, დამატებითი, ალტერნატიული მკურნალობის მეთოდებზე ხელმისაწვდომობას.
„ეს ხორციელდება იმის პარალელურად, რაც არის სტანდარტულად, მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილი და თუ მაინც არჩევანი არის დამატებით საშუალებაზე, აქაც, ბუნებრივია, სახელმწიფო გარკვეული ფორმით მხარში უდგას მოქალაქეს. ეს ხორციელდება რეფერალური დაფინანსების გზით, მაგრამ ასეთ შემთხვევებში არჩეული ალტერნატიული საშუალებების დაფინანსება ექცევა ლიმიტების ქვეშ და ეს სავსებით ბუნებრივია. ეს ლიმიტები დადგენილია შესაბამისი ნორმატიული აქტით. თუ პაციენტი სახელმწიფოსგან შეთავაზებული მკურნალობის საშუალებებისა და მეთოდების ნაცვლად ირჩევს ალტერნატიულს, აქ სახელმწიფო სხვადასხვა ფაქტორების მხედველობაში მიღებით (მაგალითად სოციალური ფაქტორები), მაგრამ მაინც, ეხმარება პაციენტს კონკრეტული გონივრული მოცულობით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო პროგრამის ალტერნატიული მკურნალობის ლიმიტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პაციენტსა და მის მიერ არჩეულ სამედიცინო დაწესებულებას შორის ურთიერთობის სივრცეა, რომელიც სცილდება სახელმწიფოსგან ფასების რეგულირების შესაძლებლობათა ფარგლებს.
„ვიმეორებ, ვსაუბრობთ ალტერნატიულ არჩევანზე, რომელსაც აკეთებს პაციენტი ან ექიმი და აკეთებენ იმისგან განსხვავებულად, რაც სტანდარტულად დადგენილია სახელმწიფო პროგრამით და რაც წარმატებულად ფუნქციონირებს. ამ მხრივ, სახელმწიფოს დანახარჯები ნამდვილად არ არის უმნიშვნელო. სახელმწიფო ახერხებს სოლიდურად დახმარებას, მაგრამ რაკი ვსაუბრობთ ალტერნატივებზე, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ეს აბსოლუტურად ულიმიტო და უსაზღვრო ვერ იქნება, არც უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ ეს სრულიად ლოგიკური და ბუნებრივია.
ამასთან, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების და მათთან შეჯერებული პოზიციების მიხედვით, პერიოდულად ხდება მსგავსი შემთხვევების ანალიზი და ხშირად გამოყენებული და მაღალი დადებითი ეფექტის მქონე მკურნალობის ახალი მეთოდების ინკორპორირება ხორციელდება სამკურნალო პროტოკოლებში, შემდეგ კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“, - განმარტა სარჯველაძემ.
აქვე მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს, არათუ გაეზარდათ ე.წ. „ჯიბიდან გადახდები“, არამედ გატარებული რეფორმების შედეგად, აღნიშნული ხარჯები შეუმცირდათ.
„რაც არ უნდა ეცადონ ჩვენი ოპონენტები იმის წარმოჩენას, რომ თითქოსდა, პაციენტს უწევს „ჯიბიდან გადახდა“ უფრო მეტის, ამის საწინააღმდეგოდ არსებობს ფაქტები: პირველი - 2025 წელს ონკოლოგიურ პაციენტებზე სახელმწიფოს მიერ დაიხარჯა იმდენი, რამდენიც არასდროს დახარჯულა საქართველოში. აქვე ვიტყვი, რომ გვაქვს გაუმჯობესებული მაჩვენებლებიც ონკოლოგიის მართვის წარმატებულობის და ეფექტიანობის მიმართულებითაც (აქ არის ხარისხობრივი მკურნალობის გაუმჯობესების მომავალი პერსპექტივაც და ამ დრომდე მიღწეული წარმატებებიც). მეორე - „ჯიბიდან გადახდები“ საქართველოში, ბოლო წლების ანალიტიკის თანახმად და ავტორიტეტული კვლევებია ეს, სახელმწიფოს მხრიდან ონკოლოგიური სერვისების დაფინანსების ზრდის ფონზე, რადიკალურად არის შემცირებული - კერძოდ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ონკოლოგიაზე ე.წ. „ჯიბიდან გადახდები“ არის, დაახლოებით, განახევრებული - ანუ ის, რასაც მოქალაქეები ჯამში იხდიდნენ, დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს არის იმის ნახევარი, რასაც 5 წლის წინ იხდიდნენ“, - დასძინა მინისტრმა.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 16:41
ეკონომიკა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს
საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ახალი საერთაშორისო ინვესტორი - Aspect Georgia LLC შემოვიდა, რომელიც კვლევა-მოპოვებითი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
29 აპრილი 2026, 16:31
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: პოლონეთის გადაწყვეტილება პასუხობს ქართველი რადიკალების მოთხოვნას, რომ დეზინფორმაციის და მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს
ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს შემთხვევაში ვუყურებთ, რამდენად აბსურდისკენ მიექანება რიგი ბიუროკრატების გადაწყვეტილებები, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
