კულტურის სამინისტროს პროექტის „თეატრალური საგანძურის“ პრეზენტაცია გაიმართა
ფოტო: კულტურის სამინისტრო
კინოთეატრ „კავეაში“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის, „თეატრალური საგანძურის“, პრეზენტაცია გაიმართა. სამინისტროს ინიციატივით, ღონისძიება დიდი ქართველი რეჟისორის, თეატრის მკვლევრის, პედაგოგის, კინომსახიობთა თეატრის დამაარსებლის, მიხეილ თუმანიშვილის, დაბადების დღეზე ჩატარდა და მას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისისა და რეგიონების სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები, თეატრის კრიტიკოსები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „პრაიმ შოუს სტუდიის“ გუნდი 2022 წლიდან მაღალი ხარისხით იღებს თბილისსა და რეგიონებში მოქმედი სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო თეატრების სპექტაკლებს. მაყურებელს სპექტაკლების ნახვა შეუძლია ვებგვერდზე www.theaters.ge.
პირველ ეტაპზე პორტალზე ატვირთულია სპექტაკლები: „უსახური“ (რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი), „შავი ფრინველი“ (რეჟისორი გეგა გაგნიძე), „ხალდე“ (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე), „ჰარპაგონი“ (რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა), „მოჩვენებები“ (რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი), „რესპუბლიკა გურია“ (რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი), „მახინჯი იხვის ჭუკი“ (რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე), „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“ (რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი), „სტუმარი“ (რეჟისორი დავით საყვარელიძე) და ნიკოლოზ საბაშვილის თოჯინური სპექტაკლი ,,იავნანამ რა ჰქმნა?!”
სხვა სპექტაკლები ვებგვერდზე ეტაპობრივად აიტვირთება.
გარდა სპექტაკლების მაღალი ხარისხის ჩანაწერებისა, ვებგვერდზე გამოქვეყნდება თეატრისა და კინოს მსახიობებთან ინტერვიუები, რომლებშიც ისინი საკუთარი ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო ეპიზოდებზე ჰყვებიან. პორტალზე უკვე შეგიძლიათ ნახოთ ბერტა ხაფავას, იმედა კახიანის, მაკა გოგიჩაიშვილისა და ნუგზარ ყურაშვილის ვიდეოჩანაწერები. ცნობილი ქართველი მსახიობების ინტერვიუების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა ტელევიზიის არქივებშია დაცული და საზოგადოებას მათზე ხელი არ მიუწვდება. ამასთანავე, ახალ პორტალზე განთავსებული ჩანაწერების უმეტესობა ეხება კონკრეტულ თემას ან მონაკვეთს მათი ცხოვრებიდან. ვებგვერდს ეტაპობრივად დაემატება ინფორმაცია თეატრების შესახებ, განთავსდება აფიშები, განცხადებები პრემიერების შესახებ და სხვ.
ვებგვერდი ხელმისაწვდომია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მცხოვრები ქართული თეატრით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.
პროექტი უპრეცედენტოა, რადგან აქამდე არ არსებობდა პლატფორმა, სადაც თანამედროვე ქართული სპექტაკლების სრული და მაღალი ხარისხის ჩანაწერების ნახვა იქნებოდა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ „პრაიმ შოუ სტუდიის“ გუნდს მსგავსი ვიდეოების გადაღების დიდი გამოცდილება აქვს. გარდა სატელევიზიო გადაცემებისა და სიუჟეტების მომზადებისა, გუნდს განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი. მათი გადაღებულია 2021-2022 წლებში დადიანების სასახლეში გამართული საშობაო მეჯლისები, საქველმოქმედო კონცერტი ქართველი და უკრაინელი არტისტების მონაწილეობით. მათვე შექმნეს ქართული კულტურის ვიდეოალმანახი და სხვ.
ვებგვერდი ხელს შეუწყობს ქართული თეატრების, განსაკუთრებით - რეგიონული და კერძო თეატრების პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანასა თუ უცხოეთში და უნიკალურ ეროვნულ საგანძურს ციფრული ფორმატით შემოუნახავს მომავალ თაობებს.
ყველა სიახლე
05 ივნისი 2026, 18:33
მსოფლიო
ლიბანის პრეზიდენტი: ირანი ლიბანს აშშ-თან მოლაპარაკებებში გასაცვლელ მონეტად იყენებს - ეს მიუღებელია
ლიბანის პრეზიდენტი, ჟოზეფ აუნი CNN-თან საუბარში აცხადებს, რომ ირანი ლიბანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში „გასაცვლელ მონეტად“ იყენებს.
