imedi /  13 სექტემბერი 2017, 19:44 / სანდო წყარო

ბუკერის პრემიის ფინალისტების სია ცნობილია

დიდ ბრიტანეთში ბუკერის პრემიის "შორტ ლისტი" გამოქვეყნდა. სრული სია პრემიის ვებ გვერდზეა ხელმისაწვდომი

ფინალისტებს შორის დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან 6 ავტორი აღმოჩნდა, ერთ-ერთი მწერალი პაკისტანური წარმოშობისაა. 

"შორტ ლისტში" ასევე მოხვდნენ პოლ ოსტერი, ემილი ფრიდლანდი, მოჰსინ ჰამიდი. ფიონა მოზლი, ჯორჯ სანდერსი და ალი სმიტი. 

ბუკერის პრემიის ლაურეატები 17 ოქტომბერს დასახელდებიან. ფულადი ჯილდო 50 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

კომენტარები ()