Imedi /  07 მაისი 2019, 13:02 / სანდო წყარო

საქართველოში მომღერალი Jessie J კონცერტს გამართავს

Jessie J

Jessie J

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 2019 წლის 6 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს. აღნიშნული ინფორმაცია საკონცერტო დარბაზის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება ხვალ 8 მაისს, საღამოს 20:00 საათზე და ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება.

ყველა სიახლე

იგორ კოლომოისკი

26 მაისი 2019, 16:50

მსოფლიო

მედია: კოლომოისკი ზელენსკის დეფოლტის გამოცხადებას ურჩევს

უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დეფოლტის გამოცხადებას ურჩევს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ბრიტანულ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე განცხადებით, თუ ზელენსკი ყველაფერში დასავლეთს დაუჯერებს, ადრე თუ გვიან, „პოროშენკოს ბედს გაიზიარებს“.

26 მაისი 2019, 16:33

მსოფლიო

ჰაკერებმა აშშ-ის ქალაქებში სახელმწიფო სერვისები დაბლოკეს

ჰაკერებმა აშშ-ში, ქალაქ ბალტიმორში და მერილენდში პროგრამა EternalBlue-ს გამოყენებით, სახელმწიფო სერვისები დაბლოკეს. The New York-ის ცნობით, შეტევა 7 მაისს დაიწყო. გასულ კვირებში ჰაკერებმა სახელმწიფო უწყებებში 1000-მდე კომპიუტერი გამოიყვანეს მწყობრიდან.

დონალდ ტრამპი

26 მაისი 2019, 16:25

მსოფლიო

ტრამპი ჩრდილოეთ კორეის რაკეტებზე ამბობს, რომ „მცირე ზომის იარაღი“ გამოსცადეს

იაპონიაში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტები, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში გამოსცადეს, მცირე ზომის იარაღია. 25 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იაპონიას ეწვია.

სტენ ლი და კიია მორგანი

26 მაისი 2019, 16:18

კულტურა

სტენ ლის ყოფილი მენეჯერი მოხუცთან სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს

არიზონაში Marvel-ის კომიქსების შემქმნელის სტენ ლის ყოფილი მენეჯერი კიია მორგანი მოხუც ადამიანთან სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. სტენ ლის ყოფილ მენეჯერს ასევე ქურდობაში, გაფლანგვასა და სიყალბეში ადანაშაულებენ.

გიორგი გახარია

26 მაისი 2019, 16:11

საქართველო

გახარია გარეჯზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შედეგი იყოს მისაღები

"რა თქმა უნდა, ჩვენ მონდომებული, მოწოდებული ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის“,- განაცხადა გახარიამ.

ქართველი სამხედროები ავღანეთში

26 მაისი 2019, 16:09

საქართველო

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

სამხედრო მარში სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან დასრულდა. ავღანეთში თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და მე-3 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

პრემ ტინსულანონი

26 მაისი 2019, 15:58

მსოფლიო

ტაილანდის გავლენიანი ყოფილი პრემიერმინისტრი გარდაიცვალა

ტაილანდის თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა და არმიის ყოფილი გენერალი ბანგკოკის საავადმყოფოში დღეს, 26 მაისს გარდაიცვალა. ის მეფე ფუმიფონ ადუნიადეტის მრჩეველი იყო. პრემ ტინსულანონი ტაილანდის პრემიერმინისტრის პოსტს 1980-1988 წლებში იკავებდა.

გიგა თაბაგარი

26 მაისი 2019, 15:46

საქართველო

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილები და მდგრადობის დარღვევა აღენიშნებოდა.გიგა თაბაგარის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მოშიმშილეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

26 მაისი 2019, 15:39

ვიდეო

26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე

 ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
 მოჰაემდ ჯავად ზარიფი

26 მაისი 2019, 15:36

მსოფლიო

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებს თავდაუსხმელობის პაქტის მიღება შესთავზა

ირანმა სპარსეთის ყურის მეზობელ ქვეყნებს თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის მიღება შესთავაზა. ირანის მიზანია მეზობელ ქვეყნებთან დაბალანსებული ურთიერთობების დამყარება. Reuters-ის ცნობით, ამ საკითხზე განცხადება ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰაემდ ჯავად ზარიფმა გააკეთა.

