კულტურის მინისტრი მწერალთა სახლში მისუძუ კანეკოს პოეზიის ქართული თარგმანის პრეზენტაციას დაესწრო
ფოტო: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ცნობილი იაპონელი პოეტი ქალის, მისუძუ კანეკოს, ლექსების ქართული თარგმანების კრებულის პრეზენტაცია მწერალთა სახლში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, იაპონიის ელჩი საქართველოში ჰიდეკი იშიძუკა, ენათმეცნიერი და მთარგმნელი იასუჰირო კოჯიმა ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთი დუმბაძემ და იაპონიის ელჩმა საქართველოში ჰიდეკი იშიძუკამ.
„იაპონური ექო“ მისუძუ კანეკოს დაკარგული ლექსების კრებულია, რომელიც იაპონელი პოეტი ქალის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. წელს მისუძუ კანეკოს (1903-1930) დაბადებიდან 120 წელი გავიდა. ქართული მე-14 ენაა მსოფლიოში, რომელზეც მისუძუ კანეკოს ლექსები ითარგმნა და გამოიცა. ლექსები ქართულ ენაზე მარიამ წიკლაურმა თარგმნა. წიგნის რედაქტორი და კონსულტანტია იასუჰირო კოჯიმა ელზა ნაბახტეველთან ერთად.
პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით დაისტამბა გამომცემლობაში Cezanne Publishing. პროექტის ხელმძღვანელია მანანა კარტოზია, გამომცემელი - შორენა შავერდაშვილი.
წელს პოეტის შემოქმედებას, მისი ლექსების თარგმანებსა და ბიოგრაფიას არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნა ქართულ სალიტერატურო სივრცეში. იაპონელი პოეტის შესახებ მარიამ წიკლაურის პუბლიკაციები დაიბეჭდა კულტურის სამინისტროს ჟურნალში „კულტურა პლიუსი“ (რედაქტორი რეზო იუკურიძე), „ლიტერატურულ გაზეთში“ (რედაქტორი ირაკლი ჯავახაძე) და საყმაწვილო ჟურნალში „იალქანი“ (რედაქტორი ნანა ჭანტურია).
წიგნში 42 ლექსია. გამოცემა ორენოვანია - ქართულ-იაპონური და ახლავს მისუძუ კანეკოს აღმომჩენისა და მკვლევრის, იაპონელი პოეტის, სეცუო იაძაკის, წიგნის რედაქტორის მისალმება ქართველი მკითხველისადმი, იასიჰურო კოჯიმას წარდგენა, გამომცემლის, შორენა შავერდაშვილის, წინასიტყვაობა და მთარგმნელ მარიამ წიკლაურის წერილი პოეტის შემოქმედებაზე. პოეტის ცხოვრებაზე მოგვითხრობს ამერიკელი მთარგმნელი და გამომცემელი დევიდ იაკობსონი. წიგნის ერთი ნაწილი მხატვრულად გააფორმეს ახალგაზრდა მხატვარმა, 12 წლის ანა აბულაძემ და არტრედაქტორმა ბესიკ დანელიამ.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა თეონა ნაცვლიშვილის წიგნის „საკურა“ პრეზენტაცია. წიგნში იაპონია და მისი კულტურა წარმოჩენილია საკურას აღწერით. თეონა ნაცვლიშვილი წიგნის ავტორი და დიზაინერიცაა, რის გამოც, ტექსტი და ილუსტრაციები ერთ მთლიანობად აღიქმება. „საკურა“ 2021 წელს გამოიცა. იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია მანანა კარტოზია, წიგნი დაისტამბა გამომცემლობაში „სეზანი”.
ყველა სიახლე
04 აპრილი 2026, 16:30
საზოგადოება
ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს, რის შემდეგ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება
ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 16:23
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქალაქ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 16:21
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: „ნაცმოძრაობის“, მისი სატელიტი პარტიებისა და ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, არაერთგზის გვინახავს ისეთი კამპანიის წამოწყება, რომელიც აგებული იყო ტყუილზე
„ნაციონალურ მოძრაობის“, მისი სატელიტი პარტიებისა და ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენ არაერთგზის გვინახავს ისეთი კამპანიის წამოწყება, რომელიც თავიდან ბოლომდე აგებული იყო ტყუილზე, დეზინფორმაციასა და ცილისწამებაზე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟზე.
04 აპრილი 2026, 16:15
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც ერდოღანს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას გამართავს.
04 აპრილი 2026, 15:57
რეგიონი
კურორტ ნუნისამდე მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია იგეგმება
5 კილომეტრი სიგრძის გზის მოსაწესრიგებლად ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. მოლითი-ზვარე-ნუნისის გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საკურორტო ზონის განვითარებას, რის შემდეგაც ადგილობრივები და სტუმრები უსაფრთხოდ შეძლებენ გადაადგილებას.
04 აპრილი 2026, 15:28
საზოგადოება
აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
04 აპრილი 2026, 15:20
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებზე: ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხა პოლიტიკური კუდებით. სადაც ამ რადიკალებმა ფეხი დადგეს, ყველგან ვხედავთ ისტერიკას
ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხა პოლიტიკური კუდებით. სადაც ამ რადიკალებმა ფეხი დადგეს, ყველგან ჩვენ ვხედავთ ისტერიკას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
04 აპრილი 2026, 15:07
მსოფლიო
ბრიტანელი პოლიტიკოსი ჯიმ ფერგიუსონი: აშშ-ის კანონმდებლები ღიად ეჭვქვეშ აყენებენ ევროპელ მოკავშირეებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას
ბრიტანელი პოლიტიკოსი ჯიმ ფერგიუსონი აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს სოციალურ ქსელ X-ში ეხმიანება.
