imedi /  13 დეკემბერი 2019, 09:25 / სანდო წყარო

იუნესკომ დამასკოს ვარდი არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანა

დამასკოს ვარდი

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკო) დამასკოს ვარდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიყვანა. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დამასკოდან 65 კილომეტრში მდებარე სოფელ მარახში შენარჩუნებული დამასკოს ვარდის დამუშავების მეთოდები და თანმდევი ხელობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შედის“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

დამასკოს ვარდი კოსმეტიკის, ეთერზეთის, მედიკამენტებისა და ჯემის წარმოებაში გამოიყენება. იუნესკოს ინფორმაციით, მხოლოდ სოფელ მარახში სეზონზე 60-70 ტონა დამასკოს ვარდს აგროვებენ.

ყველა სიახლე

25 იანვარი 2020, 15:43

საქართველო

საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი კორონავირუსზე აეროპორტშივე შემოწმდება

კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ​კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე იმსჯელეს. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ამ დარგის ექსპერტები.

ჯენიფერ ენისტონი

25 იანვარი 2020, 15:32

ტაბლოიდი

ჯენიფერ ენისტონმა სერიალ „მეგობრების“ თაყვანისცემლებს სიურპრიზი მოუწყო

ენისტონმა გადასაღები მოედანი მოინახულა, სადაც 10 წლის განმავლობაში სერიალ „მეგობრებზე“ მუშაობდა. ახლა პავილიონი Warner Brothers-ის ექსპოზიციის ნაწილია და იქ ექსკურსიები ეწყობა. მსახიობი ცნობილი დივანის უკან დაიმალა და მასზე სურათის გადასაღებად მოკალათებულებს აკვირვებდა.

ვერტმფრენი MH-60

25 იანვარი 2020, 15:11

მსოფლიო

იაპონიაში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი წყალზე დაჯდა

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ვერტმფრენი MH-60 იაპონიაში წყალზე დაჯდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Nippon-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ინციდენტი ოკინავას პრეფექტურის ნაპირიდან 170 კილომეტრში მოხდა. სააგენტოს ინფორმაციით, ვერტმფრენის ეკიპაჟის ხუთივე წევრი იაპონელმა სამხედროებმა გადაარჩინეს.

გიორგი გახარია

25 იანვარი 2020, 14:50

საქართველო

გიორგი გახარიამ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

„თანავუგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებსა და დაშავებულებს და მათ ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში საქართველო გვერდში უდგას თურქეთს”, - წერს პრემიერი. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 22 ადამიანი ემსხვერპლა.

ლევან ხაბეიშვილი

25 იანვარი 2020, 14:41

ძალოვნები

ლევან ხაბეიშვილის დაზიანებებს ექსპერტიზა შეამოწმებს

მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქმე აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს , რადგან ოპოზიციონერ დეპუტატს ოპონენტები ჯგუფურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ინციდენტი საკრებულოში სარევიზო კომისიის სხდომაზე 24 იანვარს მოხდა.

ჩინეთი ვირუსი

25 იანვარი 2020, 14:18

საქართველო

რას ყვება ჩინეთში, კორონავირუსის ეპიცენტრში მყოფი საქართველოს მოქალაქე

ჩინეთის ქალაქი უჰანში, რომელიც საიდანაც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსი გავრცელდა, საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. ჩინეთში საქართველოს ელჩის არჩილ კალანდიას ინფორმაციით, არც ერთ მათგანს საფრთხე არ ემუქრება, დიპლომატიური უწყება კი საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება.

ბრაიან ბაბინი

25 იანვარი 2020, 14:09

საქართველო

პრემიერმინისტრს წერილით კიდევ ერთმა კონგრესმენმა მიმართა

ბაბინი მის კოლეგებს ადამ კინზინგერსა და გერი კონოლის, რომლებმაც 2019 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში შეშფოთება გამოთქვეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. კონგრესმენი ფიქრობს , რომ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები და ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია და ამის გამო წუხილს გამოთქვამს.

მუჰამედ ჯავად ზარიფი

25 იანვარი 2020, 13:49

მსოფლიო

ირანელი, რომელმაც უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო, დააკავეს

„32 წლის წინ ამერიკელებმა ჩამოაგდეს ირანული თვითმფრინავი, მაგრამ ბოდიში ჩვენთვის არავის მოუხდია. ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ეს გააკეთა, მედლითაც კი დააჯილდოვეს, მაშინ, როდესაც ირანელი, რომელმაც უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო, ციხეში ზის“, - აღნიშნა ზარიფმა.

კოსმოსური ძალების ემბლემა

25 იანვარი 2020, 13:33

ტაბლოიდი

აშშ-ის კოსმოსური ძალების ემბლემა ცნობილი სერიალის ლოგოტიპს მიამსგავსეს

ტრამპმა ემბლემა Twitter-ზე წარადგინა, სოცქსელის მომხმარებლებმა კი აღნიშნეს, რომ ლოგო პოპულარული სერიალის „ვარსკვლავური გზა“ სიმბოლიკას ჰგავს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოსმოსური ძალები 2019 წლის 21 დეკემბერს დააფუძნა.

