საქართველოს პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ორბელიანების სასახლეში, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროს მოღვაწეებს გადასცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
,,ძალიან დიდი პატივია ჩემთვის მუზეუმების საერთაშორისო დღის აქ, ამ სასახლეში აღნიშვნა, რომელიც თავისთავად შექმნილია როგორც მუზეუმი.
ერთი მხრივ, ეს არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასახლე - ის ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის და ამავე დროს, ის არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთგვარი მუზეუმი, სადაც იმედი მაქვს, რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ხელახლა დავიწყებთ ახალგაზრდებისა და სკოლის მოწაფეების მიღებას, რათა გაეცნონ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილს, არამედ ზოგადად, ჩვენს სიმდიდრეს მუზეუმების კუთხით.
ქვეყანაში დღეს არაერთი მუზეუმია და ყველა თავისი მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ისტორიას წარმოადგენს. ამ მუზეუმების შენახვა, გაცოცხლება და ჩვენი ახალგაზრდობისთვის მათზე წვდომა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ვფიქრობთ, რომ ჩვენი მუზეუმები ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რაც თავისთავად ასეცაა, მაგრამ მათი არსებობა არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების აღზრდის პროცესში, რადგან სწორედ ამ მუზეუმებშია ჩვენი წარსული და მნიშვნელოვანია წარსულის ბევრი ღირსშესანიშნავი ფურცლის გაცნობა.
სხვადასხვა ზომის პატარა მუზეუმებთან ერთად, ჩვენ უდიდესი ეროვნული მუზეუმი და ასევე, ხელოვნების მუზეუმი. აუცილებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ისე იყოს წარმოდგენილი, როგორც ჩვენ შეგვიძლია წარვდგეთ მუზეუმში დაცული სიმდიდრეებიდან გამომდინარე. ასე, რომ მისი ბედი ჩვენთვის, ყველასათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას უნდა დავაკვირდეთ, რომ ვნახოთ, როგორ გადაწყდება ეს საკითხი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მუზეუმი სწორედ 1918 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ცნება და ხელოვნების ისტორიული მუზეუმი განუყოფელია და მთლიანად ამ სახელმწიფოს ისტორიასა და კულტურას ასახავს. ამიტომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია.
იმედი მაქვს, რომ მომავალში, როცა ისე აღარ ვიქნებით შეზღუდულები, როგორც დღეს ვართ, შევძლებთ ცოტა უფრო მასშტაბურად აღვნიშნოთ ის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიის კვლევისა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრეზიდენტმა მარინე ჩიხლაძეს ღირსების მედალი გადასცა.
,,მინდა მოგილოცოთ მუზეუმების საერთაშორისო დღე. ცნობილია, რომ ქვეყანაში არსებობს მრავალი დიდი და პატარა მუზეუმი არსებობს. ზოგიერთი ძალიან ცნობილი, ზოგიც უცნობი და ამ უცნობი მუზეუმების რიგში კონსერვატორიის მუზეუმიც დგას, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ მუზეუმში ძალიან ბევრი ისტორიული მუსიკალური ინსტრუმენტი და ძალიან მნიშვნელოვანი, გამოჩენილი მუსიკოსების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა -არქივები ინახება, რაც საქართველოსა და თბილისის ძალიან მდიდარი მუსიკალური ცხოვრებაა.
თქვენ კი, ამ მუზეუმის დამაარსებელი ხართ და ეს მუზეუმი დღემდე თქვენ მოიყვანეთ, რაც ძალიან დასაფასებელი საქმეა და მინდა თქვენს მიმართ, ჩემი და საზოგადოების მადლიერება გამოვხატო“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ ასევე, ბესიკ მზექალაშვილი, ზურაბ მზექალაშვილი, გიორგი შიოშვილი და სიმონ ჭიჭოშვილი.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების აღმოჩენა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის, რომ მათ აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები მუზეუმს გადასცეს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ამ ქვეყანაში გავრცელებულია შავი არქეოლოგია, ანუ მოქალაქეებისაგან არალეგალურად მოპოვებული არქეოლოგიური არტეფაქტები, რომლებიც მერე ქვეყნიდან გადის, ან თუნდაც ქვეყანაშიც იყიდება - ჩვენ ჯერ ვერ ვხვდებით რამდენად დამაზიანებელია ეს.
