Imedi /  09 ივლისი 2019, 01:04 / სანდო წყარო

ამსტერდამის მუზეუმმა რემბრანდტის „ღამის გუშაგის“ უპრეცედენტო რესტავრაცია დაიწყო

რემბრანდტი

„ღამის გუშაგი“

ამსტერდამის მუზეუმში ჰოლანდიელი მხატვრის რემბრანდტის ცნობილი ნახატის „ღამის გუშაგის“ უპრეცედენტო რესტავრაცია დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.

სპეციალურად აგებულ 7-მეტრიან შუშის პავილიონში სამუშაოებს 12 ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი შეუდგა.

სარესტავრაციო სამუშაოებს არა მხოლოდ მუზეუმის დამთვალიერებლები დააკვირდებიან, არამედ მთელი მსოფლიოს მასტაბით მრავალმილიონიანი აუდიტორი ონლაინ-ტრანსლაციას მუზეუმის ვებგვერდზე იხილავს.

„ღამის გუშაგი“ თითქმის 4 მეტრია და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნახატია.

ყველა სიახლე

მიხეილ გიორგაძე

16 ივლისი 2019, 18:58

საქართველო

გიორგაძის შემცვლელი კულტურის სფეროს განვითარების სტრატეგიის მომზადების შემდეგ შეირჩევა

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მიხეილ გიორგაძის შემცვლელზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბატიაშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მის მოადგილედ გიორგი კალანდია განიხილება.

მიხეილ ბატიაშვილი

16 ივლისი 2019, 18:49

ეკონომიკა

დიღმის ტერიტორიაზე ახალი სპორტის სასახლე აშენდება

დიღომში ახალი სპორტის სასახლე აშენდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით, მშენებლობა 2021 წლამდე დასრულდება. ახალმა სპორტის სასახლემ 2021 წელს თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ საერთაშორისო საკალაბურთო ღონისძიებას უნდა უმასპინძლოს.

მეწყერი

16 ივლისი 2019, 18:44

საქართველო

მესტიაში იფარი-ადიშის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

მესტიაში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა და გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა. მესტიის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, გზა ნაწილობრივ გაიწმინდა და დროებითი სავალი ადგილი მოეწყო. გზას სრულად მეწყრისგან შპს "ლიდერ+" წმენდს.

თამარ მეფის ხიდი

16 ივლისი 2019, 18:38

ეკონომიკა

17 ივლისიდან თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ გზაზე მოძრაობა ორმხრივად იზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 17 ივლისის 11:00 საათიდან, 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. პროექტზე ხელშეკრულების მიხედვით 1 836 543 ლარი დაიხარჯება.

მამუკა ბახტაძე

16 ივლისი 2019, 18:28

ეკონომიკა

საოჯახო და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო შეღავათებს დაუწესებს

საოჯახო ტიპის და საშუალო ზომის სასტუმროები, რომელთა მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, შემუშავებულია სპეციალური სქემა.

Red Bull-ის ბოლიდი

16 ივლისი 2019, 18:20

სპორტი

Red Bull-მა პიტ-სტოპის ახალი რეკორდი დაამყარა. ვიდეო

დიდი ბრიტანეთის გრან-პრიზე გასლიმ ბოლიდი პიტ-სტოპზე გააჩერა, Red Bull-ის მექანიკოსებმა კი გააუმჯობესეს 2013 წელს დამყარებული საკუთარივე რეკორდი, როდესაც მარკ უებერის ბოლიდზე საბურავები 1,92 წამში გამოცვალეს.

კატერინა ლენგფორდი ჰანას როლში

16 ივლისი 2019, 18:07

მსოფლიო

Netflix-მა სერიალ 13 Reasons Why-დან თვითმკვლელობის სცენა წაშალა

13 Reasons Why 2017 წელს გამოვიდა და მაშინ ბევრი შექება დაიმსახურა იმის გამო, რომ სერიალი ხელს უწყობდა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის გაუპატიურება, დაცინვა, თავის დაზიანება. თუმცა ასევე გამოითქვა კრიტიკა სერიალში არსებული თვითმკვლელობის სცენებთან დაკავშირებით.

მამუკა ბახტაძე

16 ივლისი 2019, 18:04

საქართველო

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა უახლოეს კვირებში განახლდება

პრემიერმინისტრმა დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, კომისია უახლოეს კვირებში განაახლებს მუშაობას და საჭიროა მის საქმიანობას ხელი არ შეეშალოს. „2 დღის წინ იყო სამწუხარო ინციდენტი, რომელიც ამოწურულია. ყველას მინდა მივმართო, ეს არის ფაქიზი საკითხი“.

ფრანსუა დე რიუჟი

16 ივლისი 2019, 18:01

საქართველო

საფრანგეთის ეკოლოგიის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საფრანგეთის ეკოლოგიის მინისტრმა ფრანსუა დე რიუჟიმ პოსტი დატოვა. გადადგომის მიზეზი ხმაურიანი სკანდალი გახდა. მინისტრს სახელმწიფო სახსრებით მდიდრული ვახშმების მოწყობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა Le Monde წერს.