29 აპრილი 2026, 16:24
ეკონომიკა
გენადი არველაძე: ჩინური მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის უპირატესობები, რომლებსაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე მიიღებს, შესაბამისად, შევძლებთ ჩინური ავტოინდუსტრიული კომპანიების მოზიდვას
დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ ჩინური ავტოინდუსტრიული კომპანიების დაინტერესებას და მათ მოზიდვას საქართველოს ბაზარზე, - აღნიშნა ჩინეთში გამართული შეხვედრების შეფასებისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
29 აპრილი 2026, 16:22
საზოგადოება
ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ევროპის I მათემატიკური ოლიმპიადა (EMO-2026) გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა მოსწავლეებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს.
29 აპრილი 2026, 16:20
მსოფლიო
POLITICO: გერმანიის ეკონომიკა ეცემა, ხოლო მერცი ამაში ადანაშაულებს ყველას, საკუთარი თავის გარდა
გერმანიის ეკონომიკა დაღმასვლას განაგრძობს, ხოლო ქვეყნის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ამაში ყველას ადანაშაულებს საკუთარი თავის გარდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 16:17
ეკონომიკა
გენადი არველაძე: შანხაი მძლავრი სატრანსპორტო ჰაბია, რაც საშუალებას მოგვცემს, ტურისტები არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ მესამე ქვეყნებიდანაც მოვიზიდოთ, 2026 წელს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო მეტ ზრდას ველოდებით
ავიაკომპანია China Southern-თან პეკინსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობა განვიხილეთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
29 აპრილი 2026, 16:14
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე ქეთევან ბაკარაძეზე: დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღებისთვის, თავის გამოჩენის თუ ამ გზით ცნობადობის გაზრდის მიზნით თემებით სპეკულაციები, მით უმეტეს, რომ ეს თემები ეხება ჯანდაცვას, ადამიანებს და ბავშვებს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის “ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინტერპელაციის წესით „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის“ მინისტრის მიხეილ სარჯველაძის მოსმენისას პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
29 აპრილი 2026, 16:09
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: იმედს გამოვთქვამთ, მალე გაჩნდება ყველა კითხვაზე პასუხი და გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტიც - რა წამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას
იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე გაჩნდება ყველა კითხვაზე პასუხი და გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტიც, რეალური შესაძლებლობის მქონე და უსაფრთხო მედიკამენტი. რა წამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
29 აპრილი 2026, 16:07
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს: თქვენი კითხვის დასმის ფორმა, რბილად ვიტყვი, იყო აბსოლუტურად მიუღებელი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრმა ზაალ მიქელაძემ, ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს. საკუთარ განცხადებაში ბაკარაძემ ჯანდაცვის მინისტრს წარუმატებელი და ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი უწოდა. მიქელაძემ ამ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ შეკითხვების დასმა მისაღებია, თუმცა ეს არ უნდა სცდებოდეს გარკვეულ ჩარჩოებს.
29 აპრილი 2026, 16:05
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრს: სწრაფი გადაწყვეტილებები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ასევე, სამინისტროს ნაწილობრივად დაყოფა მენეჯმენტის თვალსაზრისით, გაზრდიდა თითოეული სექტორული მიმართულების ეფექტურობას
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს“ გაყოფის ინიციატივით გამოვიდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ჯანდაცვის მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.
29 აპრილი 2026, 15:50
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, რეალიზაციის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 84 პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელსაც აფასოებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა.
