Imedi /  20 თებერვალი 2020, 17:15 / სანდო წყარო

გიორგი შენგელაია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

გიორგი შენგელაია

გიორგი შენგელაია

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. გიორგი შენგელაიას ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.

კინორეჟისორის დაკრძალვაზე მივიდნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე.

გარდაცვლილი რეჟისორის ოჯახს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ. 

ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი, გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში, 17 თებერვალს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

01 აპრილი 2020, 23:10

COVID19

პაატა იმნაძემ განმარტა, როდის არის ადამიანი გადამდები

ადამიანი ძალიან გადამდებია, როდესაც კლინიკა დაეწყება, განსაკუთრებით კი, როცა ხველა დაეწყება- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში განაცხადა. თუმცა როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, ადამიანი შეიძლება იყოს გადამდები კლინიკის დაწყებამდე 1 დღით ადრეც.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 აპრილი 2020, 23:06

COVID19

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს: პლაჟები და პარკები არსად გაქრება, მწვადებზე გასვლა კი შეიძლება ცუდად დამთავრდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა კარანტინის რეჟიმი არ დაარღვიონ. „განვაგრძობთ სახლში დარჩენას! კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაიზარდეთ! იცით, ერთი ცნობილი ფაქტია, როდესაც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის შემდეგ ხელისუფლებამ ხალხი შეკრიბა პირველი მაისის დემონსტრაციაზე. მაშინ არავის ეშინოდა, ვინაიდან რადიაცია ხომ უხილავი იყო. ჰოდა კორონავირუსიც უხილავია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში.

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 23:03

COVID19

დავით ბაქრაძე: ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ძალიან დროული და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა

ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ძალიან დროული და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ ამ თვალსაზრისით მართლა მოწინავე აღმოვჩნდით. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც აღნიშნავს, ძალიან კარგი პრაქტიკა დავამაკვიდრეთ ბევრი მიმართულებით, რაც შედეგებშიც აისახება, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. დავით ბაქრაძის განმარტებით, ამ არაორდინალურ ვითარებაში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ აშშ-ს ხელისუფლებასთან, რომ ყველა შესაძლებლობა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული.

პაატა იმნაძე

01 აპრილი 2020, 22:57

COVID19

პაატა იმნაძე: თუ ახლა ყველა ერთად არ გავაჩერებთ ამ ინფექციას, მერე მასთან გამკლევება უფრო ძნელი იქნება

ამ ეტაპზე სახლში დარჩენა ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად შევაფერხოთ ვირუსის შიდა გადაცემა. თუ ახლა ჩვენ ყველა ერთად არ გავაჩერებთ ამ ინფექციას, მერე მასთან გამკლევება უფრო ძნელი იქნება- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ იმედის გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში განაცხადა.

01 აპრილი 2020, 22:56

COVID19

ლაგოდეხის მერიამ თერმოსკრინინგის 6 აპარატი შეიძინა

„მე და მოხალისეთა ჯგუფები სპეციალური ეკიპირებით გავდივართ და კარდაკარის პრინციპით თითოეულ მოქალაქეს თერმოსკრინინგს ვუტარებთ. გარდა ამისა, სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს ვურიგებთ პირბადეებს. მოსახლეობას ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობის და ე.წ კომენდანტის საათის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ, რომ აუცილებელია აღნიშნული რეგულაციების, წესებისა და ეკომენდაციების გათვალისწინება. ყველას მოვუწოდებ დარჩეს სახლში და იზრუნონ როგოროც მათი, ასევე გარშემომყოფების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.

01 აპრილი 2020, 22:48

COVID19

ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200,000-ს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 205,438 ადამიანი არის ინფიცირებული, საიდანაც 4,528 შემთხვევა ფატალურად დასრულდა. გამოჯანმრთელებულია 8,762 ადამიანი, - ეს მონაცემები worldometers-ზეა ასახული.

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 22:22

COVID19

დავით ბაქრაძე: გენერალური საკონსულო ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში, ასევე საელჩოს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს

დღეს არაორდინალური ვითარებაა და რა თქმა უნდა არ ვიფარგლებით მხოლოდ საკონსულოს სააღრიცხვო სიებით, რომელიც გვაქვს და აბსოლუტურად ყველას ვაწვდით ინფორმაციას, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. დავით ბაქრაძის განცხადებით გენერალური საკონსულო ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში, ასევე საელჩოს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 22:20

COVID19

დავით ბაქრაძე: ყველა ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ, ვავრცელებთ, რათა ჩვენს მოქალაქეებს პირველადი ინფორმაცია ჰქონდეთ

ყველა ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ კონკრეტულ შტატებში ტესტირების, ჰოსპიტალებისა და საველეჰოსპიტალების შესახებ, ვავრცელებთ, რათა ჩვენ მოქალაქეებს პირველადი ინფორმაცია ჰქონდეთ, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოს ამ მოქალაქეებთან ერთად საელჩოს თითოეული თანამშრომლისთვისაც აქტუალურია ის საკითხები, რაც დღის წესრიგში დგას, მათ შორის, მნიშვნელოვანია დიპლომატებისთვის.

