imedi /  15 მაისი 2019, 09:27 / სანდო წყარო

ოთო ნემსაძე ევროვიზიის კონკურსს გამოეთიშა

ოთო ნემსაძე

ოთო ნემსაძე

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე კონკურსს გამოეთიშა. მან პირველ ნახევარფინალზე იმღერა, თუმცა ფინალში გადასულ ათ კონკურსანტს შორის ვერ მოხვდა.

ნემსაძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მან თავის მხარდაჭერებს ბოდიში მოუხადა და მადლობა გადაუხადა.

შერჩეული ჟიური კონკურსანტებს ოთხი ძირითადი ასპექტით შეაფასებს: ვოკალი, პერფორმანსი, სიმღერა და ნომრის საერთო შთაბეჭდილება.

ყველა სიახლე

სირია-თურქეთი

16 სექტემბერი 2019, 00:37

მსოფლიო

სირიაში თურქეთის საზღვართან აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ ალ-რაის საავადმყოფოსთან ავტომობილის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მომხდარი შემთხვევისას 15 ადამიანი დაშავდა. იტყობინება Reuters-ი საავადმყოფოს ინფორმაციაზე დაყრდნობით. თურქული მედიის ცნობით კი, სასაზღვრო ზოლთან „ტერორისტულ თავდასხმას“ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ტორონტო

16 სექტემბერი 2019, 00:02

კულტურა

ფილმმა „ბოცვერი ჯოჯო“ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მიიღო

მეორე მსოფლიო ომის შესახებ გადაღებული სატირა 10 წლის ბიჭზეა, რომელიც ჰიტლერიუგენდში დაკისრებულ დავალებებს თავს ვერ ართმევს. იმისთვის, რომ პრობლემებს გაუმკლავდეს, ბიჭი წარმოსახვით მეგობარს იჩენს, რომელიც მისთვის ადოლფ ჰიტლერია.

ალჟირი

15 სექტემბერი 2019, 23:56

მსოფლიო

ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო თარიღი გამოაცხადეს

ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო თარიღი გახდა ცნობილი. ალჟირის დედაქალაქში ივნისში მრავალათასიანი აქცია გაიმართა. დემონსტრანტები ქვეყნის ექსპრეზიდენტთან დაკავშირებული ყველა პოლიტიკოსის მთავრობიდან მოშორებას მოითხოვდნენ.

გაბრიელ სალოსის ქუჩა

15 სექტემბერი 2019, 23:55

ძალოვნები

თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლამდე კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

15 სექტემბერი 2019, 23:40

მსოფლიო

Die Welt: ერდოღანის მთავრობამ სხვადასხვა ქვეყნიდან 31 ადამიანი გაიტაცა

გატაცებების შესახებ ძირითადად ცნობებს შვეიცარიის განათლების, ტრენინგის და ინტეგრაციის ფონდი იუწყება. ფონდის ინფორმაციით, თურქეთის სპეცსამსახურებმა ადამიანები გაიტაცეს ისეთი ქვეყნებიდან როგორიც არის: მალაიზია, პაკისტანი, კოსოვო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, გაბონი და მიანმარი.

ტუნისი

15 სექტემბერი 2019, 23:24

მსოფლიო

პრესსპიკერი: ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კანდიდატი ციხიდან იბრძოლებს

ტუნისის პრეზიდენტობის კანდიდატის, მედიამაგნატის პრესპიკერის ინფორმაციით, ნაბილ კაური მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას. მიმდინარე წლის აგვისტოში გადასახადების დამალვის გამო დააპატიმრეს მედიამაგნატი ნაბილ კარუი, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე კენჭს საკნიდან იყრის.

წითელი ჯვარი

15 სექტემბერი 2019, 23:09

მსოფლიო

თალიბანმა წითელი ჯვარი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაუშვა

როგორც "თალიბანის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია წითელი ჯვრის თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე ახლა "თალიბანი" იზრუნებს.ისლამისტებმა წითელ ჯვარსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუშაობა აპრილში აუკრძალა.

ისლამოფობია

15 სექტემბერი 2019, 22:40

მსოფლიო

მუსლიმი და ებრაელი სულიერი ლიდერები იტალიაში სამიტზე შეიკრიბნენ

იმამები და რაბები ევროპის 15 ქვეყნიდან ერთობლივ სამიტს მართავენ. პროექტი უნიკალურია, რომელიც მიზნად ისახავს სასულიერო პირების მიერ არსებულ პრობლემებზე საუბრის შესაძლებლობას, რათა სამომავლოდ უფრო მტკიცე პოზიცია დააფიქსირონ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მათზე გავლენას ახდენს.

15 სექტემბერი 2019, 22:30

მსოფლიო

ნანტში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე შეტაკება მოხდა

ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქ ნანსში 700 დემონსტრანტი შეიკრიბა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ თანამდებობის დატოვება მოითხოვა. აქციის 500-მა მონაწილემ პარიზში, 400-მა კი ლიონში მიმართა ანალოგიურ პროტესტს.

