www.imedi.ge /  20 იანვარი 2022, 23:41 / სანდო წყარო

ქართული ფილმის განვითარების ფონდი: ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე „მატრასების“ წარმოების ნაცვლად ქართული კინოს განვითარებისკენ მიმართული საქმიანობა წარიმართება

ააიპ „ქართული ფილმის განვითარების ფონდი“ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმიანება, თითქოს „თეა წულუკიანის შავ სიას უსამსახუროდ დარჩენილი კიდევ 50 ადამიანი დაემატა - კულტურის მინისტრის ახალი სამიზნე ამჯერად თუმანიშვილის თეატრის ეზოში არსებული ააიპის თანამშრომლები გახდნენ, რომლებიც განმარტებების გარეშე სახლში გაუშვეს.“

„სიუჟეტში საუბარია, თითქოს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით სახლში გაუშვეს ხელოვანები. სინამდვილეში სიუჟეტში დასახელებული სივრცე არის არა თუმანიშვილის თეატრის ეზო, როგორც ეს სიუჟეტშია ნათქვამი, არამედ ეს არის ე.წ. ძველი კინოსტუდიის ტერიტორია (მასზე განლაგებული შენობებით), რომელსაც ჰყავდა 58 მოიჯარე. ესენი არიან არა ხელოვანები, როგორც ეს სიუჟეტში აღინიშნა, არამედ - კერძო ბიზნესის წარმომადგენლები (მათ შორის იყო ე.წ. მატრასების საამქრო, მოტოციკლეტების მაღაზია და საწყობი და ა.შ.), რომლებიც სარგებლობდნენ კინოსტუდიის სივრცით და ზრუნავდნენ არა ქართული კინოს განვითარებაზე, არამედ საკუთარ ბიზნესზე. აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის რესპონდენტები (რომლებიც სიუჟეტში ხელოვანებად არიან მოხსენიებული) არიან მოტოციკლეტების მაღაზია/სახელოსნოს დამფუძნებელი და ავეჯის საამქროს მფლობელი, რომელსაც ფონდის საიჯარო დავალიანება აქვს 12 000 ლარის ოდენობით. მოცემულ მოიჯარეებს იჯარის ვადა გაუვიდათ 2021 წლის 31 დეკემბერს და ერთი თვით ადრე ეცნობათ, რომ იჯარის ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაეცალათ შენობები. 55-მა მათგანმა ეს მოთხოვნა შეასრულა და ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ სამი მოიჯარე, რომელიც არ ტოვებს კინოსტუდიის ქონებას.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის დეკემბერში ქართული ფილმის განვითარების ფონდის დაკვეთით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე არსებული შენობების მდგრადობის ექსპერტიზა. სამხარაულის ბიუროდან მიღებული დასკვნის თანახმად, მოცემული 15 შენობიდან უმეტესობა არის ამორტიზებული, ექსპლუატაციისთვის საფრთხის შემცველი და მათგან ხუთი შენობა ექვემდებარება დემონტაჟს. ამდენად, ამ შენობებში საქმიანობა საფრთხის შემცველია და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ფონდის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას შემდეგ, რაც ტერიტორიას სრულად დატოვებენ მოიჯარეები, უნდა მოხდეს შენობების რეაბილიტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება აუქციონის წესით იჯარით გაცემა, მხოლოდ იმ პროფილურ სახელოვნებო ორგანიზაციებზე, რომლებიც შეასრულებენ იმ დანიშნულებას, რაც თავის დროზე ჰქონდა კინოსტუდიას - ქართული კინოს განვითარება. ამდენად, ზემოხსენებული სიუჟეტი ემყარება არა რეალურ ფაქტებს, არამედ არის ცრუ ინფორმაცია და მორიგი სიყალბე“, - აღნიშნავენ ფონდში.

ყველა სიახლე

ნიკა გვარამია

14 მაისი 2026, 22:32

პოლიტიკა

ნიკა გვარამია გახარიას პარტიაზე: ალიანსში უნდა მივიღოთ ეს ხალხი

„ოპოზიციური ალიანსის„ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, მათ გაერთიანებაში უნდა მიიღონ.

რომის პაპი ლეო XIV

14 მაისი 2026, 22:22

მსოფლიო

რომის პაპი ევროპის გაზრდილ სამხედრო ხარჯებს დიპლომატიის ღალატად აფასებს

რომის პაპმა ლეომ დაგმო ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდა, რაც გასულ წელს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან ზეწოლის ფონზე, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გაიზარდა, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

ჯონ ბოლტონი

14 მაისი 2026, 22:15

მსოფლიო

ჯონ ბოლტონი: ტრამპს სჯერა, რომ უკრაინა მის წინააღმდეგ მუშაობდა 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი დარწმუნებულია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის მხრიდან მის წინააღმდეგ წარმოებულ ფარულ კამპანიაში.

ჯონ ბოლტონი

14 მაისი 2026, 22:03

მსოფლიო

ჯონ ბოლტონი: ტრამპს ჰგონია, რომ სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის მეგობარია, თუმცა გარწმუნებთ, რომ ისინი ტრამპს სულ სხვაგვარად აღიქვამენ - ორივე მათგანი მას ადვილ ლუკმად მიიჩნევს

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის აღფრთოვანება ავტორიტარული ლიდერებით ხშირად სცილდებოდა დიპლომატიურ ფარგლებს.

მაკა ბოჭორიშვილი

14 მაისი 2026, 21:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

2026 წლის 15 მაისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. კიშინეუში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

14 მაისი 2026, 21:52

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთში პირველი ერთნაირსქესიანი ქორწინება დარეგისტრირდა

პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში, ხუთშაბათს პირველი ერთნაირსქესიანი ქორწინება დარეგისტრირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

14 მაისი 2026, 21:44

პოლიტიკა

ზაქარია წიკლაური თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაციასთან ერთად, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით გამართულ შეხვედრებს დაესწრო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

14 მაისი 2026, 21:33

პოლიტიკა

კრიტიკა ოპოზიციური ალიანსის მისამართით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიტიკა ოპოზიციური ალიანსის მისამართით სინამდვილეში ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას - ასე ხსნის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პატიმარი სააკაშვილის უკმაყოფილებას, რომელიც ოპოზიციისგან, სასტუმროებიდან ქუჩაში გასვლას მოითხოვს.

14 მაისი 2026, 21:12

პოლიტიკა

იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელ ღია დიალოგს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იტალიაშია.

14 მაისი 2026, 21:10

საზოგადოება

სანქციების ინიციატორების წარსული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ მუშაობს საქართველოს და ქართული მედიასაშუალებების სანქცირებაზე. პოლონელი ევროპარლამენტარების გვარები არაერთ სკანდალთან და გამოძიებასთან არის დაკავშირებული.

14 მაისი 2026, 21:07

საზოგადოება

ევროპარლამენტარების ბრძოლა „იმედთან“. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„იმედი“ ბრიუსელის პირდაპირი სამიზნეც გახდა. ევროპარლამენტმა მთლიანად მაუწყებელს საქმიანობა 1 წლით აუკრძალა.

დონალდ ტრამპი

14 მაისი 2026, 20:54

მსოფლიო

ტრამპი: სი ძინპინს სურს, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ხუთშაბათს გამართული მოლაპარაკებების დროს, აშშ-სა და ირანს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაში დახმარება შესთავაზა.

14 მაისი 2026, 20:40

პოლიტიკა

საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში უსწრებს - კანონის უზენაესობის მედეგობას ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი აფასებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოსთან ერთად მაღალ შეფასებას კი მხოლოდ მონტენეგრო იმსახურებს. ეს მონაცემები კიდევ უფრო საინტერესოა ბრიუსელის კრიტიკის და საქართველოს პროგრესის დაკნინების მცდელობის ფონზე.

ვახტანგ თურნავა

14 მაისი 2026, 20:39

პოლიტიკა

ვახტანგ თურნავა: იტალიის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე

„იტალიის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გავმართეთ სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტთან, მაურიციო გასპარისთან. ასევე სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტთან, მარკო სილვესტრონისთან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვახტანგ თურნავამ.

დონალდ ტრამპი

14 მაისი 2026, 20:36

მსოფლიო

ტრამპი: სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთი არ აპირებს ირანისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას - ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილეს თუ არა მხარეებმა პეკინის მხარდაჭერა ირანისადმი, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩინეთისგან მნიშვნელოვანი პირობა მიიღო.

14 მაისი 2026, 20:22

საზოგადოება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: უახლოეს დღეებში შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გამოცხადდება ახალი ბაზრის კვლევა სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით

უახლოეს დღეებში შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გამოცხადდება ახალი ბაზრის კვლევა სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.

14 მაისი 2026, 20:21

პოლიტიკა

რა პრინციპით იცავენ ქართული არასამთავრობოები მედიის თავისუფლებას? კოორდინირებული ხმაური კონკრეტული ჟურნალისტების გამო და სრული დუმილი ტელეიმედის შემთხვევაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხმაურის სასურველი ჟურნალისტებისთვის და დუმილი „ტელეიმედის“ დასჯის გამო. რა პრინციპით იცავენ ქართული არასამთავრობოები მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას? კითხვას ფაქტები პასუხობს.

14 მაისი 2026, 20:15

პოლიტიკა

კიშინიოვის თავდასხმა ქართულ მედიაზე და ბრიუსელის აკრძალვა ტელეიმედს. ბრძოლა თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ! ვინ იმუშავა სადამსჯელო ზომებზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო ღონისძიების გასაშუქებლად აკრედიტაციაზე უარის გასამართლებლად, კიშინიოვი ღია წყაროებს და სანქციებს იშველიებს.

ილია ინჯია

14 მაისი 2026, 19:56

პოლიტიკა

ილია ინჯია: „იმედისა“ და „პოს ტვ-ს“ ჟურნალისტებისთვის ევროკავშირის შენობებში შესვლის შეზღუდვა, უკიდურესად არასწორი გადაწყვეტილებაა, ასევე ლოგიკას მოკლებულია მოლდოვას მიერ „იმედის”, „რუსთავი 2-ისა“ და „პოს ტვ-ს“ აკრედიტაციაზე უარის თქმის ფაქტი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერი ილია ინჯია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან „იმედისა“ და „პოს ტვ-ს“ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასა და ევროკავშირის შენობებში შესვლის შეზღუდვას უკიდურესად არასწორ და უსამართლო გადაწყვეტილებად აფასებს. ამის შესახებ ვიცე-სპიკერი ფეისბუქზე წერს. მისი თქმით, ასევე მიუღებელი და ლოგიკას მოკლებულია მოლდოვას მიერ სამი ქართული მაუწყებლის - „იმედის“, „რუსთავი 2-ისა“ და „პოს ტვ-ს“ აკრედიტაციაზე უარის თქმის ფაქტი.

14 მაისი 2026, 19:39

საზოგადოება

საქართველოს ტურიზმის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მალტაში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ევროპის რეგიონული კომისიის 72-ე სხდომაზე ისაუბრა

მალტაში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ევროპის რეგიონული კომისიის 72-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც დაესწრო 33 წევრი ქვეყნის დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.