imedi /  08 სექტემბერი 2017, 13:00 / სანდო წყარო

საბავშვო ევროვიზია 2017-ზე საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს

"საბავშვო ევროვიზია 2017"-ზე, რომელიც თბილისში გაიმართება, საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს. 

შერჩეული კონკურსანტისთვის სპეციალურად ახალი სიმღერა დაიწერება, რომლის კომპოზიტორიც, ასევე, კონკურსის მეშვეობით შეირჩევა.

"საბავშვო ევროვიზია 2017"-ის დამდგმელი რეჟისორი გორდონ ბონელო იქნება. ის  4 წელია თანამშრომლობს ევროპის მაუწყებელთა კავშირთან.

ღონისძიება საქართველოში 26 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. გასულ წელს მალტაში გამარჯვება ქართველმა კონკურსანტმა მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა სიმღერით „მზეო“.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის რეკორდსმენი ქვეყანაა, რომლის ანგარიშზეც სამი გამარჯვებაა. პირველად 2008 წელს ჯგუფმა "ბზიკებმა", 2011 წელს ჯგუფმა Candy და 2016 წელს მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვეს, სწორედ ამიტომ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) გადაწყვიტა, რომ 2017 წელს ევროფესტივალი საქართველოში გამართულიყო.

კომენტარები ()