imedi /  16 იანვარი 2020, 14:12 / სანდო წყარო

მარტინ სკორსეზემ საოპერო მომღერალი სალომე ჯიქია ახალ ფილმში გადაიღო

სალომე ჯიქია

სალომე ჯიქია

მარტინ სკორსეზემ ქართველი საოპერო მომღერალი, სალომე ჯიქია ახალ დოკუმენტურ ფილმში გადაიღო. ფილმის სახელწოდებაა The Oratorio. 

ფილმი ამერიკულ-იტალიური კოპროდუქციაა და ის 2019 წელს ნიო-იორკში, წმინდა პეტრეს ტაძარში გადაიღეს. ფილმის პრემიერა იანვრის ბოლოს იგეგმება. 

ფილმში სკორსეზე იკვლევს, თუ როგორ იმოქმედა ამერიკულ კულტურასა და საზოგადოებაზე, მათ ჩამოყალიბებაზე ემიგრანტების ხელოვნებამ და კულტურამ. 

სალომე ჯიქია 1986 წელს ზუგდიდში დაიბადა. 2010 წელს მან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა, 2013-2014 წლებში კი სწავლა სანტა სესილიას ეროვნული აკადემიის საოპერო სტუდიაში (რომი) განაგრძო. ხუთი წლის შემეგ მისი დებიუტი მოცარტის ოპერა "ფიგაროს ქორწინებაში" შედგა, სადაც როსინას როლი შეასრულა. 

The Oratorio - Trailer from Provenance Productions on Vimeo.

 

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

28 მარტი 2020, 18:36

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც

დღეს ქვეყანაში არის ეპიდემია, მსოფლიოში გლობალური გამოწვევა. თითოეული ლარი, დამატებითი ინვესტიციებისა, ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერის თქმით, დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც.

28 მარტი 2020, 18:22

რეგიონი

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე სახლს ხანძარი გაუჩნდა. ვიდეო

ხანძარია ბათუმში. ბარათაშვილის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. შენობიდან მოსახლეობა გამოჰყავთ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

28 მარტი 2020, 18:17

COVID19

ესპანეთის საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ 25 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

ოცდახუთი დაინფიცირებულიდან ათი ფეხბურთელია, თხუთმეტი კი ადმინისტრაციის თანამშრომელი. ფეხბურთელებიდან დაინფიცირებულია ესეკილ გარაი, ელიაკიმ მანგალა და ხოსე გაიაა, დანარჩენი შვიდი მოთამაშის ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.

28 მარტი 2020, 18:06

COVID19

საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ბულგარეთიდან ჩარტერი განხორციელდება

საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას განაგრძობს. უკვე დაინიშნა ჩარტერული რეისი, რომელიც ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან საქართველოს ათობით მოქალაქეს ჩამოიყვანს. რეისს ავიაკომპანია „Myway Airlines” შეასრულებს.

კორონავირუსი

28 მარტი 2020, 18:00

COVID19

ლევან რატიანი: კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი დაგვემატა

„კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაემატა სამწუხაროდ და ამჟამად 15-ია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა ე.წ. დაბურული მინის სინდრომი, რაც ამ დაავადებისთვის არის დამახასიათებელი”, - განაცხადა ლევან რატიანმა.

კორონავირუსი ტესტირება ლაბორატოირია

28 მარტი 2020, 17:54

COVID19

ამერიკულმა კომპანიამ კორონავირუსზე 5-წუთიანი ტესტის წარმოების ნაბართვა მიიღო

ახალი ტესტების შედეგები 5 წუთში იქნება ცნობილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ მასობრივი წარმოებისთვის საჭირო ნებართვა აშშ-ის ფედერალური რეგულატორებისგან უკვე მიიღეს.

28 მარტი 2020, 17:36

COVID19

თამარ გაბუნია: პირველადი ჯანდაცვის რგოლი სრულად მობილიზებულია, რომ ნებისმიერ ადამიანს გაუწიოს დახმარება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და გიორგი წოწკოლაურმა C ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერეს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს შეხვდნენ.

პაულო დიბალა

28 მარტი 2020, 17:34

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულმა პაულო დიბალამ ის სიმპტომი დაასახელა, რომლისგანაც ყველაზე მეტად იტანჯებოდა

ტურინის „იუვენტუსის“ არგენტინელი ფორვარდი პაულო დიბალა კორონავირუსისგან მიყენებულ ზიანზე საუბრობს. ფეხბურთელი ამბობს, რომ გამოჯანმრთელების ეტაპზეა. დიბალას გარდა კორონავირუსი იტალიური კლუბის სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ, მათ შორის დანიელე რუგანის და ბლეზ მატუიდის.

