მიხეილ სარჯველაძე სილვიუ დომენტეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმღვანელის პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს
ფოტო: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სილვიუ დომენტეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმღვანელის პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს.
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა სილვიუ დომენტეს დამსახურებას საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის ეფექტურ მუშაობაში. მინისტრმა მას თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
როგორც სილვიუ დომენტემ აღნიშნა, ჯილდო, მასთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფასების გამოხატულებაცაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.
მხარეებმა ის რეფორმები შეაჯამეს, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. მათ შორის საუბარი შეეხო მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის კოლაბორაციის ცენტრის გახსნას, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრასა და სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემის შექმნას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ და სხვა ერთობლივმა პროექტებმა, მოქალაქეებისთვის, მნიშვნელოვნად გაზარდა ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებებსა და მედიკამენტებზე.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, ასევე უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სილვიუ დომენტე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობას საქართველოში 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ყველა სიახლე
30 ივლისი 2026, 12:17
სამართალი
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ეწვია
შეხვედრის ფარგლებში გიორგი სახოკიამ სტუმრებს აკადემიის საქმიანობის, განვითარების სტრატეგიისა და საგანმანათლებლო მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო აკადემიის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, მიმდინარე რეფორმებსა და სამართალდამცავი სფეროსთვის კვალიფიციური კადრების მომზადების მნიშვნელობას.
30 ივლისი 2026, 12:15
მსოფლიო
ანდრეი სიბიგას მტკიცებით, პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა Kh-101 ჩამოვარდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გვიან ღამით პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა Kh-101 ჩამოვარდა.
30 ივლისი 2026, 12:15
საზოგადოება
112-ს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ეწვია
112-ს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ეწვია
30 ივლისი 2026, 12:11
სამართალი
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ესტუმრა
შეხვედრის ფარგლებში ლევან მაისურაძემ სტუმრებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველოსა და სომხეთის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.
30 ივლისი 2026, 11:48
საზოგადოება
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამშენებლო სექტორში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრას შრომის ინსპექციის სამსახურის შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნათია ბაღდავაძე და პროკურორი თეა გიორგაძე უძღვებოდნენ. ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში ტრეფიკინგის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ მიდგომებს.
30 ივლისი 2026, 11:45
საზოგადოება
2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდა
მიმდინარე მიღების ფარგლებში ჯამში გამოცხადებულია 2302 ადგილი, საიდანაც 2112 ადგილი განსაზღვრულია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის, ხოლო 190 ადგილი - სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის.
30 ივლისი 2026, 11:26
ტექნოლოგიები
Airbus-ის თვითმფრინავმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
ლაინერმა Airbus A350-1000 ULR-მა ისტორიაში ავსტრალიიდან ევროპაში პირველი უწყვეტი ფრენა შეასრულა, რა დროსაც ჰაერში 24 საათი და 24 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში თვითმფრინავმა 23 ათას კილომეტრზე დიდი მანძილი დაფარა, გადაუფრინა ორ ოკეანესა და სამ კონტინენტს. ეკიპაჟმა ორი აისისა და ორი დაისის ნახვა მოასწრო.
30 ივლისი 2026, 11:19
მსოფლიო
პოლონური არმიის მტკიცებით, გვიან ღამით პოლონეთის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, გვიან ღამით უკრაინაზე განხორციელებული რუსული შეტევის ფონზე ამოუცნობი ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მოგვიანებით რადარებიდან გაქრა.
30 ივლისი 2026, 11:19
რეგიონი
რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 971 596 ლარს შეადგენს. 4 ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს.
30 ივლისი 2026, 11:17
საზოგადოება
100-ზე მეტი ტრენინგი და 1600-ზე მეტი გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა მარტვილში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მუნიციპალიტეტში დაასრულა, რომლის ფარგლებშიც 104 ტრენინგი ჩაატარა და 1650 ადგილობრივი ბენეფიციარი გადაამზადა. სამიზნე დასახლებებში, ადგილობრივ მოსახლეობას პროგრამის სერტიფიცირებული ტრენინგები სრულიად უფასოდ თემებზე: „ციფრული წიგნიერება და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება”, „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება” და „ინტერნეტი დასაქმებისთვის” ჩაუტარდათ.
30 ივლისი 2026, 11:13
ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით ლენტეხში სკრინინგ აქცია გაიმართა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხში სკრინინგ აქცია გაიმართა. მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული , პროსტატის კიბოს, არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
30 ივლისი 2026, 10:53
პოლიტიკა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს, შეხვდა
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს მეზობელ სახელმწიფოებს შორის ამ მიმართულებით მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას.
30 ივლისი 2026, 10:51
მსოფლიო
Reuters: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან წითელ ზღვაში გემების დასაცავად საერთაშორისო კოალიციის შექმნას ცდილობს
საუდის არაბეთი ცდილობს წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან საზღვაო გადაზიდვების დასაცავად საერთაშორისო კოალიცია ჩამოაყალიბოს. ინფორმაციას Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 10:47
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 1 215.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246 857 ლარს შეადგენს.
30 ივლისი 2026, 10:41
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა ინტერნეტდამოკიდებულებასა და ცუდ განწყობას შორის კავშირი გამოავლინეს
2025 წელს სპეციალისტებმა გერმანიის 900 სრულწლოვანი მცხოვრები გამოკითხეს. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ მაინც ითამაშეს ვიდეოთამაშები, უყურეს პორნოგრაფიას, გამოიყენეს სოციალური ქსელები ან გააკეთეს ონლაინ-შესყიდვები. ამ მოქმედებების სიხშირის მიხედვით, მათი ინტერნეტ-აქტივობა სამი კატეგორიიდან ერთ-ერთს მიაკუთვნეს: პათოლოგიური, რისკის შემცველი ან არაპრობლემური. პრობლემურ მოხმარებად (რომელიც მოიცავს პათოლოგიურსა და რისკის შემცველს) ითვლებოდა ონლაინ-სერვისების გადაჭარბებული გამოყენება, რაც ფუნქციურ დარღვევებსა თუ დისტრესს იწვევდა.
30 ივლისი 2026, 10:19
სამართალი
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 32 კაფსულა „მეთადონი“, „მარიხუანა“ და 13 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
30 ივლისი 2026, 10:16
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა
მხარეებმა განიხილეს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები და მიღწეული პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცესში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.
30 ივლისი 2026, 10:15
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
30 ივლისი 2026, 10:15
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის მიერ ღამით ირანზე განხორციელებული თავდასხმა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებზე გადასვლას არ ნიშნავს
აშშ-ის სამხედრო ძალებმა გვიან ღამით ირანის ტერიტორიაზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.


