Imedi /  16 სექტემბერი 2019, 10:59 / სანდო წყარო

ლონდონის მოდის კვირეულზე David Koma-ს ჩვენება გაიმართა

David Koma-ს კოლექცია

David Koma-ს კოლექცია

ნიუ-იორკის შემდეგ ლონდონის მოდის კვირეული დაიწყო, რომელიც 17 სექტემბრამდე გაგრძელდება. წამყვანი ბრიტანელი დიზაინერები საზოგადოებას 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარუდგენენ. 

კვირეულის ფარგლებში უკვე რამდენიმე ჩვენება გაიმართა და ერთ-ერთი David Koma-ს კოლექცია იყო. ქართველ დიზაინერ დავით კომახიძეს მოდის ბიზნესში საქმიანობის დაწყებიდან 10 წელი შეუსრულდა. 

David Koma-მ თავის გულშემატკივრებს განსხვავებული კოლექცია წარუდგინა. დიზაინერი აქამდე თუ ქალებისთვის მხოლოდ საღამოს კაბებს ქმნიდა, ამჯერად ყოველდღიური ტანისამოსი გაიტანა პოდიუმზე. პირველი ლუქები ზებრის ტყავისგან იყო შთაგონებული, რაც ეხმიანებოდა აფრიკის თემას. ჩვენებაში ყველაზე თვალშისაცემი ყოველდღიური სამოსის დეტალების სიმრავლე იყო, რომელსაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

სრული კოლექციის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

დავით კომახიძე, იგივე David Koma, პირველი ქართველი დიზაინერია, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწია. მას ლონდონში საკუთარი ბრენდი David Koma აქვს, რომელსაც ცნობილი ვარსკვლავები იცვამენ. 2013 წლიდან 2018 წლამდე კი, დავით კომახიძე Mugler-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელიც იყო.

ყველა სიახლე

ირაკლი მირცხულავა

18 ოქტომბერი 2019, 13:58

ძალოვნები

ირაკლი მირცხულავა: მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ზრდაში

„მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისი ეფექტიანობის ზრდაში“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ირაკლი მირცხულავამ პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა. მირცხულავამ იმედი გამოთქვა, რომ შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს კონფერენციისგან და გახდება საპროკურორო საბჭოს წევრი.

კარლეს პუჩდემონი

18 ოქტომბერი 2019, 13:28

მსოფლიო

კარლეს პუჩდემონი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა

ბელგიური მედიის ინფორმაციით, სამართალდაცმველები პუჩდემონს დაკითხავენ, შემდეგ კი საქმე სასამართლოს გადაეცემა. სასამართლო პუჩდემონს ესპანეთის მიერ მასზე გაცემული ორდერის შესახებ შეატყობინებს, შემდეგ კი კატალონიის ყოფილ ლიდერს ან ექსტრადირებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დააპატიმრებენ, ან გაათავისუფლებენ, როგორც ეს ორი წლის წინ მოხდა.

აშშ უკრაინა

18 ოქტომბერი 2019, 13:18

მსოფლიო

თეთრმა სახლმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების მიზეზები დაასახელა

აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარება კორუფციის შესაძლო შემთხვევებისა და სხვა ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის გამო შეაჩერა. ამის შესახებ თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მიკ მალვეინიმ განაცხადა. მისი თქმით, მედიამ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა მის სიტყვებს, თითქოსდა დახმარების შეჩერება 2016 წელს დემოკრატიული პარტიის სერვერების გატეხვის გამო შესაძლო გამოძიებას უკავშირდება.

მაიკ პომპეო

18 ოქტომბერი 2019, 12:48

მსოფლიო

მაიკ პომპეო თურქეთში ვიზიტის შემდეგ ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თურქეთში ვიზიტის შემდეგ ისრაელს ეწვია. ადგილობრივი მედიის ინფრომაციით, პომპეო ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება, რომლის დროსაც მხარეები სირიაში განვითარებული მოვლენებს განიხილავენ და ირანის საკითხს შეეხებიან.

დევდორაკის გვირაბი

18 ოქტომბერი 2019, 12:45

საქართველო

დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ133 მონაკვეთზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შპს „ფერის“ მიერ დაგეგმილია გვირაბის კუთვნილებისა და მოწყობილობების მიმდინარე ინსპექტირება.

ჩინეთი იუანი

18 ოქტომბერი 2019, 12:40

ეკონომიკა

ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი 27 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

2019 წლის მესამე კვარტალში ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6,0% შეადგინა, პირველი სამი კვარტლის ჯამში კი ეკონომიკა 6,2%-ით გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამისი მონაცემები ჩინეთის სტატისტიკის სახელმწიფო ბიურომ გამოაქვეყნა.

მამუკა ხაზარაძე

18 ოქტომბერი 2019, 12:35

საქართველო

მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებას მოძრაობის მორიგი 12-კაციანი ჯგუფი წარუდგინა. როგორც წინა შემთხვევებშიც, ახალ ჯგუფშიც სხვადახვა სფეროს წარმომადგენლები არიან გაერთიანებულები. ესენი არიან: კახა ხაზარაძე - ბიზნესმენი; ნატალია ბარათელი - ინჟინერია-გეოფიზიკის მაგისტრი, განათლების დამოუკიდებელი ექსპერტი;

რაიკერსის კუნძული

18 ოქტომბერი 2019, 12:26

მსოფლიო

ნიუ-იორკში მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხე დაიხურება

ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლებამ მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხის დახურვა გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს. კუნძულ რაიკერსზე არსებული ციხის სანაცვლოდ მანჰეტენის, ბრუკლინის, ბრონქსისა და ქუინსის რაიონებში მცირე ზომის ოთხი ციხე აშენდება. რაიკერსის ციხის დახურვის თარიღად 2026 წელი სახელდება.

