imedi /  24 თებერვალი 2020, 13:06 / სანდო წყარო

რუბიკის კუბისგან აწყობილი „მონა ლიზას“ რეპროდუქცია 480 200 ევროდ გაიყიდა

მონა ლიზა

რუბიკის კუბისგან აწყობილი ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ რეპროდუქცია პარიზში აუქციონზე 480 200 ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 სააუქციონო სახლზე Articurial-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გვაქვს შედეგი! „მონა ლიზას რუბიკი“ 480 ათას 200 ევროდ გაიყიდა, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე მისი შეფასებული ღირებულება“, - წერენ აუქციონის ორგანიზატორები Twitter-ზე.

სპეციალისტები ამ ნამუშევარს 120-150 ათას ევროდ აფასებდნენ. ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ შეიძინა თანამედროვე ხელოვნების ეს ნიმნუში არ გასაჯაროვებულა.

„მონა ლიზას რუბიკის“ ნამუშევარი 2005 წელს ანონიმურმა ფრანგმა მხატვარმა ააწყო, რომელიც Invader-ის ფსევდონიმითაა ცნობილი. მას ჯოკონდას ასაწყობად 330 კუბი დასჭირდა. „მონა ლიზას რუბიკი“ მისი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

29 მარტი 2020, 11:43

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსმა ჩინეთში 5 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს. გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევა. სულ კორონავირუსით ჩინეთში 3 300 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი 81 439-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 75 448 პაციენტი.

29 მარტი 2020, 11:34

COVID19

რუსეთში დღეიდან უქმე დღეებია გამოცხადებული

რუსეთში დღეიდან უქმე დღეებია გამოცხადებული. მოსკოვში დახურულია რესტორნები, კინოთეატრები, სავაჭრო ცენტრები, მუშაობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. ქალაქში გადაადგილება შეზღუდული არაა, თუმცა მთავრობა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

კორონავირუსი

29 მარტი 2020, 11:21

COVID19

სომხეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის ინფორმაციით, ინფექციას 55 წლის ქალი და 73 წლის კაცი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 407 შემთხვევაა დაფიქსირებული, 3 ადამიანი გარდაიცვალა, 30 კი გამოჯანმრთელდა.

ბოდბე

29 მარტი 2020, 11:06

საზოგადოება

ილია მეორე ბოდბეში ჩავიდა

კათოლიკოს პატრიარქი კახეთში ჩავიდა. ილია მეორე საკვირა წირვას ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლენს. მრევლის განცხადებით, ისინი ითვალისწინებენ რეკომენდაციებს და დისტანციას იცავენ.

ბათუმი

29 მარტი 2020, 10:57

COVID19

ბათუმში, კორონავირუსით დაინფიცირებული 70 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ბათუმში, კორონავირუსით დაინფიცირებული 70 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის კლინიკა „მედალფაში” მართვით სუნთქვაზეა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს. ორმხრივი პნევმონია აქვს კიდევ ერთ პაცინეტს, შუახნის ქალის მდგომარებას მედიკოსები საშუალოდ აფასებენ. სულ ბათუმში 7 პირია COVID 19 -ით ინფიცირებული. ისინი ორ კლინიკაში არიან გადანაწილებულები. ხუთი პაციენტის შემთხვევაში ვირუსი მინიმალური სინტპტომებითაა გამოხატული.

მარინა ეზუგბაია

29 მარტი 2020, 10:33

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა

„დილის მონაცემებით, ქვეყანაში 90 დადასტურებული შემთხვევაა. გუშინ გამოვლენილი ექვსი შემთხვევიდან ჩვენთან არც ერთი არ იმყოფება. გუშინ ჩვენთნ 14 ტესტირება გაკეთდა, ყველას პასუხი იყო უარყოფითი. 2 პაციენტთან განმეორებითი ტესტირება უარყოფითია და ისინი დღეს დატოვებენ კლინიკას, შესაბამისად 18-ს მიაღწევს გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, აქედან 17 ჩვენთან გადიოდა მკურნალობას“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

თოვლი ტოკიო

29 მარტი 2020, 10:20

მსოფლიო

ტოკიოში ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მარტის ბოლოს თოვლი მოვიდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მარტის ბოლოს თოვლი მოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თოვლის საფარის სიმაღლემ შესაძლოა 5 სანტიმეტრს მიაღწიოს. აღსანიშნავია ისიც, რომ 28 მარტს ტოკიოში ჰაერის ტემპერატურამ 23 გრადუსს მიაღწია.

ინგა რასმუსენი
კარსტენ ტიუხსენ ჰანსენი

29 მარტი 2020, 10:09

COVID19

კორონავირუსის გამო 89 წლის კაცი და 85 წლის ქალი პაემანზე გერმანია-დანიის საზღვარზე დადიან

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 89 წლის გერმანელი და მისი 85 წლის დანიელი შეყვარებული პაემანზე საზღვარზე დადიან. ამის შესახებ გამოცემა Spiegel Online-ი წერს. ორ კვირაზე მეტია, 89 წლის გერმანელი, ჩრდილოეთ ფრიზიის მკვიდრი კარსტენ ტიუხსენ ჰასენი და მისი 85 წლის დანიელი შეყვარებული, ინგა რასმუსენი ერთმანეთს ვეღარ სტუმრობენ. მიუხედავად ამისა, ისინი პაემანზე სასაზღვრო პუნქტზე დადიან.

