imedi /  08 ნოემბერი 2019, 18:05 / სანდო წყარო

რეჟისორი ლევან აკინი საქართველოში ფილმთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა

ლევან აკინი

რეჟისორი ლევან აკინი

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი ლევან აკინი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა. გამოცემა screendaily-ის ცნობით, რეჟისორი წერს, რომ გარკვეული ძალები და ეკლესია ცდილობენ, საზოგადოებამ ფილმი არ ნახოს. 

„ეს აბსურდულია. ადამიანებმა, რომლებმაც იყიდეს ბილეთი, უნდა გამოიჩინონ სითამამე და თავდასხმის რისკის მიუხედავად კინოჩვენებაზე მივიდნენ“, - წერს აკინი.  

მისი თქმით, ეს ფილმი სიყვარულითა და თანაგრძნობით შექმნა. „ეს არის ჩემი სასიყვარულო წერილი საქართველოსა და ჩემი მემკვიდრეობის მიმართ. ამ ისტორიით მსურდა საქართველოს კულტურის აღდგენა და ხელახლა განსაზღვრა, მისი სრულად წარმოჩენა და არა მხოლოდ გარკვეული ნაწილის. სამწუხაროდ, ჩვენ ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი პროტესტი ამტკიცებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, ამ ბნელ ძალებს წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველა შესაძლო საშუალებით“, – წერს ფილმის რეჟისორი.

„ქართული მარში“ იმუქრება, რომ გეი სიყვარულზე ფილმის პრემიერა არ შედგება. „ქართული მარშის“ გარდა, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან მობილიზებას გეგმავს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს.

მთავარი პროტესტის ობიექტად კი აქტივისტი კინოთეატრ „ამირანს“ ასახელებს. ფილმის ჩვენებას კიდევ ერთი ჯგუფი გააპროტესტებს. 

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. 

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს. თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები ბილეთები სრულად არის გაყიდული. პრემიერა 20:00 საათზეა დაგეგმილი.

ტრეილერი შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.

ყველა სიახლე

08 აპრილი 2020, 19:27

COVID19

ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს. როგორც ევროკომისიაში აღმოსავლეთ სამეზობლოს დეპარტამენტის დირექტორი ლოურენს მერედითი twitter-ზე წერს, ევროკავშირი 80 მილიონ ევროს სასწრაფო საჭიროებებისთვის გამოყოფს, ხოლო 883 მილიონ ევროს – მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის. ამ თანხიდან 183 მილიონ ევროზე მეტს საქართველო მიიღებს. ეევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დასახმარებლად სულ 962 მილიონ ევროს გამოყოფს. ეს თანხა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ექვსი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად დაიხარჯება.

ტედროს ადანომ გებრეისუსი

08 აპრილი 2020, 19:27

COVID19

ჯანმოს ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდის

„ მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით COVID-19-ის წინააღმდეგ“,- წერს გებრეიესუსი Twitter-ზე.

08 აპრილი 2020, 19:22

COVID19

ესპანეთის მთავრობა: ესპანეთი ნორმალურ ცხოვრებას 26 აპრილიდან ეტაპობრივად დაუბრუნდება

ესპანეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელის მარია ხესუს მონტეროს განცხადებით, ესპანეთი ნორმალურ ცხოვრებას 26 აპრილიდან თანდათანობით დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობის ვადა ამოიწურება.

ბავშვები

08 აპრილი 2020, 19:18

COVID19

გავიყვანოთ თუ არა ბავშვები გარეთ - პედიატრის რჩევები

თუ ბავშვი გარეთ გაგვყავს ეს უნდა იყოს შეზღუდული დრო და ის ადგილი, სადაც ადამიანები და ბავშვები არ არიან, - ამის შესახებ პედიატრმა, მაია ხერხეულიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისვე თქმით, თვითიზოლაციის პერიოდში სასურველია ბავშვმა მაქსიმალური დრო სახლში გაატაროს.

ანრი ოხანაშვილი

08 აპრილი 2020, 19:17

COVID19

ანრი ოხანაშვილი: ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვემსახუროთ და დავუდგეთ გვერდით ჩვენს მოქალაქეებს

ჩვენი მოქალაქების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენთვის არის უპირველესი. კრიზისულმა სიტუაციებმა აჩვენა, რომ ჩვენი გუნდისთვის - „ქართული ოცნებისთვის“ ნომერ პირველი საზრუნავი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა POSTV-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა.