05 ივნისი 2026, 18:25
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდებოდა რა თქმა უნდა, მტკიცებულებები, რომლებმაც მოიყარა თავი და საბედნიეროდ, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს გააზრებული და არა იმპულსური გადაწყვეტილებებია
კარგად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩქარა გადაწყვეტილებების მიღება. აქაც დაბალანსებული უნდა იყოს მიდგომა - ერთი მხრივ დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები გაუფრთხილებლად მივიღოთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის სინდრომის მკურნალობის და ამ თემაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.
05 ივნისი 2026, 18:19
მსოფლიო
მაკრონმა ზელენსკის წერილს პუტინისადმი „კარგი ინიციატივა“ უწოდა და რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიესალმება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივას ვლადიმირ პუტინისთვის წერილის გაგზავნის თაობაზე და უკრაინასა და კრემლს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
05 ივნისი 2026, 18:16
ეკონომიკა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა
მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდის რეალურმა მაჩვენებელმა 7.5% შეადგინა. მთლიანმა შიდა პროდუქტმა ნომინალურ გამოხატულებაში 104 მილიარდ 598 მილიონ ლარს მიაღწია, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 28 235 ლარია. ინფლაციის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 4% შეადგინა. მომხსენებელმა ეკონომიკური ზრდის ფაქტორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ერთ-ერთ მიშვნელოვან როლს საგარეო სექტორი ასრულებს. გიორგი კაკაურიძის თქმით, 2024 წელთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა 10,3%-ით არის გაზრდილი და 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა.
05 ივნისი 2026, 18:10
ეკონომიკა
Montran: ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით ვქმნით თანამედროვე და მდგრად საფინანსო ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან
წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Montran-ი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) განახლებული სისტემის დანერგვას ეხმიანება. როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების განახლებული სისტემა (RTGS) წარმატებით დანერგა. პროექტი ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია და მიზნად ისახავს ფინანსური სექტორის ეფექტიანობის, მდგრადობისა და უსაფრთხოების შემდგომ გაძლიერებას.
05 ივნისი 2026, 18:01
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები საქართველოსთან დაკავშირებით რადიკალურად შეცვლილია
„რადიკალურად შეცვლილია პრინციპები, რაზეც მათ თავიანთი ხედვა აქვთ დამყარებული საქართველოსთან ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანასთან დაკავშირებით. ეს არა მარტო საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში არის ნათქვამი, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ახლა არის კარგი შესაძლებლობა საქართველოსთან ურთიერთობები ახალ დონეზე ავიდეს. მან ორი მთავარი ბაზა დაასახელა - ფასეულობათა თანხვედრა ბევრ საკითხში და ქვეყნების სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს ორი ისეთი მყარი საფუძველია, უნდა ემყარებოდეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
05 ივნისი 2026, 17:59
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით: არის მედიკამენტები, რომლის პაციენტზე გავრცელება/არ გავრცელებას სჭირდება ინდივიდუალური შეფასება. ეს იციან მშობლებმაც. აქ არა მარტო ასაკობრივად არის განსაზღვრული მედიკამენტების დაშვება/არ დაშვების საკითხი, არამედ გარკვეული ფიზიკური კონდიციებიც უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას
არის მედიკამენტები, რომლის გამოყენება/არ გამოყენებას და პაციენტზე გავრცელდება/არ გავრცელებას სჭირდება ინდივიდუალური შეფასება. ეს იციან მშობლებმაც. ამაზე ვისაუბრეთ რა თქმა უნდა. აქ არა მარტო ასაკობრივად არის განსაზღვრული მედიკამენტების დაშვება/არ დაშვების საკითხი, არამედ გარკვეული ფიზიკურ კონდიციებიც უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მედიკამენტებზე საუბრისას.
05 ივნისი 2026, 17:55
საზოგადოება
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა რუსთავის ჭალის ტყის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, ქალაქ რუსთავში გარემოსდაცვითი კამპანია – „გააგრძელე ჭალის ტყის ისტორია“ გაიმართა.
