imedi /  30 ოქტომბერი 2019, 08:17 / სანდო წყარო

მუცოს რეაბილიტაციის პროექტს ,,ევროპა ნოსტრას“ ჯილდო გადაეცა

პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი -,,ევროპა ნოსტრას“ ჯილდო  გადაეცა. 

ღონისძიებას დაესწრო სალომე ზურაბიშვილი. სამიტზე მუცოს რეაბილიტაციის პროექტი 27 გამარჯვებულს შორის დასახელდა, რომელიც კომპეტენტური ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა.

პროექტი კონკურსზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა. ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იყვნენ საქართველოს დელეგაციის წევრებიც.

საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

ყველა სიახლე

 ალექსანდრ ზვერევი

15 ნოემბერი 2019, 13:54

სპორტი

ზვერევს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში ადანაშაულებენ

ცნობილი გერმანელი ჩოგბურთელი, ალექსანდრ ზვერევი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე, სტეფანოს ციციპასთან მატჩის დროს, კამერამ დააფიქსირა მომენტი, როდესაც ზვერევი თითქოსდა ჩანთაში დამალულ ტელეფონს იყენებდა. ჩოგბურთელებს თამაშის დროს ტელეფონის და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ეკრძალებათ, რადგან გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცეთ.

ჯენიფერ ლოპესი

15 ნოემბერი 2019, 13:42

კულტურა

ჯენიფერ ლოპესს კარიერის დასაწყისში რეჟისორი სექსუალურად ავიწროებდა

მსოფლიო ვარსკვლავმა, მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა გამოცემა The Hollywood Reporter-თან განაცხადა, რომ კარიერის დასაწყისში, ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს, რეჟისორი მის სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა. მას რეჟისორმა გადაღების დაწყებამდე მოსთხოვა, რომ მკერდი გაეშიშვლებინა, რამაც მომღერლის აღშფოთება გამოიწვია.

რებეკა ჰარმსი

15 ნოემბერი 2019, 13:28

საქართველო

რებეკა ჰარმსი: საკმაოდ გულდასაწყვეტია, თბილისში კრიტიკული მომენტი დგება

საკმაოდ გულდასაწყვეტია, თბილისში კრიტიკული მომენტი დგება, - ასე აფასებს ევროპარლამენტის ყოფილი წევრი რებეკა ჰარმსი პარლამენტში საკონსტიტუციო პროექტის საკითხზე კენჭისყრის შედეგებს.

აფეთქება გაზი

15 ნოემბერი 2019, 13:08

ძალოვნები

გლდანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოების დროს ბუნებრივი აირი აფეთქდა

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ბუნებრივი აირი აფეთქდა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თამარ ჩუგოშვილი

15 ნოემბერი 2019, 13:04

საქართველო

ჩუგოშვილი: გამიჭირდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის ახსნა, რატომ ვერ შევასრულეთ დაპირება

პარლამენტის ყოფილმა პირველმა ვიცესპიკერმა და უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე განცხადებები არ უკვირს და საკონსტიტუციო ცვილიებების ჩავარდნის შედეგად იმედგაცრუებულია.

15 ნოემბერი 2019, 12:46

სპორტი

თორნიკე შენგელიამ საკალათბურთო ევროლიგაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა

თორნიკე შენგელიამ საკალათბურთო ევროლიგაში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ტურნირის რეგულარული ეტაპის მერვე ტურში „ბასკონიას“ ისრაელის „მაკაბისთან“ 83:113 დამარცხდა, თუმცა ამაში 28 წლის ქართველი კალათბურთელი ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე.

კარლ ჰარცელი

15 ნოემბერი 2019, 12:39

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისში ევროკავშირის ელჩი იმყოფებოდა

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და არსებული სიტუაცია განიხილეს.

15 ნოემბერი 2019, 12:37

კულტურა

„გრემი -2020“-ის წამყვანი ალიშა ქისი იქნება

მუსიკალური ჯილდო გრემის გადაცემის 62-ე ცერემონიალის წამყვანი ამერიკელი როკ-მომღერალი ალიშა ქისი იქნება. ის გრემის ჯილდოს ლაურეატი 10-ჯერ გახდა. მანამდე ბოლო 7 წელი გრემის ცერემოინიალი კაცებს მიჰყავდათ. გრემის ნომინანტებს ოფიციალურად 20 ნოემბერს დაასახელებენ, დაჯილდოების ცერემონია კი 2020 წლის 26 იანვარს ჩატარდება.

