კულტურის სამინისტროს მოწვევით, გელათის სამონასტრო კომპლექსს ICOMOS/ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა
ფოტო: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტრომ UNESCO-ს ხელმძღვანელობას ივლისში წერილობით მიმართა და აღნიშნა, რომ მადლიერია ICOMOS-ის, რომელმაც საქართველოს წერილობით გაუწია დახმარება (შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში გელათის მონასტერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით მომუშავე საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებულ კვლევებს, მათ მიერ შერჩეულ მეთოდოლოგიასა და ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს ICOMOS-მა დადებითი შეფასება მისცა), მაგრამ ასევე სთხოვს მას, ადგილზე გაეცნოს ვითარებას, შეაფასოს ქართული მხარის მიერ UNESCO-ს ექსპერტების ჩართულობით ჩატარებული სამუშაოები და გასცეს შემდგომი რეკომენდაციები.
„მოწვევის პარალელურად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ UNESCO-ს ხელმძღვანელობას გაუგზავნა მიმდინარე წლის მაის-ივნისში გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ანგარიშები. კერძოდ, მიმდინარე წლის 27-31 მაისს გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავზე ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს UNESCO-ს მაღალკვალიფიციურმა ექსპერტებმა გაუწიეს ზედამხედველობა.
საგანგებოდ ამ მიზნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათში იმყოფებოდნენ ძეგლის გადახურვის სპეციალისტები - პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, რომლებმაც ქართველი სპეციალისტების მიერ დროებითი გადახურვის მოსაწყობად ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები შეაფასეს და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები. ასევე, გელათში იმყოფებოდნენ კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი და კედლის მხატვრობის სპეციალისტი მარიო პულიერი. ორივე მათგანი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესი საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე შეაფასეს კერძოდ, ალესანდრო მასარიმ ტაძარში ტენიანობის მონიტორინგი განახორციელა, ხოლო მარიო პულიერი კედლის მხატვრობის მდგომარეობას უწევდა მონიტორინგს.
აღსანიშნავია, რომ 22 ივლისის წერილის პასუხი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ UNESCO-სგან 29 სექტემბერს მიიღო. წერილში საერთაშორისო ორგანიზაცია სამინისტროს აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში საქართველოს ეწვევა ICOMOS/ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია შემდეგი შემადგენლობით: ალკივიადეს პრეპისი - ICOMOS-ის მრჩეველი არქიტექტურის მიმართულებით, ვალერი მაგარი - ICCROM-ის პროგრამების განყოფილების მენეჯერი (კედლის მხატვრობის სპეციალისტი) და ირენა კაკეტი - UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (WHC) ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის პროგრამების სპეციალისტი. ამავე წერილში UNESCO მადლობას უხდის საქართველოს კულტურის სამინისტროს წერილთან ერთად მიწოდებული ანგარიშების გაზიარებისთვის და აღნიშნავს, რომ მათ მიერ ნოემბრის თვეში მოვლინებული ექსპერტები მოცემულ მასალას საქართველოში მისიის მომზადებისთვის გამოიყენებენ“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
14 ივნისი 2026, 14:44
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე B, C და D ჯგუფების მატჩები გაიმართა
აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მაროკოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრა 1-1 დაასრულა. აფრიკელები 21-ე წუთზე ისმაელ საიბარიმ დააწინაურა, 32-ე წუთზე კი წონასწორობა ვინისიუს ჟუნიორმა აღადგინა, რომელიც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
14 ივნისი 2026, 14:41
მსოფლიო
ცნობილი ბრიტანელი აქტივისტი, ტომი რობინსონი დააკავეს
ცნობილი ბრიტანელი აქტივისტი ტომი რობინსონი ჰიტროუს აეროპორტში დააკავეს. ამის თაობაზე რობინსონი სოციალურ ქსელში წერს.
14 ივნისი 2026, 14:38
მსოფლიო
პარიზში პარტია „პატრიოტების“ ლიდერის, ფლორიან ფილიპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლა მოითხოვეს
პარიზში პარტია „პატრიოტების“ ლიდერის, ფლორიან ფილიპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლა მოითხოვეს და პრეზიდენტი მაკრონი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებაში დაადანაშაულეს.
14 ივნისი 2026, 14:32
მსოფლიო
ბულგარეთში ყოველწლიური მსვლელობა „მარში ოჯახისთვის“ გაიმართა
უკვე მეექვსედ, ბულგარეთში ყოველწლიური ტრადიციული მსვლელობა „მარში ოჯახისთვის“ გაიმართა. სოფიის ცენტრში შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა მიმართა, რომელმაც დედაქალაქში გამართულ „პრაიდ-მარშს“ პროტესტი გამოუცხადა და ტრადიციული ქორწინებისა და ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
14 ივნისი 2026, 14:25
მსოფლიო
Euronews-ი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე წერს
კალასის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ზოგჯერ მისი პოზიცია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ კონსენსუსს სცილდება და პირად აზრს ეფუძნება. სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე დიპლომატმა უკვე აღიარა, რომ კალასის მიმართ უარყოფითი რეაქცია ბოლო კვირების განმავლობაში გაძლიერდა.
14 ივნისი 2026, 14:21
სპორტი
„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა
მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა. მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაერთნენ.
14 ივნისი 2026, 14:21
მსოფლიო
ლიეტუვა, პოლონეთი და საფრანგეთი რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნას ჩაატარებენ
სწავლების მთავარი მიზანი ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება და მოკავშირე ძალებს შორის მოქმედებების კოორდინაციაა.
