imedi /  05 ივნისი 2019, 22:02 / სანდო წყარო

ბათუმის საკათედრო ტაძარში ფრესკები და ვიტრაჟები დაზიანებულია. ფოტო

ბათუმის საკათედრო  ტაძარი

ბათუმის საკათედრო
ტაძარი

ბათუმის საკათედრო ტაძარი ისევ მძიმე მდგომარეობაშია. დაზიანებულია ფრესკების დიდი ნაწილი და ვიტრაჟები, ასევე კედლები და სახურავი, საიდანაც ძლიერი წვიმის დროს წყალი ჩადის. ვიტრაჟის ფერადი შუშის ნაწილი ჩამსხვრეულია, მის ნაცვლად კი ჩვეულებრივი შუშაა ჩასმული. სასულიერო პირები უკვე წლებია, დახმარებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სთხოვენ. 

როგორც დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა თქვა, შუშა მათ არ ჩაუსვამთ, ტაძარი ამ სახით 30 წლის წინ გადაეცათ. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. დეკანოზმა იოანე გორელიშვილის განაცხადებით, რეაბილიტაციაზე მათ რამდენჯერმე მიმართეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს.

როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ოლეგ ბოლქვაძემ თქვა, ვიტრაჟების მდგომარეობასთან დაკავშირებით სააგენტოს აქამდე არავის უცნობებია, მისი თქმით, ამ სიტუაციას შეისწავლიან. ამასთან, ბოლქვაძის თქმით, სააგენტომ შეისწავლა სახურავისა და ფრესკების მდგომარეობა და ეპარქიისგან ელოდებიან ცნობას სახურავის მდგომარეობაზე, ამის შემდეგ კი დაიწყება ფრესკების აღდგენაზე მუშაობა. ოლეგ ბოლქვაძის თქმით, სახურავს ეპარქია გააკეთებს, ფრესკებს კი ფონდი "ქართუ", პროექტი კი უკვე არსებობს. 

ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე

ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე

ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე

ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე

ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე

ყველა სიახლე

ემზარ კვიციანი

16 ივნისი 2019, 12:33

ტაბლოიდი

კვიციანი ვასაძეს: დიდება ღმერთს!!! ვიქნები 10 რომ დააკლდება რვას

ლევან ვასაძემ მთავრობისა და ლგბტ აქტივისტებისადმი მუქარა კანცელარიასთან მიმდინარე აქციისა და კონტრაქციის მეორე დღეს გაავრცელა. ვიდეომიმართვაში ბიზნესმენი მოუწოდებს "ქუდზე კაცებს", რომ 16 ივნისს შეიკრიბონ.

წერილები

16 ივნისი 2019, 12:25

ძალოვნები

მოსწავლეებმა ავღანეთში ქართველ სამხედროებს წერილები გაუგზავნეს

წერილებში მოსწავლეების შეკითხვები ძირითადად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების საქმიანობას შეეხებოდა. პატარებმა ჯარისკაცებს სამშობლოში ჯანმრთელად და მშვიდობით დაბრუნებაც უსურვეს.

ლევან გორგაძე

16 ივნისი 2019, 12:18

სპორტი

ტოჩინოშინი საქართველოშია

ტოჩინოშინი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება, რომლის შემდეგაც, ის იაპონიაში დაბრუნდება. ის ივლისის სუპერტურნირშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 7-21 ივლისს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2019, 12:06

მსოფლიო

ტრამპი უარყოფს ცნობას, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევას ახორციელებს

"შეგიძლიათ თუ არა დაიჯეროთ, რომ The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებს, რომ აშშ-მა, არსებითად, მოუხშირა რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევებს“, - წერს ტრამპი.

16 ივნისი 2019, 11:58

მსოფლიო

აფროამერიკელმა თანამშრომელმა Boeing-ი რასიზმში დაადანაშაულა

აფროამერიკელმა თანამშრომელმა ამერიკული კორპორაცია Boeing-ი რასიზმში დაადანაშაულა. კერტის ენტონიმ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც კანის ფერის გამო მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

Spice Girls

16 ივნისი 2019, 11:50

კულტურა

Spice Girls-ის წევრმა ფანებს ბოდიში მოუხადა. ვიდეო

ლაპარაკია ჯერი ჰოლიველზე, რომელმაც ბენდი 21 წლის წინ დატოვა. როგორც მან აღნიშნა, თავის საქციელს ძალიან ნანობს. თუმცა, ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტში გადაღლილი იყო და დასვენებას საჭიროებდა.Spice Girls-ი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია, რომელიც 2000 წელს დაიშალა.

16 ივნისი 2019, 11:44

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა „საქართველოს მელიორაციას“ 25 ავტომანქანა და ეკიპირება გადასცა

გარემოს დაცივსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს მელიორაციას“ მსოფლიო ბანკმა 25 ერთეული „რენოს“ მარკის ავტომანქანა, სპეციალური ეკიპირება და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

ახალი ზელანდიის სანაპირო

16 ივნისი 2019, 11:26

მსოფლიო

ახალი ზელანდიის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა

ახალი ზელანდიის სანაპიროსთააან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსაურის (USGS) მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7,2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები 16 ივნისს საქართველოს დროით 00:55 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 34,4 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

16 ივნისი 2019, 11:25

მსოფლიო

გვატემალაში საყოველთაო არჩევნებია

პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევენ. თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებს, მეორე ტური 11 აგვისტოს გაიმართება. ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის 19 კანდიდატი იბრძვის.

