ჯანდაცვა
02 ივლისი 2026, 10:27
ძვირადღირებული მედიკამენტი „ჯაკავი“ ყველა ონკოჰემატოლოგიური და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების მქონე პაციენტისთვის ხელმისაწვდომია
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა - ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების, GVHD რეაქციის, სამკურნალოდ სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ დააფინანსებს.
01 ივლისი 2026, 17:08
როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან - სპეციალისტების რეკომენდაციები
თბილი თვეების დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი საშიში ინფექციების, მათ შორის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებისა და ლაიმის დაავადების რისკი მკვეთრად იზრდება. ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად, სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავებ, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
01 ივლისი 2026, 11:40
კახა კალაძე: ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა გამოიყენოთ
ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
30 ივნისი 2026, 20:56
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა.
30 ივნისი 2026, 14:40
პენიტენციურ სისტემაში მყოფი შაქრიანი დიაბეტის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს სახელმწიფო პროგრამით მიიღებენ
პენიტენციურ სისტემაში მყოფი შაქრიანი დიაბეტის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. სიახლე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ იმ პირებსაც შეეხება, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 10:26
სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი, EMT მიმართულების საერთაშორისო ექსპერტები და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
27 ივნისი 2026, 11:11
მიხეილ სარჯველაძე საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ლესლი ლამს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ლესლი ლამს და ADB-ის საერთაშორისო გუნდს შეხვდა.
26 ივნისი 2026, 10:25
მიხეილ სარჯველაძე ოტორინოლარინგოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოტორინოლარინგოლოგიური საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


