imedi /  03 მაისი 2019, 21:45 / სანდო წყარო

დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ კოლექცია ღია ცის ქვეშ წარადგინა

მოდის კვირეული

მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული გრძელდება. დედაქალაქი ასზე მეტ საერთაშორისო სტუმარს მასპინძლობს, რომლებიც დიზაინერების კოლექციებთან ერთად, ქართულ კულტურასაც ეცნობიან.

დღეს დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ საკუთარი კოლექციის ჩვენება ღის ცის ქვეშ, ქვის სვეტებისგან შექმნილ, საქართველოს მონუმენტთან გამართა.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში 5 დღის განმავლობაში გაიმართება ჩვენებები, შოუები, წარმოდგენები, გამოფენები, მასტერკლასები და ცნობილი ბრიტანელი მოდის მენტორის ელისონ ლოუის (Alison Lowe) ვორქშოპი საერთაშორისო გაყიდვებში. 

კვირეულის  ერთ-ერთ გამორჩეული პერსონა ლეგენდარული იაპონელი არტისტი და დიზაინერი ჰიროში ფუჯივარაა, რომელიც თავის გუნდთან ერთად და ახალი იდეებით უკვე მეორედ ეწვევა თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულს. მსოფლიოში ქუჩის მოდის ერთ-ერთ პიონერად აღიარებული ფუჯივარა ტოკიოში ყველაზე ცნობილი მოდური უბნის ურა-ჰარაჯუკუს სულისჩამდგმელია. დღეს ტოკიოს ყველაზე კონცეპტუალური ქუჩა, არა მხოლოდ ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, არამედ თანამედროვე იაპონიის მოდისა და ხელოვნების ცენტრიცაა. 1980-იან წლებში პირველი მოდის სახლის Good Enough-ის შექმნამდე ჰიროში ფუჯივარა Nike-ის და Levis-ის მოდური ხაზის დიზაინერი იყო. 

2019-2020 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს თბილისში 48 ქართველი და უცხოელი დიზაინერი, მათ შორის რამდენიმე პირველად წარმოადგენს.

ყველა სიახლე

უკრაინა

21 ოქტომბერი 2019, 20:00

მსოფლიო

უკრაინაში ავიაკატასტროფისას ყოფილი მინისტრი დაიღუპა

უკრაინაში ავიაკატასტროფის შედეგად აგრარული პოლიტიკის ყოფილი მინისტრი ტარას კუტოვოი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ვეტმფრენი, რომელსაც ყოფილი ჩინოსანი მართავდა, პოლტავის ოლქის სოფელ ტარასენკოვოში ჩამოვარდა.

შტორმი და ცუნამი აპლიკაცია

21 ოქტომბერი 2019, 19:54

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ახალი გეოფიზიკური მოვლენა აღმოაჩინეს

მიწისძვრებსა და ქარიშხლებზე მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად მეცნიერებმა ახალი გეოფიზიკური მოვლენის „შტორმული მიწისძვრების“ არსებობის შესახებ განაცხადეს. ეს ის შემთხვევაა, როცა ძლიერი ქარიშხლები სეისმურ აქტივობას იწვევენ. მეცნიერების მტკიცებით, ეს მოვლენა შესაძლოა რამდენი საათს ან დღე გაგრძელდეს.

კონგო

21 ოქტომბერი 2019, 19:25

მსოფლიო

კონგოში სამგზავრო ავტობუსის ავარიას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა

დედაქალაქ კინშასაში მიმავალი ავტობუსი ქალაქ მბანზა-ნგუნგუში მოყვარა ავარიაში. შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 18 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო და კონტროლი დაკარგა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

გაზმომარაგება

21 ოქტომბერი 2019, 19:10

ეკონომიკა

გლდანში 350 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

უსაფრთხოების მიზნით შემოწმდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები. შემოწმებისას დადგინდა, რომ სავარაუდოდ მილის დაზიანების გამო ვენტილაციის არხებით გაზი შევიდა კაზინო „ბეთლაივში“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“. საპატრულო პოლიციის მიერ მოხდა ხალხის ევაკუაცია და შენობების განიავება.