ნავთობმზიდი Riah

16 ივლისი 2019, 17:57

მსოფლიო

არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობმზიდი ირანის ტერიტორიულ წყლებში შევიდა და რადარებიდან გაქრა

პანამის დროშის ქვეშ მცურავი 58-მეტრიანი ნავთობმზიდი Riah დუბაიდან და შარჯიდან ფუჯაირას მიმართულებით მოძრაობდა. 13 ივლისს ის ორმუზის სრუტეს გასცდა, შემდეგ კი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა შეწყვიტა. ბოლო მონაცემებით, ნავთობმზიდი ირანის ტერიტორიულ წყლებში შევიდა.

მამუკა ბახტაძე

16 ივლისი 2019, 17:44

საქართველო

ბახტაძემ IRI-ის სავარაუდო კვლევის შედეგებს პოლიტიკური ანეკდოტი უწოდა

„IRI-ის კვლევაში ისეთი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც უფრო ალბათ, პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს“, განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების შეფასებისას, რომელიც მედიისთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

დაკავებული

16 ივლისი 2019, 17:37

ტაბლოიდი

კოლუმბიელი ესპანეთში პარიკის ქვეშ კოკაინის შეტანას ცდილობდა

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ბარსელონის აეროპორტში დააკავა კაცი, რომელიც პარიკის ქვეშ 0,5 კილოგრამი კოკაინის შეტანას ცდილობდა. საკუთარი განზრახვის შესანიღბად 65 წლის კაცმა დიდი ქუდიც დაიხურა, თუმცა საპასპორტო კონტროლის გავლის დროს მისმა უცნაურმა გარეგნობამ და ნერვულმა ქცევამ პოლიციის ყურადღება მიიპყრო.

ხანძარი

16 ივლისი 2019, 17:34

მსოფლიო

ხორვატიაში ტყის ხანძრის გამო მუსიკალურ ფესტივალზე ევაკუაცია განხორციელდა

პოლიციამ ფესტივალის მონაწილეები ავტობუსებით გაიყვანა უსაფრთხო ადგილზე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია გაუქმდება თუ არა მუსიკალური ფესტივალი. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი ყველაფერს ცდილობენ, რათა ფესტივალი გაგრძელდეს.

მიწის ჭამა

16 ივლისი 2019, 17:18

ტექნოლოგიები

რატომ უჩნდებათ ადამიანებს მიწის ჭამის სურვილი

მიწის ჭამის სურვილს იმავე გეოფაგიას მთელ მსოფლიოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ეპოქის 500-ზე მეტი დოკუმენტი შეისწავლეს. მკვლევართა განმარტებით, მიწის ჭამის შემთხვევები აღრიცხულია არგენტინაში, ირანსა და ნამიბიაში. რატომ ჭამს ადამიანი მიწას და არის თუ არა გეოფაგია საშიში ადამიანისთვის ჯანმრთელობისთვის?

ლონდონი

16 ივლისი 2019, 17:16

მსოფლიო

ლონდონის მერმა Tulip-ის ცათამბჯენის მშენებლობაზე ნებართვა არ გასცა

ცათამბჯენი სიმაღლის მიხედვით დასავლეთ ევროპაში მეორე ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნებოდა. ლონდონის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ქალაქის მერს სამშენებლო პროექტის შესწავლის შემდეგ მნიშვნელოვანი შენიშვნები აქვს, შესაბამისად გადაწყვიტა, რომ პროექტის დაწყებაზე ნებართვა არ გაეცა.

მამუკა ბახტაძე

16 ივლისი 2019, 17:16

საქართველო

ერთ ლარად მედიკამენტების მიმღებ მოქალაქეთა წრე ფართოვდება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი ინიციატივა განიხილება, რომლის თანახმად, იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად იღებდნენ, ფართოვდება.

16 ივლისი 2019, 16:59

ეკონომიკა

Amazon-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიაში გაფიცვას 2000 ადამიანი შეუერთდა, მინესოტის შტატში კომპანიის განყოფილებაში მუშაობა 6 საათით შეჩერდება, დიდ ბრიტანეთში კი ხანგრძლივი საპროტესტო აქციები იგეგმება. Amazon-ის თანამშრომლების მტკიცებით, მათი სამუშაო გრაფიკი რთულია, ხელფასები კი დაბალი.

ტურისტი

16 ივლისი 2019, 16:58

საქართველო

ყაზბეგში ლიეტუვის მოქალაქე 4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ლიტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

დონალდ ტრამპი

16 ივლისი 2019, 16:55

მსოფლიო

ტრამპი კრიტიკოსებს: თუ აქ თავს უბედურად გრძნობთ, შეგიძლიათ წახვიდეთ

„ჩვენ არასდროს ვიქნებით სოციალისტური ან კომუნისტური ქვეყანა. თუ აქ თავს უბედურად გრძნობთ, შეგიძლიათ წახვიდეთ! ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი არჩევანია. ამერიკა უნდა გიყვარდეს, ზოგიერთებს კი ჩვენი ქვეყანა სძულთ...“ - წერს ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

სოციალური ქსელი

16 ივლისი 2019, 16:47

ტექნოლოგიები

Instagram-ზე ყოველი 10 გავლენიანი მომხმარებლიდან სამი ყალბ ექაუნთებს ყიდულობს

Instagram-ის არც თუ ისე ცოტა მომხმარებელი ფულს იხდის იმაში, რომ მის პოსტებს უფრო მეტი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდეს. შვედური სტარტაპის A Good Company-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მხოლოდ ბრიტანეთში 10 მილიონამდე ყალბი ანგარიში გამოვლინდა. Instagram-ზე ყოველი 10-დან 3 ფეიკ ექაუნთებს ყიდულობს.