ამ ადამიანებმა კი, ყვარლის ერთ-ერთ სოფელში აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები და ისინი მუზეუმს გადასცეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტია. ამ სახელმწიფო ჯილდოთი მე მათი საქციელის დაფასება მინდა.
მინდა, რომ ეს სხვებისთვის მაგალითი იყოს იმისა, თუ რას ნიშნავს მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ქვეყნის ეროვნულ საგანძურზე ზრუნვა. ამისთვის მინდა საზოგადოების და სახელმწიფოს სახელით ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ასევე, ღირსების მედლით დაჯილდოვდა არჩილ გელოვანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქართული კულტურის მხარდაჭერისთვის.
,,ძალიან მიხარია, რომ დღეს საშუალება მეძლევა, თქვენი საქმიანობა და ღვაწლი, (იმ საქმეში, რომელიც დღევანდელ საქართველოში იშვიათობაა), ანუ მეცენატობა სახელმწიფო ჯილდოთი აღვნიშნო.
ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი მეცენატები გვყავდა, რომლებმაც უამრავი ისტორიული მემკვიდრეობა შემოგვინახეს და რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ ცოცხლობენ. ეს ტრადიცია, შეიძლება ითქვას, დღეს საკმაოდ დაკარგულია და იშვიათობაა.
რამდენიმე მეცენატი ვიცით, ზოგიერთი ძალიან ცნობილი, ზოგიერთი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ეს არ არის ისეთი გავრცელებული ფენომენი, როგორიც ამ ქვეყანაში უნდა იყოს და ალბათ ეს ჩვენი ხელისუფლების ბრალია ასევე, რადგან ჯერ კიდევ ვერ მივიღეთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ამას ხელს შეუწყობდა და ყველასთვის ბევრად უფრო შესაძლებელს გახდიდა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ჩვენს მუზეუმებს დღევანდელ დღეს არ აქვთ ის საშუალება, რომ თვითონ შეიძინონ ყველაფერი, რაც საჭიროა და ზოგჯერ ძალიან ელემენტარულიც კი.
ამდენად, ისეთი ადამიანების არსებობა, როგორიც თქვენ ბრძანდებით, რომლებმაც შეძლეს და ძალიან ბევრი რამ - რარიტეტული წიგნები და ფერწერული ნამუშევრები შეიძინეს ხელოვნების სასახლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, როგორც ვიცი, მონაწილეობა გაქვთ მიღებული ამ სასახლის რესტავრაციაში.
ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მინდა, რომ დღეს თქვენთვის გადაცემული ეს ჯილდო სხვებისთვის - ახალგაზრდებისა და ბიზნესმენებისთვის იმის მაგალითი იყოს, რომ ეს არის ნამდვილი პატრიოტული საქმე და თუ ვინმეს უნდა სადღეგრძელოების გარეშე პატრიოტიზმის გამოვლენა, ალბათ, ეს დღევანდელ დღეს ერთ-ერთი შესანიშნავი საშუალებაა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, გიორგი კალანდია, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 15:48
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროსთან აკრედიტებული ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტისა და გაეროს ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას. თეა ახვლედიანმა ელჩებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
16 აპრილი 2026, 15:43
საზოგადოება
მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო
სოფელ დიღომში, მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო.
16 აპრილი 2026, 15:43
პოლიტიკა
კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ
თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო სასადილოების ბენეფიციარებს კვების თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნათ და საკვებით მომარაგების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდეს.
16 აპრილი 2026, 15:41
ეკონომიკა
ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა.
