imedi /  22 დეკემბერი 2019, 09:03 / სანდო წყარო

წლის ყველაზე ცუდი ფილმები დასახელდა

არქტიკული სამართლიანობა

„არქტიკული სამართლიანობა“

გამოცემა The Hollywood Reporter-ის კრიტიკოსებმა 2019 წლის ყველაზე ცუდი ფილმები დაასახელეს. ანტირეიტინგის სათავეში რეჟისორ აარონ ვუდლის ანიმაცია „არქტიკული სამართლიანობა“ აღმოჩნდა.

კრიტიკოსების აზრით, მულტფილმის ცუდ რეიტინგზე გამხმოვანებლების ცუდმა შერჩევამ იმოქმედა, ვინაიდან ფილმის სამიზნე აუდიტორია მათ თითქმის არ იცნობს.

მეორე ადგილზე ტომ ჰუპერის კინომიუზიკლი „კატები“, მესამეზე კი „იქს-ადამიანები: ბნელი ფენიქსი“ გავიდა.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

24 ივლისი 2024, 18:11

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რამდენიმე ლიდერმა გაბედა, რომ მშვიდობისთვის გაელაშქრა და დაგმო ომი, ყველა მათგანის მიმართ მოხდა ძალიან მძიმე ფაქტები

კრიტიკულად შემაშფოთებელია ეს ინფორმაცია და გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს სუსში და რომლის წიაღშიც ხდება გამოკვლევა იმის, თუ როგორ მზადდებოდა ტერაქტი პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მისი ლიკვიდაციის სურვილით და შეთქმულება ხელისუფლების შესაცვლელად, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

24 ივლისი 2024, 18:06

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: როდესაც ევროპაში მშვიდობა დამყარდება, საქართველოსადმი დამოკიდებულების ხარისხიც შეიცვლება და ის სურვილები და მოთხოვნები, რომლებიც ცალკეულ ძალებს საქართველოსთან მიმართებით აქვთ, აქტუალური აღარ იქნება

ჩვენ კონგრესიდან მოვისმინეთ ძალიან ბევრი ტყუილი საქართველოსთან მიმართებით, ძალიან ბევრი თავდასხმა და არასწორი ინფორმაციის გაჟღერება და ამ ყველაფრის იმგვარად წარმოჩინების მცდელობა იყო, როგორც ეს საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს აწყობთ და სურთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

თამარ ჩიბურდანიძე

24 ივლისი 2024, 18:01

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ბიძინა ივანიშვილი „გლობალური ომის პოლიტიკის” მარცხის ერთ-ერთი მთავარი აქტორია და აქედან გამომდინარე, სერიული პოლიტიკური ტერაქტების სამიზნეა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სუს- ის მიერ აღკვეთილ ტერორისტულ აქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

24 ივლისი 2024, 17:48

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს, ალან გილამს და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს, ალან გილამს და NDI-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

24 ივლისი 2024, 17:38

არჩევნები 2024

გურამ მაჭარაშვილი: წინასაარჩევნოდ არა ქართულ ოპოზიციასთან, არამედ უცხოურ ძალასთან გვიწევს კონკურენცია

პრიორიტეტია, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი საბოლოოდ დამარცხდეს, რადგან ეს აგენტურა და ორმაგი სტანდარტები ქვეყანას ანგრევს, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გიორგი ამილახვარი

24 ივლისი 2024, 17:35

საზოგადოება

გიორგი ამილახვარი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს საგანმანათლებლო ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტია, რომლის იდეის ავტორიც და დამფინანსებელიც არის ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ასევე „ქართუ“

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს საგანმანათლებლო ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტია, რომლის იდეის ავტორიც და დამფინანსებელიც არის ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ასევე „ქართუ“,-ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ისაუბრა.

24 ივლისი 2024, 17:19

საზოგადოება

გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს ახლად დანიშნული რექტორი წარუდგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს ახლად დანიშნული რექტორი გიორგი ხუბუა წარუდგინა.

ელიზბარ რაქვიაშვილი

24 ივლისი 2024, 17:12

სამართალი

ელიზბარ რაქვიაშვილი სუს-ში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ჩვენების მიცემას უარყოფს

ელიზბარ რაქვიაშვილი სუს-ში ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ჩვენების მიცემას უარყოფს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ კითხვაზე, მისცა თუ არა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩვენება, ელიზბარ რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ „არაფერი არავისთვის არ მიუცია“.

