27 თებერვალი 2021, 13:44 / სანდო წყარო

პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დასაფინანსებლად კონკურსი გამოცხადდა

ეროვნულმა კინოცენტრმა, პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2021 წლის წარმოების დაფინანსებისთვის, კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის პირობების თანახმად, ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 75 წუთზე ნაკლები. ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი პროდიუსერმა უნდა წარადგინოს, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი. პროექტის რეჟისორი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც რეჟისორია ისეთი ფილმის, რომელსაც მოგებული აქვს ეროვნული კინოცენტრის სხვა კონკურსი და დასრულებული არ არის.

კონკურსზე არ დაიშვება პროექტი, რომელიც მონაწილეობს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვა კონკურსში.

კინოცენტრი საკონკურსო პროექტებს ელექტრონულად, 12 აპრილის 17:00 საათამდე მიიღებს.

დეტალები იხილეთ აქ.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

19 აპრილი 2021, 22:16

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, ბევრი გამოწვევაა გველოდება

ძალიან მოხარული ვარ, რომ წინ ეს შესაძლებლობა გვექნება, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონიაზე. მისივე განცხადებით, ქვეყანას წინ ბევრი გამოწვევა ელის.

19 აპრილი 2021, 22:15

პოლიტიკა

დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ღონისძიებაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობს

პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებიან წარმომადგენლები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“. ასევე დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილი.

კელი დეგნანი

19 აპრილი 2021, 22:09

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მადლობა პარტიებს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებული შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც კომპრომისს ეფუძნებოდა

საქართველოს ეყო პოლიტიკური გამბედაობა, ჩაბმულიყო ამ პროცესში. მადლობა პარტიებს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებული შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც კომპრომისს ეფუძნებოდა“ - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.

კარლ ჰარცელი

19 აპრილი 2021, 22:06

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: დღევანდელი შეთანხმებით პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი იმ საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში

დღეს მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი დღეა, 4 თვის განმავლობაში ფასილიტაციის პროცესში ჩართული ვიყავით და შემდეგ უკვე რამდენიმე თვე მედიაციის პროცესში, რომელიც ბატონი შარლ მიშელის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა და მისი პერსონალური წარმომადგენლის, ბატონ დანიელსონის ჩართულობით, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

19 აპრილი 2021, 22:05

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა გვექნება, ძალიან მნიშვნელოვნი დღეა ყველასთვის, ბევრი გამოწვევაა, რომელიც გველოდება

ძალიან მნიშვნელოვნი დღეა ყველასთვის, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფ ელჩებს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენელბს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს და რომელსაც დისტანციურ რეჟიმში ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

შარლ მიშელი

19 აპრილი 2021, 21:59

პოლიტიკა

შარლ მიშელი: საქართველოს გაუმარჯოს!

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების ხელმოწერას ეხმაურება.

სალომე სამადაშვილი

19 აპრილი 2021, 21:44

პოლიტიკა

შარლ მიშელის დოკუმენტზე სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ინდივიდუალურად მოაწერს ხელს. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ორბელიანების სასახლესთან განაცხადა, სადაც დღეს დოკუმენტს ხელი მოეწერება.

მამუკა მდინარაძე

19 აპრილი 2021, 21:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი დღევანდელი დღით გამოწვეულ აგონიაშია

„სააკაშვილი გამოდის ერთ-ერთ არხზე. ცხრა წელია პარლამენტში ვიღაცები მუშაობენო, რას მიაღწიეს ერთი მითხარითო, პაუზა... ჟურნალისტი დუმს... ცოტა ხანში აგრძელებს, „...საქართველოში ერთადერთი, რითაც ხელისუფლება ფუნქციონირებს, არის დაჭერა, ცემა, პროვოკაცია, ეს ხო არ არის ხელისუფლება...“ რა ჰქვია ამას? არაადეკვატურობა? - ცოტაა. გაუკუღმართებული აზროვნება? - სხვა რამესაც ნიშნავს და კარგი, არც ეს. აგონია? - უფრო კი, დღევანდელი დღით გამოწვეული აგონია უფროა“, - წერს მამუკა მდინარაძე.