18 ოქტომბერი 2019, 12:15

მსოფლიო

მედია: საფრანგეთში დააკავეს კაცი, რომელიც 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტის მოწყობას გეგმავდა

საფრანგეთში დააკავეს კაცი, რომელიც 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტის მოწყობას აპირებდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული თვითმფრინავის გატაცებას გეგმავდა. ფრანგული რადიოს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დაკავებული 30 წლის კაცი პარიზში ცხოვრობდა.

 ლონდა თოლორაია

18 ოქტომბერი 2019, 12:02

საქართველო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ახალი საგამოძიებო ფუნქცია დაემატება

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განმარტებით, ახალი ფუნქცია, რომელიც აპარატს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების ან მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიან და მიუკერძოებულ გამოძიებას გულისხმობს. ამჟამად საგამოძიებო დეპარტამენტის კვალიფიციური კადერებით დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს და შესაბამისი სამსახური მუშაობას 1-ლი ნოემბრიდან დაიწყებს.

ელიზაბეთ რუდი

18 ოქტომბერი 2019, 11:44

საქართველო

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით USAID-ი ახალ ოთხწლიან პროგრამას იწყებს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს. ახალი ოთხწლიანი პროექტი „ერთი წელი 2020 წლის არჩევნებამდე და ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა“ 9 ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობას ითვალისწინებს.

18 ოქტომბერი 2019, 11:43

საქართველო

გახარია სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუნ ჰი-სანგის შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის თანამშრომლობას შეეხო.

შალვა თადუმაძე

18 ოქტომბერი 2019, 11:23

საქართველო

თადუმაძე: ნაწარმოები „დიდოსტატის მარჯვენა“ არ არსებობს

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციაზე კოლეგებს მიმართა და აღნიშნა, რომ თუკი მათ წარმატების გზაზე ვინმე ფსევდოინტელექტუალი „დიდოსტატის მარჯვენას“ ავტორს ჰკითხავს, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს, რადგან კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 ოქტომბერი 2019, 11:13

მსოფლიო

ერდოღანი ტრამპს: კიდევ უფრო მეტი ადამიანი გადარჩება, როდესაც ტერორიზმს დავამარცხებთ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უპასუხა. „ბატონო პრეზიდენტო, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გადარჩება, როდესაც ჩვენ დავამარცხებთ ტერორიზმს, რომელიც კაცობრიობის დაუძინებელი მტერია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა დაისადგურებს“, - წერს ერდოღანი.

შსს კამპანია

18 ოქტომბერი 2019, 10:59

ძალოვნები

შსს აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას „ნუ წაართმევ ბავშვობას“

კამპანიის მიზანია ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა, ამ პრობლემასა და პოლიციისთვის დროულად შეტყობინების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებთან.

შალვა თადუმაძე

18 ოქტომბერი 2019, 10:53

საქართველო

შალვა თადუმაძე: პოლიტიკურ ბოდვებზე კომენტარს არ გავაკეთებ

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურთა კონფერენციის გახსნამდე მედიის კითხვებს უპასუხა. მის დიპლომთან დაკავშირებულ შეკითხვაზე გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წელიწად-ნახევარია ავრცელებენ ერთსა და იმავე განცხადებას, თუმცა მათ არ აქვთ რაიმე დოკუმენტი დიპლომის არაკანონიერებასთან დაკავშირებით.

რიკ პერი

18 ოქტომბერი 2019, 10:32

მსოფლიო

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი 2019 წლის ბოლომდე თანამდებობას დატოვებს. Associated Press-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პერიმ ჟურნალისტებს განუცხადა. რიკ პერის გადადგომა ჟურნალისტებს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც დაუდასტურა. ტეხასის ყოფილი გუბერნატორი, 69 წლის რიკ პერი ენერგეტიკის მინისტრად 2017 წლის მარტში დაინიშნა.

პროტესტები ეკვადორი

18 ოქტომბერი 2019, 10:17

მსოფლიო

ეკვადორის შსს-მ ანტისამთავრობო აქციებში „რუსული კვალი“ აღმოაჩინა

შინაგან საქმეთა მინისტრის მარია პაულა რომას განცხადებით, სოციალურ ქსელებში ანტისამთავრობო განცხადებები შესაძლოა რუსული IP-მისამართებიდან გამოქვეყნებულიყო. მისივე თქმით, გენერალური პროკურატურა უახლოეს დღეებში გამოძიებას დაასრულებს და ადგილობრივი ხელისუფლების უცხო ქვეყნებთან შესაძლო შეთქმულების საკითხზე არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

ვახტანგ გომელაური

18 ოქტომბერი 2019, 09:58

საქართველო

შსს-ს აკადემიაში ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები გაიხსნა

პოლიციელთა ფიზიკური მომზადების გაუმჯობესების მიზნით, აკადემიაში არსებულ სავარჯიშო დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო საშხაპეები. ასევე, განახლდა საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც 97 მსმენელზე გათვლილი 51 ოთახია. ახალი სასროლეთი აღჭურვილია სამიზნეების ავტომატური გადაადგილების ფუნქციით.

პროკურატურა

18 ოქტომბერი 2019, 09:47

ძალოვნები

დღეს საპროკურორო საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრებას-საქართველოს პროკურორთა კონფერენციას საქართველოს გენერალური პროკურორი, პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე გახსნის.