imedi /  13 დეკემბერი 2019, 00:27 / სანდო წყარო

პოლ მაკარტნიმ საშობაო ალბომი ჩაწერა, რომელსაც მხოლოდ მისი ოჯახი უსმენს

პოლ მაკარტნი

პოლ მაკარტნი

სერ პოლ მაკარტნიმ თავისი ოჯახისთვის საიდუმლო საშობაო ალბომი ჩაწერა, რომელსაც მისი ახლობლები წელიწადში მხოლოდ ერთხელ უსმენენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს

„მრავალი წლის წინ მივხვდი, რომ არც თუ ისე მომწონს საშობაო მელოდიები. მერე კი სტუდიაში წავედი და ალბომი ჩავწერე“, - განაცხადა მაკარტნიმ BBC Radio 4-ის ეთერში. 

მისი თქმით, საზოგადოება მის შემოქმედებას არასოდეს წარუდგენს, თუმცა მის შვილებს და შვილიშვილებს ალბომი მოსწონთ. „ბავშვებს ეს მუსიკა უყვართ. მას ყოველწლიურად უსმენდნენ, ახლა კი ეს კომპოზიციები ჩემ შვილიშვილებსაც მოსწონთ“, - ამბობს მუსიკოსი. 

მაკარტნის 5 შვილი და 8 შვილიშვილი ჰყავს. 2019 წელს მან საბავშვო წიგნი „Hey, Grandude!“ გამოუშვა. 

2020 წელის 28 ივნისს, თავის 78-ე დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე მაკარტნი გლასტონბერის როკ ფესტივალზე დაუკრავს. 

ყველა სიახლე

ბულგარეთი

19 იანვარი 2021, 18:08

COVID19

ბულგარეთში ფეხმძიმე ქალისგან ნაყოფზე კორონავირუსის გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა

ბულგარეთში ფეხმძიმე ქალისგან ნაყოფზე კორონავირუსის გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ქალაქ პაზარჯიკის საავადმყოფოს გინეკოლოგმა ილიან ტრაიანოვმა განუცხადა.

ბექა დავითულიანი

19 იანვარი 2021, 18:06

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი შეძლებს იმ საქმის გაგრძელებას, რაც 2012 წელს დაიწყო

„ეს რა თქმა უნდა გამოწვევაა გუნდისთვისაც, თუმცა გუნდი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მზადაა ამ გამოწვევისთვის. გუნდი არის დღეს კვალიფიციური ხალხით დაკომპლექტებული, არიან განახლებული შემადგენლობით წარმოდგენილები და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი შეძლებს იმ საქმის გაგრძელებას, რაც 2012 წელს დაიწყო და რაც აუცილებლად განვითარდება მომავალში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა დავითულიანმა.

ბექა ფერაძე

19 იანვარი 2021, 18:04

საზოგადოება

ბექა ფერაძე: პირველი თებერვლიდან ოპერირების განახლების შემთხვევაში, მოლებს და ბაზრობებს 14 დღეში ერთხელ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება მოუწევთ

პირველი თებერვლიდან ოპერირების განახლების შემთხვევაში, მოლებს და ბაზრობებს 14 დღეში ერთხელ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება მოუწევთ, - ამის შესახებ რომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მოლებისა და ბაზრობების ხელმძღვანელებს ასევე მოუწევთ, თავიანთი ბიზნესი და მასში დასაქმებული პირები დაარეგისტრირონ სპეციალურად შექმნილ პორტალზე, რომელთა მეშვეობით მოხდება მონიტორინგის განხორციელება თანამშრომელთა ტესტირების შესახებ.

