imedi /  22 სექტემბერი 2019, 23:08 / სანდო წყარო

BIAFF-მა გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოავლინა

ბიაფი

ბათუმი საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დახურვის ცერემონიაზე სამ კატეგორიაში გამარჯვებული ფილმები დაასახელეს.

კინოფესტივალის მთავარი პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის სლოვაკურმა ფილმა „და იქმნა ნათელი“ აიღო, რომლის რეჟისორიც მარკო სკოპია. მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში გაიმარჯვა ამირან დოლიძის ფილმა „ცხოველი“. საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად კი დასახელდა კიმ ლონგინოტოს „მაფიის გადაღება“.

BIAFF-ზე წელს 30 ქვეყნიდან 80-მდე ფილმი იყო წარმოდგენილი. მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების ჩვენება ზღვისპირა ქალაქის კინოთეატრში და ევროპის მოედანზე ღია ცის ქვეშ მოეწყო

ყველა სიახლე

აქცია პარლამენტთან

17 ნოემბერი 2019, 21:23

საქართველო

ოპოცზიია პარლამენტის შესასვლელს ქვიშის ტომრებით ბლოკავს

ოპოზიციამ პარლამენტის ცენტრალური შესასვლელთან ქვიშით სავსე ტომრები მიიტანეს. ამ ტომრებით ისინი შესასვლელის დაბლოკვას გეგმავენ, რათა დეპუტატებს მუშაობის საშუალება არ მისცენ. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები იმყოფებიან.

ვაჟა გაფრინდაშვილი

17 ნოემბერი 2019, 21:20

საქართველო

New York Times: საქართველო სეპარატისტების მიერ დაკავებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვს

სტატიაში წერია, რომ საქართველო მოითხოვს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებულმა ოსმა სეპარატისტებმა დააკავეს. სტატიაში ასევე წერია, რომ გაფრინდაშვილს ცხინვალის რეჟიმმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 21:05

საქართველო

გიგი უგულავასა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა

პარლამენტთან "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავასა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი უთანხმოება მოხდა. გიგი უგულავას თქმით, ზუბალაშვილების ქუჩაზე პოლიციამ ის მანქანა გააჩერეს, რომელშიც შეშა და აქციის მონაწილეთათვის საჭირო ნივთებია. თუმცა ასევე ითქვა, რომ ტომრებში შესაძლოა ქვიშა იყოს.

დონალდ ტრამპი

17 ნოემბერი 2019, 20:57

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს გამოესარჩლა

შესაბამისი განცხადება ტრამპმა Twitter-ზე გააკეთა. „შეიძლება ჯო ბაიდენი მძინარა და ნელია, მაგრამ „ცოფიანი ძაღლი არ არის“. ამაზე უკეთესია“, - დაწერა ტრამპმა. ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-მ ამერიკის ყოფილ ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი კიმ ჩენ ინის შეურაცხყოფისთვის გააკრიტიკა.

მუშების დაშავება

17 ნოემბერი 2019, 20:55

ძალოვნები

ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ორი მუშა დაშავდა

ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, წყლისა და წყალანირების სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ორი მუშა დაშავდა. მათ ფეხზე რკინის კონსტრუქცია დაეცათ. სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მათ მოტეხილობები აღენიშნებოდათ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმი

17 ნოემბერი 2019, 20:26

საქართველო

ქართველი ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავენ

აქციას სახელწოდებით "თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს!" შეუერთდნენ: გორის საუნივერსიტეტო კლინიკის, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“, ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს და ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს მედპერსონალიც უერთდება.

შოთა დიღმელაშვილი

17 ნოემბერი 2019, 20:14

საქართველო

დიღმელაშვილი: შეიძლება პიკეტირება კანონს არღვევდეს, მაგრამ ხელისუფლებასთან საუბარს აზრი აღარ აქვს

შეიძლება პიკეტირება კანონს არღვევდეს, მაგრამ ხელისუფლებასთან საუბარს აზრი აღარ აქვს, ისინი არაფერს აკეთებენ, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში მოძრაობის „სირცხვილია“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პიკეტირება არა ხელისუფლებაზე ზემოქმედების მთავარი იარაღი, არამედ დამატებითი წნეხია.

აქცია თბილისში

17 ნოემბერი 2019, 20:07

საქართველო

Reuters: თბილისში ვადამდელი არჩევნები 20 000-მა ადამიანმა მოითხოვა

Reuters-ის ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით დაახლოებით 20 000 ადამიანი გამოვიდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროკავშირმა კენჭისყრის შედეგის გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და კანონმდებლებს ცვლილებების მიღების გზის პოვნისკენ მოუწოდეს.

დავით უსუფაშვილი

17 ნოემბერი 2019, 19:50

საქართველო

უსუფაშვილი: პიკეტი არ უნდა უშლიდეს ხელს დაწესებულების ფუნქციონირებას

ეს უნდა იყოს ისეთი პიკეტი, რომელიც ხელს არ შეუშლის დაწესებულების ფუნქციონირებას, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 19:48

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებმა წარწერები გააკეთეს

"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად წითელი ფერის საღებავით წარწერები "წადი" და "შეცვალე" გააკეთეს. ამას პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. წინააღმდეგობის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა ასევე შეძლეს მიწაზე დაეწერათ "სისტემა უნდა დაინგრეს".