04 აპრილი 2026, 15:00
რეგიონი
ყვარელში მიუსაფარ ძაღლებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა, ნაწილი კი სხვა ვეტერინარული მანიპულაციების ჩასატარებლად, მიმკედლებლებთან კოორდინაციით, მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ყვარლის ცენტრიდან მიუსაფარი ძაღლები აიყვანეს, ნაწილს კი ცოფის საწინააღმდეგო აცრა ადგილზე ჩაუტარდა.
04 აპრილი 2026, 14:59
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: კარგად გვახსოვს სააკაშვილი პატრიარქის სავარძელში წამოგორებული, ვისკით, კონიაკით და კიდევ სხვადასხვა ნივთიერებით გაბრუებული ადამიანი, რომელიც ისე ესაუბრებოდა უმაღლეს იერარქებს და პატრიარქს, რომ ფეხზეც არ დგებოდა
ჩვენ კარგად გვახსოვს სააკაშვილი პატრიარქის სავარძელში წამოგორებული, ვისკით, კონიაკით და კიდევ სხვადასხვა ნივთიერებით გაბრუებული ადამიანი, რომელიც ისე ესაუბრებოდა უმაღლეს იერარქებს და პატრიარქს, რომ ფეხზეც არ დგებოდა, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.
04 აპრილი 2026, 14:47
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი ანრი მეტრეველი: გვინდა, ნებისმიერი ქართველი ახალგაზრდის ხმა ისმოდეს მკაფიოდ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ათივე რეგიონი შემოვიაროთ, შევაჯამოთ და აღმოვფხვრათ პრობლემები და დავეხმაროთ მათ
ჩვენ გვინდა, ნებისმიერი ქართველი ახალგაზრდის ხმა ისმოდეს მკაფიოდ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, ანრი მეტრეველმა სასტუმრო „პარაგრაფში“, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
04 აპრილი 2026, 14:40
პოლიტიკა
ვოლსკი: სააკაშვილი თვითონ აცხადებდა, რომ რამდენიმე ათეული შეხვედრა ჰქონდა პუტინთან სხვადასხვა თემაზე - თუკი პატრიარქი რაიმე სიტყვას ამბობს, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო არ დაინგრეს, მათ შორის რუსული აგრესიის ქვეშ
სწორედ საპატრიარქო იყო, სწორედ პატრიარქი იყო ადამიანი, რომელიც თავისი ხელით მოასვენებდა ომში დაღუპულ ჩვენს გმირებს, როდესაც სააკაშვილს აქ ტაშ-ფანდური ჰქონდა გამართული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პატიმარ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების კომენტირებისას.
04 აპრილი 2026, 14:35
მსოფლიო
რუსული მედია: მოსკოვში ერთ-ერთი სამართალდამცველის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტი აღკვეთეს
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ მოსკოვში ტერორისტული აქტი აღკვეთეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 14:25
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად „სააღდგომო ესკალაცია“ აირჩია
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად „სააღდგომო ესკალაცია“ აირჩია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპ, ლეო XIV-თან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
04 აპრილი 2026, 14:18
პოლიტიკა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ისევ შეტევის ეპიცენტრია - კამპანიას რუსთავის ციხიდან პატიმარი სააკაშვილი შეუერთდა
სოციალურ ქსელში სააკაშვილი თავის აუდიტორიას კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას ახსენებს და გარდაცვლილი პატრიარქის სიტყვებს ციტირებს. წერს, რომ პატრიარქის სიტყვებს ისტორია მკაცრად შეაფასებს.
04 აპრილი 2026, 14:09
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: დავაკავეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
04 აპრილი 2026, 13:48
მსოფლიო
მედია: გერმანიაში 17-45 წლამდე მამაკაცებს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალეს
გერმანიის ხელისუფლებამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 13:46
პოლიტიკა
მარიამ გრიგოლიშვილი: გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარება იწყება იქ, სადაც ახალგაზრდები უფრო მეტად არიან ჩართულები სახელმწიფო მართვის პროცესში, სადაც სახელმწიფო მეტად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია ბათუმის შემდეგ, დღეს უკვე შეკვეთილში ჩატარდა. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სტუდენტებთან შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები ესწრებოდნენ, რომელთა შორის მარიამ გრიგოლიშვილიც იყო.
04 აპრილი 2026, 13:27
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
ამჯერად, აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა თბილისის კერძო სკოლების - „ოპიზა“, „სხივი“ და „ნინო“ მოსწავლეებს უმასპინძლეს. სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადასაც. მოსწავლეებმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე, მემორიალთან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს, რის შემდეგაც, ქვედანაყოფის შექმნის ისტორიას გაეცნენ.
04 აპრილი 2026, 13:24
პოლიტიკა
თეკლა თიკანაშვილი: „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციების მთავარი ღირებულება სწორედ ის არის, რომ ჩვენ არა მხოლოდ მოვუსმინოთ ახალგაზრდებს, არამედ მათი საჭიროებები გავითვალისწინოთ
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები გრძელდება. მორიგი შეხვედრა ახალგაზრდებთან შეკვეთილში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტები სამეგრელოდან და ზემო სვანეთიდან.