05 ივნისი 2026, 17:51
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე: არ ვიჩქარებ მედიკამენტების დასახელებას, მაგრამ მოხდება მედიკამენტის ავკარგიანობის თავიდან ბოლომდე, სკრუპულოზურად შესწავლა, ამის გარეშე გამოყენება დაუშვებელია
არ ვიჩქარებ მედიკამენტების დასახელებას ან მინიშნებას, რომელზე რას ვფიქრობთ და ვგეგმავთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მოხდება მედიკამენტის ავკარგიანობის თავიდან ბოლომდე, სკრუპულოზურად, ზუსტად შესწავლა, ამის გარეშე მედიკამენტის გამოყენება დაუშვებელია,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სინდრომისთვის განკუთვნილი მედიკამენტების შემოტანაზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა" .
05 ივნისი 2026, 17:51
პოლიტიკა
თეკლა თიკანაშვილი: რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, ეს პოტენციალი როგორ ვაქციოთ მათ შესაძლებლობად
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, თეკლა თიკანაშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალგაზრდებთან შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა მათ აძლევთ შესაძლებლობას, რომ რეგიონს ადგილობრივი ახალგაზრდების თვალით შეხედონ.
05 ივნისი 2026, 17:47
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: პრემიერმაც აღნიშნა, რომ რაც არ უნდა იყოს დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო მედიკამენტის ღირებულება, სახელმწიფო არ დაიხევს უკან. ამ ხელისუფლებამ ჩაიბარა ონკოლოგიის პროგრამა, რომელშიც 4 მილიონი იხარჯებოდა და 400 მილიონს გასცდა ეს დაფინანსება
ამ ხელისუფლებამ ჩაიბარა ონკოლოგიის პროგრამა, რომელშიც 4 მილიონი იხარჯებოდა და 400 მილიონს გასცდა ეს დაფინანსება. ჯანდაცვის პროგრამა რამდენსაც წარმოადგენდა 2012 წლისთვის, იმაზე მეტი იხარჯება მხოლოდ ონკოლოგიაზე დღეს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“.
05 ივნისი 2026, 17:46
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა სარა როჯერსმა გერმანია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ცენზურის დაწესებაში დაადანაშაულა
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა სარა როჯერსმა გერმანია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და ცენზურის დაწესებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 17:43
პოლიტიკა
მარიამ გრიგოლიშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ ახალგაზრდების მიერ გაჟღერებული იდეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლების სამომავლო საქმიანობაში გასათვალისწინებლად
საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ინტერესების გათვალისწინება პოლიტიკურ საქმიანობაში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა.
05 ივნისი 2026, 17:37
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის - მათი მოთხოვნები და ხედვები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი გუნდის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს და რიგით მე-9 შეხვედრას რაჭაში, ამბროლაურში მართავს. შეხვედრა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ახალგაზრდები ესწრებიან, დისკუსიის ფორმატით წარიმართება.
05 ივნისი 2026, 17:32
პოლიტიკა
მაია ბითაძემ საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს პირველი ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესის ოფიციალური წარდგენა გაიმართა, სადაც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
05 ივნისი 2026, 17:28
სამართალი
„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ცნო თავი დამნაშავედ წაყენებულ ბრალდებაში და უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები“ – ადვოკატები 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილის მიერ დანაშაულის აღიარებას ადასტურებენ
ადვოკატები 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ნაწილის მიერ დანაშაულის აღიარებას ადასტურებენ. „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა თავი დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში და მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნიეს.
05 ივნისი 2026, 17:26
პოლიტიკა
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირი 11 აპრილს საქართველოსთან სავიზო საკითხთან დაკავშირებით დიალოგს გამართავს
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ 11 აპრილს ევროკავშირი საქართველოსთან სავიზო საკითხთან დაკავშირებით დიალოგს გამართავს.
05 ივნისი 2026, 17:20
პოლიტიკა
ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სამართალდამცავი უწყებების უმაღლესი სწავლების უწყებათაშორისი აკადემიის დირექტორს შეხვდა
იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, კომიტეტის წევრებთან - ზვიად შალამბერიძესა და იოსებ ჯორბენაძესთან ერთად, იტალიის სამართალდამცავი უწყებების უმაღლესი სწავლების უწყებათაშორისი აკადემიის (Scuola di Perfezionamento per le Forze di Polizia - SSPF) დირექტორს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალს, ვინჩენცო მასიმო მოდეოს შეხვდა.
05 ივნისი 2026, 17:15
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
ყურადღება გამახვილდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აზიური კაპიტალის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს.
05 ივნისი 2026, 17:12
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ახალგაზრდებთან რიგით მეცხრე შეხვედრას ამბროლაურში მართავს
შეხვედრა, რომელსაც რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალგაზრდები ესწრებიან, დისკუსიის ფორმატით წარიმართება.