Deutsche Bank-ი

21 ოქტომბერი 2019, 18:48

ეკონომიკა

Deutsche Bank-ი თანამშრომლებს 10%-ით ამცირებს

გერმანიის უმსხვილესი Deutsche Bank-ი თანამშრომლების 10%-ით შემცირებას გეგმავს. ბანკის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის კრისტიან შივნინგის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზია ახალი ტექნლოგიების დანერგვის შედეგად ხარჯების შემცირება. მიმდინარე წელს ბანკის მოგება მნიშვნელოვნად შემცირდა.

ადგურ ხარაზია

21 ოქტომბერი 2019, 18:43

საქართველო

სოხუმის დეფაქტო მერი თანამდებობიდან გადადგა

სოხუმის დეფაქტო მერმა ადგურ ხარაზიამ თანამდებობა დატოვა. ხარაზიამ ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ მისი მიზანი "სავარაძელი არასდროს ყოფილა". მისი თქმით, ბევრი ღამე არ ძინებია ადამიანების პრობლემებზე ფიქრში. ადგურ ხარაზია სოხუმის მერის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.

ქუთაისი აქცია

21 ოქტომბერი 2019, 18:42

საქართველო

ქუთაისში სტუდენტებმა ანტისაოკუპაციო აქცია გამართეს

,,რუსეთი ოკუპანტია“, ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია" - ამ სლოგანებით ქუთაისში ლადო მესხიშვილის თეატრის წინ სტუდენტების საპროტესტი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სოფელ ატოცში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს.

21 ოქტომბერი 2019, 18:25

საქართველო

გახარიამ უზბეკეთის ვიცეპრემიერთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერმინისტრ ელიორ განიევს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და უზბეკეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ფოტოგრაფია

21 ოქტომბერი 2019, 18:22

ტაბლოიდი

ქუთაისში დანიელმა მოგზაურმა ფულის თხოვნის საინტერესო მეთოდს მიაგნო. ფოტო

დანიიდან საქართველოში ჩამოსასვლელად მან ორ მეგობართან ერთად დიდი გზა გამოიარა. ცოტა ხნის წინ თბილისშიც იყვნენ, ახლა კი ქუთაისში არიან და ბრაზილიაში წასასვლელად ფულს აგროვებენ. ერთი მათგანი ფულს მუსიკის მოსმენაში იღებს, მეორე სუვენირ მაგნიტებს ყიდის, მესამე კი ქუჩაში დახმარებას ითხოვს.

გაზით მოწამვლა

21 ოქტომბერი 2019, 18:19

ძალოვნები

თბილისში ერთ-ერთ სამორინეში ხუთი ადამიანი გაზით მოიწამლა

თბილისში ერთ-ერთ სამორინეში გაზის გაჟონვის შედეგად ხუთი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა გლდანში მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

21 ოქტომბერი 2019, 18:02

საქართველო

ყაზბეგის ეროვნულ პარკში აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვების არვე გამოჩნდა. ვიდეო

ყაზბეგის ეროვნულ პარკში აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვების არვე გამოჩნდა. მათი ვიდეო დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა. „მობეზრდათ კლდეებზე ხტუნვა და მრავალფეროვნებისთვის AltiHut-ს ესტუმრნენ, აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები ყაზბეგის ეროვნულ პარკში"-წერია ვიდეოს აღწერაში.

დომინიკ რააბი დავით ზალკალიანი

21 ოქტომბერი 2019, 17:59

საქართველო

დომინიკ რააბი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებას ეხმაურება

დავით ზალკალიანმა და დომინიკ რააბმა ლონდონში „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“ დღეს მოაწერეს ხელი. შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს.