14 ივნისი 2026, 14:13
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ზოგადად პროპაგანდისტული მედია იმით არის დაკავებული, რომ გამოგონილი ანდაც უკვე რეაგირებული ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩრდილის მისაყენებლად გამოიყენონ
„როგორც კი შეიტყობენ ამის შესახებ შესაბამისი უწყებები, მათი რეაგირება, რომ მყისიერია, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, რომ ამ საკითხით მანიპულირებს „ტვ პირველი“, ზოგადად პროპაგანდისტული მედია იმით არის დაკავებული, რომ გამოგონილი ანდაც უკვე რეაგირებული ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩრდილის მისაყენებლად გამოიყენონ, მოახდინონ სახელმწიფო უწყებების დისკრედიტირება, მაშინ როდესაც ამ ფაქტზე, როგორც მათთვის პირადა, ისევე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს სათანადო და მკაცრი რეაგირება ჰქონდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
14 ივნისი 2026, 14:03
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენზე: სახელმწიფომ დაიწყო ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით
სახელმწიფომ დაიწყო ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მასშტაბურ სტუდენტური პროექტზე - სტუდფესტზე საუბრისას.
14 ივნისი 2026, 14:02
მსოფლიო
რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერობის ახალი კანდიდატი დაასახელა
„ეუდჟენ ტომაკმა დღეს დილით თავისი მანდატი უკან გაითხოვა, რის გამოც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ადრიან ვეშტიას კანდიდატურას წარვადგენ. ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორია“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
14 ივნისი 2026, 14:01
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა - ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ადამიანების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა, რომლებიც სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ
პირადად ჩემთვის, გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მომენტი, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სიციალურ ქსელში.
14 ივნისი 2026, 13:43
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ქალაქ ხაშურში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაზიანებები მიაყენა 2 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
14 ივნისი 2026, 13:23
საზოგადოება
სტუდფესტის ფარგლებში გარბენი გაიმართა, რომელშიც თბილისის მერიც მონაწილეობდა
მასშტაბური სტუდენტური პროექტის - სტუდფესტის ფარგლებში, დედაქალაქში გარბენი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღო მონაწილეობა.
14 ივნისი 2026, 13:14
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი პირველად დააკავა
ტანკერი „სმირტოსი“ ლა-მანშის სრუტის გავლას ცდილობდა, მისი დაკავების ოპერაცია, რომელშიც სამხედრო-საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ, 6 საათს გრძელდებოდა. ტანკერი ინგლისის სამხრეთ სანაპიროსთან, ლა-მანშის სრუტეში, ღუზაზე საყრდენ სადგომზე გადაიყვანეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, გემზე მონიტორინგი განხორციელდება ნებისმიერი ეკოლოგიური პრობლემისა თუ უსაფრთხოების რისკების გამოსავლენად.
14 ივნისი 2026, 13:06
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი მოხარულია, რომ დღეს „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენს შეუერთდა
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სტუდენტების, სპორტსმენების, სამთავრობო გუნდისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ერთობლივი მონაწილეობა ამ გარბენში მკაფიო გზავნილია იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა თითოეული მოქალაქის საერთო პასუხისმგებლობაა.
14 ივნისი 2026, 12:10
მსოფლიო
რომში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მიტინგები გაიმართა
მემარჯვენეთა მარშმა რამდენიმე ათასი მონაწილე შეკრიბა. დემონსტრანტები მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებასა და უცხოელების დეპორტაციას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი მუსოლინის ეპოქის ლოზუნგებსაც კი სკანდირებდა. ამის საპასუხოდ, მიგრანტების მხარდასაჭერად რომის სხვა რაიონში მემარცხენეებისა და პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ განაცხადეს.
14 ივნისი 2026, 11:52
საზოგადოება
ოპოზიციური მედიის მორიგი „ფეიკი”: რატომ გააყალბეს „ტაბულამ” და „ფორმულამ” მდინარაძის განცხადება და რა მიზნით შეცვალეს მის მიერ ნათქვამი სიტყვები, სიტყვით „ნებისმიერი” - რა თქვა სინამდვილეში მამუკა მდინარაძემ?
“ტაბულას” და “ფორმულას” მორიგი “ფეიკი”: ოპოზიციური მედია, ამჯერად ვიცე-პრემიერის და სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებას აყალბებს.
14 ივნისი 2026, 11:45
სპორტი
„სტუდენტური ფესტივალი 2026“-ის დასკვნითი სპორტული ღონისძიება დაიწყო - მარათონს საქართველოს პრეზიდენტი, თბილისის მერი და სპორტის მინისტრი შეუერთდნენ
თბილისში „სტუდენტური ფესტივალი 2026“-ის დასკვნითი სპორტული ღონისძიება მიმდინარეობს. გარბენი 11:00 საათზე ვაკის პარკიდან დაიწყო და მონაწილეები ფინიშის ხაზს თავისუფლების მოედანზე გადაკვეთენ.
14 ივნისი 2026, 11:32
საზოგადოება
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ იტალიაში საკონცერტო ტურნეს მართავს
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ იტალიაში საკონცერტო ტურნეს მართავს. ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე აჟღერდება.
14 ივნისი 2026, 11:29
მსოფლიო
უკრაინამ ყირიმში ტიტანის ქარხანაზე მიიტანა იერიში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ანექსირებულ ყირიმში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი დაბომბეს. დრონებით თავდასხმა არმიანსკში მდებარე ტიტანის ქარხანაზე განხორციელდა.


