imedi /  25 აგვისტო 2019, 09:09 / სანდო წყარო

„შავი პანტერას“ მეორე ნაწილის გამოსვლის თარიღი ცნობილია

„შავი პანტერა“

„შავი პანტერა“

ფილმ „შავი პანტერას“ (Black Panther) მეორე ნაწილი ეკრანებზე 2022 წლის 6 მაისს გამოვა. ინფორმაცია ამის შესახებ Twitter-ზე კინოსტუდია Marvel Studios-მა გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის რეჟისორი კვლავ რაიან კუგლერი იქნება. 

2018 წელს გამოსული „შავი პანტერას“ პირველი ნაწილი აფრიკაში მდებარე გამოგონილ ტერიტორია ვაკანდაზე მოგვითხრობს. ვაკანდაში ინახება უნიკალური ლითონი, რომელსაც შეუძლია წარმოშოს მშთანთქმელი ვიბრაცია. ფილმში მთავარი როლები ჩედვიკ ბოსმანმა, მაიკლ ბ. ჯორდანმა, ლუპიტა ნიონგომ და დანაი გურირამ შეასრულეს.

„შავმა პანტერამ“ MTV-ის პრემიის ოთხი ჯილდო, ამერიკის კინომსახიობთა გილდიის ჯილდო და ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო (BAFTA) ვიზუალური ეფექტებისთვის. ფილმი „ოსკარის“ სამ ნომინაციაზე იყო წარმოდგენილი.

ყველა სიახლე

28 ივნისი 2022, 22:54

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა საგაზაფხულო სესია შეაჯამეს. საუბარი შეხო აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს. კერძოდ, „მოსმენების შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას.

28 ივნისი 2022, 22:51

მსოფლიო

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. სამი ქვეყნის ლიდერებმა შესაბამის კონსენსუსს ნატოს მადრიდის სამიტზე მიაღწიეს.

მიხეილ ყაველაშვილი

28 ივნისი 2022, 22:31

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: გვექნება თავისუფლება, საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ. დარწმუნებული ვარ, რეალობას საღად შეხედავენ, რომ ყველაფერი კეთდება ქვეყანაში მშვიდობისთვის

გვექნება თავისუფლება, საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ. დარწმუნებული ვარ, რეალობას საღად შეხედავენ, რომ ყველაფერი კეთდება ქვეყანაში მშვიდობისთვის​, – ამის შესახებ დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

28 ივნისი 2022, 22:29

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და იმ ინფორმაციას, რაც მათ დღეს არ აქვთ, ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან

„ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს; პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა - ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი. დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პოლიტიკურ რეალობაში. ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, მე ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან“, - განაცხადა ხუნდაძემ.

სოზარ სუბარი

28 ივნისი 2022, 22:26

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ, ბევრია საქართველოს ომში ჩაბმის მსურველი, ასეთ დროს ჩვენი ძალა არის სიმართლე, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს

ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ. რთული პერიოდია, ყოველ უთიერად არის საფრთხე, რომ საქართველო შეიძლება ომში ჩაებას, ამის მსურველი ძალიან ბევრია. დღეს იმის გარანტი, რომ საქართველო არ ჩაებას ომში, არის ხალხი და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

28 ივნისი 2022, 22:16

მსოფლიო

ბანგკოკის აეროპორტში ორი ქალის ბარგში 109 ცოცხალი ცხოველი აღმოაჩინეს

ცხოველები ქალების ბარგში, შემოწმებისას აღმოაჩინეს. მათ შორის იყვნენ: 35 კუ, 50 ხვლიკი, 20 გველი, 2 თეთრი მაჩვზღარბი და 2 ჯავშნოსანი. დაკავებულები ინდოეთის მოქალაქეები არიან, ერთ 24-ის, მეორე კი 38 წლისაა. ისინი ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიემგზავრებოდნენ.

28 ივნისი 2022, 21:42

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) გენერალურ დირექტორს კარიმ იამთინს და შვედეთის სამეფოს ელჩს საქართველოში ულრიკ თიდესტრომს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

კარლ ჰარცელი

28 ივნისი 2022, 21:18

საზოგადოება

კარლ ჰარცელი: მოხარული ვარ სამართალდამცველებისა და „თბილისი პრაიდის“ თანამშრომლობით, მივესალმები შსს-ს განცხადებასაც

„შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს ყველასთვის, ასევე დაცული უნდა იყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება. მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობას აქვს ადგილი სამართალდამცველებსა და „თბილისი პრაიდს“ შორის. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასაც მივესალმები ამ კვირაში პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფასა და სათანადო ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჰარცელმა.

მამუკა მდინარაძე

28 ივნისი 2022, 21:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის მიერ რეკომენდებული 12 პუნქტის შესრულების შესახებ ვიმსჯელეთ - უახლოეს დღეებში დეტალურად გავწერთ, პასუხისმგებელ სუბიექტებს, პირებს, ვადებს

ევროკომისიის მიერ რეკომენდებული 12 პუნქტის შესრულების შესახებ ვიმსჯელეთ, შესაბამისი გეგმის შესრულება იყო მთავარი საკითხი ამ მიმართულებით. ვადები, პასუხისმგებელი პირები, უწყებები თუ სუბიექტები - ამის შესრულება, - განაცხადა ფრქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუაკ მდინარაძემ.