მამუკა ბახტაძე და ჰულუსი აქარი

26 მაისი 2019, 15:31

საქართველო

მამუკა ბახტაძემ თურქეთის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლა

ხაზი გაესვა თავდაცვის სფეროში საქართველო-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში. აღინიშნა ამ კუთხით საქართველოსთვის თურქეთის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

26 მაისი 2019, 15:11

საქართველო

რუსული ანსამბლის ხელმძღვანელი: რუსეთი არ არის ოკუპანტი

"ჩვენ ვმეგობრობთ ყველა მეზობელთან, საქართველოსთანაც და უკრაინასთანაც. კონკურსის შესახებ ინტერნეტით ​შევიტყვეთ და გადავწყვიტეთ ჩამოსვლა. ჩვენ კულტურას წარმოვადგენთ, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით,"- აცხადებს ანსამბლის ხელმძღვანელი.

მესტია

26 მაისი 2019, 15:02

საქართველო

რა ღონისძიებები გაიმართება სვანეთში დამოუკიდებლობის დღეს

26 მაისს საზეიმო ღონისძიებები მესტიაში გაიმართება, თუმცა გუშინ დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ერთ ერთ ყველაზე მაღალ წერტილებში - თეთნულდსა და ჰეშკილშიც აღინიშნა. 2019 წელს 26 მაისი სვანეთში მასშტაბურად პირველად აღინიშნება. მესტიაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზატორები არიან ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.

ადგილმდებაორება

26 მაისი 2019, 14:59

ტექნოლოგიები

როგორ ავუკრძალოთ Facebook-ს ჩვენი თვალთვალი. ინსტრუქცია

თუ Facebook-ის მობილური აპლიკაციით სარგებლობთ მაშინ სოცქსელს ყველა ის ადგილმდებარეობა აქვს მონიშნული სადაც იმყოფებოდით. არ აქვს მნიშვნელობა იმას, იმ მომენტში ისარგებლა თუ არა მომხმარებელმა აპლიკაციით. ისევე როგორც ამას Google-ი აკეთებს. არსებობს გამოსავალი თუ როგორ ავუკრძალოთ Facebook-ს თვალთვალი.

ნიკა გვარამია

26 მაისი 2019, 14:40

საქართველო

წულუკიანის მოადგილე: გვარამიას განცხადება სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფაა

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლის ლადო ჭანტურიას აცილებას ითხოვს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ ნიკა გვარამიამ განაცხადა, ლადო ჭანტურია ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს.

ინგა შამილიშვილი

26 მაისი 2019, 14:11

საქართველო

გათავისუფლებული მინისტრი ბათუმში რუსულ დროშებზე: ეს ბავშვთა ფესტივალია და არა პოლიტიკა

ბათუმში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით „RUSSIA“ გამოჩნდა. როსტოვიდან ჩასული ანსამბლის წევრებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობისას რუსეთის დროშები გაშალეს.

ინგა შამილიშვილი

26 მაისი 2019, 14:04

საქართველო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის ცნობით ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ბათუმში დამოუკიდებლობის დღეს რუსული ანსამბლის მიერ გამართული მსვლელობა გახდა.

ხიდი

26 მაისი 2019, 13:53

საქართველო

ვილნიუსის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

აღსანიშნავია, რომ 29 მაისს საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსში გაიმართება საზეიმო მიღება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.

დროშები

26 მაისი 2019, 13:43

საქართველო

აზერბაიჯანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს

"გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. აზერბაიჯანი და საქართველო ისტორიულად ცხოვრობენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ატმოსფეროში. ამ შესანიშნავ დღეს საქართველოს მეგობრულ ერს ვუსურვებთ ბედნიერებას, შმვიდობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია მილოცვაში.

ქართული ჭიდაობა

26 მაისი 2019, 13:40

სპორტი

26 მაისთან დაკავშირებით გორში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი იმართება

ტურნირში პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები მონაწილეობენ. ტურნირის საპრიზო ფონდი 5,000 ლარს შეადგენს. შეჯიბრი ტრადიციული გახდება და ის ყოველ წელს 26 მაისს გაიმართება. ცნობისთვის, ქართულ ჭიდაობას იუნესკომ არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა.