imedi /  05 აგვისტო 2020, 19:48 / სანდო წყარო

იტალიაში ტურისტმა მუზეუმში ფოტოს გადაღებისას მე-19 საუკუნის ქანდაკება დააზიანა

ქანდაკება ტურისტი იტალია

იტალიაში, ანტონიო კანოვას მუზეუმში ვიზიტორმა შემთხვევით ქანდაკება დააზიანა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფომრაციით, ტურისტმა კანოვას „გამარჯვებულ ვენერასთან“ ფოტოს გადაღება გადაწყვიტა და პიედესტალზე დაჯდა. ადგომისას კი შეამჩნია, რომ მე-19 საუკუნის თაბაშირის ფიგურას ფეხზე თითი მოსძვრა. ამის შესახებ მან არავის შეატყობინა და მუზეუმი დატოვა.

მოგვიანებით ქალაქ პოსანიოს პოლიციამ ვიზიტორის ვინაობა დაადგინა - ის ავსტრიელი ტურისტი აღმოჩნდა. უცნობია ელის თუ არა მას რაიმე სასჯელი.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2020, 16:10

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: გრიპის ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში

ჩვენ ვაქცინაციას ვიწყებთ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან, ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბერი, დეკემბერი და ვაქცინაცია შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნია

22 სექტემბერი 2020, 16:05

COVID19

თამარ გაბუნია: ეპიდემია გადასულია აქტიური მართვის ფაზაში და სიტუაცია კონტროლირებადია

„ეპიდემია გადასულია აქტიური მართვის ფაზაში და ბევრი საზომი და ინდიკატორი არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ მართვა ხდება ეფექტურად და სიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თამარ გაბუნია

22 სექტემბერი 2020, 15:55

COVID19

თამარ გაბუნია: სახელმწიფომ სეზონური გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა შეისყიდა

სახელმწიფომ სეზონური გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა შეისყიდა, რომელსაც ველოდებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ვაქცინების რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე შარშან ჰქონდა სახელმწიფოს შესყიდული.

22 სექტემბერი 2020, 15:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

„იყო ძალიან მძიმე ავადმყოფი, გადმოყვანილი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, იწვა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნათია მეზვრიშვილი

22 სექტემბერი 2020, 15:53

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ინფიცირების რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, რამდენად დაიცავს თითოეული ჩვენგანი წესებს

საზოგადოებას მსურს მოვუწოდო, ყველა წესი, რომელიც მოქმედებს, ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო და რომლის დაცვისკენაც ყოველდღიური მოწოდებები ჩვენი მხრიდან ისმის, მაქსიმალურად დაიცვათ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნია

22 სექტემბერი 2020, 15:46

COVID19

თამარ გაბუნია: კოვიდსასტუმროებში თავსდებიან პაციენტები, რომელთაც ვირუსის კეთილსაიმედო მიმდინარეობა აქვთ

დღეს ჯანდაცვის სიტემის მზაობა განსაკუთრებით საყურადღებოა. შემთხვევების ახალი მატებისთვისა და ასევე, მოსალოდნელი მატებისთვის სისტემა იყოს მზად. საწოლფონდი, ასევე პირველადი ჯანდაცვა იყოს სრულიად მობილიზებული იმისთვის, რომ შემთხვევების ნაკადებს მართვა მოხდეს შესაფერისად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

22 სექტემბერი 2020, 15:40

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: პანიკის საფუძველი არ არსებობს

მოვუწოდებთ საზოგადოებას, ყველა ის წესი, რომელიც მოქმედებს და ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო, მაქსიმალურად დაიცვას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

22 სექტემბერი 2020, 15:30

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე $40 მილიონს გაყიდის

„საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის", - აცხადებს ცენტრალური ბანკი. 16 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა.

22 სექტემბერი 2020, 15:25

სამართალი

სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონით 298.76 გრამი) აღმოაჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 35,181. 99 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

22 სექტემბერი 2020, 15:25

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს პირველივე რაუნდში გამოეთიშა

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტისთან ორ სეტში 4:6, 3:6 დამარცხდა და გერმანიის ტურნირზე მისი 12-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. 2020 წელს ATP-ის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში ბასილაშვილმა 13 შეხვედრიდან მხოლოდ 3 მოიგო და 10-ჯერ დამარცხდა.

