imedi /  20 მაისი 2019, 22:20 / სანდო წყარო

აშშ-თან სავაჭრო ომის გამო ჩინეთში GOT-ის ბოლო სერია არ აჩვენეს

„სამეფო კარის თამაშები“

„სამეფო კარის თამაშები“

ჩინეთში კომპანია Tencent-მა, რომელიც ტელეარხ HBO-ს გადაცემების ჩვენების უფლებას ფლობს, სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სერია არ აჩვენა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

სერია პლატფორმა Tencent Video-ზე უნდა გამოსულიყო, თუმცა 20 მაისის დილით კომპანიამ განაცხადა, რომ ჩვენება „სიგნალთან დაკავშირებული პრობლემების გამო“ გადაიდო.

HBO-ს პრესსამსახურის განცხადებით, მონაცემთა გაცვლასთან დაკავშირებული არანაირი ხარვეზი არ ყოფილა და სერიის ჩვენებაზე უარის მიზეზი კი აშშ-თან არსებული სავაჭრო დავების გამო ჩინეთის ხელისუფლების აკრძალვა გახდა.

„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონის სერიებმა Tencent Video-ზე 550 მილიონი ნახვა დააგროვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპმა ტექნოლოგიური საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 15 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ.

ყველა სიახლე

კახა კუჭავა

28 სექტემბერი 2020, 15:46

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ძალადობაში მონაწილე ნებისმიერი პირი უნდა დაისაჯოს

„ფაქტი ერთია, ხელისუფლებას საერთოდ არ აწყობს მსგავსი დაძაბულობა, რადგან ოპოზიციის მიერ ჩატარებული კვლევებითაც კარგად ჩანს, თუ რამდენად დამაჯერებლად ვლიდერობთ და არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში, უმრავლესობის მოპოვებას ისევ შევძლებთ. ერთადერთია, ვისაც შეიძლება აწყობდეს ესეთი დესტრუქციული ქმედებები. სამწუხაროდ უნდა ველოდოთ დამატებით პროვოკაციებს და მე იმედი მაქვს, რომ ამის შეფასებებს გააკეთებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, რაც ყველაზე მთავარია ბოლომდე უნდა იყო გამოძიებული ყველა საქმე, რომ სიმართლე დადგინდეს და საზოგადოებას ამის შესახებ ეცნობოს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

28 სექტემბერი 2020, 15:36

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

გოგი მეშველიანი

28 სექტემბერი 2020, 15:36

რეგიონი

გოგი მეშველიანი ბოლნისში დაპირისპირებაზე: ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა დაისაჯოს ძალადობაში მონაწილე ყველა პირი

„ყველაფრის შემსრულებელი არის ალიფ იუსუპოვი და პირადად მან განახორციელა ეს აგრესიული ქმედება გაუტეხა თავი ჩვენს წარმომადგენლებს. ამას ვერ იზამდა ის წაქეზების გარეშე, კახა ოქრიაშვილის და დიმიტრი შაშკინის წაქეზების გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების გარეშე ამას ვერ გაბედავდა. ჩვენი გუნდის კატეგორიული მოთხოვნაა დაისაჯოს ძალადობაში მონაწილე ყველა პირი, დაწყებული ინსპირატორიდან, დამთავრებული შემსრულებლით. ორივე მხარეს თუ ვინმეს რამე ბრალი მიუძღვის ყველა უნდა დაისაჯოს ეს არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა“, - განაცხადა მეშველიანმა.

კახა კუჭავა

28 სექტემბერი 2020, 15:32

პოლიტიკა

კახა კუჭავა: სააკაშვილის მიდგომა ევროპული ღირებულებების მიმართ, იმაზე მეტყველებს, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, ის არათუ პროევროპული, არამედ ანტიევროპული ძალაა

სააკაშვილის ეს ლექსიკა და ზოგადად მიდგომა ევროპული ღირებულებების მიმართ, რომელსაც ის ავლენს, იმაზე მიუთითებს, რასაც ჩვენ დიდიხანია ვამბობთ, რომ ის არათუ პროევროპული, არამედ ანტიევროპული ძალაა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ განაცხადა. მისი თქმით, საინტერესოა, იმ რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის შეფასება ამასთან დაკავშირებით, რომლებიც პერიოდულად უჭერენ მხარს მას განცხადებებით.

28 სექტემბერი 2020, 15:30

COVID19

სკოლებში სამედიცინო პუნქტების მოწყობა სავალდებულო იქნება

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომლითაც უზრუნველყოფილი გახდება სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა. კანონი სავალდებულოს ხდის სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობას.

28 სექტემბერი 2020, 15:26

რეგიონი

ბათუმში, საკონდიტრო „დონა“ მუშაობას 5 ოქტომბრიდან განაახლებს

„ეს განსაცდელიც გადავლახეთ - თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით. მადლობა უკლებლივ ყველას. თქვენი თითოეული თბილი სიტყვის და ამდენი სიყვარულის დამსახურებით ჩვენ დღეს ფეხზე ვდგავართ და ვაგრძელებთ ჩვენს საყვარელ საქმიანობას ძლიერად. ისე ძლიერად, როგორც არასდროს.“- წერია განცხადებაში.

