imedi /  08 სექტემბერი 2017, 09:39 / სანდო წყარო

ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში წელს აღარ გაიმართება

ელტონ ჯონი

საქართველოში ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის დაგეგმილი კონცერტები წელს აღარ გაიმართება. 16 და 17 სექტემბერს  Black See Arena-ზე დანიშნული კონცერტების გადადების შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა, რის მიზეზადაც ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, სტივ ჯონსონის მიერ ხელზე ჩატარებული ოპერაცია სახელდებოდა, თუმცა ინფორმაციას ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. 

ელტონ ჯონის კონცერტის გადადების შესახებ პრესკონფერენცია დღეს 11 საათზე „საქართველოს ბანკის სოლოს“ ოფისში გაიმართება.

კომენტარები ()