imedi /  28 თებერვალი 2020, 19:08 / სანდო წყარო

ჯგუფ One Republic-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 6 მარტიდან დაიწყება

One Republic

One Republic

Black Sea Arena-ს სეზონს 10 ოქტომბერს ბენდი One Republic დახურავს. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა 6 მარტს, 13:00 საათიდან ვებ გვერდზე www.bsa.ge იქნება შესაძლებელი. One Republic და Nile Rodgers & Chic-ის გარდა, 2020 წლის სეზონზე Black Sea Arena არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლებს, რომელთა ჩამონათვალიც შეკვეთილში მდებარე საკონცერტო არენის ოფიციალურ ვებგვერდსა და ოფიციალურ Facebook-გვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

One Republic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, თუმცა პირველ მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის შემდეგ, კომპოზიციით Apologize მიაღწია. ამ კომპოზიციის წარმატება გაიზიარა სადებიუტო ალბომმაც Dreaming Out Loud, რომელშიც ბენდის სხვა პოპულარული ჰიტებიც Say (All I Need) და Stop and Stare გვხვდება. პარალელურად, ჯგუფის ფრონტმენი რაიან ტედერი სხვადასხვა წარმატებული პროექტის მონაწილე გახდა: მის მიერ დაწერილი სიმღერები Beyonce, Adele, Maroon 5 და Leona Lewis-ის დისკოგრაფიაში მოხვდა. ამის მიუხედავად, One Republic წარმატებული სვლა არ შენელებულა, პირიქით, 2009 წელს ბენდმა მეორე ალბომი Waking Up გამოაქვეყნა, რომელიც კომპოზიციებს All the Right Moves, Secrets და Good Life შეიცავს.

ამერიკული ჯგუფისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2013 წლის სტუდიური კრებული Native, რაც პირველ რიგში If I Lose Myself და Counting Stars-ის დამსახურებაა. 3 მილიარდი მოსმენით და ჩარტში დამყარებული რეკორდების წყალობით Counting Stars დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა, რისი დამსახურებითაც ბენდი ახალი თაობის საყვარელი პროექტიც გახდა.

One Republic-მა 2020 წელს ახალი ალბომი Human და ტურნე დააანონსა, რომლის ფარგლებშიც Black Sea Arena-ს კონცერტიც მოხვდა. სეზონის დახურვის ღონისძიებაზე One Republic როგორც ძველ ჰიტებს, ასევე ახალ კომპოზიციებს შეასრულებს.

ყველა სიახლე

01 ოქტომბერი 2020, 11:39

სპორტი

„ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი არსებობის ისტორიაში მერვედ მოიგო

„ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასი არსებობის ისტორიაში მერვედ მოიგო. მიუნხენელებმა „ალიანს არენაზე“ გამართულ შეხვედრაში, „დორტმუნდი“ 3:2 კორენტინ ტოლისოს, ტომას მიულერისა და ჯოშუა კიმიხის გოლებით დაამარცხეს.

სუსი

01 ოქტომბერი 2020, 11:38

სამართალი

სუსი: გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

01 ოქტომბერი 2020, 11:35

საზოგადოება

გაეროს ბავშვთა ფონდი პირველ საერთაშორისო კონფერენციას მართავს

გაეროს ბავშვთა ფონდი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან ერთად ბავშვთა უფლებებზე პირველ საერთაშორისო კონფერენციას მართავს. კონფერენციის მიზანია გამოცდილების გაზიარება ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლების შესახებ, მომავალი სპეციალისტებისა და პროფესიონალების გაძლიერებისთვის.

მარინა ენდელაძე

01 ოქტომბერი 2020, 11:26

COVID19

მარინა ენდელაძე: 3 155 აქტიური შემთხვევიდან 35 პაციენტია კრიტიკულად მძიმე, მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზეა

ამჟამად ქვეყანაში გვყავს 3155 აქტიური პაციენტი, აქედან 35 არის კრიტიკულად მძიმე. მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 11:26

პოლიტიკა

საქართველოსა და ყირგიზეთის შრომისა და დასაქმების სფეროს წარმომადგენლებს შორის ვიდეო-კონფერენცია გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა თამილა ბარკალაიამ და სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნინო ველთაურმა ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გამართეს ყირგიზეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან, კამალდინ როკტოსარტოვთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 11:25

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-40 პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

01 ოქტომბერი 2020, 11:16

თავდაცვა

სამხედრო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ შპს „დელტა ტექსტილი“ დააფუძნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შპს „დელტა ტექსტილის“ მიერ შეძენილი „ჯეო-ემ-ტექსის“ სამკერვალო ფაბრიკა დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო. „დელტა ტექსტილი“ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ დააფუძნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „დელტა ტექსტილმა“ რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაშია, ევროპულ ბაზარზე აქტიურად მომუშავე, ტექსტილის მწარმოებელი მსხვილი ქართული კომპანიის „ჯეო-ემ-ტექსის“ 49%-იანი წილი შეისყიდა.

