imedi /  26 იანვარი 2020, 08:40 / სანდო წყარო

ავადმყოფობის გამო მადონამ ლონდონში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

მადონა

მადონა

ავადმყოფობის გამო მადონამ მისი მსოფლიო ტურნე Madame X-ის ფარგლებში ლონდონში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

15 ქალაქისგან შემდგარი ტურნე 27 იანვარს ლონდონში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლეგენდარულ მომღერალს პირველი კონცერტის გაუქმება მოუწია.

„ძალიან ვწუხვარ 27 იანვრის კონცერტის გაუქმების შესახებ. ექიმებმა რამდენიმე დღით დასვენება მირჩიეს. ყველაზე მეტად არ მსურს, მაყურებლებს შოუსთან დაკავშირებული იმედები გავუცრუო. შესაბამისად, თუ კონცერტზე ბოლომდე ვერ დავიხარჯები, უმჯობესია ის გავაუქმო“, - ნათქვამია 61 წლის მადონას განცხადებაში.

ყველა სიახლე

ხალხმრავლობა

29 მარტი 2020, 16:03

COVID19

მედია: კორონავირუსის გამო ხელისუფლება აშშ-ის მოქალაქეების გადაადგილებას მათი სმარტფონების საშუალებით აკვირდება

აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების გადაადგილებას მათი სმარტფონების საშუალებით აკვირდება. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

29 მარტი 2020, 16:00

თემა

გვიცავს თუ არა სამედიცინო ნიღაბი კორონავირუსისგან?

ბოლო დროს მთელი მსოფლიო კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ პროფილაქტიკურ ზომებზე საუბრობს. დაავადებისგან დამცავ ერთ-ერთ საშუალებად სამედიცინო ნიღბებს მიიჩნევენ. საინტერესოა, შეუძლია თუ არა რეალურად სამედიცინო ნიღაბს კორონავირუსისგან დაცვა?

აშშ

29 მარტი 2020, 15:52

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით პატიმარი გარდაიცვალა

აშშ-ში კორონავირუსს პირველი პატიმარი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ფედერალური ბიურო ავრცელებს. 49 წლის პატიმარი სასჯელს ლუიზიანას შტატის ციხეში იხდიდა და მან ერსონალს ხველების სიმპტომის გამო მიმართა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტესტმა კი დადებითი პასუხი აჩვენა.

ჩინეთი

29 მარტი 2020, 15:37

COVID19

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია: იმპორტირებულ შემთხვევათა მატება მეორე ტალღის რისკს ზრდის

ჩინეთში, ეპიდემიის ახალი ტალღისგან დასაცავად ემზადებიან, - ამის შესახებ ეროვნული ჯანდაცვის კომისიის პრესსპიკერმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მი ფენის თქმით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ დედაქალაქია. ჯანდაცვის ეროვნული კომისიის პრესსპიკერის განცხადებით, საზღვარგარეთიდან შემოსული შემთხვევების რაოდენობა ჯამში 693-ს შეადგენს.

მოხალისეები ლაგოდეხი

29 მარტი 2020, 15:35

COVID19

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო

კორონავირუსის პანდემიის გამო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო. რიგითი მოქალაქეები, საჯარო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსახლებას კორონავირუსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას კარდაკარის პრინციპით მიაწვდიან.

ვლადიმერ ბორცვაძე

29 მარტი 2020, 15:04

COVID19

24 საათში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა

დღე-ღამეში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა და , - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

რუსეთის პატრიარქი კირილი

29 მარტი 2020, 14:52

COVID19

რუსეთის პატრიარქი მრევლს: თავი შეიკავეთ ტაძრებში მისვლისგან

რუსეთის პატრიარქმა კირილმა მრევლს მოუწოდა, კორონავირუსის პანდემიის გამო ტაძრებში მისვლისგან თავი შეიკავონ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

კორონავირუსი

29 მარტი 2020, 14:48

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულმა ქართველმა სტუდენტმა საკუთარ მდგომარეობაზე კლინიკიდან ისაუბრა

კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა ქუთაისიდან, ბოქსირებული განყოფილებიდან ჩართვის დროს მის მდგომარეობაზე ისაუბრა. „ტვპირველის“ ეთერში ჩართვის დროს, პაციენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთიდან 17 მარტს ჩამოვიდა და კარანტინში გადაიყვანეს. ახლა მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმითაც არ ფასდება და თავს კარგად გრძნობს.

სალომე ზურაბიშვილი მარნეული

29 მარტი 2020, 14:46

COVID19

სალომე ზურაბიშვილი მარნეულში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარნეულში ჩავიდა. მარნეულში იმყოფება რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარიც. ისინი ქალაქის მერთან, ზაურ დარგალისთან ერთად ადგილზე შექმნილ ვითარებას ეცნობიან.