01 აპრილი 2020, 22:18

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 45 500-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით 45 541 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 912 565 ადამიანი, 191 826 კი გამოჯანმრთელდა. ყველაზე მძიმე სურათი კონტინენტური ევროპის მასშტაბით კვლავ იტალიასა და ესპანეთშია. ამ დროის მონაცემებით, იტალიაში დაღუპულთა რიცხვმა 13 150-ს გადააჭარბა, ესპანეთში კი 9 053 ადამიანია გარდაცვლილი.

ტედროს ადანომ გებრეისუსი

01 აპრილი 2020, 22:13

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ღრმად შეშფოთებული ვარ ინფექციის სწრაფი გავრცელებით გლობალურ დონეზე

მომდევნო რამდენიმე დღეში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ერთ მილიონს მიაღწევს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი კი 50 ათასამდე გაიზრდება, - ამის შესახებ დღეს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

ქუთაისის ლაბორატორია

01 აპრილი 2020, 22:08

COVID19

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ჩატარებული 16 ანალიზიდან ყველა უარყოფითია

ქუთაისის ლაბორატორიამ დღეს 16 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, სასტუმრო წყალტუბო პლაზადან სტაციონარში გამოკვლევის ჩასატარებლად ოთხი პაციენტი გადაიყვანეს და ამ დროისთვის სასტუმროში 87 ადამიანი იმყოფება. ყოფილ სამხედრო სანატორიუმში დღეს 62 ახალი მოქალაქე შეიყვანეს, რომლებიც სარფიდან შემოვიდნენ. აღნიშნულ საკარანტინო სივრცეში ჯამში 144 მოქალაქე იმყოფება, საჩხერის კარანტინში 57 პირია, საირმეში კი 192. იმერეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 269 პირი იმყოფება.

ილია მეორე

01 აპრილი 2020, 21:59

საზოგადოება

ილია მეორე: ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩეს სახლში

ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ის ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს- ამის შესახებ ილია მეორის მიმართვაში წერია, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.„ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2020, 21:49

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანი ერაყში აშშ-ის ჯარებზე თავდასხმას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი და მისი სატელიტები ერაყში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას გეგმავენ. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დარწმუნებული ვართ, რომ ირანი და მისი სატელიტები უეცარ თავდასხმას გეგმავენ აშშ-ის ჯარებზე ან/და სამხედრო ბაზებზე ერაყში. თუ ეს მოხდება, ირანს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დავით ბაქრაძე

01 აპრილი 2020, 21:37

COVID19

დავით ბაქრაძე: საქართველოს მთავრობა თითოეული მოქალაქის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ავიარეისის დაგეგმვისთანავე, ყველა საშუალებით გავავრცელებთ ინფორმაციას, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ, სრულად იყვნენ ინფორმირებული, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. დავით ბაქრაძის თქმით, გარკვეული პირები თუ ორგანიზაციები ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და რაღაც პირობების თუ დაპირებების სანაცვლოდ, პირად მონაცემებს ართმევენ ამერიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

01 აპრილი 2020, 21:33

COVID19

Bloomberg: კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემები გაყალბებულია

ჩინეთის მთავრობამ მიზანმიმართულად შეამცირა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და დაღუპულთა საერთო რაოდენობის სტატისტიკა. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ამის შესახებ ინფორმაცია თეთრ სახლს მიაწოდეს.

01 აპრილი 2020, 21:31

COVID19

დავით ზალკალიანმა მოლდოველ კოლეგასთან კორონავირუსის შედეგები და პრევენციული ნაბიჯები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან, ოლეგ ცულიასთან. სატელეფონო საუბრისას მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა იმ შემზღუდავი ზომების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან დააწესა. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის პირობებში საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე მზრუნველობის საკითხს. დავით ზალკალიანმა კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია უცხოეთში მყოფი მოქალაქეების დახმარების და მათი სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების კუთხით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე სახელმწიფოებს შორის ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის პანდემიის და მისი შედეგების დაძლევის მიზნით გამოყოფილი დახმარების პაკეტის მნიშვნელობის შესახებ.

01 აპრილი 2020, 21:13

ვიდეო

საქართველოს ტერიტორიაზე კომენდატის საათი მოქმედებს

01 აპრილი 2020, 21:12

ვიდეო

ვარსკვლავები თვითიზოლაციაში

01 აპრილი 2020, 21:10

ვიდეო

"მიკროავტობუსის" შეთავაზება კომპანიებს

01 აპრილი 2020, 21:10

ვიდეო

დახმარება რეგიონის მოსახლეობას