შეხვედრა ვაშინგტონი

25 იანვარი 2020, 12:49

საქართველო

USAID-ი საქართველოში 7 მილიონი დოლარის საგანმანათლებლო პროექტს განახორციელებს

ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ USAID-ი საქართველოში ახალ, 5-წლიან პროექტს განახორციელებს.

ტოჩინოშინი

25 იანვარი 2020, 12:47

სპორტი

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე კიდევ ერთი შეხვედრა დათმო

ტოკიოში მიმდინარე 2020 წლის ჰაცუ ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა, ტოჩინოშინმა კიდევ ერთი შეხვედრა დათმო. ტურნირს მე-14 დღეს ლევან გორგაძე სეკივაკე ტაკაიასუსთან დამარცხდა. ამ წაგების შემდეგ ტურნირზე მისი ბალანსი 5:9-ზე გახდა.

Forever 21

25 იანვარი 2020, 12:21

ეკონომიკა

კომპანია Simon Property-ს Forever 21-ის შეძენა სურს

ამერიკული კომპანია Simon Property Group-ს, რომელიც კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე საქმიანობს, კომპანია Forever 21 Inc.-ის შეძენა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. Forever 21-ის მაღაზიების მართვაში​ Simon-ის გარდა Authentic Brands Group LLC-იც იქნება ჩართული.

კენდალ დივიში კნუტები გადარჩენა

25 იანვარი 2020, 12:01

ტაბლოიდი

კანადელმა მიწაზე მიყინული კნუტები ყავის მეშვეობით გადაარჩინა. ვიდეო

შემთხვევა ალბერტაში მოხდა. ნავთობობიექტების ინსპექტორი კენდალ დივიში მონიტორინგს ახორციელებდა, როცა 3 კნუტი დაინახა. დივიშმა კნუტები ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს მიაბარა, რომელიც მათთვის პატრონებს იპოვის. ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხვდნენ კნუტები ნავთობობიექტის ტერიტორიაზე.

პოლიცია მკვლელობა

25 იანვარი 2020, 11:57

ძალოვნები

სოფელ კასრისწყალში მწყემსების დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა, რომელიც მწყემსებს შორის გუშინ საღამოს მოხდა. ცნობილია, რომ კახა გრიგალაშვილმა 47 წლის დავით სვეტაძე მოკლა, რომელიც სოფელ ფშაველიდან იყო და კასრისწყალში მდებარე ერთ-ერთ ფერმაზე მუშაობდა.

თურქეთი პროტესტი

25 იანვარი 2020, 11:36

მსოფლიო

თურქეთში არასრულწლოვნებზე მოძალადეებისთვის სასჯელის გაუქმებაზე მსჯელობენ

თურქეთის მმართველმა ძალამ, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ წარუდგინა პარლამენტს კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვნებთან კავშირში ბრალდებულ პირებს დაქორწინების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

კორონავირუსი

25 იანვარი 2020, 11:16

მსოფლიო

ავსტრალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებული 50 წელს გადაცილებული ჩინეთის მოქალაქეა, რომელიც ქალაქ უხანიდან ავსტრალიაში 19 იანვარს ჩაფრინდა. ახლა ის მელბურნის საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ განგაშის საბაბი არ არსებობს.

ვლადისლავ სურკოვი

25 იანვარი 2020, 10:57

მსოფლიო

კრემლში ცხინვალისა და სოხუმის მიმართულების კურატორმა საჯარო სამსახური დატოვა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა საჯარო სამსახური დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სურკოვთან დაახლოებული პირებზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. 2013 წელს ვლადისლავ სურკოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დსთ-სთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს კურატორად დაინიშნა.

აშშ-ის ბაზა ერაყში

25 იანვარი 2020, 10:49

მსოფლიო

ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 34-მა ამერიკელმა სამხედრომ ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ იერიშის შედეგად არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაშავებულა. ეს ერთ-ერთი იყო იმ ფაქტორებისგან, რითაც პრეზიდენტმა თეირანზე საპასუხო დარტყმის განხორციელებისგან თავი შეიკავა.

საქართველო თურქეთი

25 იანვარი 2020, 10:31

საქართველო

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება

„საქართველო უცხადებს სრულ სოლიდარობას თავის მოკავშირესა და მეგობარს. ჩვენ ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით კი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სამინისტროს მიმართვაში.

თურქეთი მიწისძვრა

25 იანვარი 2020, 10:10

მსოფლიო

რა ხდებოდა თურქეთში ძლიერი მიწისძვრის მომენტში. ვიდეო

ინტერნეტში თურქეთში, ელაზიღის პროვინციაში მომხდარი 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის დროს გადაღებული ვიდეოები ვრცელდება. თურქეთის აღმოსავლეთში, ელაზიღის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 22 ადამიანი ემსხვერპლა.