imedi /  11 აპრილი 2019, 11:11 / სანდო წყარო

ცნობილია, ვინ არის „სამეფო კარის თამაშებში“ ომის კრიმინალი

ავსტრალიაში „წითელი ჯვრის“ თანამშრომლებმა და ომის დანაშაულის ექსპერტებმა „სამეფო კარის თამაშების“ ყველა სერიას უყურეს რათა დაედგინათ, თუ ვინ იყო ვესტეროსში ყველაზე სასტიკი დამნაშავე. 

ომის დანაშაულად საერთაშორისო სამართლის მიხედვით განიხილება მკვლელობა, წამება, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მონობაში ან სხვა მიზნით გარეკვა, სამხედრო ტყვეთა ან გემის კატასტროფაში მოყოლილ პირთა მკვლელობა და წამება, მძევალთა მკვლელობა; კერძო ან საზოგადოებრივი ქონების ძარცვა, სამოქალაქო დასახლებული პუნქტების უმიზნოდ განადგურება-გაპარტახება და სხვ. 

„წითელი ჯვრის“ თანამშრომლებმა საერთაშორისო სამართლის კანონების მიხედვით გააანალიზეს პერსონაჟების მოქმედებები, დათვალეს მათ მიერ ჩადენილი კრიმინალური ქმედების რაოდენობა და შეადგინეს სია, თუ ვინ არის ყველაზე დიდი დამნაშავე.

1. რამსი ბოლტონი; დანაშაულები - წამება; არადამიანური მოპყრობა; ტყვეების წამება; გამიზნული მკვლელობები; ომის დროს ისეთი მეთოდები გამოყენება, რომელიც არასაჭირო ტანჯვას იწვევს;  რომელიც ადამიანებს ძალიან დიდ ზიანს აყენებს; სექსუალური ძალადობა; მონობა;

2. დეინერის ტარგარიენი; დანაშაულები - ომის დროს ისეთი მეთოდები გამოყენება, რომელიც არასაჭირო ტანჯვას იწვევს; სასამართლო პროცესის განსჯა გამოძიების გარეშე, წამება და არადამიანური მოპყრობა სამოქალაქო პირების მიმართ; 

3. რუსე ბოლტონი; დანაშაულები - წამება; არადამიანური მოპყრობა; სექსუალური ძალადობა; ღალატი; გამიზნული მკვლელობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ბრძოლაში მონაწილეობას არ იღებენ; ომის დროს ისეთი მეთოდები გამოყენება, რომელიც არასაჭირო ტანჯვას იწვევს;

4. ღამის მეფე; დანაშაულები - მონობა; ბავშვების გამოყენება ომისთვის, რელიგიური სიმბოლოებზე თავდასხმა; ცეცხლის გამოყენება სამოქალაქო პირებზე;

5. ჰარპიების შვილები; დანაშაულები - გამიზნული მკვლელობები; მონობა; სამოქალაქო პირებზე თავდასხმა; განურჩეველი თავდასხმა;

6. ჯონ სნოუ; დანაშაულები - ბავშვების საბრძოლო მოქმედებაში გამოყენება; წამება და არადამიანური მოპყრობა; 

7. ეურონ გრეიჯოი; დანაშაულები - წამება; არადამიანური მოპყრობა; ტყვეების აყვანა; გადაჭარბებული ძალის გამოყენება, რომელიც ზიანს აყენებს სამოქალაქო პირებს;

8. უოლდერ ფრეი; დანაშაულები - გამიზნული მკვლელობა; ღალატი; სამოქალაქო პირების მკვლელობა; ტყვეების აყვანა;

9. ტაივინ ლანისტერი; დანაშაულები - მონობა; მოქალაქეებზე ძალადობა, რომლებიც საომარ მოქმედებებში არ იღებდნენ მონაწილეობას; გამიზნული მკვლელობა;

10. ტირიონ ლანისტერი; დანაშაულები - ომის დროს ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც არასაჭირო ტანჯვას იწვევს; ცეცხლის გამოყენება ადამიანების მიმართ; სექსუალური ძალადობა; ღალატი;

ყველა სიახლე

ივანე მაჭავარიანი

20 თებერვალი 2020, 14:38

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა

შეუძლებელი იქნება სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა, თუ ერთ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ბიზნესსუბიექტის დაბეგვრა იქნება განსხვავებული,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანა დოლიძე