გიტანას ნაუსედა

15 ნოემბერი 2019, 12:26

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტმა ორი რუსი ჯაშუში შეიწყალა

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული რუსეთის 2 მოქალაქე შეიწყალა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სააგენტო BNS-ის ცნობით, ნიკოლაი ფილიპჩენკოს და სერგეი მოისეენკოს 2017 წელს ჯაშუშობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

15 ნოემბერი 2019, 12:05

ტექნოლოგიები

სიდნეიდან ლონდონში პირდაპირი ფრენა პირველად შესრულდა

ავსტრალიის ავიაკომპანია Qantas თვითმფრინავმა სიდნეიდან ლონდონში უწყვეტი ექსპერიმენტული ფრენა შეასრულა. CNN-ის ცნობით, თვითმფრინავმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ფრენა 19 საათს გაგრძელდა. მარშრუტის სიგრძემ 17,8 ათასი კილომეტრი შეადგინა.

ზვიად ძიძიგური

15 ნოემბერი 2019, 12:05

საქართველო

ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

კონსერვატორებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც მორალურად და პოლიტიკურად გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებენ“, - განაცხადა ძიძიგურმა.

სოფო ქაცარავა

15 ნოემბერი 2019, 11:57

საქართველო

სოფო ქაცარავა უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავს

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, დეპუტატი სოფო ქაცარავა უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამაზე საუბრისგან დეპუტატმა თავი შეიკავა.

ნინო წილოსანი

15 ნოემბერი 2019, 11:54

საქართველო

წილოსანი: პროპორციული საარჩევნო სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ქმნის

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეცდომა იქნებოდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი წერს, რომელმაც გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ქმნის.

ოთარ დანელია

15 ნოემბერი 2019, 11:48

საქართველო

დანელია: ტექნიკურად შესაძლებელია, რომ კონსტიტუციური პროექტის განხილვა გაგრძელდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ოთარ დანელიას განცხადებით, პროცედურები იძლევა იმის საშუალებას, რომ პარლამენტში კონსტიტუციური პროექტის განხილვა გაგრძელდეს. მისივე თქმით, ამისთვის გუნდის შიგნით შესაბამისი რესურსი უნდა გამოიძებნოს.

დაკავება აჭარა

15 ნოემბერი 2019, 11:22

ძალოვნები

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა. სამართალდამცავები მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ღვინო

15 ნოემბერი 2019, 11:19

კულტურა

ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა ქართულ ღვინოზე წიგნი დაწერა

ამერიკელმა ღვინის მაგისტრმა, ლიზა გრანიკმა ქართულ ღვინოზე წიგნი The Wines of Georgia დაწერა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. წიგნის ელექტრონული ვერსია ღვინის კლასიკური ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა განთავსებული, სადაც ღვინოსა და ალკოჰოლიან სასმელებზე მსოფლიო ექსპერტების მიერ დაწერილი წიგნები თავმოყრილია.

როჯერ ფედერერი

15 ნოემბერი 2019, 11:11

სპორტი

ფედერერმა ჯოკოვიჩს მოუგო

ლონდონში ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე როჯერ ფედერერმა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. BBC-ის ინფორმაციით, შეხვედრა 1 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა და შვეიცარიელის გამარჯვებით, 6:4, 6:3 დასრულდა. ფედერერი ჯოკოვიჩის დამარცხებას ბოლო 4 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა. წელს ჩოგბურთელები უიმბლდონის ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს.

შინდისი

15 ნოემბერი 2019, 11:00

კულტურა

დიმიტრი ცინცაძეს ჰოლივუდში საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს

ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ფილმისთვის „შინდისი“ გადასცეს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. კინოფესტივალზე ძირითადად ის ფილმებია წარდგენილი, რომლებიც ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციებისთვის იბრძვიან.

Su-35

15 ნოემბერი 2019, 10:56

მსოფლიო

WSJ: აშშ ეგვიპტეს სანქციების დაწესებით ემუქრება

აშშ-მა გააფრთხილა ეგვიპტეს ხელისუფლება, რომ რუსეთისგან Su-35-ის ტიპის გამანადგურებლების შეძენის შემთხვევაში სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

ფინქი

15 ნოემბერი 2019, 10:40

ტაბლოიდი

PINK შემოქმედებით პაუზას იღებს

პოპვარსკვლავი ფინქი 2020 წელს მუსიკისგან დროებით დასვენებას აპირებს. Usatoday-ის ინფორმაციით , ამის შესახებ მომღერალმა ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო წელიწადი სურს, რომ უმეტესად ოჯახს დაუთმოს. ფინქმა აღნიშნა, რომ შვილები სკოლისთვის ემზადებიან და ქმარს მისი გვერდით დგომა სჭირდება.