იორდანია

28 მარტი 2020, 17:30

COVID19

საქართველოს საელჩომ იორდანიაში საქართველოს 18 მოქალაქე საკვებით უზრუნველყო

„საქართველოს საელჩო ასევე კავშირზეა ამანში მეგობარი ქვეყნების საელჩოებთან და ყველა ზომას მიმართავს, რათა მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინოს სამშობლოში დაბრუნებაში. საელჩო აგრძელებს მუშაობს ამ მიმართულებით, კავშირზე რჩება მოქალაქეებთან და მზად არის აღმოუჩინოს მათ მაქსიმალური დახმარება ამ ეტაპზე არსებული შესაძლებლობების ფარგლებში“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

28 მარტი 2020, 17:26

COVID19

ბოლნისიდან თბილისში კორონავირუსის სიმპტომებით, ერთი ადამიანი გადმოყავთ

​​​​​​​​ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ ადამიანს კორონავირუსის სიმპტომები ექიმებმა კარდაკარ შემოწმებისას დაუდგინეს.

კორონავირუსი

28 მარტი 2020, 17:03

COVID19

უზბეკეთში კორონავირუსით გარდაიცვალა ექიმი, რომელმაც დაავადების შესახებ არავის უთხრა

ის კონტაქტში იყო პირველ პაციენტთან, რომელსაც ქვეყანაში ვირუსი დაუდასტურდა, რომელმაც მას ვირუსი გადასდო. მაგრამ 39 წლის კაცმა საკუთარი ავადმყოფობის შესახებ არავის უთხრა და ინფექციასთან გამკლავება დამოუკიდებლად სცადა.

28 მარტი 2020, 16:53

COVID19

ყვარლის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი სახლების სადარბაზოებს დეზინფექცია უტარდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოები და მოსაცდელები სადეზინფექციო ხსნარით იწმინდება.

სტოკჰოლმი

28 მარტი 2020, 16:52

COVID19

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?

მაღაზიები და რესტორნები ღიაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები შვედეთში თავისუფლად შედიან. 29 მარტიდან ამოქმედდება 50-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა. სკოლები და ბაგა-ბაღები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, დისტანციურ სწავლაზე მხოლოდ სტუდენტები და უფროსი კლასების მოსწავლეები გადავიდნენ. უცხოეთში მოგზაურობის შემდეგ შვედეთის მოქალაქეებს, მათ შორის არც ექიმებსა და მედდებს კარანტინში არავის უშვებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს კორონავირუსის სიმპტომები აქვს, თვითიზოლაციაში მხოლოდ ის უნდა დარჩეს, მისი ოჯახის სხვა წევრებს კი თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ.

28 მარტი 2020, 16:48

რეგიონი

გიორგი გახარიამ ენგურის ხიდთან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა მოინახულა

პრემიერი ბაზას შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად იმყოფებოდა.

კახეთი კორონავირუსი

28 მარტი 2020, 16:36

რეგიონი

ყვარლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია

ყვარლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა რამდენიმე დღეში დასრულდება, რისთვისაც 238 000 ლარი დაიხარჯება.

კორონავირუსი ტესტირება

28 მარტი 2020, 16:27

COVID19

ავსტრალიაში კორონავირუსთან ბრძოლას ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის დახმარებით გეგმავენ

„BCG ტებერკულოზის წინააღმდეგ შეიქმნა და ყოველ წელს 130 მილიონ ბავშვს უკეთდება, ამასთან, პრეპარატი ადამიანის „წინა ხაზის“ იმუნურ სისტემას აძლიერებს. ასწავლის, როგორ უპასუხოს ინფექციას უფრო ძლიერად“, - ნათქვამია მეცნიერების განცხადებაში.

პაატა იმნაძე

28 მარტი 2020, 16:27

COVID19

პაატა იმნაძე: ერთი ჩვენი სიტყვა საკმარისია უწყებებისთვის და ყველაფერი კეთდება, ასეთი კოორდინაცია არ მინახავს

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე ისაუბრა. როგორც მან „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა, ასეთო კოორდინაცია დიდი ხანია, არ უნახავს.

28 მარტი 2020, 16:18

COVID19

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მილიარდერი მფლობელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მილიარდერი მფლობელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. სტივ ბალმერი 25 მილიონ დოლარს იმ ორგანიზაციებს გადაუხდის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ.

28 მარტი 2020, 16:12

სამართალი

სოფელ ვეჯინში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

სოფელ ვეჯინში ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას მედიკოსები ადასტურებენ. ქალს ცივი იარაღით გულ-მკრედის არეში ღრმა ჭრილობა აქვს მიყენებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს ახლა ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

არნოლდ შვარცენეგერი

28 მარტი 2020, 16:08

COVID19

არნოლდ შვარცენეგერმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი დოლარი გაიღო

კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი დოლარი გაიღო. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.