ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მამა: ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი
ფოტო: Facebook
ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი, - წერს სოციალურ ქსელში ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მამა, გოგა ბერიძე.
როგორც ის აღნიშნავს, ნდობაზე, პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და ადამიანურობაზე დამყარებული თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა საქვეყნო საქმის მოგვარება.
„ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი.
ნდობაზე, პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და ადამიანურობაზე დამყარებული თანამშრომლობის შედეგად მოვახერხეთ საქვეყნო საქმის მოგვარება.
უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული.
ყველა ბავშვის მშობელს ვინც არასოდეს დანებებულა, ყველა ექიმს ვინც გვერდით გვედგა, CF ასოციაციის დამფუძნებელ ნინო თედიაშვილს და რაც მთავარია მიხეილ სარჯველაძეს და მის გუნდს, რომლებმაც უდიდესი სამუშაო ჩაატარეს და ქვეყნისთვის როგორც იტყვიან საშვილიშვილო საქმე გააკეთეს.
სანამ წამლის შემოტანაზე გადაწყვეტილებას გავიგებდით მე და ნიკოს ექიმი დოდო აგლაძე ვხუმრობდით: ეს ამბავი თუ გამოვიდა შეგვიძლია მშვიდად და ამაყად წავიდეთ ამ ქვეყნიდან როცა ამის დრო მოვა თქო
მართლა, რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო მაგარი შეგრძნება, როცა იცი, რომ ათობით, ასობით (და სამომავლოდ კიდევ რამდენი დაიბადება ამ დიაგნოზით ვინ იცის) ბავშვის ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრების შექმნაში გაქვს საკუთარი და საკმაოდ დიდი კონტრიბუცია შეტანილი?
ამიტომ ვულოცავ არა მხოლოდ ბავშვებს და მშობლებს, არამედ სამინისტროს მხრიდან ჩართულ იმ ადამიანებს ვინც ამ საკითხზე მუშაობდა.
ზუსტად 2 წლის წინ, როდესაც პირველად ვისაუბრე ნიკოს დიაგნოზზე საჯაროდ, დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი რათა ჯანმრთელი ცხოვრება ჰქონოდა.
ჩვენ ეს შევძელით მამ“, - წერს ის.
ყველა სიახლე
12 აგვისტო 2026, 11:13
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 11:10
სამართალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 41 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ერთ-ერთი ქუჩიდან, ნივთმტკიცებად, სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 41 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.
12 აგვისტო 2026, 11:09
ტექნოლოგიები
NASA-მ პლუტონის ზედაპირზე სითხის მტკიცებულებები აღმოაჩინა
ასტრონომებმა პლუტონზე აღმოაჩინეს სტრუქტურები, რომლებიც შესაძლოა ჯუჯა პლანეტის ზედაპირის ქვეშ თხევადი აზოტის მოძრაობაზე მიუთითებდეს. მკვლევრები ამ დასკვნამდე NASA-ს ავტომატური თემატური საპლანეტათაშორისო სადგურის New Horizons-ის მიერ მიღებული ფოტოების ანალიზის შემდეგ მივიდნენ.
12 აგვისტო 2026, 11:05
საზოგადოება
„დიდგორობა 2026“ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ. LIVE
„დიდგორობა 2026“ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ.
12 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.
12 აგვისტო 2026, 10:49
კულტურა
ბიჭმა ვიდეორგოლიდან Baby Shark კეი პოპში კარიერა დაიწყო
„ყოველთვის მადლიერი ვიყავი იმის გამო, რომ ხალხს დღემდე ახსოვს ვიდეო, რომელშიც ბავშვობაში გადამიღეს. 10 წლის წინ Baby Shark-ის გვერდით ვცეკვავდი. ახლა კი მინდოდა გამეზიარებინა საკუთარი ხმა და ისტორია, რომელიც თავად დავწერე“, - განაცხადა პაკმა.
12 აგვისტო 2026, 10:47
მსოფლიო
ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები
უკრაინამ შეაჩერა დრონებით ინტენსიური შეტევების კამპანია ნავთობის ტანკერების წინააღმდეგ, რომლებიც შავი ზღვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტით სარგებლობენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 10:30
მსოფლიო
მარკო რუბიოს განცხადებით, კუბაზე რეჟიმი ტრამპის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეიცვლება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, კუბაზე რეჟიმი და ვითარება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეიცვლება.
12 აგვისტო 2026, 10:28
რეგიონი
ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავა
გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული, 2025 წელს თაღლითურად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 2 741 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას. დაკავებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
12 აგვისტო 2026, 10:25
ტაბლოიდი
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი დაქორწინდნენ💍❤️
რონალდუმ პოსტს მხოლოდ წყვილის ინიციალები - C და G დაურთო. სიახლე სოციალურ ქსელებში მყისიერად გავრცელდა. გამოქვეყნებიდან 11 საათში პოსტს უკვე 20 მილიონზე მეტი ლაიქი აქვს.
12 აგვისტო 2026, 10:24
საზოგადოება
თბილისში დევნილთათვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
თბილისში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 10:19
საზოგადოება
ლევან მოსეშვილი: AMD Sigma ვაზიანის ახალი აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შეიმუშავებს
ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისათვის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია AMD Sigma პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობს.
12 აგვისტო 2026, 10:02
საზოგადოება
ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ვანში დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ ვანის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების, სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან.
12 აგვისტო 2026, 09:57
რეგიონი
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები დილიდან განახლდა
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები დღეს დილიდან განახლდება.
12 აგვისტო 2026, 09:52
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო: თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კვლევის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი შეხვდა
თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კვლევას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH ახორციელებს, ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 09:48
საზოგადოება
საქართველოში ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა იგეგმება
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, იგეგმება ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა.
12 აგვისტო 2026, 09:42
პოლიტიკა
ტელეკომპანია „ფორმულას’’ დირექტორი საკუთარი ბინის რუსეთის მოქალაქეებზე მიყიდვას ადასტურებს და თან ფაქტს საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს
ტელეკომპანია „ფორმულას’’ დირექტორი მიშა მშვილდაძე საკუთარი ბინის რუსეთის მოქალაქეებზე მიყიდვას ადასტურებს და თან ფაქტს საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს.
12 აგვისტო 2026, 09:36
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი გადადის განვითარების ახალ ეტაპზე - ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენი გრძელვადიანი გადაწყვეტილებები დავაფუძნოთ სწორ ტექნიკურ-ეკონომიკურ გათვლებს
ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
12 აგვისტო 2026, 09:31
სპორტი
მიხეილ ყაველაშვილი: საფეხბურთო კლუბ „იბერიას“ გამარჯვებას ვულოცავ!
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999-ს“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში „ლარნესთან“ გამარჯვებას ულოცავს.


