imedi /  11 სექტემბერი 2019, 18:00 / სანდო წყარო

ზაზა ურუშაძემ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

ზაზა ურუშაძე

ზაზა ურუშაძე

საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის, ზაზა ურუშაძე თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი მიმართვა საქართველოს კინოაკადემიის წევრებისადმი Facebook-ზე გავრცელდა. 

კოლეგებო, ბოლო დროს განვითარებული თქვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ჩემთვის მიუღებელი ფორმა მიიღო, გადავწყვიტე, რომ გადავდგე და დღეიდან ვტოვებ თანამდებობას.

არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მონაწილეობა მივიღო იმ არაჯანსაღ პროცესებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კინოაკადემიაში და პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის.

ნათლად გავაცნობიერე, რომ ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების ფონზე მოგებას ფასი აღარ აქვს. მინდა, მადლობა გადავუხადო კინოაკადემიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც მართლაც შესანიშნავად, პროფესიონალურად იმუშავეს. მადლობელი ვარ ჩემი მხარდამჭერების და ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემმა ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, იმედი გაუცრუოს. და ბოლოს, ჩემი აზრით, აუცილებელია კინოაკადემიის გაახალგაზრდავება, რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა უნდა გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში, რადგან, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ შემთხვევაში ექნება პერსპექტივა საქართველოს კინოაკადემიას“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

2 აგვისტოს კინოაკადემიის ყრილობაზე ხმაური იყო. აკადემიის წევრების ნაწილი ზაზა ურუშაძის ვადაზე ადრე გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა. თუმცა სხდომაზე აკადემიის წევრების არასრული შემადგენლობა იმყოფებოდა, რის გამოც შეკრება ჩაიშალა.

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2021, 11:54

საზოგადოება

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, სტუდენტებისთვის ლიტერატურისა და კინოს თემაზე, კამპუსები მოეწყობა

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა თაობაში წიგნიერების, განსაკუთრებით კი, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაცაა. ვფიქრობთ, კამპუსები ამისთვის ოპტიმალური შესაძებლობაა. შერჩეული სტუდენტები, თითო კვირას, საუკეთესო ტუტორების გარემოცვაში გაატარებენ, გაიგებენ უამრავ სიახლეს და, გარკვეულწილად, ამ პროცესების მონაწილეც გახდებიან“, - ამბობს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

თამარ გაბუნია

03 აგვისტო 2021, 11:52

COVID19

რაზე იმსჯელეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე

ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები და რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია, აღსრულდეს და დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების ზომებისა და მონიტორინგის გამკაცრებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ებრაჰიმ რაისი

03 აგვისტო 2021, 11:47

მსოფლიო

ირანის არჩეული პრეზიდენტი: ირანი აშშ-ის მიერ დაწესებული ტირანული სანქციების გაუქმებისთვის იბრძოლებს

ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ირანი აშშ-ის მიერ დაწესებული ტირანული სანქციების გაუქმებისთვის იბრძოლებს.

03 აგვისტო 2021, 11:39

სპორტი

საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას - FIBA-ს 16 წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერს უმასპინძლებს

9 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას, ამჯერად FIBA-ს 16 წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერს უმასპინძლებს, სადაც ჩვენი ქვეყნის ნაკრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მალტისა და სომხეთის გუნდები.

03 აგვისტო 2021, 11:26

COVID19

„დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა გასული წლის ზაფხულის პიკის მაჩვენებლებს გადაუსწრო

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა გასული წლის ზაფხულის პიკის მაჩვენებლებს გადაუსწრო. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

03 აგვისტო 2021, 11:25

COVID19

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები ვაქცინაციას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარებენ

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის იმუნიზაციის კაბინეტები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყო.

03 აგვისტო 2021, 11:23

თავდაცვა

Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი დასრულდა

2021-ში მონაწილე 15-ვე ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩართული. მე-10 საიუბილეო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება.

03 აგვისტო 2021, 11:18

პოლიტიკა

დღეიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ზუსტად ორ თვეში, 2 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა და მას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

03 აგვისტო 2021, 11:12

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, კომისიის მონიტორები 6 ეროვნულ არხზე თვისებრივ, ხოლო 50 სამაუწყებლო არხზე რაოდენობრივ მედიამონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ჩაატარებენ. მედიამონიტორინგს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის 30-მდე მონიტორი ჩაატარებს. მონიტორები ევროპის საბჭოს მედიაექსპერტის, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელი დირექტორის, რასტო კუზელის მიერ გადამზადდნენ. მონიტორინგის პროცესში მონიტორები წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდებიან. მაუწყებლების გარდა, მედიამონიტორინგი ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებსაც ჩაუტარდება.

03 აგვისტო 2021, 11:07

რეგიონი

ლაგოდეხში 14 წლის ბიჭს ეძებენ

„არ არის კონფლიქტური ბავშვი. ოჯახის წევრებთანაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ასე არასოდეს მოქცეულა, ტელეფონზე ვურეკავთ, მაგრამ ზარს არ პასუხობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია”, - ამბობს დაკარგული ბიჭის დეიდა.

03 აგვისტო 2021, 11:02

COVID19

„დელტა“ შტამის გავრცელების გამო, ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსზე ტესტირებას 12 მილიონ ადამიანს ჩაუტარებენ

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების გამო, ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსზე ტესტირებას 12 მილიონ ადამიანს ჩაუტარებენ.

03 აგვისტო 2021, 10:58

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10,99%-ია

2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10,99%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 7.41% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8,08%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.

03 აგვისტო 2021, 10:57

COVID19

საქართველოში 1 227 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1 227 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 257 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1 227 მძიმე პაციენტიდან თბილისში 556 პირი მკურნალობს, აჭარაში - 114, იმერეთში -282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 183, აჭარაში - 14, იმერეთში - 17.

03 აგვისტო 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4827 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1895 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.

03 აგვისტო 2021, 10:47

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

03 აგვისტო 2021, 10:44

რეგიონი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 103 კმ გზის რეაბილიტაცია და 17 ხიდის მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს

​​​​​​​საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე მთლიანად ქვეყნის მოსახლეობისა და ტურისტებისათვის.

03 აგვისტო 2021, 10:33

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 2297 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი, 4 827 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 2297 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა - 634, იმერეთი - 494, ქვემო ქართლი - 253, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 224, კახეთი - 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

03 აგვისტო 2021, 10:23

საზოგადოება

8 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა

რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის აღმოჩენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისისა და რეგიონების სარეალიზაციო ობიექტებიდან სხვადასხვა დასახელების რძის პროდუქტების ნიმუშები აიღეს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. 96 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვლინდა სულგუნის, იმერული ყველის, ქარხნული ყველის, არაჟნის, ხაჭოს, მაწვნის 8 ნიმუშში:

03 აგვისტო 2021, 10:18

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ირაკლი ნადარეიშვილი

03 აგვისტო 2021, 10:12

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ახალ პაკეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მოთხოვნილებები მაქსიმალურად გავითვალისწინეთ

მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვალდებულებებს, ასევე გარკვეულ წამახალისებელ მექანიზმებს, მომავალი ბენეფიციარებისთვის, რომ მათ მიერ განხორციელებული ბიზნეს პროექტები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე, თანამშრომელთა შერჩევის პროცესში თანაბარი კვალიფიკაციის კანდიდატებს შორის უპირატესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიანიჭონ.