imedi /  22 აპრილი 2019, 15:44 / სანდო წყარო

Amazon: „სამეფო კარის თამაშების“ სერია შეცდომით გავავრცელეთ

Amazon-ის წარმომადგენლების თქმით, „სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის მეორე სერია Amazon-ზე ნაადრევად „შეცდომის“ გამო აიტვირთა. ამის შესახებ BBC წერს.

ახალი სეზონის მეორე სერია გუშინ, ოფიციალურ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინტერნეტში, რის გამოც Amazon Prime-ის მომხმარებლებმა სერია გაცილებით ადრე ნახეს. 

„ჩვენ ვწუხვართ, რომ ჩვენმა კლიენტებმა გერმანიაში ოფიციალურ ნებართვამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღეს ახალი სერიის ნახვის უფლება. ეს შეცდომა იყო და გამოვასწორეთ“, - აცხადებენ Amazon-ში. 

სერია გამოქვეყნებიდან მალევე წაშალეს, თუმცა ფანებმა ის სოციალურ ქსელებში სწრაფად გაავრცელეს.

„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის პირველი სერიის პრემიერა 14 აპრილს გაიმართა. სერიალის შესახებ შექმნილი სახალისო ქვიზი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

21 იანვარი 2021, 11:01

საზოგადოება

სამგორში შშმ პირთათვის ელექტროპანდუსები ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა, შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით, სხვადასხვა პროექტს ასრულებს. ელექტროპანდუსების მოწყობა ხუთ მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო სამ საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოები უკვე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ახლადმოწყობილი ელექტროპანდუსები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

21 იანვარი 2021, 10:59

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 477 თბილისში, 164 იმერეთში, 64 კი აჭარაში გამოვლინდა

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 946, საიდანაც: 3 478 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 685, აჭარაში - 249, იმერეთში - 711. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 735 პირი, მათ შორის, თბილისში - 329, აჭარაში -54, იმერეთში - 182. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 2, იმერეთში - 25. 534 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243 - თბილისში, 206 - აჭარაში, 32 - იმერეთში. 5 934 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, - განაცხადა სიჭინავამ.934 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, - განაცხადა სიჭინავამ.

21 იანვარი 2021, 10:56

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 735 მძიმე პაციენტია

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 735 მძიმე პაციენტია, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

21 იანვარი 2021, 10:56

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1020 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,020 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

კრიშტიანუ რონალდუ

21 იანვარი 2021, 10:49

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მან 760 გოლი გაიტანა⚽

20 იანვარს, იტალიის სუპერთასის ფინალში, „იუვენტუსის“ „ნაპოლისთან“ შეხვედრაში, ფეხბურთელმა კარიერის 760-ე გოლი გაიტანა

კორონავირუსი

21 იანვარი 2021, 10:40

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 137 ადამიანს დაუდასტურდა, 1 179 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

21 იანვარი 2021, 10:39

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

21 იანვარი 2021, 10:37

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით რეინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

გერმანიაში კორონავირუსით რეინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

21 იანვარი 2021, 10:33

საზოგადოება

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება გრძელდება

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 29 იანვრის ჩათვლით გრძელდება. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.

21 იანვარი 2021, 10:29

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით 1,340 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 64,385 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1,340 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 8,638,249 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 212,831 ადამიანი გარდაიცვალა.

21 იანვარი 2021, 10:25

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 20,398 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 20,398 ადამიანს დაუდგინეს, 1,013 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2,088,400 შემთხვევა გამოვლინდა, 49,783 ადამიანი გარდაიცვალა.

21 იანვარი 2021, 10:23

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

„ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

არჩილ თალაკვაძე

21 იანვარი 2021, 10:23

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

შსს

21 იანვარი 2021, 09:56

სამართალი

შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

„პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: EKOL Tisa-ისა და KRAL-ის მოდელების 2 პისტოლეტი, „აკს-ის“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 700 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 20 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი“, - იტყობინება შსს.

დაკავება

21 იანვარი 2021, 09:53

სამართალი

პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავა

„აღნიშნული პიროვნება იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 126-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (8 ეპიზოდი) და 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულებისთვის, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას და მართვას, ადამიანის გატაცებას, მუქარით გამოძალვას, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზებას, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვას, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯო ბაიდენი

21 იანვარი 2021, 09:42

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა პირველ სამუშაო დღეს 15 ბრძანებას მოაწერა ხელი

თეთრი სახლის ახალმა მეთაურმა გააუქმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული რიგი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა. ასევე, ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ფედერალური შენობების ტერიტორიაზე 100 დღის განმავლობაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. პრეზიდენტმა ასევე მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა შეაჩერა

ნათია თურნავა

21 იანვარი 2021, 09:32

ეკონომიკა

ნათია თურნავამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებულ ვებინარში მიიღო მონაწილეობა

„არც ერთი დღით არ შეგვინელებია და არ შეგვიჩერებია ის ენერგეტიკული პროექტები და მათ შორის მსხვილი პროექტები, რომელიც კერძო ინვესტიციებით ხორციელდება და რომელიც საქართველოში იყო ჯერ კიდევ პანდემიამდე დაწყებული. უფრო მეტიც, 2020 წელს დაიწყო რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. დავგეგმეთ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტი - ეს არის „ენგურჰესის“ რეაბილიტაცია, რომელიც ახლა დაიწყო, განხორციელდება მომდევნო 4 თვის განმავლობაში “ - განაცხადა მინისტრმა.

ლარი

21 იანვარი 2021, 09:24

ეკონომიკა

200-ლარიანი დახმარების მისაღებად 160 ათასზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა

შემოსავლების სამსახური მონაცემებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განსახილველად მიაწვდის, რომელიც ერთჯერადი კომპენსაციის თანხის გადარიცხვას უზრუნველყოფს.

საქართველოს პარლამენტი

21 იანვარი 2021, 09:12

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანოში დღეს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება

ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის ირაკლი ბერაიას შეფასებით, დაზვერვის სამსახურის სახით, საქართველოს ერთ-ერთი ქმედითი და ეფექტიანი უწყება ჰყავს.

ევრილ ჰაინსი

21 იანვარი 2021, 08:52

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ქალი პირველად გახდა

ჰეინსი, რომლის კანდიდატურაც ჯო ბაიდენმა წარადგინა, ამ თანამდებობაზე პირველი ქალი გახდა. მის დანიშვნას მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 აღმოჩნდა.