თამარ გაბუნია

19 იანვარი 2021, 17:55

COVID19

თამარ გაბუნია: 2021 წლის ბოლომდე, 1 700 000-მდე მოზრდილი ადამიანის ვაქცინაციაა განსაზღვრული

წლის ბოლომდე, დაახლოებით, 1 700 000 მოზრდილი ადამიანის ვაქცინაციაა განსაზღვრული. მოლოდინი გვაქვს, რომ, პირველ ეტაპზე, უფრო სწრაფად მივიღებთ „ფაიზერის“ ვაქცინას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნია

19 იანვარი 2021, 17:53

COVID19

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის გეგმის შედგენისას განსაკუთრებული აქცენტი პრეპარატების უსაფრთხოებაზე გაკეთდა

„ჩვენთვის მთავარი საზომი არის ჯანმოს მიერ აღიარება, რაც არის ხარისხის წინაპირობა და გარანტია და ასევე ის, თუ რამდენად მზად ვიქნებით ტექნოლოგიურად ამ ვაქცინებთან დაკავშირებული ცივი ჯაჭვის პირობების დასაკმაყოფილებლად. ეს სამი ვაქცინა, რომელიც დღეს განიხილება ჩვენ მიერ, გახლავთ Pfizer-ის ვაქცინა, რომელიც არის -70-გრადუსიანი ცივი ჯაჭვის მოთხოვნასთან დაკავშირებული და ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს ვაქცინა; მეორე არჩევანი არის Astrazeneca-ს ვაქცინა, რომელიც -2-დან -8 გრადუსამდე მოთხოვნით. თეორიულად ასევე შესაძლებელია Moderna, თუმცა მას ამ კონკრეტულ მომენტში ასე აქტიურად არ განვიხილავთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

მაია ბითაძე

19 იანვარი 2021, 17:43

ეკონომიკა

მაია ბითაძე: ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული ურნები ნარჩენების სეპარირების განმსაზღვრელი ტექნოლოგიით აღჭურვილი არ არის

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „იმედინიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ იგეგმება ნარჩენების სეპარირების გამართული სისტემის შექმნა, რომელიც ნარჩენების ხარისხიანად გადამუშავებას უზრუნველყოფს. ამ ვალდებულებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აკისრებს.

მეტ ჰენკოკი

19 იანვარი 2021, 17:38

COVID19

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეტ ჰენკოკი თვითიზოლაციაში გადავიდა, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილმა აპლიკაციამ მას ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ ამცნო. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

19 იანვარი 2021, 17:35

რეგიონი

მაღალმთიან აჭარაში თოვლის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრს აღწევს. ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი ყველა საავტომობილო გზა გაწმენდილია.

19 იანვარი 2021, 17:34

მსოფლიო

დაბალი ტემპერატურის გამო, თურქეთში ბუნებრივი აირის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ტემპერატურის მკვეთრი კლების ფონზე, თურქეთში ბუნებრივი აირის მოხმარება რეკორდულად გაიზარდა. თურქეთის ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მილსადენებისა და სავაჭრო კომპანიის, BOTAS–ის მონაცემებით, 18 იანვარს, ბუნებრივი აირის მოხმარებამ 274 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

19 იანვარი 2021, 17:21

ეკონომიკა

ევროკავშირის ბაზარზე ავტომობილების გაყიდვა 23.7%-ით შემცირდა

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროკავშირში, 2020 წელს, 2019-თან შედარებით, ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელმა 23.7%-ით იკლო. ევროპის საავტომობილო მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) ინფორმაციით, გასულ წელს ევროკავშირის ბაზარზე სულ 9.9 მილიონი ერთეული ავტომობილი გაიყიდა

ბექა ლილუაშვილი

19 იანვარი 2021, 17:21

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი კიმ კრაჩის განცხადებაზე: ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი

„ეს დაახლოებს საქართველოს საინვესტიციო ჰაბის რეგიონალურ როლთან და ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი და სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მათ შორის იმ განცხადებების ფარგლებში, რომლებშიც საუბარია ერთობლივი ბიზნეს-გეგმის განხორციელებაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. შესაბამისად, ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ინვესტიციასა და მეტ დასაქმებას“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ბრიუსელი

19 იანვარი 2021, 17:04

COVID19

COVID-19-ის ბრიტანული შტამი ბრიუსელშიც გამოვლინდა

ბრიუსელში COVID-19-ის ახალი შტამით ინფიცირებულებს მოგზაურობის ისტორია აქვთ და ბელგიაში მატარებლით ჩავიდნენ. კრიზისის ცენტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არის და ახალი შტამის გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელი იყო.