სინგაპური პასპორტი

29 მარტი 2020, 09:52

COVID19

სინგაპურში კარანტინის დამრღვევ მოქალაქეს პასპორტი ჩამოართვეს

სინგაპურის ხელისუფლებამ კარანტინის დამრღვევი მოქალაქის პასპორტი გააუქმა. ამის შესახებ გამოცემა Straits Times-ი წერს. 53 წლის ილია ვიქტორ გო ინდონეზიიდან სინგაპურში 19 მარტს დაბრუნდა. მას ორკვირიანი თვითიზოლაციის შესახებ შეტყობინება მიუვიდა, თუმცა იმავე დღეს ის კვლავ გაემგზავრა ინდონეზიაში, რაც 10 ათასი დოლარით ჯარიმას ან 6 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კორონავირუსი

29 მარტი 2020, 09:40

COVID19

ჩიკაგოში კორონავირუსს ჩვილი ემსხვერპლა

აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში კორონავირუსს ჩვილი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ილინოისის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.„ეს აშშ-ში 1 წლამდე ასაკის ბავშვის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. მიმდინარეობს გარდაცვალების მიზეზების მოკვლევა“, - აცხადებს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნგოზი ეზიკე.

კორონავირუსი აშშ

29 მარტი 2020, 09:20

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 124 ათასს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 124 ათასს გადააჭარბა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსი 124 665 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 2191 გარდაიცვალა, 1095 კი განიკურნა. შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილს მსოფლიოში იტალია (92 472), მესამეს ჩინეთი (82 057), მეოთხეს კი ესპანეთი (73 275) იკავებს.

როსნეფტი

29 მარტი 2020, 09:10

ეკონომიკა

Rosneft-მა ვენესუელაში თავისი აქტივები რუსეთის სახელმწიფოს მიჰყიდა.

რუსულმა ნავთობკომპანიამ Rosneft-მა ვენესუელაში თავისი აქტივები გაყიდა და ქვეყანაში თავისი საქმიანობა ეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს. Rosneft-ის აქტივები შეიძინა კომპანიამ, რომელიც მთლიანად რუსეთის მთავრობას ეკუთვნის. აქტივების გაყიდვის შედეგად Rosneft-ი თავისივე აქციების 9,6%-იან წილს მიიღებს. ვენესუელაში Rosneft-ის აქტივების შეძენა რუსულ მედიას მთავრობის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.

საგაზაფხულო სამუშაოები

29 მარტი 2020, 08:55

რეგიონი

საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები გასცემენ კონსულტაციებს როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.

ბორის ჯონსონი

29 მარტი 2020, 08:40

COVID19

ბორის ჯონსონი ბრიტანელებს: სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, რის გამოც მოქალაქეები შეძლებისდაგვარად სახლში უნდა დარჩნენ. მთავრობის მეთაურის მიმართვის ტექსტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 30 მილიონი მისამართზე გაიგზავნება, პრემიერ-მინისტრის კანცელარია ავრცელებს.

სოფი-გრეგუარ ტრიუდო

29 მარტი 2020, 08:30

COVID19

კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლი კორონავირუსისგან განიკურნა

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს ცოლი, სოფი-გრეგუარ ტრიუდო კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. სოფი-გრეგუარ ტრიუდოს თქმით, ის თავს გაცილებით კარგად გრძნობს. კანადის პრემიერის მეუღლემ მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის და მოქალაქეებს დისტანცირების წესების დაცვისა და სოციალური ქსელების საშუალებით ურთიერთობისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპი

29 მარტი 2020, 08:13

COVID19

დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსისა და კონექტიკუტში კარანტინის გამოცხადება გადაიფიქრა

„კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს“, - წერს ტრამპი და აღნიშნავს, რომ შტატების გუბერნატორებთან კონსულტაციის შედეგად მიღებულია გადაადგილების მკაცრი შეზღუდვის გადაწყვეტილება, თუმცა ოფიციალური აკრძალვა არ გამოცხადდება.

ტორტი ტუალეტის ქაღალდი

29 მარტი 2020, 01:15

ტაბლოიდი

გერმანიაში ტუალეტის ქაღალდის ფორმის ტორტების წარმოება დაიწყეს

ტიმ კორტიუმმა ტუალეტის ქაღალდის ფორმის ნამცხვრები ჯერ სახუმაროდ დაამზადა, თუმცა მას შემდეგ რაც ისინი რამდენიმე წუთში გაიყიდა მთელი წარმოება ააწყო. დღეს მის საკონდიტროში 200-მდე ასეთი კექსი იყიდება. კორტიუმი მათ გამოსაცხობად მარმარილოს კექსების ტრადიციულ რეცეპტს იყენებს, შემდეგ კი თეთრი მინანქრით რთავს.

29 მარტი 2020, 01:08

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება - ამის შესახებ სახელწმიფო რწუმენებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

29 მარტი 2020, 00:53

COVID19

თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში ესპანეთის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა. ვებრძოლოთ პანდემიას ერთად! ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ თქვენ გვერდით! - ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი ესპანეთს უგზავნის. საქართველომ რამდენიმე დღის წინ სოლიდარობა იტალიელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში გაანათა.

ლეკვები აკვარიუმში აშშ

29 მარტი 2020, 00:39

ტაბლოიდი

ჯორჯიაში კორონავირუსის გამო დახურულ აკვარიუმში ლეკვებმა გაისეირნეს 🐶🐶🥰 ვიდეო

ოდიმ და კარმელმა ცარიელ დარბაზებში ირბინეს, დაათვალიერეს თევზები. დატვირთული დღის შემდეგ კი დაძნებაც მოახერხეს.