imedi /  14 აგვისტო 2019, 17:29 / სანდო წყარო

თბილისში „ფორსაჟის“ გადაღებებთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ვინ დიზელი

ვინ დიზელი

ჰოლივუდის ცნობილი ფილმის "ფორსაჟი 9"-ს ახალ ეპიზოდს თბილისშიც გადაიღებენ. კინოსურათის ბოლო ათი წუთი მაყურებელი თბილისის ქუჩებში იმოგზაურებს. გადაღებები დედაქალაქში სავარაუდოდ 18-20 აგვისტოს დაიწყება და 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

ამ დროისთვის დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეტაპობრივად გადაიკეტება რუსთაველის და ვაშა-ფშაველას გამზირების, ასევე ძველი თბილისის ნაწილი. 

"ქრონიკამ" დღეს ექსკლუზიურად გადაიღო კადრები "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, სადაც ხდება აპარატურისა და ტექნიკის მობილიზება. ფილმის გადაღებები პარალელურად მიმდინარეობს აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 

შესაბამისი ხელშეკრულება სააგენტო "აწარმოე საქართველოში" და Universal Pictures-ის კონტრაქტორ კომპანიას შორის დაახლოებით ერთ თვეა გაფორმებულია, გადაღებები კი უახლოეს მომავალში დაიწყება. ამასთან, კონტრაქტის დეტალები გასაიდუმლოებულია. 

სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-მ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ფილმის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული.

"გადაღების მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური თანამშრომლობით გაფორმდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო პროცედურებისა და ხელშეწყობის თაობაზე.

გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში, კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორიაზე.

საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს FF9“ უზრუნველყოფს", - წერია განცხადებაში.

ყველა სიახლე

16 აგვისტო 2020, 00:25

ტაბლოიდი

ავსტრალიაში ლეკვი პირველი თოვლისგან გამოწვეულ აღფრთოვანებას ვერ მალავს. ვიდეო

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ლეკვი, რომელიც ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში პირველი თოვლისგან გამოწვეულ ემოციებს ვერ მალავს და სიხარულისა და აღტაცებისგან აქეთ-იქით დარბის, - ვიდეოს ABS News-ი ავრცელებს.

16 აგვისტო 2020, 00:15

რეგიონი

ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ სანიორეში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში 5-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ეზო და სარდაფი დაიტბორა. ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 6 სანაძარო - სამაშველო ეკიპაჟი, რომელიც სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ახორციელებს.

15 აგვისტო 2020, 23:55

COVID19

იტალიაში 23 მაისის შემდეგ კოვიდინფიცირებულა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

იტალიაში კოვიდინფცირებულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო 24 საათში COVID19-ის 629 შემთხვევა გამოვლინდა რაც 23 მაისის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. მონაცემები დღეს საღამოს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა.

ალექსანდრ ლუკაშენკო

15 აგვისტო 2020, 23:42

მსოფლიო

ლუკაშენკოს თქმით, პუტინთან შეთანხმდა, რომ რუსეთი პირველივე თხოვნაზე ბელარუსს უსაფრთხოების უზუნველყოფაში დაეხმარება

რუსეთი ბელარუსს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარებას პირველი თხოვნისთანავე აღმოუჩენს, – როგორც ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენომ თავდაცვის სამინისტრის სტატეგიული სამმართველოს ცენტრში გამართულ თათბირზე განაცხადა. რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს.

15 აგვისტო 2020, 23:24

სპორტი

მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები 17 აგვისტოს დაიწყება

ლიგაში მონაწილეობის მისაღებად მოთამაშეებმა ფედერაციის ვებგვერდზე გაიარეს რეგისტრაცია, რომლის დასრულების შემდეგ ლიგის მონაწილე 11 გუნდის მწვრთნელებმა მთლიანობაში 165 მოთამაშე აირჩიეს. შერჩევის პროცესი ZOOM-ის საშუალებით, ონლაინ წარიმართა და თითოეული გუნდი 15 მოთამაშით დაკომპლექტდა.