08 აპრილი 2020, 18:59

სამართალი

თბილისში ავტოსაზგაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცახდეს, ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 1 კი- დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

08 აპრილი 2020, 18:55

COVID19

ABC News: აშშ-ის დაზვერვა 2019 წლის ნოემბერში თეთრ სახლს აფრთხილებდა, რომ უხანში საფრთხის შემცველი ინფექცია ვრცელდება

აშშ-ის სპეცსამსახურები ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში აფრთხილებდნენ თეთრ სახლს, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ინფექცია ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ABC News-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლალი ენდელაძე

08 აპრილი 2020, 18:52

COVID19

ოჯახის ექიმი ესპანეთიდან: ჩვენთან სასწრაფო წყვეტს ინფიცირებული მკურნალობას სახლში გააგრძელებს თუ საავადმყოფოში

მდგომარეობა თითქოს უმჯობესდება და ხალხიც გათავისუფლებულია ამ სტრესისგან. ჰოსპიტალებიც ისეთი გადატვირთული აღარ არის როგორც პირველ დღეებში. შედარებით შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა და მიმართვიანობა. თითქოს შედარებით ამოისუნთქა ესპანეთმა - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში ესპანეთიდან ოჯახის ექიმმა, ლალი ენდელაძემ ისაუბრა. ექიმმა სახლის პირობებში მკურნალობის ესპანურ პრაქტიკაზეც ისაუბრა. „თუკი ავადმყოფი არ არის ძალიან დამძიმებული და არ სჭირდება სასუნთქი აპარატი ძირითადად. მკურნალობა ხდება სახლის პირობებში. ძალიან რთულია ავადმყოფები დააკავო და მიმართვა მაინც ხდება. როდესაც შენიშნავენ კორონავირუსის სიმპტომებს იძახებენ სასწრაფოს, შემდეგ სასწრაფო აფასებს და ამ შეფასების მიხედვით წყდება, ისინი გააგრძელებენ მკურნალობა საავადმყოფოში თუ სახლის პირობებში. ამა შემთხვევაში მთავარია იზოლაცია ოჯახის წევრებს შორის. დაინფიცირებული ოჯახის წევრი უნდა იყოს ერთ ოთახში და არანაირი შეხება უნდა ჰქონდეს საერთო მოხმარების ნივთებთან“, - განაცხადა ენდელაძემ.

08 აპრილი 2020, 18:51

COVID19

ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათის განმავლობაში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს და ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ.

ჯარისკაცი ყაზარმა

08 აპრილი 2020, 18:50

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში რჩება

„გადაადგილების კონტროლის პუნქტზე ამოცანის შესრულებამდე სამხედრო მოსამსახურეებს დისლოკაციის ადგილზე ყოველდღე უტარდებათ სპეციალური ინსტრუქტაჟი. სამხედრო ნაწილის დატოვებამდე კიდევ ერთხელ მოწმდება მათი ეკიპირებაც. შემდეგ კი, ჯარისკაცები გადაადგილების კონტროლის პუნქტებზე ინაცვლებენ და სამართალდამცავებთან ერთად იწყებენ ავტოსატრანსპორტო მოძრაობის კონტროლსა და დეზინფექციას, მგზავრებს კი, ჯანმრთელობის პირველად შემოწმებას უტარებენ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ნათია თურნავა

08 აპრილი 2020, 18:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა: პოსტკრიზისულ გეგმაში აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ ადგილობრივი წარმოება წავახალისოთ

ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან მიღებული გაქვს დავალება, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ პოსტკრიზისულ გეგმაზე და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ადგილობრივი წარმოების წახალისება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, „აგარის შაქრის“ კომბინატში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას ორ თვეში აამუშავებენ.“

გიორგი გახარია

08 აპრილი 2020, 18:45

ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციები ჩაერთვებიან

ამ მიზნით, სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომლის ფარგლებში მოსაზრებების გაცვლა და რეკომენდაციების შემუშავება ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გამახვილდა ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური კრიზისის ეკონომიკური შედეგების მინიმიზებისთვის განახორციელა.