22 სექტემბერი 2020, 15:23

სამართალი

ქუთაისში ძარცვის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, ნახევარ მილონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები წაიღეს

ქურდობა მოხდა ქუთაისში. ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები. უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

დავით გუმბერიძე

22 სექტემბერი 2020, 15:20

სამართალი

პროკურორი: მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო გაურკვეველი მიზეზით დატოვა და საგამოძიებო პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო

პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა როგორც გუშინ, ისე დღეს გაურკვეველი მიზეზით დატოვა ექსპერტიზის ბიურო და საგამოძიებო პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო. პროკურორის შეფასებით, მიხეილ რამიშვილი ემოციური ფონის შექმნას ცდილობს. პროკურორის განმარტებით, არ არსებობს სხვა ინტერესი, გარდა ფურცხვანიძესთან და სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებული ინფორმაციისა.

22 სექტემბერი 2020, 15:13

საზოგადოება

ვაშლიჯვარში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 6 687 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საპარკე სკამები, საჩრდილობლები და ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდება. ასევე, ტერიტორიაზე გარე ტრენაჟორები განთავსდა.

მიხეილ რამიშვილი

22 სექტემბერი 2020, 15:10

სამართალი

მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, სასამართლოს განჩინებით უნდა მომხდარიყო მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერისა და ფოტოების შესწავლა, თუმცა მის ტელეფონში არსებული ფოტოებისა და სატელეფონო ზარების კლონირება განხორციელდა.

22 სექტემბერი 2020, 15:01

რეგიონი

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა სრულდება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ცალკე განთავსდება ფიტნესდარბაზი. სპორტულ კომპლექსში ეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის. განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

22 სექტემბერი 2020, 14:51

საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი აგრძელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლი ახალ გენერალურ დირექტორს ირჩევს. მეორე ტურში დღეს ოთხი კანდიდატი: თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი გადავიდა. დირექტორად არჩევას სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 6 წევრის ხმა სჭირდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს 25 სექტემბერს დაამტკიცებენ. კანდიდატებმა სამოტივაციო წერილების ნაწილზე ისაუბრეს და თქვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს უკეთესი და რეიტინგული ტელევიზია იმ რესურსით, რომელიც არსებობს.

22 სექტემბერი 2020, 14:48

სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და ქურდობისთვის ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 01 იანვარს, სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში, ი.გ.-მ ანგარებით, განზრახ მოკვლის მიზნით ი.ხ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენა.

22 სექტემბერი 2020, 14:38

COVID19

კახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

imedinews-ის ინფორმაციით, კახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული ლაგოდეხში მცხოვრებია და ის არსებული კლასტერის კონტაქტის კონტაქტია. შუახნის ქალი უკვე გადაყვანილია თბილისის ერთ-ერთ სპეციალიზირებულ კლინიკაში. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სპეციალისტები კონტაქტების მოძიებაზე ამ წუთებშიც აქტიურად მუშაობენ.

22 სექტემბერი 2020, 14:29

საზოგადოება

თბილისში, ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული ძმების სახელი მიენიჭა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე არსებულ სკვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ძმების, ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელი მიენიჭა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სკვერში შესაბამისი აბრა დამონტაჟდა. ღონისძიებას დაღუპული ძმების დედა ესწრებოდა.

22 სექტემბერი 2020, 14:29

სპორტი

არტურო ვიდალი „ინეტერში“ გადავიდა

არტურო ვიდალი „ბარსელონიდან“ „ინტერში“ გადავიდა. 33 წლის ჩილელმა ნახევარმცველმა მილანის გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ხელფასი 6 მილიონი ევრო იქნება. ტრანსფერის სანაცვლოდ „ბარსელონა“ „ინტერისგან“ 1 მილიონ ევროს მიიღებს, რომელსაც იტალიელები ესპანელებს ნაწილ-ნაწილ გადაუხდიან.