ელისაბედ მეორე

15 აგვისტო 2020, 23:09

ტაბლოიდი

პოლიციამ დააკავა ელისაბედ მეორის მსახური, რომელიც ბუკინგემის სასახლიდან ნივთების მოპარვაშია ეჭვმიტანილი

ლონდონის პოლიციამ დააკავა ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მსახური, რომელმაც ბუკინგემის სასახლიდან ნივთები მოიპარა. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემის ცნობით, დედოფლის რეზიდენციის თანამშრომლებმა პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც აღმოაჩინეს, რომ ბუკინგემის სასახლიდან რამდენიმე ნივთი დაიკარგა. მათ შორის ჭიქა გრავირებით და ფოტოსურათების ჩარჩოები პრინც ჰარის სიმბოლიკით. ასევე დაიკარგა ბანის კავალერის ორდენი, რომელიც eBay-ის აუქციონზე 350 ფუნტად იყიდებოდა.

15 აგვისტო 2020, 22:53

მსოფლიო

ბოლო 30 წლის განმავლობაში, კენიაში სპილოების პოპულაცია გაორმაგდა

ბოლო 30 წლის განმავლობაში, კენიაში ბრაკონიერებთან ბრძოლის წყალობით, სპილოების პოპულაცია გაორმაგდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 1989 წელს ქვეყანაში მხოლოდ 16,000 სპილო იყო დარჩენილი, ხოლო 2018 წლისთვის კი ეს ციფრი 34,000-მდე გაიზარდა. კენიის ტურიზმის მინისტრის ნაჯიბ ბალალას თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანამ ბრაკონიერების შეჩერება შეძლო. „მხოლოდ ამ წელს 170 სპლიყვი დაიბადა“, - აღნიშნა მინისტრმა.

თამარ გაბუნია

15 აგვისტო 2020, 22:00

საზოგადოება

თამარ გაბუნიამ განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება გადაიდოს სკოლებში სწავლა

სურათი დღევანდელი გადმოსახედიდან სტაბილურია, იმისთვის რომ 15 სექტემბრიდან სწავლის დაწყებისა და გაგრძელების გარანტიები გვქონდეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მან ასევე სხვა ქვეყნების მაგალითებზეც ისაუბრა და განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება დღის წესრიგში დადგეს სკოლებში სწავლის გადადება.

15 აგვისტო 2020, 21:52

მსოფლიო

გერმანიაში სირიიდან და ერაყიდან 350-მდე ისლამისტი დაბრუნდა

უწყების წარმომადგენლის განმარტებით, საუბარია იმ პირებზე, რომლებიც სირიასა და ერაყში ომში მონაწილეობდნენ ან მომზადებას გადიოდნენ. მისივე თქმით, ისლამისტების დიდი ნაწილი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. „არის მტკიცებულება, რომ სირიასა და ერაყში 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან 80-ზე მეტი კი საფრთხეს წარმოადგენდა“ - აღნიშნა სისხლის სამართლის საქმეების ფედერალური უწყების წარმომადგენელმა.

კელი დეგნანი

15 აგვისტო 2020, 21:33

პოლიტიკა

კელი დეგნანი: საარჩევნო რეფორმები მიღებულია და ახლა საჭიროა მისი განხორციელება

როგორც ეს უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია საქართველოსთვის. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა იმას, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, დაკვირვება მოხდება იმაზე რომ არჩევნები იყოს თავისუფალი,სამართლიანი და გამჭვირვალე - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

თამარ გაბუნია

15 აგვისტო 2020, 21:20

საზოგადოება

თამარ გაბუნია: სკოლებისთვის კორონავირუსის პრევენციისთვის 5 ოქროს წესია შემუშავებული

სრულიად რეალისტური გვგონია ის, რომ ეპიდემიური სიტუაცია მოგცემს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად დაწყების საშუალებას. ჩვენ დიდი ხანი ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რაღა მოგვეზადებინა ერთიანი, სრული პაკეტი უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისთვის, რათა ყველა დაცული იყოს კორონავირუსის რისკებისგან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

15 აგვისტო 2020, 21:14

საზოგადოება

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ მეტროპოლიტენის პრესსამსახური აცხადებს. დღეს, 18:53 საათზე, მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეწყვეტილი იყო.

ირაკლი სესიაშვილი

15 აგვისტო 2020, 21:09

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთს მოუწევს დეოკუპაცია, მაგრამ ეს პროცესი უნდა მოხდეს ზიანის გარეშე, მშვიდობიანად და ჩვენი სიმართლით

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსეთს მოუწევს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, მაგრამ ეს პროცესი უნდა მოხდეს ზიანის გარეშე და მშვიდობიანად. ამ საკითხზე მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ ილაპარაკა.