მაია ხერხეულიძე

08 აპრილი 2020, 18:44

COVID19

მაია ხერხეულიძე: კორონავირუსი ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში შედარებით მეტი გართულებით მიმდინარეობს

მშობელი ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოს და იცოდეს ყველა ის ნიშანი, რომელიც შეიძლება ვირუსის შესაძლო გართულებაზე მიუთითებდეს . ასეთ ნიშნებს მიეკუთვნება ხმაურიანი სუნთქვა, ძლიერი აგზნება ან პირიქით - მივარდნილობა, ინტერესის დაკარგვა, ძილიანობა, როდესაც ბავშვი საერთოდ ვერ იკვებება, ვერ იღებს სითხეს, არის შეუპოვარი ღებინება და სუნთქვის სიხშირის მომატება - ყველ ეს ნიშანი შეიძლება მიუთითებდეს შესაძლო გართულებაზე და ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, - ამის შესახებ პედიატრმა, მაია ხერხეულიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

08 აპრილი 2020, 18:34

COVID19

ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ხუთივე ახალ პაციენტს, რომლებსაც ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა, პნევმონია აქვს. ყველა მათგანი იმ სამოცი წლის ქალის კლასტერს უკავშირდება, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის. ინფიცირებულთა შორისაა ოჯახის წევრი, კერძოდ შვილი და მამა. სამი პირია სოფელ გვარაში მშობლების სამეზობლოდან. 60 წლის ქალთან ამ დროისთვის გამოკვეთილია 37 კონტაქტი, მათგან 17 მედპერსონალია.

ევროვიზია

08 აპრილი 2020, 18:31

კულტურა

„ევროვიზიის“ მაყურებლებს შოუში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ

ამისთვის მაყურებელმა ჯონი ლოგანის სიმღერა What's Another Year უნდა შეასრულონ და ჩანაწერი ორგანიზატორებს გაუგზავნონ. საუკეთესო რგოლები კი 16 მაისს, კონცერტის დროს ეკრანზე გამოჩნდება.

პეტრო პოროშენკო

08 აპრილი 2020, 18:27

მსოფლიო

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხუთი მუხლით აღძრა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

ირაკლი ქადაგიშვილი

08 აპრილი 2020, 18:25

COVID19

კახეთის რეგიონის საკარანტინო ზონა 127-მა ადამიანმა დატოვა

კახეთის რეგიონის ერთ-ერთი საკარანტინო ზონა დღეს 127-მა ადამიანმა დატოვა. გამგზავრებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და მათი საცოვრებელ სახლში დაბრუნება მედიკოსების გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. საკარანტინო ზონა დღეს კახეთის გუბერნატორმა მოინახულა. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კარანტინში ადამიანები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 24 საათის განმავლობაში იყვნენ.

ნათია თურნავა

08 აპრილი 2020, 18:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა ონლაინ გაყიდვებზე: ეტაპობრივად ამ სექტორსაც დავაკვალიანებთ და დაიწყებს ფუნქციონირებას

ონლაინ გაყიდვის ფორმაში, რა თქმა უნდა, რამე განსაკუთრებული საფრთხე არ არის, იმიტომ, რომ ეს არის დისტანციური პროცესი, მაგრამ რისკი, რაც ჩვენ დავინახეთ, შეიძლება იყოს დაკავშირებული ადგილზე მიტანის სერვისთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ნათია თურნავას განმარტებით, იმისთვის, რომ ყიდვა-გაყიდვა შედგეს, არა მარტო ონლაინ გარიგების დადებაა საჭირო, არამედ საქონლის ადგილზე მიწოდება და სწორედ მიწოდების სერვისი უნდა იყოს კარგად ორგანიზებული და ძალიან უსაფრთხო.

მაია ბუწაშვილი

08 აპრილი 2020, 18:13

COVID19

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: სავარაუდოდ კორონავირუსით საქართველოს მოსახლეობის 30% დაინფიცირდება

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მკვეთრი აღმავლობა ინფიცირებულების, როგორიც იყო ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოში არ უნდა იყოს, ვინაიდან საწყისი იმპორტის შემთხვევების შეკავება დადებითად მოხდა. ამიტომ, არ ველით ჩვენ, რომ ერთბაშად მოხდება ინფიცირება,"- აცხადებს ინფექციონისტი.

 Nike

08 აპრილი 2020, 18:12

COVID19

Nike-მა სამედიცინო პერსონალისთვის დამცავი ფარების წარმოება დაიწყო

კომპანიამ გადაწყვიტა ისეთი დამცავი ფარები დაემზადებინა, რომელსაც ორეგონის მეცნიერებისა და ჯანდაცვის უნივერისიტეტის ექიმები ატარებენ. Nike-ს დიზაინერებმა ისინი იმ მასალისგან შექმნეს, რომელსაც ბოტასებისთვის იყენებენ. კომპანიამ დამცავი ფარების პირველი პარტია ორეგონის უნივერისტეტს 3 აპრილს გაუგზავნა. მათ ეტაპობრივად სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც გადასცემენ.