28 სექტემბერი 2020, 15:26

მსოფლიო

სომხეთმა თურქეთი აზერბაიჯანისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევაში დაადანაშაულა

სომხეთმა თურქეთი აზერბაიჯანისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

ნათია თურნავა

28 სექტემბერი 2020, 15:13

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საპენსიო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი იძლევა საშუალებას, საპენსიო აქტივების განთავსება კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს

„დოკუმენტის მთავარი მიზანია, რომ ის ფინანსური რესურსი, რაც აქვს აკუმულირებული საპენსიო ფონდს ანარიცხების სახით - ჯამში ეს არის 1 მილიარდ ლარამდე რესურსი, განთავსებული იყოს იმდაგვარად, რომ ეს იყოს შედარებით დაბალი რისკის მქონე ფინანსური ინსტრუმენტი, მაგრამ ამავდროულად მაღალი სარგებლის მომტანი. დღესდღეობით საპენსიო დანაზოგებზე 100 მილიონი ლარია დარიცხული. ჯამში ეს იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ დანაზოგს გაუფასურება არ ეხება. დარიცხული სარგებელი დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება ინფლაციის დონეს და ამავდროულად ეს არის დიდი კონტრიბუცია და დიდი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, - აღნიშნა თურნავამ.

დიმიტრი პესკოვი

28 სექტემბერი 2020, 15:13

მსოფლიო

კრემლი: მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

„მივიჩნევთ, რომ საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, კონფლიქტის დარეგულირებამ კი პოლიტიკურ-დიპლომატიურ ჩარჩოში გადაინაცვლოს“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

28 სექტემბერი 2020, 15:09

რეგიონი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხები იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. კახეთში, წნორის კომპლექსების ტერიტორიაზე, ბოდბისხევის კოლექტორიდან გამომავალი სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

ბელარუსი დაკავება

28 სექტემბერი 2020, 15:00

მსოფლიო

ბელარუსში პოლიციამ საპროტესტო აქციის 350-ზე მეტი მონაწილე დააკავა

სამართალდამცველებმა აქციების მონაწილეების მიმართ სხვადასხვა სპეცსაშუალებაც გამოიყენეს, მათ შორის ცრემლმდენი გაზი.

ამირან გამყრელიძე

28 სექტემბერი 2020, 14:59

COVID19

ამირან გამყრელიძე: თბილისში ინფექცია ჯერ აქტიურად არ ცირკულირებს

„არავითარი კარავის დადგმა არ იგეგმება. ჩვენ თბილისში პილოტირება გავაკეთეთ და, კარავი გექნება, თუ მაგიდა, სამი დღის განმავლობაში ყველას შეეძლო მისვლა. მივიდა 988 ადამიანი და აღმოაჩნდა მხოლოდ შვიდს, რომელიც 0.7 პროცენტია. ანუ, თბილისში ჯერჯერობით ინფექციის აქტიური ცირკულაცია არ გვაქვს“.

ჰულუსი აქარი

28 სექტემბერი 2020, 14:58

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს მშობლიური მიწების დაცვაში

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს მშობლიური მიწების დაცვაში.

28 სექტემბერი 2020, 14:50

მსოფლიო

ერთი წლის შემდეგ, Uber-მა ლონდონში ოპერირების ლიცენზია კვლავ მოიპოვა

ტაქსის ონლაინ-გამოძახების სერვისს, Uber-ს ლონდონში ოპერირებისთვის, ლიცენზია 18 თვით გაუხანგრძლივდა. ბრიტანეთის დედაქალაქში მგზავრების გადაყვანის უფლება Uber-ს ერთი წელია, აღარ აქვს. ეს მას შემდეგ, რაც ლონდონის სატრანსპორტო სამსახურმა კომპანიას ლიცენზიის გაგრძელებაზე უარი განუცხადა.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

28 სექტემბერი 2020, 14:32

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია ემანუელ მაკრონს მოუწოდებს, ბელარუსის კრიზისში შუამავლის როლი შეასრულოს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლი უნდა შეასრულოს.

ბაქო, 27 სექტემბერი, აზერბაიჯანელ სამხედროებს გზაზე შეკრებილი მოქალაქეები აცილებენ

28 სექტემბერი 2020, 14:30

მსოფლიო

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე დაპირისპირება განახლდა - დაღუპულია 20-ზე მეტი ადამიანი

სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო მოქმედებები განაახლეს, რის შედეგედაც, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა. მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის ცნობით, მათ კონტროლს დაუბრუნდა რამდენიმე რეგიონი, რომელიც კვირას მომხდარი დაპირისპირებისას დაკარგეს. რესპუბლიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებისას მათი კიდევ 15 სამხედრო დაიღუპა.

28 სექტემბერი 2020, 14:26

სამართალი

გურჯაანში დაჭრის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში” მოათავსა. დაშავებულს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

28 სექტემბერი 2020, 14:06

საზოგადოება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სხვადახვა რელიგიის კონფესიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა

მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სხვადასხვა რელიგიის კონფესიის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. სხდომაზე ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელმა კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმი თემის, სომეხთა სამოციქულო და ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიების წარმომადგენლებს მოუსმინა.

ოლივიერ რუსო

28 სექტემბერი 2020, 13:55

ეკონომიკა

ოლივიერ რუსო: საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის

„ოფიცრის საქმიანობა გამართულად მიმდინარეობს. „საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის. იგი მნიშვნელოვანი დოკუმენტია და განსაზღვრავს აქტივების განაწილების გრძელვადიან სტრატეგიას ნაკლებად რისკიანი პორტფელის საშუალებით, მაღალი რეალური შემოსავლიანობის მისაღწევად“, - აცხადებს რუსო.

გიორგი გახარია

28 სექტემბერი 2020, 13:55

პოლიტიკა

გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატოში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 29-30 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.