29 აპრილი 2026, 17:27 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე: მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ

მიხეილ სარჯველაძე

მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია მდგომარეობს, რომ საქართველოში ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ, ისედაც არ გაკლიათ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მიხეილ სარელაძემ 2025 წელს ონკოლოგიური დაავადებების მართვისთვის სერვისის მიწოდებაზე ისაუბრა და არსებული სტატისტიკა წარმოადგინა.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს ონკოლოგიური დაავადებების მართვისთვის სერვისი მიეწოდა 38 627 ბენეფიციარს. ეს თემა ეხება უცხოეთში წასვლის სურვილის მქონე პაციენტებს. კი, საკმაოდ ბევრს აქვს სურვილი უცხოეთში ჩაიტაროს მკურნალობა. მათგან: ქიმიო და ჰორმონოთერაპიის სერვისით ისარგებლა, დაახლოებით, 31 200-მა ბენეფიციარმა, პროგრამული ონკომედიკამენტებით ისარგებლა, დაახლოებით, 27 112-მა პაციენტმა, სხივური თერაპია ჩაიტარა - 6 400-ამდე პირმა, DRG-ის ფარგლებში ოპერაციები ჩაუტარდა და სტაციონარული სერვისი გაეწია, დაახლოებით, 9 000 პაციენტს.

პაციენტების ნაწილს კი რეფერალური დახმარების პროგრამითაც აუნაზღაურდათ საჭიროებები - 5 838 უნიკალური პაციენტი და ამ პაციენტებიდანაც უდიდესი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითაც ფინანსდებიან, ანუ 38 627 პაციენტიდან, დიდი ნაწილი საქართველოშიც იღებს სერვისს და, პარალელურად, 5 838 ადამიანია, რომელსაც აქვს მოთხოვნა წამოყენებული სხვა მიმართულებით. 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ონკოპაციენტების საჭიროებებზე ჯამში 400 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აქედან გამომდინარე, მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია მდგომარეობს, რომ საქართველოში ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ, ისედაც არ გაკლიათ. ზუსტად ეს არის ინტერპრეტაცია, რომ თქვენ ფიქრობთ, საუბრობთ უნდობლობაზე და ხელს უწყობთ აზრის კულტივირებას, რომ საქართველოში წარმატებული მკურნალობა არ ხდება.

უნდა დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ქართველი ექიმების მიმართ, რომლებიც საქართველოში მუშაობენ და აქვთ საკმაოდ მაღალი და კარგი შედეგებიც და რეპუტაციაც, არიან კეთილსინდისიერები. მათი დიდი ნაწილი თავისუფლად შეძლებდა წამყვან ევროპულ და ამერიკულ კლინიკებში დასაქმებას და მაღალი რეპუტაციის მოხვეჭას, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამის კონკრეტული დასტურიც არსებობს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მიხეილ სარჯველაძემ რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში არსებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, გასულ წელს საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით ონკოლოგიის მიმართულებით მკურნალობა დაუფინანსდა მხოლოდ 573 პაციენტს. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, თბილისის მერიის მიერ დაფინანსდა 127 ონკოპაციენტის მკურნალობა, ხოლო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ - 78 ონკოპაციენტის. მისი განმარტებით, ამ უკანასკნელ შემთხვევებში, შესაძლებელია იყოს დაფინანსების დუბლირება.

„ონკოლოგიური სერვისისთვის დამოუკიდებლად გასული პაციენტების რაოდენობა შეიძლება აღემატებოდეს დასახელებულ რიცხვებს, რადგან მე ვსაუბრობ იმ პაციენტებზე, რომლებმაც მომართეს სამინისტროს და მიიღეს დაფინანსება, თუმცა რიცხვები აქ დრამატულად განსხვავებული არ იქნება.

38 627 ბენეფიციართან შედარებით საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნის მაჩვენებელი, ვფიქრობთ, მაღალ პროცენტს არ შეადგენს, თუმცა, გეთანხმებით, რომ პრობლემა მაინც საგულისხმოა და ამაზე ღიად ვსაუბრობთ ჩვენც. უბრალოდ, ჩვენ კორექტულად ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით და მონდომებით, რომ იმ ექიმებმა, რომლებიც მუშაობენ, დაიბრუნონ კუთვნილი რეპუტაცია, რომელსაც ეს ხალხი იმსახურებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც შესაძლოა პაციენტები სერვისების მიღებას უცხოეთში ანიჭებდნენ უპირატესობას.

„მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, სამწუხაროდ, უმცირესობაში, მაგრამ მაინც, არიან ექიმები და ექთნები, რომლებსაც აქვთ ზოგიერთ შემთხვევაში კვალიფიკაციის, ზოგიერთ შემთხვევაში - დისციპლინის პრობლემები. დიახ, სამწუხაროდ, არის კვალიფიკაციის ნაკლებობა საკმაოდ რეალური გამოწვევა საქართველოში და ამასთან დაკავშირებით საუბრობს ჩემთვის პატივსაცემი ყველა ექიმი. პრაქტიკულად ამ თემაზე ვსაუბრობთ და მუშაობაც მიმდინარეობს.

პრობლემა გვაქვს პროფესიული დეფიციტების. ეს, რა თქმა უნდა, არის დაკავშირებული განათლების სისტემის რეფორმასთან - ორიენტირი უნდა იყოს, პირველ რიგში, იმ კადრების მომზადება, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის.

თავის ადგილას არის საკმაოდ აგრესიული მარკეტინგიც - მიზეზთა შორის, ესეც ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, დღეს საკმაოდ დიდი ინდუსტრიაა აწყობილი პაციენტების უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნასთან დაკავშირებით, რასაც, სამწუხაროდ, გარკვეული დოზით ახასიათებს რეკლამაც - თავისი გადაჭარბებული მოლოდინების შექმნითაც და საქართველოში არსებული კონკურენტის ე.წ. გაშავების ტაქტიკითაც.

ყველაფერი ეს ბადებს რეპუტაციულ პრობლემებსაც, ამის კულტივირებაზე მაქვს სწორედ საუბარი, როგორც სახიფათო და მანკიერ მოვლენაზე.

მაგალითად, ამას წინათ, რეფერალის კომისიაზე შემოსული იყო ორი განცხადება - ერთი და იგივე პროთეზის შეცვლას ითხოვდა 2 სხვადასხვა პაციენტი, უბრალოდ დაემთხვა, ერთი კომისიის სხდომაზე აღმოჩნდა. ერთსა და იმავე პერიოდში, ორივეს ჰქონდა, პირობითად რომ ავიღოთ, ვთქვათ, მუხლის პროთეზი შესაცვლელი. ერთ მათგანს, დაახლოებით, 5 წლის წინ ჰქონდა ეს ოპერაცია გაკეთებული სხვა სახელმწიფოში. მის განცხადებაში, რომელიც სხვათა შორის, სამედიცინო დოკუმენტაციასაც ემთხვეოდა, აღნიშნული იყო, რომ რეციდივის გამო, აუცილებელი იყო ხელმეორედ ამ ოპერაციის ჩატარება. მეორე განცხადებაში, დაახლოებით იმავე პერიოდში, საქართველოში გაკეთებულ იგივე ოპერაციაზე ეწერა, რომ წარუმატებელი ოპერაციის გამო, ხელმეორედ იყო ჩასატარებელი.

ეს სხვა არაფერია, თუ არა მარკეტინგი, ბუნებრივია, რომ აქ სამუშაო გვექნება. ამ ყველაფრის გამოა, რომ მაგალითად, ქართველ ექიმებზე როდესაც ვსაუბრობთ, სრულიად არაერთგვაროვანი აღქმები არსებობს მედიცინის სხვადასხვა მიმართულებებით, იმის მიხედვით, როგორია თუნდაც ეს მარკეტინგული გავლენები. მაგალითად, კარდიოქირურგიის დონე საქართველოში ეჭვგარეშედ მაღალია, ამაზე, მე მაგალითად, არ შემხვედრია ვინმესგან გამოთქმული ეჭვი. ამას, სამწუხაროდ, ვერ იტყვი ონკოლოგიის მიმართულებით, სადაც მაღალია ასეთი ინტერესების გავლენა ან, მაგალითად, ორთოპედიის მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ცალკეულ, მართლაც რთულ შემთხვევებში, უცხოეთში მკურნალობის მიზეზი შესაძლოა იყოს სპეციალიზებული კლინიკების საჭიროება. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ეს მხედველობაში მისაღებია.

„არის მიზეზთა შორის რამდენიმე მაღალტექნოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროება (მაგალითად, PSMA კვლევა ან ლუტეციუმით დასხივება). საუბარია, მაგალითად, ასეთი კვლევებისთვის საჭირო იზოტოპებზე, რომლის იმპორტიც საქართველოში ვერ ხერხდება ტექნიკურად (დამზადებიდან მალევე ექვემდებარება გამოყენებას და ამიტომ არ ექვემდებარება ტრანსპორტირებას). საბედნიეროდ, საქართველოში ახლაც მიმდინარეა რამდენიმე პროექტი, რომელიც ახლო მომავალში აღმოფხვრის ამ კონკრეტულსა და სხვა მსგავს საჭიროებებს.