20 თებერვალი 2020, 14:31

საქართველო

ანა დოლიძე: ყველაზე უპრიანია, რომ ვანო მერაბიშვილი წაბრძანდეს სახლში

„ყველაზე უპრიანია, რომ ვანო მერაბიშვილი წაბრძანდეს სახლში, მას ვერავინ ვერ აუკრძალავს მოქმედებას, ის თავისუფალი მოქალაქეა დღეს დღეობით, მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ის შეუერთდება აიკიდებს ვანო მერაბიშვილის ფიგურას, როგორც ლოდს, რომელიც მას საარჩევნოდ დაძირავს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ირაკლი ბერაია

20 თებერვალი 2020, 14:30

საქართველო

ირაკლი ბერაია: დიდი ხანია დასრულდა ის დრო, როდესაც ამ ქვეყანაში ვანო მერაბიშვილის ვინმეს ეშინოდა

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის განცხადებებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის სახელმწიფო ტერორიზმის მანქანის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და არქიტექტორია - ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 თებერვალი 2020, 14:22

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი: ვანო მერაბიშვილი თავად არის დამხობილი

„ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, როგორც ბოროტი, დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედი“, - ამის შესახებ თადაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

გოგა ხაინდრავა

20 თებერვალი 2020, 14:08

საქართველო

გოგა ხაინდრავა მერაბიშვილზე: როგორც მკვდარზე „ვენოკი“, ისეა ახლა ოპოზიციისთვის მისი გამოსვლა

„ერთადერთი, რაც მაგას შეეძლო, ეს არის ზურგიდან ადამიანებისთვის უბედურების მოტანა, მეტი არაფრის თავი არასდროს არ ჰქონდა. რუსული შეკვეთების ყველაზე დიდი შემსრულებელი, სააკაშვილთან და მის ბიძასთან ერთად, ვანო მერაბიშვილი იყო და ახლა ჩაჰკიდებენ ხელს ერთმანეთს ეგ, ელენე ხოშტარია, გრიგოლ ვაშაძე, ნინო ბურჯანაძე და საბჭოთა ჰიმნით ივლიან აქეთ-იქით და ქვეყანა აშენდება“, - განაცხადა ხაინდრავამ.

კახა კალაძე

20 თებერვალი 2020, 14:01

საქართველო

კახა კალაძე: დროსა და სივრცეშია დაკარგული, მეტი ვანო ოპოზიციას

„მეტი ვანო ოპოზიციას“, - თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. კახა კალაძე აცხადებს, მერაბიშვილი დროსა და სივრცეშია დაკარგული და რეალობაში გარკვევა სჭირდება.

გია ნოდია

20 თებერვალი 2020, 13:58

საქართველო

გია ნოდის აზრით, ვანო მერაბიშვილი გულწრფელი იყო, როცა თქვა, რომ არ იცის რომელ პოლიტიკურ გუნდთან ითანამშრომლებს

მერაბიშვილმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ ის აპირებს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას და ეს მოღვაწეობა იქნება ცალსახად ოპოზიციური, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ განუცხადა.

20 თებერვალი 2020, 13:50

საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში რელიგიური ორგანიზაციების სარჩელის განხილვა დაიწყო

არიან თუ არა რელიგიური ორგანიზაციები თანაბარ პირობებში? ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დღეს დაიწყო. ცხრა რელიგიურმა ორგანიზაციამ პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი გასულ წელს შეიტანა.

გიორგი კვირიკაშვილი

20 თებერვალი 2020, 13:45

საქართველო

გიორგი კვირიკაშვილი: გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები

„შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები. მე ვთვლი, რომ ეს ადამიანი ბევრი პირადი თვისებით არის აქტივი მთლიანად საქართველოსთვის და არა მარტო პოლიტიკისთვის“, - განაცხადა კვირიკავშივილმა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ Twitter-ზე დაწერა.

დავით ჭიჭინაძე

20 თებერვალი 2020, 13:44

საქართველო

დავით ჭიჭინაძე: სჯობს, მერაბიშვილმა ისევ მატროსოვის ციხეში დაისვენოს

მერაბიშვილის ყოფილი თანაგუნდელები სწორად ამბობენ, რომ მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ განუცხადა.

გურული დღიურები

20 თებერვალი 2020, 13:36

საქართველო

„გურული დღიურების“ ფონდს ახალი სტიპენდიანტი ჰყავს

ფონდმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აძვის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე შეარჩია. ნიჭიერ, კითხვის მოყვარულ ლია ვარდანაშვილს თვეში 100 ლარის ოდენობის სტიპენდია დაენიშნა. ამის დამადასტურებელი სიგელი მას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა გადასცა. მისი პირადი ბიბლიოთეკისთვის კი ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ 50 წიგნი ჩამოიტანა.

