imedi /  25 აპრილი 2019, 22:37 / სანდო წყარო

„შურისმაძიებლების“ მთავარი ვარსკვლავების ჰონორარები გახდა ცნობილი

ფილმი „შურისმაძიებლები“

„შურისმაძიებლები“

კინოსტუდია Marvel-ის ფილმების მთავარი როლების შემსრულებლების ჰონორარები გახდა ცნობილი. ინფორმაციას მსახიობების ანაზღაურების ოდენობის შესახებ გამოცემა Just Jared-ი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, კაპიტან მარველის როლის შემსრულებელმა ბრი ლარსონმა ფილმში მონაწილეობისთვის 5 მილიონი დოლარი მიიღო. 2008 წელს გამოსულ „რკინის კაცში“ მთავარი როლის შესრულებისთვის რობერტ დაუნი-უმცროსს 500 ათასი დოლარი გადაუხადეს, 2012 წლის „შურისმაძიებლებში“ მონაწილეობისთვის კი მან 50 მილიონი დოლარი მიიღო.

„შავი პანტერის“ მთავარი ვარსკვლავის ჩედვიკ ბოსმანის ჰონორარმა 2 მილიონი დოლარი შეადგინა.

კრის ჰემსვორტმა Marvel-ის სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა: ფილმებმა „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ და „თორი: რაგნაროკი“ მას 15-15 მილიონი დოლარი, 2011 წლის „თორმა“ კი - 150 ათასი დოლარი მოუტანა.

კრის ევანსს, რომელმაც კაპიტანი ამერიკას როლი შეასრულა, ფილმებში „კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი“ და „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ მონაწილეობის სანაცვლოდ 15-15 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2020, 18:42

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის შეთავაზება, 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი, უმრავლესობისთვის მისაღებია

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი უმარავლესობისთვის მისაღებია, „ ჩვენ გვაქვს მომზადებული ვარიანტი, რომელიც არა მარტო პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც გამორიცხავს იმას, რომ 40-პროცენტიანი შედეგით პარტიამ 75-ზე მეტი მანდატი მიიღოს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 18:39

საქართველო

გიორგი გახარია: კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს არავისთან, არც საერთაშორისო პარტნიორებთან, არც ოპოზიციასთან და ოპონენტებთან

„მერწმუნეთ, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა კომუნიკაციის არ გვაქვს არავისთან, არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, არც ოპოზიციასთან და ოპონენტებთან, ყოველთვის ღია ვიყავით და ღია ვართ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითვის საპასუხოდ განუცხადა.

თელავი

27 თებერვალი 2020, 18:37

საქართველო

თელავში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი რამდენიმე საათის წინ სოფელ თეთრიწყლების მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის ქვედა საფარს მოედო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ 10-მდე მეხანძრე მაშველი სტიქიის ზონაში იმყოფება.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

27 თებერვალი 2020, 18:33

საქართველო

ევროსაბჭოს გენმდივანი: საქართველომ თავმჯდომარეობის დროს პრიორიტეტების შერჩევისას ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა

საქართველომ თავმჯდომარეობის დროს გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელებით ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა. ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმ მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მასუმე ებტეკარი

27 თებერვალი 2020, 18:31

მსოფლიო

ირანული მედია: ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი გამოუვლინდა

ირანის ვიცე-პრეზიდენტს ქალებისა და საოჯახო საკითხებში მასუმე ებტეკარს კორონავირუსი გამოუვლინდა. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება. ირანული მედიის ინფორმაციით, ვინაიდან ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსით ინფიცირების ნიშნები ჰქონდა, მან ანალიზი ჩააბარა, რაზეც პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 18:29

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: კორონავირუსის კლების ტენდენციები ჩინეთში უკვე აღინიშნება

„დღესდღეობით საყურადღებო რჩება სამხრეთ კორეა და ირანი. ბევრ ქვეყანას აქვს უნარი წარმატებით აკონტროლოს ვირუსი. ღონისძიებები, რომელსაც დღეს ჩვენც მივმართავთ, არის საერთაშორისოდ რეკომენდებული. მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე. მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის კოორდინირებული მოქმედება. უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც გვაწვდის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“, - აღნიშნა გაბუნიამ.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2020, 18:25

საქართველო

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება“ მზად არის, მოხსნას ის წუხილები, რომელიც 40%-ზე ქვემოთ მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის დეტალებზე მედიასთან საუბრობს. მისი განმარტებით, ცალკე აღებულ მოდელზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ზოგად პრინციპებზე იყო საუბარი. მისივე განმარტებით, თავად არ ესწრებოდა შეხვედრას, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ კონრეტული შეთავაზება არ ყოფილა.