ირაკლი კობახიძე

19 აპრილი 2021, 21:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ნაწილმა უნდა აჩვენოს, რომ მათთვის ევროპული ღირებულებები ძვირფასია

ვფიქრობ, რომ სათანადო რაოდენობა იქნება უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება გაფორმდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის კონსტრუქციულ მიდგომაზე. ოპოზიციის ნაწილმა მაინც უნდა აჩვენოს, რომ მათთვის ევროპული ღირებულებები ძვირფასია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

19 აპრილი 2021, 21:30

პოლიტიკა

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს დღეს მოეწერება ხელი

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ორბელიანების სასახლეში ხელმოწერა დღეს გაიმართება. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი პარტია მოაწერს ხელს.

19 აპრილი 2021, 21:27

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 562 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 562 978 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 448 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

19 აპრილი 2021, 21:19

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მერვე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება.

ვახტანგ ძაბირაძე

19 აპრილი 2021, 21:00

პოლიტიკა

ვახტანგ ძაბირაძე: არ ვფიქრობ, რომ მმართველ ძალას ადგილობრივ არჩევნებზე 43% აღება გაუჭირდება

არ მიკვირს, „ქართულმა ოცნებამ“ დანიელსონის დოკუმენტსაც მოაწერა ხელი და შარლ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერს, მათ შორის დიდი სხვაობა არ არის, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტან ძაბირაძემ ONGO-სთან საუბარში განაცხადა. „არ ვფიქრობ, რომ მმართველ ძალას ადგილობრივ არჩევნებზე 43% აღება გაუჭირდეს. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ასე ჩანს, არანაირი პრობლემა არ ექნება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 აპრილი 2021, 20:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ხელოვნური კრიზისის დასრულება საქართველოს გზას გაუხსნის ევროპისკენ და ის ამ საქმეში პირადად იქნება ჩართული

ჩვენ შევხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელიც აღტაცებით შეხვდა იმ ამბავს, რომ„ ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას ხელს აწერს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში ვიზიტის დროს „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

19 აპრილი 2021, 20:55

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 55 149 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 149 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 341 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

19 აპრილი 2021, 20:50

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 21 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 21 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 121 ადამიანი გარდაიცვალა.

რატი იონათამიშვილი

19 აპრილი 2021, 20:47

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკურ შუღლზე გაიმარჯვა

ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, გაიმარჯვა პოლიტიკურ შუღლზე, რადიკალიზმზე და პოლარიზაციაზე. ჩვენ მთელი პროცესის მანძილზე ვასრულებდით ყველაზე კონსტრუქციულ როლს, რამაც საერთო წარმატება შესაძლებელი გახადა.

ალუდა ღუდუშაური

19 აპრილი 2021, 20:40

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური სოციალურ ქსელში წერს.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 აპრილი 2021, 20:36

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მესმის პრეზიდენტის, ხელოვნური კრიზისის დასასრულებლად საჭიროა საკმაოდ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა

მესმის პრეზიდენტის. პიროვნულად მძიმე იქნება მისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ამ ხელოვნური კრიზისის დასასრულებლად საჭიროა საკმაოდ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

19 აპრილი 2021, 20:34

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: იმისდა მიუხედავად რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ოპოზიცია დოკუმენტს ხელს მოაწერს, ჩავთვალოთ რომ შეთანხმება შედგა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის შესახებ ვიცით, თუმცა დანარჩენმა პარტიებმა როგორც ნახეთ მზადყოფნა გამოთქვეს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილი ხელს მოაწერს დოკუმენტს, პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შეთანხმება შედგა, იმისდა მიუხედავად რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“. ბრიუსელში ამას კარგად ხედავენ და იციან“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.