imedi /  17 იანვარი 2020, 00:55 / სანდო წყარო

„სამეფო კარის თამაშების“ სპინოფი ეკრანებზე 2022 წელს გამოვა

დრაკონის სახლი ტარგარიენები

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ სპინოფი „დრაკონის სახლი“ ტარგარიენების დინასტიის შესახებ HBO-ზე 2022 წელს გამოვა. ამის შესახებ Variety წერს

გამოცემის ინფორმაციით, ინფორმაცია ტელეკომპანიის პროგრამულმა დირექტორმა კეისი ბლოისმა გაავრცელა. მას პრემიერის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, რადგან პროექტზე მუშაობა სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. 

პრიქველის სიუჟეტს საფუძვლად ჯორჯ მარტინის წიგნი „ალი და სისხლი“ დაედება. თავად მწერალი რაიან კონდალთან ერთად პროექტის სცენარისტი იქნება. რეჟისორის სავარძელს კი ბრიტანელი მიგელ საპოჩნიკი დაიკავებს, რომელმაც „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისთვის „ემი“ მიიღო. 

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

19 აპრილი 2021, 12:42

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: მათი ერთადერთი ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება არჩევნების გარეშე გადააბარონ, რაც ბოდვაა

მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება არჩევნების გარეშე გადააბარონ, რაც არის ბოდვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა ახალ ვერსიასაც არ აწერს ხელს.

აკაკი მინაშვილი

19 აპრილი 2021, 12:32

პოლიტიკა

აკაკი მინაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის ახალ წინადადებას ხელს არ აწერს

„ის შემოთავაზება, რომელიც ეხება ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიბმას ვადამდელ არჩევნებზე, ეს არის არასწორი მიდგომა, თვისობრივად სხვადასხვა არჩევნებია და ასეთი მიდგომა უფრო გაამძაფრებს, დაამძიმებს ვითარებას და მეტ პოლარიზებას მოახდენს. ამიტომ ჩვენთვის არის მიუღებელი“, - აღნიშნა მინაშვილმა.

19 აპრილი 2021, 12:26

თემა

ბრიტანეთის პარლამენტი თითქმის ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მემკვიდრეობითობის პრინციპი მოქმედებს. ამის შეცვლას უკვე თავად მემკვიდრე ლორდებიც კი მოითხოვენ

ბრიტანეთის პარლამენტის ზედა პალატა - ლორდთა პალატა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკანონმდებლო ორგანოა. მასზე უფრო მეტი წევრი მხოლოდ ჩინეთის საერთო სახალხო წარმომადგენლობაშია. ლორდთა პალატაში ყოველი მეათე ლორდი იქ მხოლოდ იმიტომ ზის, რომ მის შორეულ წინაპარს ოდესღაც მეფემ მიწა და ტიტული უბოძა. მემკვიდრე ლორდის გადაყენება შეუძლებელია, გარდაცვალების შემთხვევაში კი მისი ჩანაცვლება მხოლოდ იმავე პარტიის წევრს შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ყველა მემკვიდრეობით პერი არის კაცი და არც თუ ისე ახალგაზრდა. ბრიტანულ საზოგადოებაში, პარლამენტსა და თავად ლორდთა პალატაშიც (მათ შორის, XIII- XIV საუკუნეების ტიტულების მფლობელთა შორისაც) ამ არქაიზმით უკმაყოფილება სულ უფრო მწიფდება. თუმცა ამ მიმართულებით რეფორმა ყოველ ჯერზე დაუსრულებელი შესწორებებით გრძელდება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზედიზედ რამდენიმე მთავრობამ ვერ შეძლო ძლიერი ნების გამოვლენა, რათა მხარი დაეჭირა იმ დიდგვაროვანთა რაოდენობის შემცირებისთვის, რომლებსაც არავინ ირჩევს და საკუთარი თავის გარდა არც არავის წარმოადგენენ. თუ როგორ მუშაობს ლორდთა პალატა და ვინ არიან მისი წევრები, The Sunday Times-მა გამოძიება ჩაატარა.

19 აპრილი 2021, 12:24

თემა

რამდენად აუცილებელი და საჭიროა დახურულ სივრცეში შესვლისას ბახილები?

ახალი კორონავირუსის პანდემიამ, პირბადესა და ხელთათმანთან ერთად, ბახილები უფრო აქტუალური გახადა. თუმცა ამ უკანასკნელისადმი მიდგომა არაერთგვაროვანია. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ბახილები ქუჩაში არსებული ჭუჭყისა და ინფექციისგან თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა მეორე კატეგორია ამ გამოგონებას ადამიანებისა და გარემოსთვის სახიფათოდ მიიჩნევს. არის თუ არა ნამდვილად საჭირო ბახილები?

19 აპრილი 2021, 12:23

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: ვითვალისწინებთ არსებულ რეალობას და არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გიორგი რურუას გათავისუფლებაზეც არის საუბარი. როგორც მმართველ გუნდში მიიჩნევენ, ამ საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითია.