თეა წულუკიანი კონფერენცია

20 თებერვალი 2020, 13:29

ძალოვნები

თბილისში კონფერენცია „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ გაიხსნა

იუსტიციის მინისტრის თქმით, კონფერენციის თემა − თუ რა საფეხურები უნდა გაიაროს კანონთან კონფლიქტში მყოფმა პირმა დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე, ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ მასზეა დამოკიდებული, როგორ მოახერხებს ადამიანი საზოგადოებაში რესოციალიზაციას, რამდენად სწორად გაივლის რეაბილიტაციის პროცესს და, შესაბამისად, რამდენად იქნება საზოგადოება დაცული მისი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენისგან.

გიგა ბოკერია

20 თებერვალი 2020, 13:27

საქართველო

გიგა ბოკერია: ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებზე მე ვერ ვისაუბრებ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს საპატიმროს დატოვების შემდეგ სახლში შეხვდა, სადაც ექსპრემიერთან აუდიენციისთვის ოპოზიციის ლიდერები მიდიან. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

კობა კობალაძე

20 თებერვალი 2020, 13:24

საქართველო

კობა კობალაძე მერაბიშვილზე: სჯობს ქუდი თავზე კარგად ჩამოიმხოს, რომ ვინმე მისგან გამწარებულმა არ იცნოს

„დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ და ვისმინეთ როყიო და კაცთმოძულეობაზე ორიენტირებული განცხადებები, რომელიც ახასიათებდა წინა ხელისუფლების ერთ-ერთ შემოქმედს, ვანო მერაბიშვილს, რომელსაც აერია ვადა, თუ რა ვადით იჯდა საპატიმროში, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარლამენტარმა, კობა კობალაძემ განაცხადა.

დავით კირკიტაძე

20 თებერვალი 2020, 13:20

საქართველო

დავით კირკიტაძე: მერაბიშვილი ბრძოლისთვის მზად არის

ღრმად ვარ დარწმუნებული და მერაბიშვილის დღევანდელმა განცხადებამაც ყველანი დაგარწმუნათ, რომ ის არის მშვენიერ ფორმაში და ის აპირებს ბრძოლას, რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ ვანო მერაბიშვილის სახლთან განუცხადა.

შოთა უტიაშვილი

20 თებერვალი 2020, 13:17

საქართველო

შოთა უტიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური ბრძოლის გზით ხელისუფლების შეცვლაში წვლილს შეიტანს

ამის შესახებ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, შოთა უტიაშვილმა ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილის სახლთან განუცხადა, სადაც ექსპრემიერის მიერ საპატიმროს დატოვების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები მიდიან. უტიაშვილი დარწმუნებულია, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური ბრძოლის გზით ხელისუფლების შეცვლაში წვლილს შეიტანს.

ივანე მაჭავარიანი

20 თებერვალი 2020, 13:15

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე - მშპ-ს 2,1%-მდე შევამცირეთ

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ დაგეგმილთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი შემოსავლების მიღების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება.

დიმიტრი ხუნდაძე

20 თებერვალი 2020, 13:13

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე: გარკვეული ჯგუფები მზად არიან, მძიმე დანაშაულის მქონე ადამიანი ლიდერად წარუდგინონ საზოგადოებას

„როგორც ხედავთ ციხის კარი ზოგჯერ იხურება და ზოგჯერ იღება კიდეც. მთავარია, კართან სამართალი იდგეს და არა ვინმეს განწყობა იყოს მისი მამოძრავებელი, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ისიც შესამჩნევია, რომ ადრე ციხიდან ნაწამები ადამიანები გამოდიოდნენ, დღეს კი კოსტუმში გამოდიან და იქვე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. ავიწყდებათ საკუთარი ხელით შექმნილი მძიმე წარსული, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან, სტაბილურად, ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი გამოჰქონდათ და გარეთ, კიდევ დამატებით ორს ითხოვდნენ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ირაკლი სესიაშვილი

20 თებერვალი 2020, 13:09

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: მერაბიშვილი ციხიდან ჯერ არ გამოსულა და უკვე დამხობაზე გველაპარაკება

ვურჩევ გიგა ბოკერიას, რომელიც მერაბიშვილის მეგობარია, აუხსნას, რომ აღარ ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სადაც დამხობა ან გვამების მოთხოვნა შეიძლება, - ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადებებს, რომელიც მან სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა.

გიორგი გახარიას და  გარი ჯონსის შეხვედრა

20 თებერვალი 2020, 13:05

ეკონომიკა

გიორგი გახარიამ British Petroleum-ის რეგიონულ პრეზიდენტთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

მხარეებმა BP-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებსა და კორპორაციის ახალი ხელმძღვანელის პირობებში განახლებული მისიით, სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ბრიტანული კომპანიის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე საქართველოსთან.