მკვლელობა

17 ნოემბერი 2019, 19:43

ძალოვნები

ატენის ქუჩაზე მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

მკვლელობა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათისთვის მოხდა. დღეს საღამოს კი მეზობელმა სცადა ოჯახთან კომუნიკაცია, რადგან სახლიდან არავინ უპასუხა, მან სამაშველო სამსახური გამოიძახა. როგორც ადგილზე მეზობლები ამბობენ, ლევან აბაშიძე დაახლოებით 3 თვის წინ ჩამოვიდა ლონდონიდან.

შეცვალე

17 ნოემბერი 2019, 19:24

საქართველო

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მსვლელობა მოაწყვეს

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პარლამენტის შენობიდან „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ გადაინაცვლეს. მათ მსვლელობა მოაწყვეს. მოძრაობის წევრების თქმით, ისინი ნებისმიერი სახელმწიფო შენობის პიკეტირებას გეგმავენ, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქნებიან.

ალეკო ელისაშვილი

17 ნოემბერი 2019, 19:20

საქართველო

პარლამენტის პიკეტირებაში მონაწილეობას ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობაც“ მიიღებს

„ერთადერთი ადეკვატური განცხადება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მოვისმინე, იყო თამარ ჩუგოშვილის და კიდევ რამდენიმე დეპუტატის უმრავლესობიდან წასვლა. მინდა მივმართო „ქართულ ოცნებაში“ ყველას, ვისაც გონება და სინდისი შერჩა - ძალიან ცუდად წავა საქმე, თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ტერი ონილი

17 ნოემბერი 2019, 19:16

კულტურა

ბრიტანელი როკ-მუსიკოსების ფოტოგრაფი ტერი ონილი გარდაიცვალა

ტერი ონილი ცნობილია როგორც ბრიტანელი როკ-მუსიკოსების ფოტოგრაფი 1960-1970 წლებში ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მუშაობდა ჯგუფებთან The Beatles, The Rolling Stones, The Who, Led Zeppelin, Queen, დევიდ ბოუისთან, ელტონ ჯონთან, ერიკ კლეპტონთან და სხვებთან.

17 ნოემბერი 2019, 19:10

თემა

„მან დაამტკიცა, რომ ზნეობრივი ავტორიტეტი შეიძლება პოლიტიკოსი იყოს“. ვინ იყო ვაცლავ ჰაველი?

1989 წლის 17 ნოემბერს პრაღაში ანტიკომუნისტური გამოსვლები დაიწყო.ორ კვირაში დაემხო რეჟიმი, რომელიც ჩეხოსლოვაკიას 40 წელსმართავდა. ეს მოვლენები ისტორიაში ხავერდოვანი რევოლუციის სახელით შევიდა, რადგან ის უსისხლოდ დასრულდა. რევოლუციის ლიდერიდრამატურგი და ფილოსოფოსი ვაცლავ ჰაველიმალე ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მის დროს ჩეხოსლოვაკია გაიყო, მაგრამ ჰაველი ჩეხებისთვის მაინც დარჩა გმირად და ზნეობრივ ორიენტირად. ასევე აფასებენ მას მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში. გთავაზობთ ფრაგმენტებსმიხაელ ჟანტოვსკის წიგნიდან ჰაველი. ჟანტოვსკი სამოქალაქო პლატფორმის (1989) ერთ-ერთი ორგანიზატორი, პრეზიდენტ ჰაველის მრჩეველი და პრესმდივანი იყო. დღეს ის პრაღაში ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკის დირექტორია.

თინა ბოკუჩავა

17 ნოემბერი 2019, 19:07

საქართველო

თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს რომ ოპოზიციამ სხვა სახელმწიფო უწყებების ბლოკირებაც მოახდინოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ სხვა სახელმწიფო უწყებების ბლოკირებაც მოახდინის. ბოკუჩავას განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილს 2020 წლამდე მშვიდობიანად მისვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ მან ქართველ ხალხზე იძალადა და სისხლის ფასად მოპოვებული პროპორციული არჩევნები წაართვა.

რომან კაკულია

17 ნოემბერი 2019, 18:54

საქართველო

რომან კაკულიას თქმით პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას განცხადებით, ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა, რომ არ კონცენტრირდეს "არაადეკვატურ განცხადებებზე და მხოლოდ იმ მოხოვნებზე" მოახდინოს რეაგირება, რაც ოპოზიციამ დააყენა და რაზეც დიალოგი შეიძლება შედგეს.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 18:34

საქართველო

პარლამენტთან აქციის მონაწილეს უცნობი კაცი დაუპირისპირდა

პარლამენტთან მცირედი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეს უცნობი კაცი დაუპირისპირდა, თუმცა უცნობია ვინ არის ის პირი. ცოტა ხნის წინ პარლამენტის შესასვლელებთან კარვები გაშალეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია

17 ნოემბერი 2019, 18:27

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია დასრულდა

პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებდა. დემონსტრაციაზე მათ მხარდამჭერებს ახალი გეგმის შესახებ განუცხადეს, რომლის მიხედვითაც თბილისში დაწყებული საპროტესტო მუხტი რეგიონებში გადაინაცვლებს და აქციები ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში ჩატარდება.

პროპორციული არჩევნები

17 ნოემბერი 2019, 18:26

საქართველო

ზუგდიდში მაჟორიტარების პლაკატები თავდაყირა გააკრეს

ზუგდიდში რამდენიმე ადგილას მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას პლაკატები თავდაყირა გააკრეს. სოციალურ ქსელში ჰეშთეგი #ამოაყირავემაჟორიტარი-ც გამოჩნდა. პლაკატების ამგვარად გაკვრა სავარაუდოდ პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე პროექტის ჩაგდებას უკავშირდება.