imedi /  09 სექტემბერი 2017, 15:40 / სანდო წყარო

ელტონ ჯონის კონცერტზე 2018 წლის 30 ივნისის ბილეთები უკვე გაყიდულია

ელტონ ჯონი

ელტონ ჯონის ოფიციალურ საიტზე საქართველოს კონცერტების ახალი თარიღები უკვე  მითითებულია. მომღერალი საქართველოს 2018 წელს ესტუმრება და „Black Sea Arena“-ზე კონცერტებს 30 ივნისსა და პირველ ივლისს გამართავს.

საიტზე მითითებული ინფორმაციით, 30 ივნისის კონცერტზე ბილეთები უკვე გაყიდულია, კვლავ ხელმისაწვდომია პირველი ივლისის ბილეთები.

მომღერალმა „Black Sea Arena“-ზე 2017 წლის 16-17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტები ჯგუფის წევრის ავადმყოფობის გამო გადადო.

კომენტარები ()