imedi /  03 ოქტომბერი 2019, 09:24 / სანდო წყარო

ბექა ადამაშვილი პირველი ქართველი მწერალია, ვინც ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო

ბექა ადამაშვილი

ბექა ადამაშვილი

ბლოგერი და მწერალი ბექა ადამაშვილი პირველი ქართველი მწერალია, ვინც ევროკავშირის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა. ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის დაჯილდოება ბრიუსელში გაიმართა. ბექა ადამაშვილს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია ევროპის გამომცემელთა პრეზიდენტმა გადასცა.

ბექა ადამაშვილის სადებიუტო წიგნი "ბესტსელერია", რომელიც 2014 წელს გამოიცა. შემდეგი წიგნი "ამ რომანში ყველა კვდება" კი 2018 წელს გამოვიდა. სწორედ ეს რომანი გახდა ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის მფლობელი. 

წიგნის მთავარი გმირი "მემენტო მორია", რომელიც აღმოაჩენს, რომ რომანის პერსონაჟია და წიგნებში მოგზაურობის სუპერძალა აქვს. ის ცდილობს საკუთარი უნარები მრისხანე ავტორებს დაუპირისპიროს და მათი გმირები სიკვდილისგან იხსნას. 

ეს ლიტერატურული კონკურსი წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაციის, ევროპის მწერალთა საბჭოსა და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციის ევროპული კომისიის (ევროკავშირის) ორგანიზებით გამოცხადდა. კონკურსში აჯიდლოვებენ ახალგაზრდა ავტორებს, რომლებიც თავიანთი ნაწერით წარმოაჩენენ ევროპული ლიტერატურისა და კულტურის სიმდიდრეს.

2019 წელს კონკურსში 14 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა - ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიტვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა.

საქართველო და უკრაინა წელს პირველად მონაწილეობდნენ ამ კონკურსში. ბექა ადამაშვილი კი პირველი ქართველი ავტორია, ვინც ეს ჯილდო მოიპოვა.



 

 

ყველა სიახლე

27 თებერვალი 2021, 21:43

პოლიტიკა

სუსი: საოკუპაციო ძალები ყოველწლიურად უკანონოდ საქართველოს 80-დან 160 მოქალაქემდე აკავებენ

უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის შედეგი და 2008 წლიდან დღემდე ეს მაჩვენებელი დრამატულად არაა შეცვლილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

თამთა გოგუაძე

27 თებერვალი 2021, 21:21

პოლიტიკა

თამთა გოგუაძე: უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს

უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იდგმება ყველა ნაბიჯი და გამოყენებულია ყველა ბერკეტი მის გასათავისუფლებლად, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

Washington Post

27 თებერვალი 2021, 21:18

საზოგადოება

The Washington Post-ი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მოიპოვეს საპარლამენტო მანდატები გასული წლის შემოდგომის არჩევნებში, უნდა მიიღონ კიდეც ისინი

2003 წელს ბატონი სააკაშვილი წინ მიუძღოდა რევოლუციას ავტოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი ამ კრიზისიდან. ამის ნაცვლად ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, რომელიც ადრე შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარეობდა, - ამის შესახებ The Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2021, 21:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პროკურატურას უკან არ დაუხევია

მისი თქმით, ოპონენტებს რაც აწყობთ, იმაზე საუბრობენ ხოლმე, ერთ ფრაზას ამოიკითხავენ და თუ რამე კრიტიკულია, მხოლოდ იმაზე საუბრობენ, ამავე დროს კი პარლამენტში შესვლაზე მოწოდებას აიგნორებენ. მამუკა მდიმარაძის განცხადებით, დიალოგი ახლაც შესაძლებელია, თუ ოპონენტები ამ ქვეყანაზე იფიქრებენ იმ დროს, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე, ისედაც ფორსმაჟორშია ქვეყანა უკვე ერთი წელია და ამაზე კიდევ ფორსმაჟორის დამატება ძალიან ცუდი საქციელია.

ბორის ნემცოვი

27 თებერვალი 2021, 21:02

მსოფლიო

ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. ტრაგიკული თარიღი მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში აღნიშნეს. მოსკოვში გამართულ აქციაში მონაწილეობა 7,8 ათასამდე ადამიანმა მიიღო. პოლიტიკოსის მკვლელობის ადგილას მივიდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები. ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა ვაშინგტონში, ბოსტონსა და ევროპის ქალაქებში. ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 2015 წელს მოკლეს.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2021, 20:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კრემლში მოსიარულე ხალხი ატარებს ამ ქვეყანაში ანტისაოკუპაციო პოლიტიკას, ეს უკვე პარადოქსია

როდესაც ოპოზიციის გამოსვლებია, ან თუნდაც „ნაცმოძრაობის“ ოფისში შეხვედრები, ყოველი მეორე მათი თქმითაც კი რუსეთთან დაკავშირებული პირია. კრემლში მოსიარულე ხალხი ატარებს ამ ქვეყანაში ანტისაოკუპაციო აგიტაციას, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „შაბათის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2021, 20:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ, იქვე ამბობენ, რომ ჩვენი ოპონენტები პარლამენტში უნდა შევიდნენ

„როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ, იქვე ამბობენ, ჩვენი ოპონენტები პარლამენტში უნდა შევიდნენ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ხვდებოდა, კანონის ზემიდწევნით დაცვას ასეთი კრიტიკა მოჰყოლოდა, კანონის ზედმიწევნით დაცვის წინააღმდეგ ბოლოს არავინ წავიდა.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2021, 20:28

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ქმედებას ქვეყნის შიგნით სახელი ჰქვია და მას სახელი ქვეყნის გარეთაც დაერქმევა

„ასეთი კრიტიკა მოსალოდნელიც იყო და კიდევ მეტ მუშაობას საჭიროებს ჩვენი მხრიდან, რომ დეტალურად იცოდეს ყველამ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმაც, რა მდგომარეობაში აყენებენ კონკრეტული ადამიანები, პარტიები ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ამ პანდემიის ფონზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

27 თებერვალი 2021, 20:27

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ თქვა, როდის დაიწყება და რა კრიტერიუმებით შეარჩევენ კოვიდგადატანილ მოქალაქეებს კვლევისთვის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა მომდევნო კვირაში დაიწყება. ამის შესახებ 1tv.ge წერს.მისივე თქმით, კვლევის შედეგად, ჯანდაცვის სპეციალისტებს ზუსტად ეცოდინებათ კოვიდგადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი.

თენგიზ ცერცვაძე

27 თებერვალი 2021, 20:11

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენი ოპონენტები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ ყველა მეზობელმა ქვეყანამ დაიწყო ვაქცინაცია, ისინი ჩვენსავით ელოდებიან ევროპულ და ამერიკულ ვაქცინებს

მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას, მაგრამ მდიდარმა ქვეყნებმა მისცეს თავს ფუფუნება, რომ ლამის ერთი წლით ადრე, წინასწარ შეესყიდათ ვაქცინების სერიოზული რაოდენობა, – ამის შესახებ „ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის“ დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 19:42

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს, ლევან თაქთაქიშვილს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის ღირსების ორდენი გადასცა.

27 თებერვალი 2021, 19:36

რეგიონი

მალხაზ თორია: 2021 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ფარგლებში ზუგდიდის სოფლებში 100-მდე პროექტი განხორციელდება

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში რეგიონის მუნიციპალიტეტებში გაიმართა 80 საერთო კრება და 73 კონსულტაცია, სადაც მოსახლეობამ მათ სოფელსა და უბანში პრიორიტეტული პროექტები თავად აირჩია.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2021, 19:20

პოლიტიკა

გიგა ბოკერია დავით ბერძენიშვილის განცხადებაზე: მე ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო

„ვაპირებ, რომ თაობათაშორის ხიდი ვიყო“, - ამის შესახებ„ევროპული სქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადების კომენტირებისას „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

გიგა ბოკერია

27 თებერვალი 2021, 19:06

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: თაკო ჩარკვიანისთვის არც ერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია და არც ახლა ვაპირებ სერიოზულად აღქმას

თაკო ჩარკვიანისთვის არაფერზე, არც ერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 19:00

სამართალი

შსს: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ვაცნობეთ, გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც უარი განაცხადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შს სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

ნინო ბურჯანაძე

27 თებერვალი 2021, 19:00

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე: პერიოდულად აქვს ხოლმე ასეთი განცხადებების შემოტევები

„პერიოდულად აქვს ხოლმე ასეთი განცხადებების შემოტევები“, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებას.

27 თებერვალი 2021, 18:47

სამართალი

გორში, მდინარე მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს

გორში, მდინარე მტკვარში ასაკოვანი კაცის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

27 თებერვალი 2021, 18:29

საზოგადოება

როგორი ამინდია ხვალიდან საქართველოში მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 1-ლი მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

თაკო ჩარკვიანი

27 თებერვალი 2021, 18:25

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: შეიძლება, რომ გავრილოვნა ორგანიზატორობდეს მიტინგს, რომელსაც უნდა ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლა?

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, შეუძლებელია, რომ მიტინგს რომელზეც ევროატლანტიკური ღირებულებების დამკვიდრებას ითხოვენ, რუსული ვექტორის პოლიტიკოსები ორგანიზატორობდნენ.

27 თებერვალი 2021, 18:20

მსოფლიო

ანტარქტიდას დიდი ზომის აისბერგი გამოეყო

ანტარქტიდას დიდი ზომის (1270 კვადრატული კილომეტრი) აისბერგი გამოეყო. ინფორმაციას რუსული მედია ანტარქტიდის ბრიტანეთის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, აისბერგი შელფურ მყინვარ „ბრანტს“ მოსწყდა, რომელზეც ბრიტანეთის კვლევითი სადგური Halley მდებარეობს. ნაპრალი მყინვარზე 10 წლის წინ გაჩნდა. 26 თებერვალს გაფართოვდა და შემდეგ აისბერგად ჩამოყალიბდა.