ბაბე რუთი

16 ივნისი 2019, 11:21

სპორტი

ბეისბოლის ლეგენდარული მოთამაშის მაისური აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

უცნობია ვინ შეიძინა ლოტი. თუმცა, აუქციონზე სპორტული ნივთების მაღალ ფასში გაყიდვით რუთი ნამდვილი რეკორდსმენია. ახლა მან თავისი რეკორდი მოხსნა, რადგან 2012 წელს მისი იანკების მაისური $4.4 მილიონად გაიყიდა.

ინდოეთი

16 ივნისი 2019, 11:03

მსოფლიო

ინდოეთში ძლიერ სიცხეს მსხვერპლი მოჰყვა

ამავე ინფორმაციით დაღუპულია სულ ცოტა 29 ადამიანი. ჰაერის განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ბიჰარის შტატშია. დედაქალაქ ნიუ-დელიში კი 10 ივნისს ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა.

16 ივნისი 2019, 10:57

მსოფლიო

გერმანია თავდაცვის ხარჯებს ზრდის

გერმანია თავდაცვის ხარჯებს ზრდის - განცხადება კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ვიდეო მიმართვაში გააკეთა. გერმანიის სამხედრო ბიუჯეტი წელს $47 მილიარდ 32 მილიონია. ახალი გადაწყვეტილების თანახმად, კიდევ $2 მილიარდი დოლარით გაიზრდება და 49 მილიარდ 32 მილიონს მიაღწევს.

კათოლიკეები

16 ივნისი 2019, 10:45

საქართველო

კათოლიკური სამყარო წმინდა სამების დღესასწაულს აღნიშნავს

"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სამების დღესასწაულს ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე მრევლს, სულიწმინდა იყოს თქვენი მფარველი“,- ნათქვამია მილოცვაში.

16 ივნისი 2019, 10:39

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. უწყებაში დიპლომატის დაბარების მიზეზი ოფიციალური ლონდონის განცხადებაა.დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრებმა ომანის ყურეში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ირანს დააკისრეს.

მამების დღე

16 ივნისი 2019, 10:38

მსოფლიო

ამერიკაში მამის დღეა

"დღეს ამერიკაში მამის დღეა და გადავწყვიტეთ, გავიხსენოთ ამერიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, ჯონ ადამსის სიბრძნე: „ყოველთვის დადექი პრინციპის მხარეს, თუნდაც დარჩე მარტო","- ამბობდა ის. შეგიძლიათ, გაიხსენოთ მამის საუკეთესო რჩევა,"- წერია საელჩოს განცხადებაში.

ტომ ჰენქსი

16 ივნისი 2019, 10:10

ტაბლოიდი

ტომ ჰენქსმა მაღაზია გაქურდა. ვიდეო

ჰენქსმა გამოწვევა მიიღო და ლოს-ანჯელესის მაღაზიიდან თავისივე გამოსახულებიანი მუყაოს ფიგურა და რამდენიმე ოსკარი მოიპარა. სანახაობა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.ჰენქსმა ამ ნივთების თანხა მაღაზიას მოგვიანებით გადაუხადა.

ირაკლი კობახიძე

16 ივნისი 2019, 10:07

საქართველო

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ცვეტა კარაინჩევასთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ცვეტა კარაინჩევა ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 ივნისი 2019, 09:59

ტაბლოიდი

ზელენსკიმ მოცეკვავე ფანტანს გადაურბინა. ვიდეო

ქვეყნის პირველი პირის ამ ქმედებას მოქალაქეთა ოვაციები მოჰყვა. მხიარული ინციდენტის ამსახველმა ვიდეომასალამ პოპულარობა მალევე მოიპოვა და სოციალურ ქსელში ბევრი ნახვა დააგროვა.

შსს

16 ივნისი 2019, 09:53

ძალოვნები

პოლიციამ ინტერნეტ-თაღლითობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავა

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათები ამოიღეს, რომელთა გამოყენებითაც გ.ი. სოციალურ ქსელში თანხის თაღლითურად მისაკუთრებას და შემდგომ მის განაღდებას ახერხებდა",- წერია შსს-ს განცხადებაში.

16 ივნისი 2019, 09:52

მსოფლიო

ინდოეთში კანალიზაციის წმენდისას 7 ადამიანი დაიღუპა

დაღუპულია სანიტარული სამსახური 4 და სასტუმროს 3 თანამშრომელი. მათ მუშაობისას გონება დაკარგეს, მოგვიანებით კი საავადმყოფოში დაიღუპნენ. მომხდარის გამო სასტუმროს მეპატრონეს ბრალი წაუყენეს. დაღუპვის მიზეზი ტოქსიკური გაზი გახდა.