29 აპრილი 2026, 15:49
ეკონომიკა
გენადი არველაძე: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დაემატა ინვესტიციების თავი, რაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას, პროცედურების გამარტივებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შეტანილი ცვლილება წარმოადგენს პასუხს იმ თანამედროვე სავაჭრო ტენდენციებზე, რომლებიც მსოფლიოში 2018 წლის შემდეგ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ გლობალურად ვითარდებოდა, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძე გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჩინეთ-საქართველოს შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის პირველად დაემატა ინვესტიციების თავი, რაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას, პროცედურების გამარტივებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს
29 აპრილი 2026, 15:46
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა, რაც სწორედ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შედეგია
„პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში, რომელიც 2025 წელს დაიწყო, დიდი აქცენტი კეთდება ბავშვთა ადრეული განვითარების ზედამხედველობაზე, პჯდ ექიმების პირდაპირი მოვალეობა ხდება 18 წლამდე ასაკის მოზარდების ინფორმირებულობა ქცევით რისკ-ფაქტორებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ა.შ.“
29 აპრილი 2026, 15:44
ეკონომიკა
გენადი არველაძე: შეიქმნება სპეციალური საინვესტიციო მექანიზმი ჩინეთთან, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ორმხრივად განვიხილოთ მსხვილი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩინეთი დაგვეხმარება მათ შორის მსხვილ და საშუალო კორპორაციებთან კონტაქტის დამყარების და კონკრეტულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით
ჩინეთი მაღალ დონეზე იქნება ჩართული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, როდესაც სამთავრობო დონეზე, სპეციალური საინვესტიციო მექანიზმის ფორმატის ფარგლებში, საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვიხილავთ და მოვიწონებთ,” - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გადაცემა Business Insider Georgia -ში სპეციალური საინვესტიციო მექანიზმის თაობაზე ჩინეთის მხარესთან მიღწეული შეთანხმება.
29 აპრილი 2026, 15:44
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: 2023-2025 წლებში მოსახლეობამ ჯამში 853 მლნ ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე, საშუალოდ 40%-ით ნაკლები
კვლევების მიხედვით დასტურდება, რომ რეფერენტული ფასების რეფორმის შედეგად 2023-2025 წლებში მოსახლეობამ ჯამში 853 მლნ ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე, საშუალოდ 40%-ით ნაკლები“- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
29 აპრილი 2026, 15:43
რეგიონი
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან, - ინფორმაციას ბათუმის წყალი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 15:41
ეკონომიკა
WIPO-სა და საქპატენტის ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაზე კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს მოულტრი პრეზენტაციით წარსდგა
მან თავის პრეზენტაციაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წარმატებული დიზაინი ქმნის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას, რაც აისახება როგორც პროდუქტის ფასის ზრდაზე ისე კომპანიების მოგებაზე. ამ კონტექსტში, დიზაინი განიხილება არა მხოლოდ ვიზუალურ ელემენტად, არამედ როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ კომპონენტებს.
29 აპრილი 2026, 15:34
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც კი. EMA წერს - „კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ელევიდისს 12 თვის შემდეგ რაიმე გავლენა ჰქონდა პაციენტების მოძრაობის უნარზე“
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გენურ თერაპიასა და პრეპარატ ელევიდისზე და აღნიშნა, რომ თავდაპირველად ის მართლაც იმედისმომცემად გამოიყურებოდა, თუმცა მოგვიანებით ევროპის წამლის სააგენტომ მას ავტორიზაცია არ მიანიჭა, ხოლო აშშ-ის შესაბამისმა მარეგულირებელმა უწყებამ მკაცრი გაფრთხილებები გასცა.
29 აპრილი 2026, 15:14
მსოფლიო
უკრაინული მედია: ზელენსკის მეგობარი და სკანდალური კორუფციული საქმის მონაწილე ტიმურ მინდიჩი უკრაინელ მაღალჩინოსნებთან თავდაცვის სფეროში მრავალმილიონიან კონტრაქტებს განიხილავდა
უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვის წევრი და სკანდალური კორუფციული საქმის მონაწილე ტიმურ მინდიჩი უკრაინელ მაღალჩინოსნებთან თავდაცვის სფეროში მრავალმილიონიან კონტრაქტებს განიხილავდა.


