ჯანდაცვა
13 სექტემბერი 2026, 10:35
საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო შეფასებისთვის მზად არის. უახლოეს დღეებში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნულ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ასახავს.
11 სექტემბერი 2026, 20:47
დაავადებათა კონტროლისა ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორედ მიენიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვირუსული ჰეპატიტების აღმოფხვრის გამო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჯანმო-ს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა.
10 სექტემბერი 2026, 14:05
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით, ჯანმოს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით, 2026 წლის 13 სექტემბრიდან 2030 წლის 12 სექტემბრამდე მიანიჭა.
08 სექტემბერი 2026, 22:28
მიხეილ სარჯველაძე ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგზე: დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარ მოსახლეობას
დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარ მოსახლეობას, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის შესახებ, რომლის მიხედვითაც განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია.
04 სექტემბერი 2026, 16:44
„ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ასოციაციის ხელმძღვანელი ზაქარია გვიშიანი: საქართველომ შეძლო და ჩვენს ქვეყანაში უკვე იქნება ის ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში არ არის
საქართველომ შეძლო და ექნება ის ინოვაციური მედიკამენტები, რაც ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში არ არის. ეს მოხდა დათქმულ დროში. დაახლოებით, თვენახევარში. ჩვენ არა თუ თვალს ვადევნებდით პროცესს, არამედ სამინისტროს მხრიდან, ყველა პროცედურასა და აქტივობაზე ვიყავით ინფორმირებული, - აღნიშნულის შეახებ დიუშენის მქონე ბავშვის მშობელმა და ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაქარია გვიშიანმა განაცხადა.
04 სექტემბერი 2026, 15:59
მიხეილ სარჯველაძე: 7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება
7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებითა და სასიხარულო სიახლეებით ხვდება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
04 სექტემბერი 2026, 14:16
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი ჯივინოსტატი საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.
01 სექტემბერი 2026, 13:49
მიხეილ სარჯველაძე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში იმყოფებოდა
მინისტრი კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ცენტრის საქმიანობას გაეცნო. ყურადღება გამახვილდა პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, თანამედროვე მკურნალობის მეთოდებსა და ცენტრის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


