imedi /  09 დეკემბერი 2019, 18:55 / სანდო წყარო

ოქროს გლობუსის ნომინანტები დასახელდნენ

ოქროს გლობუსი

ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ ნომინანტები გამოაცხადეს.

ნომინაციების მიხედით, ნოა ბაუმბაკას „ქორწინების ისტორია“ ლიდერობს, რომელშიც მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი და ადამ დრაივერი ასრულებენ.

ნომინაციაში „საუკეთესო დრამატული ფილმი“ „ქორწინების ისტორიასთან“ წარდგენილია „ირლანდიელი“, „1917“, „ჯოკერი“ და „ორი მამით“.

კატეგორიაში „საუკეთესო კომედიური ფილმი“ ოქროს გლობუსისთვუს შემდეგი ფილმები იბრძოლებენ: „ერთხელ ჰოლივუდში“, „მე მქვია დოლემაიტი“, „კურდღელი ჯოჯო“, „დანები“ და „როკეტმენი“.

ნომინაციაზე „საუკეთესო დრამატული სერიალი“ წარდგენილებია: „მემკვიდრეები“, „დიდი პატარა ტყუილები“, „ევას მკვლელობა“ და „დილის შოუ“.

„საუკეთესო კომედიური სერიალისთვის“ ოქროს გლობუსის მოსაპოვებლად კი „ბარი“, „კომინსკის მეთოდი“, „პოლიტიკოსი“, „გასაოცარი მისის მეიზელი“ და Fleabag-ი იბრძოლებენ.

„ჩერნობილი“ საუკეთესო მინისერიალის ნომინაციაზეა წარდგენილი. გამარჯვებულებს 5 იანვარს გამოაცხადებენ.

ყველა სიახლე

გია ვოლსკი

19 თებერვალი 2020, 12:27

საქართველო

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა „სოციალ-დემოკრატებთანაც“ გაიმართება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა „სოციალ-დემოკრატებთანაც“ გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ განუცხადა, რაც შეეხება „გირჩთან“ შეხვედრას, ის ორმხრივი სურვილით გაიმართა.

კარლ ჰარცელი

19 თებერვალი 2020, 12:20

საქართველო

კარლ ჰარცელი: ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნა გამოწვევას წარმოადგენს

„ერთის მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ ბატონ შოთაძეს ხანგრძლივი კარიერა აქვს. მეორეს მხრივ კი, უდავოა, რომ ეს გადაწყვეტილება პრობლემატურია, რადგან იუსტიციის სისტემისადმი უფრო მაღალი ნდობის დამკვიდრებას არ უწყობს ხელს. ჩემი აზრით, დღეს, ზოგადი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, გამოწვევას წარმოადგენს. ამაზე უნდა დავფიქრდეთ და მომავლში აუცილებლად გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ჰარცელმა.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 12:15

საქართველო

თბილისის მერის ინიციატივით, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხედება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობა დაიწყონ.

კარლ ჰარცელი

19 თებერვალი 2020, 12:10

საქართველო

კარლ ჰარცელი მთავრობის და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე: დიალოგი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო საშუალებაა

წარმატებული დიალოგი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო საშუალებაა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან მხარეებს საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ მოლაპარაკებების სწრაფი განახლებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

ლუიზა ვინტონი

19 თებერვალი 2020, 12:09

საქართველო

ლუიზა ვინტონი: პოლარიზაცია უნდა გადაილახოს და საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული მუშაობა აღდგეს

„უნდა გამოინახოს გზები, რათა ეს პოლარიზაცია გადაილახოს და ფაქტობრივად, პარლამენტის გაერთიანებული მუშაობა აღდგეს“, - ეს განცხადება მედიასთან საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მეგობარი ქვეყნები პარლამენტში არსებული ვითარებით შეშფოთებულები არიან.

უმუშევრობის დონე

19 თებერვალი 2020, 12:05

საქართველო

საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ერთ წელში 1.4%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4%-ით პუნქტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის IV კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7 % შეადგინა. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7%-ით შემციდრდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.8%-ით.

ეკატერინე მიქაბაძე

19 თებერვალი 2020, 12:01

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: დღეს მთავრობის კაბინეტს საინვესტიციო ფონდების კანონის პროექტი წარედგინა, რაც ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს

დღეს მთავრობის კაბინეტს საინვესტიციო ფონდების კანონის პროექტი წარედგინა, რაც უმნიშვნელოვანესი პროექტია და მასზე მუშაობა დონორების მხარდაჭერითა და კერძო სექტორთან ინტენსიური კონსულტაციების ფონზე მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

მალაიზიის წარმომადგენლები

19 თებერვალი 2020, 11:51

საქართველო

მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები მოინახულეს

მალაიზიის დელეგაცია საქართველოში 17 თებერვალს ჩამოვიდა. დელეგაციის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. დელეგაცია ქვეყანას დღეს, მცხეთასა და თბილისში ღირსშესანიშნაობების გაცნობის შემდეგ დატოვებს.