ოლაფ შოლცი

24 ივლისი 2024, 16:55

მსოფლიო

შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერის პოსტისთვის კვლავ იბრძოლებს

გერმანიის მოქმედმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ ერთად გავა და კანცლერის პოსტის მეორე ვადით დასაკავებლად იბრძოლებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ერთიანია. ჩვენ ყველანი განწყობილნი ვართ შევიდეთ საარჩევნო კამპანიაში და ერთად გავიმარჯვოთ. მე მივიღებ მონაწილეობას როგორც კანცლერი, რათა კვლავ დავიკავო ეს თანამდებობა“, - ციტირებს Reuters-ი შოლცს.

24 ივლისი 2024, 16:48

რეგიონი

გორში ენერგოეფექტური კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე ახალი გარეგანათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს

გორში ენერგოეფექტური კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე ახალი გარეგანათების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირიდან ევროპის მოედნამდე, გზის 1100 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს, სადაც განათების 92 წერტილი განთავსდება.

ლევან გიორგაძე

24 ივლისი 2024, 16:35

საზოგადოება

„მაგთის“ იურისტი ლევან გიორგაძე: მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას, მოუსმინოს კვალიფიციურ ექსპერტებს და გადაწყვეტილება მიიღოს სწორი ანალიზის საფუძველზე და არა იმ მიმართულებით, რომ დასაჯოს წარმატებული კომპანია „მაგთიკომი“

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სანამ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ის არსებობს პროექტის სახით, არასწორია მისი სრულყოფილად შეფასება და იმ მოლოდინების გაჩენა, რასაც, სამწუხაროდ, კომისია ცდილობს, იმიტომ, რომ ეს არის ადმინისტრაციული წარმოება, სადაც ნებისმიერი შედეგი და ნებისმიერი დასკვნა შეიძლება შეიცვალოს, თუ მისი მიმღები სუბიექტი დაინტერესებულია, რომ ეს პროცესი წარმართოს ობიექტურად, კანონის მოთხოვნათა დაცვით და ეს პროცესი არ იყოს ფორმალური, - ამის შესახებ „მაგთის“ იურისტმა ლევან გიორგაძემ განაცხადა, რითაც კომუნიკაციების კომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.

24 ივლისი 2024, 16:10

მსოფლიო

BBC: ტაივანი ტაიფუნის მოლოდინში ფრენებს აუქმებს

ტაივანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობამ ძლიერი ტაიფუნის გაემის მოლოდინში ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტაივანის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, გაუქმდა თითქმის ყველა შიდა ფრენა და 200-ზე მეტი საერთაშორისო რეისი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოთხშაბათი უკვე გამოაცხადა ტაიფუნის დღედ და მოსახლეობას სახლში დარჩენა ურჩია. სკოლებში სწავლა გადაიდო.

24 ივლისი 2024, 16:09

საზოგადოება

ევროკავშირის ექსპერტების დასკვნით, „მაგთიკომმა“ საკუთარ ქსელზე სხვა მსურველი ოპერატორები უნდა დაუშვას და ბაზარი გახსნას

კომპანია „მაგთიკომს“ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ბაზარზე როგორც აბონენტების, ისე შემოსავლებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით კონკურენტებზე მნიშვნელოვნად დომინანტური პოზიცია უკავია, რომელიც მას აძლევს მომხმარებლებისა და კონკურენტებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან ძალაუფლებას. ეს მოცემულობა კი, წინასწარი რეგულირების გარეშე, არ შეიცვლება, - ეს დასკვნა ComCom-ის დაკვეთით ჩატარებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ბაზრის კომპლექსური კვლევის მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებს ეკუთვნით.

24 ივლისი 2024, 16:04

საზოგადოება

ევროკავშირის ექსპერტები: ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემო ზღუდავს და აზიანებს მომხმარებელს

„საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ოპტიკური ინტერნეტ მომსახურების ბაზარი არაკონკურენტულია და ხასიათდება დაბალი დინამიკურობით, რაც ზღუდავს მომხმარებლებს და მათზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს.“ - ეს დასკვნა კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებულ კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებს ეკუთვნის. კვლევის ფარგლებში, ექსპერტებმა „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის - სხვა ოპერატორებისთვის ქსელზე დაშვების ვალდებულება განსაზღვრეს, რაც, მათივე მტკიცებით, კონკურენციის გამოწვევებს აღმოფხვრის და ქართველ აბონენტებს, ევროპელი აბონენტების მსგავსად, მრავალფეროვან და ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის.