ბევრი შეცდომაა დაშვებული გასული წლების განმავლობაში, (შემიძლია ვთქვა, გასული ათწლეულების განმავლობაში), რისი შედეგიც არის ის, რა სურათიც ახლა ჩვენ გვაქვს.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეებს შორის აღქმა იმისა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა აღემატება იმას, რაც ხელმისაწვდომია საქართველოში. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის რეპუტაცია იყოს მაღალი და ამას ჰქონდეს ობიექტური დასაყრდენი“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა პლენარულ სხდომაზე საქართველოში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ხარისხზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, კითხვაზე - შეიძლება თუ არა ქვეყანაში არსებული პრეპარატების ხარისხი განაპირობებდეს პაციენტების უცხოეთში მკურნალობის სურვილს? - რაიმე სერიოზული არგუმენტის დასახელება შეუძლებელია.

„საქართველოში არის ხელმისაწვდომი ზუსტად იგივე ხარისხის მედიკამენტები, რაც ხელმისაწვდომია სხვა განვითარებულ სახელმწიფოებში. რაც შეეხება ზოგიერთი არაპროგრამული მედიკამენტისთვის უპირატესობის მინიჭებას ( ხდება ექიმების თუ პაციენტების მხრიდან ასეთი უპირატესობის მინიჭება), თუკი ამას გულისხმობენ ოპონენტები, აქ გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: პირველი - რეალურად არსებობს მექანიზმები ასეთი მედიკამენტების იმპორტისა, ინდივიდუალური შეკვეთების გზით და მეორე - ყველა მედიკამენტის მწარმოებელს თავისი პოლიტიკა აქვს და, სამწუხაროდ, უკლებლივ ყველა დასახელების მედიკამენტის იმპორტს, ამას ვერც ერთი და არც ერთი სახელმწიფო ვერ და არც შეეცდება, რომ გააკეთოს. ასეთი რამ არ არსებობს - უკლებლივ ყველა პრეპარატი არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. არის მედიკამენტთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც აუცილებლად წარმოდგენილია ყველა ქვეყანაში, მაგრამ ყველა დასახელება შეიძლება იქ, ჩამონათვალში, არ ხვდებოდეს.

როდესაც კითხვა ეხება პროგრამული მედიკამენტების ხარისხს, გაითვალისწინეთ, რომ ის, რასაც იძენს სახელმწიფო, ხორციელდება ძალიან ყურადღებით, ბევრი მოთხოვნით, სტანდარტითა და წინაპირობით. ამას კანონმდებლობაც განაპირობებს და შეგიძლიათ, ნახოთ საჯაროდ გამოქვეყნებული შესყიდვის უკლებლივ ყველა ხელშეკრულება.

ამ ყველაფრის მთავარი ფუნქციაც არის მხოლოდ მაღალი ხარისხის მედიკამენტის მიღება, თუმცა ყველა მედიკამენტს სახელმწიფო თვითონ არ იძენს. ამის იმპორტს ახდენენ კერძო სტრუქტურები, სათანადო პროცედურებისა და კონტროლის მექანიზმების დაცვით და, ამგვარად, ხელმისაწვდომია საქართველოში სხვადასხვა ხარისხისა და ფასის მედიკამენტი, მათ შორის, უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებიც.

ამასთან, მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით და, ვფიქრობთ, ძალიან მაღალი სტანდარტები და მოთხოვნები დაწესდა, მათ შორის, GDP და GMP რეგულირების თვალსაზრისით. ესეც მნიშვნელოვანი სიახლე იყო, რომელიც, რეალურად, აზღვევს მედიკამენტების ხარისხის თვალსაზრისით ქართველ პაციენტს.

ამიტომ, ის შემორჩენილი უკმაყოფილება, რაც შეიძლება არსებობდეს წამლის ხარისხთან დაკავშირებით, მილევად რეჟიმშია და ძალიან სწრაფად სრულად აღმოიფხვრება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველა სიახლე

გიორგი გამსახურდია

31 ივლისი 2026, 19:57

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს

,,აი ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა, არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს, აგროვებს კაპიტალს და მძიმე დაავადებით დასნეულებული ბავშვებით სპეკულირებს და საპროტესტო ტალღის აგორებას ცდილობს. ახლოსაც ვერ მიხვალთ, გაკეთებული საქმეებით ,,ქართულ ოცნებასთან’’, დასაბამიდან დღემდე, ხართ და იყავით აგენტურა, მავნებელები და გადასაშენებლები (პოლიტიკურად, რა თქმა უნდა),’’ - წერს გამსახურდია.

მაკა ბოჭორიშვილი

31 ივლისი 2026, 19:51

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

ინტენსიურად ვმუშაობთ ევროკავშირის მხარესთან, როდესაც ვსაუბრობთ სანქციების პოლიტიკის განხორციელებაზე. საქართველო არის ამ მიმართულებით კეთილსინდისიერი პარტნიორი. დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული. ამ პოლიტიკას მივყვებით დღიდან სანქციების დაწესებისა და, რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში.