ანალენა ბერბოკი

28 ივნისი 2022, 21:16

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: არავინ იცის, დასრულდება თუ არა ომი წლის ბოლომდე - ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინა სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩეს

არავინ იცის, დასრულდება თუ არა ომი წლის ბოლომდე, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

მამუკა მდინარაძე

28 ივნისი 2022, 21:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნებიდან“ სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლის მიზეზი განმარტა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიიდან სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლის მიზეზი განმარტა.

მამუკა მდინარაძე

28 ივნისი 2022, 21:08

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არის არარეალური, წარმოუდგენელი და იმდენად თითიდან გამოწოვილი და ჰაერიდან მოტანილი, რომ ვერც კი იმსჯელებ, რომც გინდოდეს

„ეს ემსახურება ერთადერთს - რა გეგმაც აქვს, ამ გეგმის ფარგლებში უტოპიური, შეუსრულებელი მოთხოვნები უნდა დააყენონ, იმისთვის რომ შემდეგ საზოგადოებრივი სიბრაზე - პირობითად ასე დავარქვათ, გამოიწვიონ, რომ საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც აქციაზე დგება, მოთხოვნა არ სრულდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

28 ივნისი 2022, 20:57

პოლიტიკა

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ დატოვეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, სოზარ სუბარი, მიხელ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობეს ტოვებენ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

28 ივნისი 2022, 20:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ მსჯელობას, მაგრამ მაღალი ალბათობით პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

„პირველი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ იყო პრეზიდენტის ვეტო. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი არგუმენტი ვნახეთ, რომ თითქოს ეს კანონი, რომელსაც ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, ევროინტეგრაციას უშლის ხელს. რატომ - განმარტებები არ არის და, მით უმეტეს, არ არის მოტანილი სამართლებრივი არგუმენტების. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ მსჯელობას, მაგრამ მაღალი ალბათობით პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.

გია ცაგარეიშვილი

28 ივნისი 2022, 20:50

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: საქართველოს გავლით არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი გრამი სანქცირებული ტვირთი არ მოხვედრილა

როგორც კი დაიწყო ეს გაუგონარი ხოცვა-ჟლეტა უკრაინაში, საქართველოს ხელისუფლება შეუერთდა ყველა იმ საერთაშორისო სანქციას, რომელიც კრძალავს სანქცირებული ტვირთების მიღებას, ტრანზიტს რეექსპორტს საქართველოში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

28 ივნისი 2022, 20:44

მსოფლიო

სტოლტენბერგი: რუსეთი ენერგორესურსებს იძულების იარაღად იყენებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ავტორიტარული რეჟიმების საქონელზე ზედმეტად დამოკიდებულების საშიშროებას ცხადყოფს.

28 ივნისი 2022, 20:37

რეგიონი

„სირცხვილიას“ დაანონსებულ აქციაზე დასწრებისკენ რეგიონებში მოსახლეობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მოუწოდებენ

„სირცხვილიას“ დაანონსებულ აქციაზე უკვე მეორე დღეა რეგიონებში მოსახლეობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ეპატიჟებიან. დღეს ქუთაისში ხატია დეკანოიძე ჩავიდა და მოქალაქეებს 3 ივლისის აქციაზე თბილისში ჩამოსვლისკენ მოუწოდა. თუმცა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მოქალაქეებმა მწვავედ გააკრიტიკეს. ახალციხეში კი ადგილობრივები ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ. მსგავსი ფაქტი მოხდა გუშინაც, როდესაც იმერეთში აგიტაციას ნიკა მელია ეწეოდა.

იენს სტოლტენბერგი

28 ივნისი 2022, 20:30

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ჩვენი სანქციების ნაწილს, რომელიც დაწესებული გვაქვს რუსეთის ინდუსტრიაზე და ფინანსურ სექტორზე, აქვს გლობალური რეზონანსი, ევროპელები იხდიან საფასურს, მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ თავისუფლებისთვის

პუტინის მიერ წამოწყებული ძალადობრივი ომის გამო შეიქმნა ისეთი გამოწვევები, რომლის წინაშეც ვართ ყველა. გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე, გლობალური საკვების ბაზრებზე არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებელია ვლადიმერ პუტინი, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლკტენბერგმა განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე

28 ივნისი 2022, 20:20

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: სამიტზე კონკრეტული შეთავაზებები უნდა გაკეთდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს. პოლიტიკოსებს აქვთ მოლოდინი, რომ სამიტიდან საქართველო კონკრეტულ შედეგებს მიიღებს.

ჰერმან საბო

28 ივნისი 2022, 20:18

პოლიტიკა

ჰერმან საბო: იმედი მაქვს, რომ პროგრამა მინიმუმი, რაც მადრიდის სამიტიდან შეიძლება წამოვიღოთ, იქნება მეტი ტექნიკური დახმარება, რომ თავდაცვის მეტი საშუალება გქონდეს

„პროგრამა მინიმუმი, რაც ამ სამიტიდან შეიძლება წამოვიღოთ, იმედი მაქვს, რომ იქნება მეტი ტექნიკური დახმარება, რომ თავდაცვის მეტი საშუალება გქონდეს. მაგრამ თუ ამაზე მეტის მიღება გვინდა, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, უნდა დაასრულონ პოლარიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, ხელისუფლებამ უნდა გამოხატოს მზაობა, რომ მართლმსაჯულების რეფორმა გაატაროს და ეს რეფორმა იყოს ყველას ჩართულობით, გამჭვირვალე და ფართო“, - განაცხადა საბომ.