დომაგო იურიევიჩი

24 ივლისი 2024, 15:55

საზოგადოება

დომაგო იურიევიჩი: ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე წინასწარი რეგულაციის დაწესება აუცილებელია

„მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების კომისია განახორციელებს კონკურენციის განვითარების მონიტორინგს. იმ შემთხვევაში, თუ რეგულირებას დაქვემდებარებულ რომელიმე დასახლებაში შეიცვლება კონკურენტული გარემო და დაკმაყოფილდება ჩვენს მიერ განსაზღვრული 3 კრიტერიუმი, აღნიშნული დასახლება გათავისუფლდება რეგულირების ვალდებულებისგან. ეს არის დინამიური პროცესი, რომელიც ჩვენი აზრით ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას“, - განაცხადა იურიევიჩმა.

24 ივლისი 2024, 15:54

რეგიონი

აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩირუხის მთიდან დაიწყო

აჭარაში სალაშქრო ფესტივალი „ზღვიდან მთამდე“ დაიწყო. მოლაშქრეების პირველი გაჩერება ჩირუხის ულამაზესი მთები იყო, სადაც ბანაკი გაიშალა და მოლაშქრეებისთვის პირველად დახმარების შესახებ მცირე ტრენინგი ჩატარდა. დღეს, 100-მდე მოლაშქრე შუახევის მუნიციპალიტეტიდან უკვე ხულოს მუნიციპალიტეტში ინაცვლებს, სადაც ულამაზესი იალაღების, ალპური მთებისა და ყარაგოლის ტბის გავლით სარიჩაირის იალაღებთან გადავლენ და იქვე დაბანაკდებიან. შემდეგი სამი დღის განმავლობაში მოლაშქრეები ხიხაძირის ხეობას, ხიხანის ციხეს, შუამთის ტბებსა და კურორტ გოდერძის დალაშქრავენ. ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება 27 ივლისს, ალპურ ბოტანიკურ ბაღში გაიმართება, სადაც მოლაშქრეები ფესტივალის ბოლო ღამეს გაათევენ, 28 ივლისს კი ბათუმში დაბრუნდებიან.

რაინჰოლდ მესნერი

24 ივლისი 2024, 15:52

საზოგადოება

კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თანამედროვე მთამსვლელობის ერთ-ერთი ფუძემდებელი რაინჰოლდ მესნერი იმყოფება

კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში თანამედროვე მთამსვლელობის ერთ-ერთი ფუძემდებელი რაინჰოლდ მესნერი იმყოფება. მესნერი მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მთავარი საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვია.

24 ივლისი 2024, 15:47

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა

კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგების შესახებ საჯარო პრეზენტაცია ჩაატარა, რომელსაც კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე სიჭინავა გაუძღვნენ. პრეზენტაციაზე კომისიის წევრმა აუდიტორიას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიის, გამოკვლეული გარემოებებისა და ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნების შესახებ, რომლის მიხედვით, ქართული ფიქსირებული ინტერნეტ ბაზარი არაკონკურენტულია, საჭიროებს წინასწარ რეგულირებას, ხოლო ამავე კვლევის მიხედვით „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორია.

24 ივლისი 2024, 15:40

რეგიონი

გურჯაანში კულინარიული აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს

გურჯაანში კულინარიული აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. სასწავლებელი გასტრონომიის მოყვარულებს შესაძლებლობას მისცემს, პროფესიულად დაეუფლონ კულინარიას და დასაქმდნენ წამყვან სარესტორნო ქსელებში.

ოლექსანდრ სირსკი

24 ივლისი 2024, 15:31

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ფრონტზე რთული ვითარების შესახებ განაცხადა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ბრიტანულ გაზეთ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფრონტის ხაზის მრავალ მიმართულებაზე რთული ვითარებაა. მისი თქმით, სიტუაცია „ძალიან მძიმეა“. როგორც სირსკიმ განაცხადა, რუსული მხარე უკრაინულ პოზიციებს „ყველა მიმართულებით უტევს“. სირსკი თვლის, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი პირველ რიგში უკრაინელ ჯარისკაცებზეა დამოკიდებული.