თამარ გაბუნია

15 აგვისტო 2020, 20:59

საზოგადოება

თამარ გაბუნია: მშობლებს ვთხოვთ, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად პორტალზე თვის ბოლომდე, ეტაპობივად დარეგისტრირდნენ

დღეს გააქტიურდა ის პორტალი, სადაც ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ. დღეს იყო პირველი დღე და ყველა ელოდა მის გახსნას და როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მომხმარებელი ერთდროულად დარეგისტრირდა და შემოვიდა სისტემაში, რამაც გამოიწვია სისტემის გადატვირთვა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

თამარ გაბუნია

15 აგვისტო 2020, 20:44

COVID19

თამარ გაბუნია: ის ფაქტი, რომ შემთხვევების რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია, მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს

ქვეყანაში არსებული სურათი საყურადღებოა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ შემთხვების გარკვეული მერყეობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან ერთად - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

15 აგვისტო 2020, 20:41

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ყოფილი ხელისუფლების პრეტენზია, რომ ისევ მართონ ქვეყანა, ყველაზე საშიში და საფრთხის მატარებელია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩიხში არიან და ამიტომ ცდილობენ 2008 წლის ომის შემდგომ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, სადაც ჩაწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, დაშვებული შეცდომის აღიარებას.

ირაკლი სესიაშვილი

15 აგვისტო 2020, 20:33

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ეს იყო ის ჩანაწერი, რომელიც რუსეთსა და პუტინს აწყობდა

ერთმნიშვნელოვნად ეს იყო მოღალატეობრივი ქმედება, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ამ ჩანაწერს პირველად საერთაშორისო დონეზე, რითაც ფაქტობრივად მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველო და საქართველოს შეიარაღებული ძალები დაანაშაულა ცეცხლის გახსნასა და ომის დაწყებაში - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

15 აგვისტო 2020, 20:12

ტექნოლოგიები

ჩინეთში მომავლის ქალაქი შენდება, სადაც სავარაუდოდ ეპიდემიების დროს ცხოვრება უსაფრთხო იქნება

ჩინეთში შენდება მომავლის ქალაქი, სადაც ეპიდემიის დროს ცხოვრება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. ქალაქის მშენებლობა Guallart Architects-ის არქიტექტურულმა ბიურომ დააპროექტა. ინფორმაციას ArchDaily ავრცელებს. მომავლის ქალაქი პეკინიდან 100 კილომეტრის მოშორებით შენდება. „ჩვენ ამის შემდეგ ვეღარ დავაპროექტებთ და ავაშენებთ ქალაქებს ისე, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, ჩვენ პროექტი თვითიზოლაციის დროს მოვამზადეთ, ამიტომ გავითვალისწინეთ ყველა ასპექტი, რაც კარანტინის დროს ჩვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს“, - აცხადებენ არქიტექტურულ ბიუროში.

15 აგვისტო 2020, 19:25

საზოგადოება

მეტროსადგური „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მოკლე ჩართვის გამო გაჩერდა

​​​​​​​​მეტროსადგური „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მოკლე ჩართვის გამო გაჩერდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ვესტიბიულის ტექნიკურ ოთახში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც გამოიწვია დაკვამლიანება.

დავით ქირიკაშვილი

15 აგვისტო 2020, 19:12

COVID19

ყაზბეგის მერის მოადგილე: შანსი იმისა, რომ ყაზბეგი ეპიდემიოლოგიურ რუკაზე წითელ ზონად მოინიშნოს, თითქმის არ არსებობს

დავით ქირიკაშვილის თქმით, შანსი იმისა, რომ ყაზბეგის რეგიონი საქართველოს ეპიდემიოლოგიურ რუკაზე წითელ ზონად მოინიშნოს, თითქმის არ არსებობს. მისივე თქმით, ინფიცირების პირველივე შემთხვევების გამოვლენისთანავე, ადგილობრივმა მოსახლეობამ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და აქტიურად ჩაერთვნენ ეპიდემიოლოგიურ კვლევებში, რამაც კერების ლოკალიზებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.