Imedi /  05 სექტემბერი 2019, 14:45 / სანდო წყარო

წინანდალში კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება

წინანდლის ფესტივალი

წინანდლის ისტორიულ მამულში წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფესტივალი 8-დან 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

15 დღის განმავლობაში, სპეციალურად ფესტივალისთვის აშენებულ სივრცეებში, 40-მდე საორკესტრო, კამერული, და სოლო კონცერტი ჩატარდება. წინანდლის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლიზა ბათიაშვილი, იუჯა ვანგი, თომას ჰემფსონი, სერ ანდრაშ შიფი, მიშა მაისკი, ფაზილ საი, რენო კაპუსონი და სხვ.
უწყების ცნობით, პირველი საფესტივალო დღე გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნება, რომელსაც ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს.

ფესტივალს ხელმძღვანელობას დავით საყვარელიძე უწევს და 1200 ადამიანზე გათვლილ ამფითეატრსა და 600 ადამიანზე გათვლილ კამერული მუსიკის დარბაზში ჩატარდება.

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

ყველა სიახლე

13 აგვისტო 2026, 17:25

მსოფლიო

უკრაინული მედია: პოლონეთმა უკრაინა 15 აგვისტოს დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე არ მიიწვია

პოლონეთმა უკრაინა 15 აგვისტოს დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე არ მიიწვია. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გოგა ხაინდრავა

13 აგვისტო 2026, 17:21

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის მიზანმიმართული დივერსია. ამის დამადასტურებელი საბუთია ოლეგ ბარციცის გამოსვლა რუსეთის ტელევიზიაში, ამის დამადასტურებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია როგორც რუსეთში, ისე აფხაზეთში

მიზანმიმართულ დივერსიად აფასებს ომის ვეტერანი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გიორგი ბარამიძის განცხადებას.

13 აგვისტო 2026, 17:16

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძის განცხადებას მტკიცებულებად ქართველების წინააღმდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება იყენებს. თავად ბარამიძე კი პასუხისმგებლობას არ გრძნობს და დღესაც იმავეს იმეორებს

გიორგი ბარამიძის განცხადებას მტკიცებულებად ქართველების წინააღმდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება იყენებს. თავად ბარამიძე კი პასუხისმგებლობას არ გრძნობს და დღესაც იმავეს იმეორებს.

ვახტანგ ცინცაძე

13 აგვისტო 2026, 17:12

პოლიტიკა

ვახტანგ ცინცაძე: სტაჟირების პროგრამაზე მომართვა საკმაოდ მაღალია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის მიმზიდველია საჯარო სამსახურში დასაქმება

სტაჟირების სამთავრობო პროგრამა პრემიერ-მინისტრის უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, აიმაღლონ ცოდნა, შეიძინონ ახალი გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია, საჯარო სამსახურში დასაქმდნენ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 აგვისტო 2026, 17:08

მსოფლიო

Bloomberg: ზელენსკის განსაკუთრებით აღიზიანებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც ორგანიზაცია კიევისთვის სესხების გამოყოფის სანაცვლოდ ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აღიზიანებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც ორგანიზაცია კიევისთვის სესხების გამოყოფის სანაცვლოდ ითხოვს. ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 აგვისტო 2026, 17:04

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე 135 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე 135 ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.

13 აგვისტო 2026, 16:47

სამართალი

შემოსავლების სამსახური: საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეული რეჟიმით, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.

13 აგვისტო 2026, 16:45

პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში აღნიშნა

ცესკოს ინფორმაციით, 12 აგვისტოს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქის ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს საარჩევნო ტექნოლოგიები წარუდგინა და მსურველებს, კიდევ ერთხელ, საშუალება ჰქონდათ თავად გამოეცადათ, თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები.

13 აგვისტო 2026, 16:43

რეგიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბათუმის, ჭიათურის, ახმეტის, ყვარლის მუნიციპალიტეტებში და თბილისში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

13 აგვისტო 2026, 16:39

საზოგადოება

აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების გამოტანის მიზნით, აქტიურ კონტროლს განაგრძობს.

13 აგვისტო 2026, 16:15

ეკონომიკა

მსოფლიო დონის გასტრონომიული ექსპერტები და გავლენიანი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და „გასტროტურის“ მოწვევით, საქართველოს მსოფლიოში აღიარებული გასტრონომიული ექსპერტები, Michelin Guide-ის, Forbes-ის, The World's 50 Best-ის ჟურნალისტები, კულინარიული მკვლევრები, დოკუმენტალისტები, ინფლუენსერები და შეფ-მზარეულები ეწვივნენ.

13 აგვისტო 2026, 16:04

სამართალი

შსს: დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა

დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აღნუსხავს, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა.

13 აგვისტო 2026, 15:54

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო🏀

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა აგვისტოს მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა 15 კალათბურთელი დაასახელა, რომელთაგანაც უშუალოდ სათამაშო განაცხადში 12 მოთამაშე მოხვდება.

13 აგვისტო 2026, 15:45

რეგიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 36 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა

შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

13 აგვისტო 2026, 15:41

მსოფლიო

მედია: ავიამზიდზე ვითარება გაუარესებულია, მცირდება აუცილებელი მარაგები და სამხედროების ფსიქოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება

აშშ-ის კონგრესის „დემოკრატი“ წევრები პენტაგონსა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს პასუხს სთხოვენ ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

13 აგვისტო 2026, 15:16

მსოფლიო

რუსეთმა უკრაინას 261 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაუბრუნა

რუსეთის ფედერაციამ უკრაინულ მხარეს 261 დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

13 აგვისტო 2026, 15:16

საზოგადოება

13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

13 აგვისტო 2026, 15:03

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთის მთავრობა დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად ახალი პროგრამების განხორციელებას აგრძელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

13 აგვისტო 2026, 14:56

მსოფლიო

Der Spiegel: ბავარიაში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა

გერმანიაში ბავარიის რეგიონის ქალაქ ტროიხტლინგენში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა, რადგან რკინიგზის სადგურზე საეჭვო საგანი აღმოაჩინეს. ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს.

რევაზ სოხაძე

13 აგვისტო 2026, 14:56

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული გამოცდილებისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევს

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, შეიძინონ პროფესიული გამოცდილება და კარიერა საკუთარი პროფესიის შესაბამისად დაიწყონ”, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.