გურამ მაჭარაშვილი

19 აპრილი 2021, 12:20

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი უკვე მოვაწერეთ, ახალი ვარიანტის შემოთავაზების საფუძველი ჩვენთვის გაუგებარია

შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი უკვე მოვაწერეთ, დავადასტურეთ, რომ ჩვენი აზროვნება სახელმწიფოებრივია და ახლა ოპოზიციის პასუხს ველოდებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის ახალი ვარიანტის ახალი შემოთავაზების საფუძველი საერთოდ არ არსებობდა.

19 აპრილი 2021, 12:17

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: მზად ვართ, ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე გუნდთან დავიწყოთ განხილვა

„იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა პანდემიით და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებით გამოწვეული სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას თანამოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. „ქართული ოცნება“ არის გადაწყვეტილების მიმღები ძალა, რომელსაც სამართლიანად აქვს დემოკრატიულ არჩევნებში მიღებული ყველაზე მაღალი მხარდაჭერა“.

19 აპრილი 2021, 12:13

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს, ავშან ხანის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

19 აპრილი 2021, 12:11

მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის საზღვრიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის საზღვრიდან საკუთარი ჯარი გაიყვანოს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

19 აპრილი 2021, 12:11

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: მზად ვართ განახლებული დოკუმენტის განსახილველად - ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ არ დავეთანხმებით რაიმე შინაარსობრივ დამატებას

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტია მზადყოფნას აფიქსირებს განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც და განახლებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, მათი მხრიდან პირობების მეტი კორექტირება აღარ მოხდება და არ დაეთანხმებიან რაიმე შინაარსობრივ დამატებას.

19 აპრილი 2021, 12:07

მსოფლიო

აშშ-ში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინციდენტი შემთხვევითი არ იყო და სავარაუდოდ, ბარში მომხდარმა არეულობამ გამოიწვია. თავდამსხმელი პოლიციას ჯერ არ დაუკავებია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, სთხოვენ, კენოშის ოლქის შერიფის დეპარტამენტს დაუკავშირდნენ.

19 აპრილი 2021, 12:01

სპორტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 17 მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 6 ოქროს, 8 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

უაქციზო თამბაქო

19 აპრილი 2021, 11:58

სამართალი

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 20,5 კილოგრამი უაქციზო, დაუფასოებელი თუთუნის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

19 აპრილი 2021, 11:46

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 80 ათასს გადააჭარბა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 11 437 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 92 ადამიანი გარდაიცვალა.

ჟოზეფ ბორელი

19 აპრილი 2021, 11:38

მსოფლიო

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფ ალექსეი ნავალნისთან ექიმები უნდა დაუშვას.

ბიძინა კულუმბეგოვი

19 აპრილი 2021, 11:35

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩინეთის NCDC-ს დირექტორს ნამდვილად არ უთქვამს, რომ „სინოფარმის“ ვაქცინას მაღალი ეფექტიანობა არ აქვს

​​​​​​​ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დილაში“ ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „სინოფარმის“ ვაქცინას მაღალი ეფექტიანობა არ აქვს.

მიხეილ სააკაშვილი

19 აპრილი 2021, 11:30

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ძვირადღირებული ქონება უკრაინაში და საცხოვრებელი მაიამის პრესტიჟულ დასახლებაში. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

მიხეილ სააკაშვილმა ახალი ქონება ამჯერად რიბალ სკოეს საკურორტო ზონაში, მდინარე ხაროლის ნაპირზე შეიძინა. ირკვევა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ამ დასახლებაში პირველად მიწის ნაკვეთი 2019 წელს იყიდა. იანვარში კი მამული გააფართოვა.

19 აპრილი 2021, 11:24

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მკვლელობა მოხდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 50 წლამდე კაცი. მკვლელობაში ეჭვმიტანილია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 75 წლის კაცი, რომელმაც საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მიზეზი შურისძიებაა.

ბიძინა კულუმბეგოვი

19 აპრილი 2021, 11:20

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში 10 ათასამდე მოქალაქე იკეთებს ჩინურ ვაქცინას

ჩინური ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მსგავსი მეთოდოლოგიით დამზადებული ვაქცინები არაა ახალი. ყოველწლიურად, ჩვენს ქვეყანაში 10 ათასამდე მოქალაქე იკეთებს იგივე მეთოდოლოგიით, ჩინეთში დამზადებულ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას. ანუ საქართველოში, მსგავსი ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა უკვე გამოყენებადია და 100%-იანი ეფექტიანობით იცავს ცოფისგან, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა.​

19 აპრილი 2021, 11:19

სპორტი

დღეს ვარშავაში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი იწყება

საქართველოს სახელით ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), შმაგი თოდუა (65 კგ), დავით ტლაშაძე (70 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) იჭიდავებენ. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები 20:00 საათიდან.