imedi /  29 აპრილი 2026, 15:34 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე: ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც კი. EMA წერს - „კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ელევიდისს 12 თვის შემდეგ რაიმე გავლენა ჰქონდა პაციენტების მოძრაობის უნარზე“

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატები და ევროპასა და აშშ-ში მათი დაშვების პრაქტიკა განიხილა.

მან ყურადღება გაამახვილა თითოეულ მედიკამენტზე ცალ-ცალკე, მათ შორის - ელევიდისზე, ე.წ. ეგზონ-ამოგდების (exon skipping) ჯგუფის პრეპარატებზე, ასევე - ჯივინოსტატსა და ვამოროლონზე.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გენურ თერაპიასა და პრეპარატ ელევიდისზე და აღნიშნა, რომ თავდაპირველად ის მართლაც იმედისმომცემად გამოიყურებოდა, თუმცა მოგვიანებით ევროპის წამლის სააგენტომ მას ავტორიზაცია არ მიანიჭა, ხოლო აშშ-ის შესაბამისმა მარეგულირებელმა უწყებამ მკაცრი გაფრთხილებები გასცა.

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, რიგი ექსპერტების მიერ გაკეთებული შეფასებები ხშირად ზედაპირულად არის წარმოდგენილი და სრულ სამეცნიერო კონტექსტს არ ითვალისწინებს.

„მე ახლა წავიკითხავ ერთ პოსტს, რომელიც გააკეთა პოლიტიკურად დაინტერესებულმა, მიკერძოებულმა ადამიანმა, რომელიც ამტკიცებს, რომ აქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია. ნახეთ, როგორ მარტივად იღებს მოცემულობას, თუმცა არ ინტერესდება სიღრმისეულად. ის წერს: „ელევიდისი: აშშ-ში 2023-2024 წლებში მიიღო დასტური. ეს არის ერთჯერადი ინექცია, რომელიც ორგანიზმს აწვდის გენს კუნთების ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. ფინანსდება მხოლოდ აშშ-ში.“

ვითომ მიუკერძოებელი და ობიექტურია, იმიტომ რომ ნათქვამია, რომ ევროპის არცერთი სახელმწიფო ამ მედიკამენტს არ იყენებს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ, ამის იქით ელევიდისთან დაკავშირებით ამ სტატიაში საერთოდ არაფერია ნათქვამი.

ამ წამალს მართლაც მიაწერდნენ განკურნების პოტენციალს (განსხვავებით სხვა მედიკამენტებისგან). მშობლების თხოვნით, როდესაც კომპანიას შევხვდით, მათ, დაახლოებით, წლინახევრის წინ გამოგზავნეს პრეზენტაცია, სადაც ეწერა, რომ მედიკამენტი ნებადართულია აშშ-ში, გაერთიანებულ საემიროებში, ისრაელში, ომანში, ბაჰრეინში და ქუვეითში - ანუ ევროპაში არსად. ასევე მითითებული იყო, რომ მას აქვს FDA-ის ავტორიზაცია, ხოლო EMA-ს შეფასება 2025 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, თუმცა მალევე მოხდა ასეთი რამ: EMA არ დაელოდა 2025 წლის მე-4 კვარტალს და 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც კი. მიზეზი - „კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ელევიდისს 12 თვის შემდეგ რაიმე გავლენა ჰქონდა პაციენტების მოძრაობის უნარზე. ელევიდისის სარგებელი არ არის დამტკიცებული“. დაახლოებით იმავე დროს, FDA-მ თავისი 2025 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოუწოდა მწარმოებელს, რომ შეაჩეროს ელევიდისის დისტრიბუცია სამი პაციენტის გარდაცვალების გამო.

არ არის ეს მნიშვნელოვანი საკითხი?! თუ ექსპერტის ციტატაში როგორც არის მოყვანილი, მხოლოდ FDA აქვს მიღებული და მეტი თითქოს არაფერი მომხდარა?!“ - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით FDA-მ მოგვიანებით, 2025 წლის 14 ნოემბერს, აღნიშნა, რომ „მედიკამენტის გამოყენება უკავშირდება ღვიძლის მძიმე დაზიანების, მწვავე უკმარისობისა და ფატალური შედეგის რისკს“. მინისტრის განმარტებით, ეს არ უნდა გაიგივდეს ჩვეულებრივ გვერდით მოვლენებთან, რადგან საუბარია სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ რისკებზე.

„დავუშვათ, ეს მედიკამენტი შეგვეძინა ერთი წლის წინ და შემდეგ განვითარებულიყო ეს მოვლენები - დღევანდელი გადმოსახედიდან ნათელია, რომ ეს იქნებოდა არასწორი და გაუმართლებელი გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, მომავალში მეცნიერება ამ მიმართულებით ვითარებას შეცვლის“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველა სიახლე

30 ივლისი 2026, 22:59

მსოფლიო

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს იტალიის მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა განუცხადეს.

30 ივლისი 2026, 22:55

მსოფლიო

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ.

30 ივლისი 2026, 22:45

მსოფლიო

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად.

დავით ქართველიშვილი

30 ივლისი 2026, 22:12

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მოსაზრებებს თითქოს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.

30 ივლისი 2026, 22:06

მსოფლიო

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე-მარლასკას განუცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა გაძლიერებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ესპანეთს, მათ შორის ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ჩართულობით, რათა ქვეყანა სეუტაში შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს.

30 ივლისი 2026, 22:02

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს

ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს, რომელიც წერს, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ

30 ივლისი 2026, 21:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

30 ივლისი 2026, 21:57

მსოფლიო

El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ

ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

30 ივლისი 2026, 21:53

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

30 ივლისი 2026, 21:42

მსოფლიო

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის პოსტზე კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რებეკა გრინსპანი დაწინაურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 21:32

მსოფლიო

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

ესპანეთის ანკლავის, ქალაქ სეუტას ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და რეგიონში ჯარი შეიყვანოს - გადაწყვეტილების მიზეზი ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტის მასობრივი შესვლა გახდა.

30 ივლისი 2026, 21:20

მსოფლიო

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

მაო ნინი

30 ივლისი 2026, 20:44

მსოფლიო

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.

30 ივლისი 2026, 20:38

პოლიტიკა

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით დღესაც რამდენიმე სასამართლო პროცესი გაიმართა.

30 ივლისი 2026, 20:34

პოლიტიკა

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფი ეროვნული ფასეულობებისა და ინსტიტუტების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების ინიციატივით გამოდის.

მიხეილ სააკაშვილი

30 ივლისი 2026, 20:32

პოლიტიკა

ავატარის პოლიტსაბჭო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარალელურად შიდაპარტიული უთანხმოებებისა და ლიდერების გამოუცხადებლობის ფონზე, სააკაშვილის პარტია 5 აგვისტოს ყრილობას გეგმავს, სადაც მმართველობითი საბჭო ნანუკა ჟორჟოლიანმა უნდა ჩაიბაროს.

30 ივლისი 2026, 20:28

რეგიონი

პირდაპირი დიალოგი ხალხთან - პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივებთან ერთად ტრადიციული სახალხო დღესასწაული აღნიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პირდაპირი დიალოგი ხალხთან - პარლამენტის თავმჯდომარემ კახეთში, კერძოდ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა.

30 ივლისი 2026, 20:22

რეგიონი

ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, მოადგილეებთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან, სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 20:15

საზოგადოება

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინიციატივა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა. ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს, განავითარონ რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ სწავლების მაღალი ხარისხი.

30 ივლისი 2026, 20:10

პოლიტიკა

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პრემიერ-მინისტრმა ის რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.