imedi /  02 დეკემბერი 2019, 16:00 / სანდო წყარო

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აჭარული ცეკვის მასტერკლასი გაიმართება

ფოლკლორი

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აჭარული ცეკვის მასტერკლასი გაიმართება. ცენტრმა მასტერკლასის ჩასატარებლად შუახევის მუნიციპალიტეტის უნიკალური ქორეოგრაფიული ცეკვის ანსამბლი ,,ფესვები“ შეარჩია.

ანსამბლში ცეკვავენ შუახევის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მოცეკვავეები, თავიანთი სოფლის განსხვავებული საცეკვაო ვარიანტებით. ანსამბლი 2007 წელს ბადრი დარჩიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი უჩა დვალიშვილი ,,ფესვებთან“ ერთად, 6, 7 და 8 დეკემბერს აჭარული ცეკვის მასტერკლასს ჩაატარებს. მასტერლასში მონაწილეობა შეუძლიათ მოცეკვავეებსა და ქორეოგრაფებს. 

სამდღიანი მასტერკლასი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. ყურადღება გამახვილდება ფოლკლორულ საცეკვაო ილეთებზე, მუსიკალურ შინაარსზე, სამოსზე, ყოფით ტრადიციებსა და ქართული ფოლკლორის სინკრეტიზმზე. 

მასტერკლასს ყოველდღიურად 4 საათი დაეთმობა. აუცილებელია შესაბამისი სამოსი პრაქტიკული მეცადინეობისათვის. სერტფიკატი გადაეცემათ მხოლოდ სამივე დღის მონაწილეებს.

დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 1 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე.

ყველა სიახლე

ვახტანგ მეგრელიშვილი

17 იანვარი 2021, 16:42

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს

„ჩვენ რაც გვინდა იმისთვის, გასაგებია, რომ ტექნიკურად საჭიროა, რომ ყველა შემოვიდეს პარლამენტში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის, რომ პარლამენტი იყოს და იმისთვის, რომ იქ არც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს მორალური პრობლემა, რომ ვიღაცამ აჯობა და არც ოპოზიციას ჰქონდეს პრობლემა, რომ ვიღაცამ შეათრია ან მოისყიდა - საჭირო არის საზოგადოებისთვის გასაგები შეთანხმების მიღება და ისე რაღაც ახალი პროცესის დაწყება. თუ ეს შევძელით, ყველანი ვიქნებით ბედნიერები, თუ ეს ვერ შევძელით გამოჩნდება, რატომ ვერ შევძელით და ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოებისთვის გასაგები გახდება პოლიტიკურ ველზე პარტიების მიზნები და ამოცანები”,- აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

იაგო ხვიჩა

17 იანვარი 2021, 16:08

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ოპოზიციაში არის ხალხი, რომელთა პოზიციებიც შეთანხმების პროცესს ხელს უშლის

„მრჩება განცდა, რომ იმ ხალხს ვინც არის პარლამენტის წევრი, პარლამენტში შესვლა და იქ მუშაობის გაგრძელება უნდა, უბრალოდ უნდათ გააკეთონ ისე, რომ სახე ჰქონდეთ შენარჩუნებული. ძირითადი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რომელიც მთელ ამ პროცესში იყო დესტრუქტორი, თორემ ოპოზიცია აქამდე 3-ჯერ იქნებოდა შესული პარლამენტში“.

სერგო ჩიხლაძე

17 იანვარი 2021, 15:55

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: თუ მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში არ შედგა, მაშინ ოპოზიცია სხვა სტრატეგიაზე გადავა

„მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში თუ არ შედგა, დიდი ალბათობით, მაშინ აზრი აღარ ექნება ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას, იმიტომ რომ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ეს მოლაპარაკებები და აქედან გამომდინარე „ქართული ოცნება“ რამდენად ადეკვატური იქნება, მოვა თუ არა მოლაპარაკებებზე, ამაზეა დამოკიდებული. როგორც ჩანს ეს შესაძლებლობის ფანჯარაც იკეტება და ამიტომ ოპოზიცია გადავალთ სხვა სტრატეგიაზე და ამას საჯაროდ განვაცხადებთ“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

მარინა ენდელაძე

17 იანვარი 2021, 15:36

COVID19

მარინა ენდელაძე: მსოფლიოში არცერთი ეპიდემია ვაქცინის გარეშე არ დამარცხებულა - ეს ერთადერთი გამოსავალია

ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ამინდი

17 იანვარი 2021, 15:31

საზოგადოება

18-20 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

ავღანეთი

17 იანვარი 2021, 15:26

მსოფლიო

ავღანეთში შეიარაღებულებმა უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა თალიბანის და სხვა სამხედრო ჯგუფების მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები დაგმო. „თალიბანის“ პრესსპიკერის თქმით, თავდასხმაში მათი წევრები არ მონაწილეობდნენ.