მეტე ფრედერიკსენი

31 ივლისი 2026, 19:36

მსოფლიო

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა, თუ მიგრაციის კონტროლის საკითხები სათანადოდ არ მოგვარდება.

მაკა ბოჭორიშვილი

31 ივლისი 2026, 19:35

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

„ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს. ის ნაბიჯები, რაც იდგმება ქართული დიპლომატიური სამსახურის მიერ, არის შედეგიანი. პირველ რიგში, მისასალმებელია ნაურუს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვეხმაურეთ ამ გადაწყვეტილებას და გამოვთქვით მზაობა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დავამყაროთ ნაურუსთან და ვისაუბროთ ორმხრივი ურთიერთობების წინ წაწევაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 19:25

მსოფლიო

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Atlantic-ი ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 19:19

რეგიონი

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ მრავალჯერ ნასამართლევმა ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მძიმე დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა რამდენიმე გასროლა კიდევ ორი თანასოფლელის მიმართულებითაც განახორციელა, რა დროსაც დაზიანდა ერთ-ერთი პირის კუთვნილი ავტომობილი.

ფრიდრიხ მერცი

31 ივლისი 2026, 19:08

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ბერლინი ესპანეთისგან ელის, რომ ის ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის ვალდებულებას შეასრულებს არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მას შემდეგ განაცხადა, რაც დღე-ღამის განმავლობაში 60 000-მდე მიგრანტი შეიჭრა ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 19:05

საზოგადოება

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

ბატონო რობერტ, დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი. გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ქართული კულტურის საკეთილდღეოდ!“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

მიხეილ ყაველაშვილი

31 ივლისი 2026, 18:50

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი რობერტ სტურუაზე: მისი შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის საგანძური და განუყოფელი ნაწილია. მან შექმნა უნიკალური მხატვრული სამყარო, რომელმაც ქართული კულტურა კიდევ მეტად გააცნო მსოფლიოს

„ბატონ რობერტს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობასა და კიდევ მრავალ ნაყოფიერ წელს. დარწმუნებული ვარ, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მუდამ დარჩება შთაგონების წყაროდ ქართული კულტურისთვის“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

31 ივლისი 2026, 18:39

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

აშშ ესპანელი ხალხისა და ყველა ევროპელის გვერდით დგას მათი სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების ამ უხეში დარღვევის წინააღმდეგ, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ესპანეთის ანკლავ სეუტაში შექმნილ საიმიგრაციო კრიზისს.

31 ივლისი 2026, 18:33

მსოფლიო

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო EFE პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გია აბაშიძე

31 ივლისი 2026, 18:33

პოლიტიკა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ სოფლებიდან დაიწყებს საარჩევნო კამპანიას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

31 ივლისი 2026, 18:29

რეგიონი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

მთავრობის თავმჯდომარემ განიხილა ინფრასტრუქტურული პროექტები დანისპარაულის, შავი ტბის, მწვანე ტბის, ღორჯომისა და კურორტ გოდერძის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, გზების მშენებლობა, კურორტ გოდერძის შესასვლელი გზის კეთილმოწყობა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, კურორტის ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

მიხეილ სარჯველაძე

31 ივლისი 2026, 18:24

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო

„მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“ საუბრისას.

მიხეილ სარჯველაძე

31 ივლისი 2026, 18:17

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკრუპულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ, დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი

აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკრუპულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ, დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე საუბრისას.

მიხეილ სარჯველაძე

31 ივლისი 2026, 18:15

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, თუმცა ყველასთან მიმართებით მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ გამოყენებადი არ არის

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 80-ია, მაგრამ მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ ყველასთან მიმართებაში არ გამოიყენება.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 18:14

მსოფლიო

ტრამპი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე: ეს საშინელებაა, დაიმახსოვრეთ ეს კადრები - სამ წელიწადში ჩვენც იგივე დაგვემართება, თუ არჩევნებში არასწორი მხარე გაიმარჯვებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ესპანეთის ანკლავ სეუტაში შექმნილ მასშტაბურ მიგრაციულ კრიზისს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი სცენარი, შესაძლოა, შეერთებულ შტატებშიც განვითარდეს.

მაკა ბოჭორიშვილი

31 ივლისი 2026, 18:13

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით

რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

31 ივლისი 2026, 18:09

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მხრიდან, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფოკუსი მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაესწორებინა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით

ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის პარტნიორობაზე საუბრისას.

მაკა ბოჭორიშვილი

31 ივლისი 2026, 18:00

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.