სუდიტა ვაჟირალონგკორნი

21 ოქტომბერი 2019, 17:56

მსოფლიო

ტაილანდის მეფემ თავის ოფიციალურ ფავორიტ ქალს ტიტული და სამხედრო რეგალიები ჩამოართვა

სინინატ ვონგვაჯიპარაკდამ კონსორტის ტიტული ივლისში მიიღო. ოფიციალური სტატუსის მქონე ფავორიტი ტაილანდის მეფეს 100 წლის განმავლობაში პირველად გაუჩნდა. სინინატ ვონგვაჯიპარაკდი ყოფილი სამხედრო ექთანია, რომელიც ბოლო რამდენიმე წელი სამეფო დაცვის ოფიცერი იყო და გენერალ-მაიორის წოდება ჰქონდა.

რომის პაპის ავტოგრაფი

21 ოქტომბერი 2019, 17:53

ეკონომიკა

რომის პაპის ავტოგრაფით Harley-Davidson-ი აუქციონზე £42 ათასად გაიყიდა

მოტოციკლი Harley-Davidson-ი რომის პაპის ფრანცისკეს ავტოგრაფით ქალაქ სტაფორდში გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე 42 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ამის შესახებ BBC სააუქციონო სახლ Bonhams-ზე დაყრდნობით წერს.

სალომე ზურაბიშვილი ჯუნიჩი ნიჰეი

21 ოქტომბერი 2019, 17:29

კულტურა

ზურაბიშვილმა იაპონურ კომპანიას ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა

საქართველოს პრეზიდენტმა იაპონურ კომპანიას-Japan Arts ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ტოკიოში, Japan Arts- ში შეხვედრაზე დააყენა. ეს კომპანია უკვე 40 წელზე მეტია, მთელ მსოფლიოში იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ეწევა

თბილისის საქალაქო სასამართლო

21 ოქტომბერი 2019, 17:20

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა ბრალი აღიარა

20-21 ივნისის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ილია მემარნიშვილმა, წარდგენილი ბრალი აღიარა. ამის შესახებ თავისმა ადვოკატმა, ალექსანდრე მუკბანიანმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ადვოკატის თქმით, მან სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ ცალკე წარმოებად გამოიყოს მემარნიშვილის საქმე.

იური ვაზაგაშვილი

21 ოქტომბერი 2019, 17:12

საქართველო

იუსტიციის სამინისტრო: სახელმწიფო ვაზაგაშვილებს კომპენსაციას 18 იანვრამდე გადაუხდის

ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ე. წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და მოსარჩელე მხარისათვის კომპენსაციის გადახდას აგვიანებდეს, სიმართლე არ არის და საზოგადოების მოტყუების მცდელობაა.

მატარებელი

21 ოქტომბერი 2019, 17:04

ძალოვნები

მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ მოზარდს მატარებელი დაეჯახა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ჰერმან მაშაბა

21 ოქტომბერი 2019, 16:42

მსოფლიო

იოჰანესბურგის მერი რასიზმზე თავისი მოსაზრებების გამო თანამდებობიდან გადადგა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურა, სამხრეთ აფრიკის ოპოზიციური დემოკრატიული ალიანსის წევრი, რასიზმთან დამოკიდებულებების გამო იოჰანესბურგის მერის თანამდებობიდან გადადგა და პარტიაც დატოვა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

21 ოქტომბერი 2019, 16:33

მსოფლიო

2016 წლის შემდეგ ლუკაშენკო ევროკავშირის წევრ ქვეყანას პირველად ესტუმრება

ალექსანდრე ლუკაშენკო ავსტრიაში ჩავა და ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვან დერ ბელენს შეხვდება. ვიზიტი 12 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი. ბოლოს ლუკაშენკო ევროკავშირში 2016 წლის მაისში იმყოფებოდა, როდესაც ის ვიზიტით იტალიაში ჩავიდა.