გიგა ჭიკაძე

27 თებერვალი 2020, 18:18

სპორტი

აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში გიგა ჭიკაძის შემდეგი მეტოქის ვინაობა ცნობილია

31 წლის ქართველი სპორტსმენის, გიგა ჭიკაძის მეტოქე 7 მარტს, ლას-ვეგასში „ტი მობაილ არენაზე“ ამერიკელი ჯამალ ემერსი იქნება. ემერსმა „უეფსიში“ აქამდე გამართული 21 ბრძოლიდან ჩვიდმეტში გაიმარჯვა და მხოლოდ ოთხჯერ დამარცხდა.

27 თებერვალი 2020, 18:14

საქართველო

ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებული დადგენილებით, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა უნივერსიტეტის ქუჩაზე უახლოეს დღეებში დაიწყება. ადგილზე ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3 დარბაზი აშენდება, მთავარი არენის ტრიბუნა კი 10 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

ვიზეარი

27 თებერვალი 2020, 17:48

მსოფლიო

„ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით რეისები შეამცირა

ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისების რაოდენობა შეამცირა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მილანის მიმართულებით კვირაში ოთხი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება, რომელიც პარასკევობით შესრულდება.

ეკატერინე მიქაბაძე

27 თებერვალი 2020, 17:44

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: ფასიანი ქაღალდების ბაზარი იზრდება

პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ეხება ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდის საკითხებს, რაც კანონში აქამდე სათანადო დონეზე არ იყო დარეგულირებული და არ იყო შესაბამისობაში საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტებთან, რაც ასოცირების ხელშეკრულებითაც არის გათვალისწინებული

27 თებერვალი 2020, 17:23

საქართველო

ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებზე, დარგობრივ საჭიროებებსა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის 2021-2027 წლების საქართველოს ახალი სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

27 თებერვალი 2020, 17:12

საქართველო

საქართველოს პარლამენტში შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

რომის პაპი ფრანცისკე

27 თებერვალი 2020, 17:04

მსოფლიო

რომის პაპი ლიტურგიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო

ამის შესახებ ვატიკანის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მატეო ბრუნიმ განაცხადა. „დღეს დილით რომის პაპი ლიტურგიაზე არ წავიდა. მან შეუძლოდ იგრძნო თავი და ვატიკანის ტერიტორიაზე დარჩენა გადაწყვიტა “, - განაცხადა მან. პრესსამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ პონტიფექსი დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს დაესწრება.

27 თებერვალი 2020, 16:48

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანა დაცულია, განგაშის საფუძველი არ არსებობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძესა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა.

27 თებერვალი 2020, 16:42

ძალოვნები

კორონავირუსის გამო ჟურნალისტებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება შეეზღუდებათ

„გაცნობებთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მარია პეჟინოვიჩი და ლევან დავითაშვილი

27 თებერვალი 2020, 16:25

საქართველო

ლევან დავითაშვილი: საქართველო გამორჩეულია იმით, რომ გარემოს დაცვითი უფლებები ქვეყნის კონსტიტუციაშია განსაზღვრული

დავითაშვილი სტრასბურგში გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ კონფერენციას ესწრება. ღონისძიება მან ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეჟინოვიჩი ბურიჩთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დაემსთან ერთად გახსნა.

27 თებერვალი 2020, 16:17

საქართველო

თბილისის ბაღების მართვის სააგენტო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მორიგ პროექტს იწყებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მორიგ პროექტს იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

27 თებერვალი 2020, 16:03

საქართველო

ბაგრატიონის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის N61-ში, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საბაჟო გამშვები პუნქტი წითელი ხიდი

27 თებერვალი 2020, 16:03

საქართველო

რა ხდება წითელ ხიდზე, საიდანაც გუშინ კორონავირუსით დაინფიცირებული კაცი შემოვიდა

პანიკა არ შეინიშნება არც მოსახლეობაში და არც იმ მოქალაქეებში, რომელებიც დღეს საზღვარზე გადმოვიდნენ. მათი თქმით, „წითელ ხიდზე“ ყველა საჭირო პროცედურა ტარდება და მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის საშუალება მხოლოდ მას შემდეგ ეძლევათ, რაც მედიკოსები ყველა საეჭვო სიმპტომს გამორიცხავენ.