ექსპორტი

19 თებერვალი 2020, 11:48

ეკონომიკა

1 წლის განმავლობაში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი (43.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (30.5 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (23.8 მლნ. აშშ დოლარი) არიან. 2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, 85.7% შეადგინა.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი

19 თებერვალი 2020, 11:45

საქართველო

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი: არასწორია არგუმენტი, რომ რადგან საარჩევნო წელია, ჩადენილი დანაშაული არ გამოვიძიოთ

თუ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, უნდა გამოვიძიოთ. არასწორია არგუმენტი, რომ რადგან საარჩევნო წელია, ჩადენილი დანაშაული არ გამოვიძიოთ, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

19 თებერვალი 2020, 11:34

საქართველო

საკონსტიტუციო სასამართლოში ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა ინერგება

პროგრამის ამოქმედების შემდეგ მხარეებს სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება მყარი დოკუმენტების გამოყენების გარეშე - ელექტრონულად შეეძლებათ. პროგრამა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მომზადდა. პორტალის პრეზენტაცია ამ წუთებში იმართება. ღონისძიებას საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლები, კონსტიტუციონალისტები ესწრებიან.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 11:34

საქართველო

ყოფილი კორტების ტერიტორიაზე კორპუსის ნაცვლად სპორტული კომპლექსი აშენდება

„წინა ხელისუფლებამ 2009 წელს კიდევ ერთი სამარცხვინო აქტი ჩაიდინა და საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული, ყოფილი კორტების ტერიტორია გაასხვისა. რა თქმა უნდა, იქ დაგეგმილი იყო კორპუსების მშენებლობა. როდესაც მოვედით თბილისის მერიაში, მე პირობა მივეცი თბილისელებს, რომ სპორტული მოედნების ადგილზე არ აშენდება კორპუსები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 11:22

საქართველო

კომპანია „სვეტის“ გაჩერებული პროექტების მშენებლობა მარტის დასაწყისში განახლდება

„ყველა პროექტზე - ეს ეხებოდა მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებს, ყველა ამ მისამართზე პროექტები არის შეთანხმებული. შესაბამისად, მომდევნო კვირაში შესაძლებელი იქნება, სამშენებლო ნებართვის გაცემა და პარალელურად, მარტის დასაწყისში, შესაძლებელი იქნება უკვე უშუალოდ სამუშაოების წარმოება, ანუ მშენებლობის გაგრძელება ამ კონკრეტულ მისამართებზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი

19 თებერვალი 2020, 11:21

საქართველო

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი: ვაშინგტონში საქართველოს მიმართ უდიდესი სითბო, სიყვარული და პატივისცემა არსებობს

საქართველო ძალიან იღბლიანი ქვეყანაა. ვაშინგტონში საქართველოს მიმართ უდიდესი სითბო, სიყვარული და პატივისცემა არსებობს. ეს ორპარტიული მხარდაჭერაა და ის უკვე დიდი ხანია გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

ლი მიონ ბაკი

19 თებერვალი 2020, 11:19

მსოფლიო

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობის ვადა 17 წლამდე გაეზარდა

სეულის სააპელაციო სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს ლი მიონ ბაკს თავისუფლების აღკვეთის განაჩენი 17 წლამდე გაუზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Korea Herald ავრცელებს. სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ედებოდა თანხების მითვისებაში და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 15,7 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ანრი ოხანაშვილი

19 თებერვალი 2020, 11:10

საქართველო

ანრი ოხანაშვილი: დიალოგზე ოპოზიციის უარი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ძალადობისა და რევანშისაკენ მიისწრაფვიან

თუ ოპოზიცია დიალოგზე უარს ამბობს, ფაქტია, რომ ეს ადამიანები ზურგს აქცევენ არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 11:10

საქართველო

მოქალაქეებს „სითი პარკის“ ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისის მერია მოქალაქეებისთვის „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტიას გეგმავს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერმა დაავალა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა და მოახდინონ აღნიშნული ჯარიმების ამნისტია.

ნინო ბურჯანაძე

19 თებერვალი 2020, 11:06

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლებას ვურჩევ ტაქტიკა შეცვალოს

ხელისუფლებას არ ვურჩევ ამ გზით სიარულს, რადგან ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე არ წავა არც ერთი სერიოზული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში „ერთანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

რან გიდორი

19 თებერვალი 2020, 10:56

მსოფლიო

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში ისრაელის ელჩმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 2 მარტს გაიმართება, თუმცა ისრაელელი დიპლომატები დანიშნულ ვადაზე ადრე იღებენ მონაწილეობას ხმის მიცემის პროცესში. სულ მსოფლიოს მასშტაბით ისრაელს 96 დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს, რომელშიც 5,200 ადამიანი მუშაობს.

შემთხვევის აგილი

19 თებერვალი 2020, 10:53

მსოფლიო

ავსტრალიაში მანქანაში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა

დაღუპულთა შორის 10 წლამდე ასაკის სამი ბავშვი და ერთ კაცია. ერთმა ქალმა ძლიერი დამწვრობა მიიღო. თვითმხილველების ცნობით, მანქანას ცეცხლი იმ კაცმა წაუკიდა, რომელიც შემთხვევას ემსხვერპლა. ერთ-ერთი მოწმის თქმით, დაშავებული ქალი მანქანიდან გადმოხტა და ყვიროდა: „მან საწვავი გადამასხა“. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.