გიორგი გახარია და იენს სტოლტენბერგი

01 ოქტომბერი 2020, 11:16

პოლიტიკა

Emerging Europe: ნატო-ს ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს „წევრობისთვის მოემზადოს“

„პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2020 წელს 5,5 პროცენტით შემცირდება, ძირითადად, ქვეყანაში ტურიზმის სექტორის შემცირების შედეგად, მოგზაურობაზე კორონავირუსის შეზღუდვების გამო“, - წერს ავტორი.

კორონავირუსი უკრაინა

01 ოქტომბერი 2020, 11:03

COVID19

უკრაინაში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

უკრაინაში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 4 069 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კორონავირუსი

01 ოქტომბერი 2020, 11:01

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 299 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

იოსებ ხახალეიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 10:55

პოლიტიკა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ხახალეიშვილი აღნიშნულ პოზიციაზე 7 წლის განმავლობაში მუშაობდა. მის საკურატორო სფეროს საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო პროექტები წარმოადგენდა.

01 ოქტომბერი 2020, 10:49

მსოფლიო

უკრაინაში ტყის ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, ლუგანსკის რეგიონში მორიგი ტყის ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 კი დაშავდა, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგანგებო სამსახურმა გააკეთა. როგორც Reuters-ი იუწყება, ხანძარი 22 დასახლებას უქმნიდა საფრთხეს და ჯამში 18,000 ჰექტარამდე ფართობი მოიცვა. საგანგებო სამსახურის განმარტებით, 120 ადამიანი უკვე ევაკუირებულია

კარლ ჰარცელი

01 ოქტომბერი 2020, 10:40

ეკონომიკა

კარლ ჰარცელი: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს სოფლის მოსახლეობას, დარჩნენ და გაძლიერდნენ საკუთარ რეგიონებში

„ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს სოფლის მოსახლეობას, უკეთ გამოიყენონ ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობები“, - ამის შესახებ ელჩმა კარლ ჰარცელმა სოფლის განვითარების შესახებ ევროკავშირის ახალ საინფორმაციო კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

კარლ ჰარცელი

01 ოქტომბერი 2020, 10:30

საზოგადოება

ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარების შესახებ საინფორმაციო კამპანიას იწყებს

„ჩემი სოფელი“: ასე ჰქვია თემზე დაფუძნებული სოფლის განვითარების შესახებ საინფორმაციო კამპანიას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში იწყებს. „სოფლის განვითარება საქართველოს მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სხვა ეკონომიკური საქმიანობის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია.

ალექსეი ნავალნი

01 ოქტომბერი 2020, 10:13

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი: ჩემი მოწამლვის უკან პუტინი დგას

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამლვის უკან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დგას. ამის შესახებ მან Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

მაიკ პომპეო

01 ოქტომბერი 2020, 10:00

მსოფლიო

ვატიკანმა მაიკ პომპეოს რომის პაპთან აუდიენციაზე უარი უთხრა

ამ ნაბიჯმა აშშ-სა და ვატიკანს შორის გაზარდა დაძაბულობა, რომელიც პომპეოს ჩინეთსა და კათოლიკური ეკლესიის შესახებ განცხადებებმა გამოიწვია. ვატიკანი პომპეოს იმაში ადანაშაულებს, რომ ამ საკითხზე სპეკულაციით, სახელმწიფო მდივანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპისთვის ხმების მიზიდვას ცდილობს.

შსს შეხვედრა

01 ოქტომბერი 2020, 09:52

სამართალი

შსს-ში პროექტის „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გიორგი ხოჯევანიშილი

01 ოქტომბერი 2020, 09:42

რეგიონი

გიორგი ხოჯევანიშვილი: ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურობა და ჩართულობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია

„მიხარია, რომ შეხვედრებზე მოსახლეობა საკუთარ იდეებსა და ინიციატივებს მიზიარებს, ეს ხელს შეგვიწყობს უკეთ გამოკვეთოთ პრიორიტეტები და მათზე მორგებული პროექტები განვახორციელოთ“ - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

პოლიცია კახეთი

01 ოქტომბერი 2020, 09:34

სამართალი

სამართალდამცველებმა ყვარელში ვენახიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბრალდებულები (1993 წელს დაბადებული ვ.ზ., 1996 წელს დაბადებული ნ.ხ., 1986 წელს დაბადებული ბ.მ. და 1956 წელს დაბადებული მ.ბ.) იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. პოლიციამ, დაახლოებით, ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღო.

მადრიდი ლოკდაუნი

01 ოქტომბერი 2020, 09:18

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მადრიდში კარანტინი გამოცხადდა

ახალი შეზღუდვების მიხედვით, მოქალაქეებს საცხოვრებელი უბნების ტერიტორიის დატოვება განსაკუთრებული საჭიროების გარეშე აეკრძალბათ. ასევე დაუშვებელი იქნება 6 ადამიანზე მეტის შეკრება.