19 იანვარი 2021, 17:00

საზოგადოება

ადგილობრივი გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებზე: მერია არაფერ შუაშია - ეს ქოთნებია და არა ურნები, ყველგან, სადაც ჩაღრმავებულ ადგილს დაინახავთ, ნაგავი არ უნდა ჩაყაროთ

მერია არაფერ შუაშია - ეს ქოთნებია და არა ურნები, ყველგან, სადაც ჩაღრმავებულ ადგილს დაინახავთ, ნაგავი არ უნდა ჩაყაროთ, - წერს Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამების შესახებ.

19 იანვარი 2021, 16:59

საზოგადოება

20 იანვარს საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია იწყება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამისათვის მათ 20 იანვრის 09:00 საათიდან პირველი თებერვლის 18:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge.

ანდრია გვიდიანი

19 იანვარი 2021, 16:59

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება

„სახელმწიფო მდივნის მოადგილის ინტერვიუ საკმაოდ ბევრი პოზიტიური გზავნილით იყო დატვირთული. მათ შორის, საინფორმაციო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და, ზოგადად, ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, - ასე ეკონომისტი, ანდრია გვიდიანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კიმ კრაჩმის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც აშშ-ის და საქართველოს შორის სტრატეგიული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზეა საუბარი.

19 იანვარი 2021, 16:58

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს რეგიონებში არსებული ვითარების მეტად ეფექტიანად მართვა და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყების პერიოდშიც მკაცრად გააკონტროლონ შესაბამისი რეგულაციების აღსრულება, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს.

გიორგი ცუცქირიძე

19 იანვარი 2021, 16:50

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: DFC-ის ოფისის გახსნა არსებითად ახალ საინვესტიციო პოტენციალს შექმნის

„DFC-ის ოფისის გახსნის შემთხვევაში, ორგანიზაცია საქართველოდან დაფარავს რეგიონს და ინვესტიციების მოსაზიდად არსებითად ახალ საინვესტიციო პოტენციალს შექმნის - ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კით კრაჩის „ამერიკის ხმისათვის" მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციის, DFC-ის (განვითარების დაფინანსების კორპორაციის) ოფისის გახსნა განიხილება.

ზურაბ ჯაფარიძე

19 იანვარი 2021, 16:41

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: დარწმუნებული ვარ, რომ იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებული არ არის

„დარწმუნებული ვარ, რომ ის „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებული არ არის და რასაც აკეთებს, იმისი მართლა სჯერა. უბრალოდ რასაც აკეთებს, შედეგის მომტანი არ იქნება და ჩემი აზრით, პირიქით, წამგებიანი არის. წრეზე შემოიარა ოპოზიცია და არწმუნებდა, რომ მთავარია შევთანხმდეთ სრულიად პროპორციულ, ბარიერის გარეშე არჩევნებზე და არ დათანხმდა ოპოზიცია, არც ხელისუფლება წამოვიდა. ახლა მეორე წრეზე შემოიარა, იქნებ ადგილობრივი არჩევნები ჩავთვალოთ პლებისციტადო და ვერც ოპოზიცია დაითანხმა, არც „ოცნება“ მოდის ამაზე. ცხადია, შეიძლება გააგრძელო, მესამე ვერსია მოიგონო, მეოთხე ვერსია მოიგონო, მაგრამ ფუჭია ეს ყველაფერი. „ქართული ოცნება“ დღეს არ დათმობს მნიშვნელოვნად ძალაუფლებას, იმიტომ რომ არანაირი ზეწოლა მასზე არ არის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

19 იანვარი 2021, 16:40

მსოფლიო

ევროპაში უჩვეულო ყინვა და დიდთოვლობაა

ბოლო რამდენიმე დღეა, ევროპის ტერიტორიის დიდი ნაწილზე ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. არაერთ ქვეყანაში დიდთოვლობაცაა. უამინდობამ, გარდა იმისა, რომ გადაადგილების პრობლემა შექმნა, მრავალი ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა.

ზურაბ ჯაფარიძე

19 იანვარი 2021, 16:32

პოლიტიკა

ზურა ჯაფარიძე „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს უარყოფს

პოლიტიკური პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უარყოფს. ამის შესახებ მან „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.