16 აპრილი 2026, 15:39
რეგიონი
რევაზ სოხაძემ კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა
„დღეს კახეთში მოვინახულეთ იმ პროექტების ნაწილი, რომლებსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო ორგანიზაციები ახორციელებენ. დავათვალიერეთ როგორც საგზაო, ისე საგანმანათლებლო მიმართულების მიმდინარე ობიექტები. ბოლო დღეებში რეგიონში აქტუალური იყო სტიქიური მოვლენები, რის გამოც რამდენიმე ლოკაციაზე ვიმყოფებოდით მათი შედეგების შეფასებისა და შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განვსაზღვრეთ ღონისძიებები, რომლებიც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რათა მომავალში მსგავსი მოვლენების პრევენცია მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს. ასევე, დამატებით განვსაზღვრეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსახორციელებელი სამუშაოები“, - განაცხადა მინისტრმა.
16 აპრილი 2026, 15:37
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრმა სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს უმასპინძლა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ ზმეკოს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
16 აპრილი 2026, 15:34
პოლიტიკა
კახა კალაძე: უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო იმისთვის, რომ „ნამახვანჰესის“ ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
16 აპრილი 2026, 15:34
პოლიტიკა
კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ: ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა - არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.
16 აპრილი 2026, 15:32
საზოგადოება
ComCom-ი მარტვილში 21 აპრილიდან „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპს იწყებს
კომუნიკაციების კომისია 21 აპრილიდან მარტვილის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მეორე ეტაპს იწყებს, რომელიც დამატებით 15 სამიზნე სოფელს მოიცავს. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 15:31
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 15:26
პოლიტიკა
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის „Mazzoni” მფლობელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მრავალპროფილური აგროინდუსტრიული კომპანიის „Mazzoni” მფლობელებს და ხელმძღვანელებს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 15:15
პოლიტიკა
ჯანლუკა გრეკო საჯარო სერვისების ფორუმზე: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფორუმის ორგანიზებაზე. საჯარო სექტორის რეფორმა ჩვენი ქვეყნების და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა
პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფორუმის ორგანიზებაზე, - განაცხადა გაეროში იტალიის ელჩის მოადგილე ჯანლუკა გრეკომ საჯარო სერვისების ფორუმზე.
16 აპრილი 2026, 15:12
პოლიტიკა
კახა კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია.
16 აპრილი 2026, 15:11
მსოფლიო
ტულსი გაბარდის თქმით, „დიფ სთეითის“ სამოქმედო გეგმების დროულად გამოაშკარავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი ამბობს, რომ „დიფ სთეითის“ სამოქმედო გეგმების დროულად გამოაშკარავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად და იმისთვის რომ ამერიკელი ამომრჩეველი გავლენებისგან იყოს დაცული.
16 აპრილი 2026, 15:11
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით.
16 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
კახა კალაძე: ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა
თქვენ, გინდ ინდივიდუალურად, გინდ პოლიტიკური პარტიებით, თუნდაც დღეს ახალი პარტიები შექმნათ, ახალი სახელები დაირქვათ, არაფერი გეშველებათ. თქვენ გაქვთ ერთი მთავარი სახელი - ხართ მოღალატეები. ეს არის რეალობა, მოცემულობა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც აკეთებდით და დღესაც აკეთებთ - მოღალატეობრივი ქმედებები ქართველი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
16 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
გივი მიქანაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ნიუ-იორკში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სათავო ოფისში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ომარ აბდის შეხვდა.
16 აპრილი 2026, 14:57
პოლიტიკა
კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა.
16 აპრილი 2026, 14:54
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია
„ჩვენი მოლოდინით, რეალური ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ნავარაუდევ მაჩვენებელზე მაღალი იქნება. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემები მოგვიანებით ზრდის მიმართულებით გადაიხედა. ამის საფუძველს ის ამბიციური რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები იძლევა, რომელთა განხორციელებასაც საქართველო გეგმავს. არსებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალ ნიშნულს მიაღწევს. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს როგორც განვითარების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, ისე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
16 აპრილი 2026, 14:53
სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო საავტომობილო“, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ბარგისა და ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 415 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.