17 იანვარი 2021, 14:55

COVID19

დღე-ღამეში, შიდა ქართლში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კოვიდინფიცირების ახალ შემთხვევებს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კოვიდინფიცირების ახალ შემთხვევებს გადააჭარბა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 229 სინჯიდან 73-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა, 85 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კოვიდინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა რეგიონში 5 110 შეადგენს.

გერმანია

17 იანვარი 2021, 14:52

COVID19

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვაქცინირებულებისთვის შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს

„COVID-19-ზე ვაქცინირებულებს რესტორნებსა და კინოთეატრებში წასვლის უფლება სხვებზე ადრე უნდა მიეცეთ“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჰეიკო მაასის თქმით, მთავრობამ მასობრივად შეზღუდა ხალხის მთავარი უფლება, რათა შეეჩერებინა ინფექციის გავრცელება და თავიდან აეცილებინა საავადმყოფოების გადატვირთვა.

17 იანვარი 2021, 14:41

რეგიონი

მგზავრთა ტრანსპორტირებისთვის, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო. ფოტოები

მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო, - ამის შესახებ ინფორმაცია კურორტ გუდაურის Facebook-გვერდზე გავრცელდა. „მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები: გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო ჩაირთო და იმუშავებს 17:00 საათამდე. მგზავრობა უფასოა. მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა – 40 წუთი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

17 იანვარი 2021, 14:32

სამართალი

პანკისში მეზობლების დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

პანკისში, მეზობლებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა სოფელ დუისში, ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე მოხდა, რა დროსაც იბრაჰიმ ქავთარაშვილი მოკლეს. მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული მოკლულის თანასოფლელი და მისივე მეზობელია.

17 იანვარი 2021, 14:05

საზოგადოება

ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე აჭარის რეგიონის სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდება

18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

საფრანგეთი

17 იანვარი 2021, 13:54

COVID19

საბერძნეთში COVID19-ზე ხანდაზმულების ვაქცინაცია დაიწყო

საბერძნეთმა COVID19-ზე ხანდაზმულების ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინა ჯანდაცვის 75 ათასზე მეტ მუშაკს გაუკეთდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

17 იანვარი 2021, 13:29

რეგიონი

ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ალექსანდრე ზაგაშვილი

17 იანვარი 2021, 13:18

საზოგადოება

ყაზბეგის მერის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება

„გზის გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად, სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობები ხელს არ გვიწყობს. ძალიან დიდი თოვლია მოსული და საჭიროა თანხმობა გარემოს ეროვნული სააგენტოდან, რომ ტექნიკა შევიდეს გზის გასაწმენდად. ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, როდის იქნება შესაძლებელი გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. საბაგირო უკვე ჩაირთო და მგზავრები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც გუდაურის, ისე - გუდაურიდან ყაზბეგის მიმართულებით“, - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

17 იანვარი 2021, 12:56

მსოფლიო

FBI აშშ-ს მოსახლეობას 50-ვე შტატში მოსალოდნელი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ აფრთხილებს

ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, აშშ-ს 50-ვე შტატსა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლებია მოსალოდნელი. FBI-ს განცხადების თანახმად, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა მხრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ვარაუდობენ.

17 იანვარი 2021, 12:54

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის 198,218 შემთხვევა გამოვლინდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 198,218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3,286 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 23,754,315 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 395,785 ადამიანი გარდაიცვალა.

17 იანვარი 2021, 12:31

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 23,586 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23,586 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 481 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 3,568,209 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 65,566 ადამიანი გარდაიცვალა.

17 იანვარი 2021, 12:23

მსოფლიო

ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე, Facebook-ი აშშ-ში საბრძოლო აქსესუარებისა და დამცავი აღჭურვილობის რეკლამირებას კრძალავს

Facebook-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლებზე გათვლილი რეკლამა, რომელიც საბრძოლო აქსესუარებსა და დამცავი აღჭურვილობას ეხება, იკრძალება. აკრძალვა, სულ მცირე, ორი დღე, იქამდე იმოქმედებს, ვიდრე ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია არ ჩაივლის.

17 იანვარი 2021, 12:13

სპორტი

საქართველოს ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 20 იანვარს დაიწყება

საქართველოს ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 20 იანვარს დაიწყება. ჩემპიონატში მონაწილეობას ექვსი გუნდი მიიღებს: „თელასი“, „თსუ“ რომელიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონია, „თბილისი“, „პსპ“, „ილიაუნი“ და „კავკასიის უნივერსიტეტი“. 2021 წლიდან ფუტსალის ლიგას ფეხბურთის ფედერაცია ჩაატარებს. მანამდე ფუტსალის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატს ორგანიზებას სპორტული სააგენტო SBM-ი უწევდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმდა.

არგენტინა

17 იანვარი 2021, 12:11

COVID19

არგენტინაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

არგენტინაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა. ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, გატარებული პრევენციული ღონისძიების მიუხედავად, ქვეყანაში ამ ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.