კორონავირუსი

29 მარტი 2020, 14:36

COVID19

ქართველი სტუდენტი: საფრანგეთში პაციენტებს ფიზიკურად ვეღარ იღებენ და სახლში უშვებენ, ტესტის გაკეთებაც სირთულეს წარმოადგენს

კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტმა მის მდგომარეობაზე ბოქსირებული განყოფილებიდან ისაუბრა. „ტვპირველის“ ეთერში ჩართვის დროს, პაციენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთიდან 17 მარტს ჩამოვიდა და კარანტინში გადაიყვანეს. რაც შეეხება კონტაქტებს, ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მაყურებელს დიდიმის სახელით წარუდგინეს, აღნიშნა, რომ შეხება არავისთან ჰქონია, მგზავრობის დროს კი დისტანციას იცავდა.

კორონავირუსი ესპანეთი

29 მარტი 2020, 14:35

COVID19

ესპანეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 838 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 838 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 6 531-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El País-ი ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 549 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 78 797 შემთხვევაა გამოვლენილი.

პოლიცია მეგაფონი

29 მარტი 2020, 14:24

COVID19

ოზურგეთის მერია და პოლიცია მოქალაქეებს ხმოვანი შეტყობინებით სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

ოზურგეთის მერია და პოლიცია მოქალაქეებს ხმოვანი შეტყობინებით სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. დღეიდან ოზურგეთის განაპირა ქუჩებზე და სოფლების მიმართულებით, ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით პოლიციის სამი ავტომობილი მეგაფონით ივლის და მოსახლეობას შინ დარჩენაზე გაფრთხილებას მისცემს.

კორონავირუსი

29 მარტი 2020, 14:21

COVID19

ჯანმო: კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება

კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება, - ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. უწყების განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაციაც, რომ ახალი კორონავირუსული ინფექცია ჰაერში 8 საათის განმავლობაში ძლებს.

ირაკლი ჩიქოვანი

29 მარტი 2020, 14:13

COVID19

სამეგრელოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა

სამეგრელოს რეგიონის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. ეს არის ერთადერთი დამატება უკვე მოქმედ შეზღუდვებზე. რეგიონის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში დამატებითი ბლოკპოსტები განთავსდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

საინფორმაციო კამპანია

29 მარტი 2020, 13:57

COVID19

მარნეულში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება

მოსახლეობაში გავრცელებული მასალები აზერბაიჯანულად და სომხურად მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, წესებს, რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს. მოქალაქეებს აგრეთვე დაურიგდათ სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების, „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების შესახებ.

მეუფე იაკობი

29 მარტი 2020, 13:56

COVID19

მეუფე იაკობი: თუ არ დავიცავთ დადგენილ წესებს, ქვეყანა კარანტინის წინაშე აღმოჩნდება

მეუფე იაკობმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პროცესში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. ჟურნალისტებთან საუბარში მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ჩვენ რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჯანდაცვის სისტემამ გაართვას თავი გამოწვევას.

პრინცესა მარია ტერეზა

29 მარტი 2020, 13:50

COVID19

ესპანელი პრინცესა მარია ტერეზა კორონავირუსს ემსხვერპლა

კორონავირუსს ესპანელი პრინცესა მარია ტერეზა ემსხვერპლა. Daily Mail-ის ცნობით, 86 წლის პრინცესა ევროპის სამეფო ოჯახების წარმომადგენლებს შორის კორონავირუსის პირველი მსხვერპლი გახდა.

საირმე

29 მარტი 2020, 13:35

COVID19

საირმის საკარანტინო ზონა ინკუბაციური პერიოდის გასვლის გამო 30-მა ადამიანმა დატოვა

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, საჩხერეში 52 მოქალაქეა, აქედან 30 მარნეულის მკვიდრია. საირმის კარანტინი ინკუბაციური პერიოდის გასვლის გამო 30-მა მოქალაქემ დატოვა.ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 186 მოქალაქე, „წყალტუბო პლაზაში“ - 92, წყალტუბოს ყოფილი სამხედრო სანატორიუმში კი 75 ადამიანია.

მეუფე შიო

29 მარტი 2020, 13:32

COVID19

მეუფე შიო: დავარქვათ ამას მწარე წამალი, რაც იმისთვის ხდება, რომ ადამიანი გამოსწორდეს

„მართლმადიდებლები და არამხოლოდ, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა სინანულზე საუბრობენ. ფიქრობენ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ უბედურებისა - ხომ არ შევცოდეთ ჩვენ“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მაიკლ ჯორდანი

29 მარტი 2020, 13:29

სპორტი

გამოკითხვის თანახმად, ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად მაიკლ ჯორდანი დასახელდა

ავტორიტეტულმა ვებგვერდ TheTopTens-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენად NBA-ის ექვსგზის ჩემპიონი მაიკლ ჯორდანი დასახელდა. მეორე და მესამე ადგილებზე ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი და კანადელი ჰოკეისტი უეინ გრეტცკი გავიდნენ. ფეხბურთელები ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ მე-14 და მე-15 ადგილებს დასჯერდნენ, რეიტინგში ერთადერთი ქალი სპორტსმენი კი ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი აღმოჩნდა ().