ბრეტ კავანო დონალდ ტრამპი

15 სექტემბერი 2019, 22:12

მსოფლიო

ტრამპმა რობერტ კავანო ახალი სექსუალური ხასიათის ბრალდებებისგან დაიცვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანო მის წინააღმდეგ გაჟღერებული სექსუალური ხასიათის ახალი ბრალდებებისგან დაიცვა და მედია ინფორმაციის დამახინჯებაში, დემოკრატები კი "რადიკალურ მემარცხენეობაში" დაადანაშაულა. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

მეტრო

15 სექტემბერი 2019, 21:55

ძალოვნები

მეტროში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმეა

მეტროს სადგურ „სამგორში“ დღეს ახალგაზრდა კაცი „სამგორში“ მატარებლის ლიანდაგებზე ჩავარდა. როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კაცი კონტაქტური იყო, როდესაც სასწრაფო სამედიცინო სამსახურს საავადმყოფოში გადაჰყავდათ.

რესტორანი

15 სექტემბერი 2019, 21:42

ტექნოლოგიები

კვლევა: სულ უფრო მეტ ადამიანს სურს რესტორანში მარტო სიარული

კვლევის მიხედვით, გამოკითხული კაცების 72% რესტორანში მარტო დადის, ქალების შემთხვევაში კი პროცენტული მაჩვენებელი 57%-ია. ორივე სქესის რესპონდენტების 45%-მა კაფეში მარტო იშვიათად ჭამს, ყოველი მეხუთე კი რეგულარულად. კვლევა გერმანიაში ჩატარდა.

მადრიდის რეალი

15 სექტემბერი 2019, 21:40

სპორტი

მადრიდის „რეალმა“ ქალთა საფეხბურთო კლუბი შექმნა

კლუბის მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „რეალს“ ქალთა საფეხბურთო გუნდი უკვე მომავალ სეზონზე წარმოადგენს. მიმდინარე წლის დასაწყისში მადრიდის რეალმა ქალთა კლუბ Tacon-თან €500,000-იანი გარიგება დაამტკიცა. ახლა კი ის კლუბის გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა. ესპანეთის ჩემპიონატში ქალთა 16 გუნდი მონაწილეობს. „რეალი“ 1902 წელს დაარსდა.

გაფიცვა

15 სექტემბერი 2019, 21:13

ეკონომიკა

აშშ-ში General Motors-ის 50 000 თანამშრომელი გაიფიცა

გაფიცვა მას შემდეგ დაანონსდა, რაც კომპანიამ პროფკავშირებთან მოლაპარაკებებში ხელფასებსა და პირობების გაუმჯობესებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. როგორც BBC წერს, კომპანიას თანამშრომელთა ორდღიანი გაფიცვა 300 მილიონი დოლარი დაუჯდება. ჯამში 50000-მდე ადამიანი გაიფიცება.

მიწის თხილი

15 სექტემბერი 2019, 20:46

ტექნოლოგიები

აშშ-ში არაქისისგან გამოწვეულ ალერგიაზე სამკურნალო პრეპარატი შექმნეს

აშშ-ში ალერგიით 50 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება, მათგან სამ მილიონზე მეტ ამერიკელს მიწის თხილზე აქვს ალერგია, მედიკამენტი სახელწოდებით Palforzia მიზნად ისახავს 4-დან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში მიწის თხილზე ალერგიული რეაქციებისა და მასთან დაკავშირებული მძიმე გამოვლინებების შემცირებას.

მანუჩარ შერვაშიძე

15 სექტემბერი 2019, 20:15

კულტურა

BIAFF-ზე კინოში შეტანილი წვლილისთვის მსახიობი მანუჩარ შერვაშიძე დაჯილდოვდა

ბათუმი საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს BIAFF-ს მასპინძლობს. დღეს კინოში შეტანილი წვლილისთვის ნომინაციებში გამარჯვებულები დასახელდნენ. ჯილდოები გადაეცათ მსახიობ მანუჩარ შერვაშიძეს, ფრანგ მსახიობს დენის ლავანის, ამერიკელ სცენარისტს და რეჟისორს პოლ შრედერს.

ნუგზარ წურწუმია

15 სექტემბერი 2019, 20:00

სპორტი

ქართველი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონიის წარმომადგენლის დამარცხებით გავიდა. მანამდე კი საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა ჩინელ და რუს სპორტსმენებს სძლია.

პრინცი ჰარი

15 სექტემბერი 2019, 19:55

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა პრინც ჰარის დაბადების დღე არჩის უცნობი ფოტოთი მიულოცა

პრინც ჰარის 35 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, მეგან მარკლმა ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა. როგორც პოსტში მარკლი ჰარის ეუბნება, ის საუკეთესო მეუღლე და მამაა: "გვიყვარხარ. გილოცავთ დაბადების დღეს!", - წერს მეგან მარკლი. პოსტს თან ერთვის არჩის აქამდე უცნობი ფოტო.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში

15 სექტემბერი 2019, 19:46

სპორტი

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთმა მოიგო

ჩინეთში გამართული მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა. ესპანელებმა ფინალში არგენტინის ნაკრები ანგარიშით 95-75 დაამარცხეს. ესპანეთის ნაკრებს არგენტინისთვის მსოფლიო პირველობაზე 2006 წლის შემდეგ არ მოუგია.

ბაჰამის კუნძულები

15 სექტემბერი 2019, 19:37

მსოფლიო

ვუდსი და ტიმბერლეიკი „დორიანისგან“ დაზარალებულ ბაჰამის კუნძულებს დაეხმარებიან

ტაიგერ ვუდსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ქარიშხალ „დორიანისგან“ დაზარალებული ბაჰამის კუნძულების მცხოვრებლების დასახმარებლად გაერთიანდნენ. ვუდსმა, ტიმბერლეიკმა და მათმა პარტნიორებმა საქველმოქმედო ფონდში $6 მილიონი უკვე მოიზიდეს.